იმედაძე ნათელა

იმედაძე ნათელა

ფსიქოლოგი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

დაიბადა 1929 წ. 2 ივნისს, ქ.თბილისში. 1947 წელს თბილისში დაამთავრა საშუალო სკოლა. 1952 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დ. უზნაძის სახ. ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურაში, სადაც სწავლობდა 1955 წლამდე. ნ. იმედაძემ სამეცნიერო მოღვაწეობის დასაწყისშივე გამოკვეთა კვლევის ძირითადი მიმართულებები: ფსიქოლინგვისტიკა, მეტყველების განვითარება, მეორე ენის დაუფლება, სტრესი, მისი როლი სწავლაში. 1958 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე  ,,ბავშვის მიერ ორი ენის ერთდროული დაუფლების ფსიქოლოგიური ანალიზი” (თსუ სადისერტაციო საბჭო), ხოლო 1978 წელს სადოქტორო დისერტაცია: ,,მეორე ენის დაუფლების ექსპერიმენტული კვლევები” (დ. უზნაძის სახ. ფსიქოლოგიის ინსტიტუტის სადისერტაციო საბჭო).
1957-1978 წლებში ნ.იმედაძე დ. უზნაძის სახ.  ფსიქოლოგიის ინსტიტუტის პედაგოგიური ფსიქოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ თანამშრომელია, 1973-2006 წლებში ფსიქოლოგიის კათედრის გამგეა სულხან-საბა ორბელიანის პედაგოგიურ უნივერსიტეტში, აქვე კითხულობდა ზოგადი, ასაკობრივი და პედაგოგიური ფსიქოლოგიის კურსებს. 2006-2010 წ.წ. ილიას უნივერსიტეტის, სრული პროფესორია, კითხულობდა კურსებს: ასაკობრივი ფსიქოლოგია, უცხო ენის სწავლების ფსიქოლოგია. ამჟამად ილიას უნივერსიტეტის პროფესორ_ ემერიტუსია. აქვს ოჯახი. ჰყავს ორი ქალიშვილი და შვილიშვილები.
ნ. იმედაძეს გამოქვეყნებული აქვს  110 ნაშრომი, მათ შორის 3 მონოგრაფია, 14 ნაშრომი გამოქვეყნებულია საზღვარგარეთ.

მნიშვნელოვანი შრომებია:
1. ,,არაცნობიერი ენის დაუფლების სტრატეგიაში”, თბ. 1978;
2. ,,მეორე ენის დაუფლების ექსპერიმენტული კვლევა, ,,მეცნიერება”  თბ. 1979;
3. Croisslinguistic Studies of Child LaNGUAGE, “Studia Linguistica” 1991,
4. The Acquisition of Georgian, in”Crosslinguistic Study of Language Acquisition, edD.Slobin, Berkeley, 1992,

ნ. იმედაძე აქტიურად მონაწილეობდა  ფსიქოლოგთა საერთაშორისო კონგრესებში (იაპონია, გერმანია, უნგრეთი, რუსეთი), ასაკობრივი ფსიქოლოგიის საკითხებთან დაკავშირებულ  ევროპულ კონფერენციებში (იტალია, ლიტვა). 1995-96 და 2001-2002 წ.წ. მონაწილეობდა ერთობლივ საერთაშორისო პროექტებში (გერმანია, შვეიცარია), საერთაშორისო სიმპოზიუმებში (პოლონეთი, ავსტრია). წაიკითხა ლექციების კურსები: ბილინგვიზმის ფსიქოლოგია – ბუდაპეშტში და ფსიქოლინგვისტიკაში კელნის უნივერსიტეტში.

https://geowomen.wordpress.com/women-scientists/humanities/psychologists/imedadze/

Posted in ფსიქოლოგი | Tagged , | Leave a comment

ირინე ღამბაშიძე

irine-gambaSidze2

ირინე ოთარის ასული ღამბაშიძე

არქეოლოგი, დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის სამეცნიერო ლაბორატორიის ხელმძღვანელი

დაიბადა თბილისში, არქეოლოგის ოჯახში. 1976 წელს დაამთავრა თბილისის პირველი საშუალო სკოლა. 1983 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპეციალობით არქეოლოგია.

1999 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: „სამცხე/ჯავახეთი ძვ.წ. II ათასწლეულის შუა ხანებში“.

2006 წლიდან არის გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტის წევრ/კორესპონდენტი.

2007/დღემდე საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთ. ლორთქიფანიძის არქეოლოგიის ცენტრის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი.

2012/დღემდე საქართველოს ეროვნული მუზეუმის სამეცნიერო ლაბორატორიის ხელმძღვანელი.

2004-2014 წწ. საყდრისის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი (VW Stftung, DFG, CNRS, ANR).

***

არქეოლოგიური სამუშაოები საყდრისის უძველეს გამონამუშევრებში!

იხილეთ სრულად:

https://geowomen.wordpress.com/women-scientists/humanities/historians/irine-gambashidze/

Posted in არქეოლოგი | Tagged | Leave a comment

ევგენია ბოჭორიშვილი

 

ბოჭორიშვილი ევგენია

მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი

ევგენია (ჟენია) ბოჭორიშვილი დაიბადა 1925 წლის 8 აპრილს რაჭის სოფელ სამთისში.

 1941 წელს დაამთავრა ქალაქ ვლადიკავკაზის მე-18 საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა ჩრდილო ოსეთის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა 1948 წელს.

1948 წელს მუშაობა დაიწყო ყაზბეგის რაიონულ საავადმყოფოში გინეკოლოგად.

1958 წელს თბილისში დაარსდა ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომლის თანაშრომელიც იყო ევგენია ბოჭორიშვილი დაარსების დღიდან.

1971 წელს ევგენიამ დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია.

გარდაიცვალა 2008 წლის 16 ნოემბერს ქალაქ თბილისში.

https://geowomen.wordpress.com/women-scientists/medical-sciences/bochorishvili-evgenia/

 

Posted in ექიმი | Leave a comment

ლალი ცერცვაძე

Lali Cercvadzeლალი ცერცვაძე 

ფილოსოფიის დოქტორი, ესთეტიკოსი, თეატრმცოდნე.

დაიბადა 1941 წლის 3 მაისს. 1948-58 წლებში სწავლობდა თბილისის 24-ე საშუალო სკოლაში, რომლის დამთავრებისთანავე ჩაირიცხა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში თეატრმცოდნეობის ფაკულტეტზე. სტუდენტობის პერიოდში აქვეყნებდა სტატიებს სხვადასხვა ჟურნალში.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ 1964 წლის თებერვალში დაიწყო მუშაობა საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფილოსოფიის ფაკულტეტის ესთეტიკის კათედრის ლაბორანტად. ამავე წელს ჩააბარა გამოცდები ასპირანტურაში ესთეტიკის სპეციალობით.

სრულად

Posted in ფილოსოფოსი, Uncategorized | Leave a comment

ბახტაძე დალი

გერმანისტი,  ფილოლოგიურ  მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

დალი ბახტაძე დაიბადა 1941 წლის 10 აგვისტოს, ხონში. დაამთავრა ქუთაისის მე-16 საშუალო სკოლა (1958წ.); ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი (1963წ.); თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა (1972წ.)

1976 წელს დაიცვა  საკანდიდატო დისერტაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბჭოზე, გრიფით 10.02.04 – გერმანიკული ენები, სათაურია: “ფრაზეოლოგიური ვარიანტები თანამედროვე გერმანულ ენაში ქართულთან შეპირისპირებით”. სადოქტორო დისერტაცია დაიცვა 1993წ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოზე, გრიფით 10.02.04 (გერმანიკული ენები). სათაურია: “ფრაზეოლოგიური პრედიკაციის პრობლემები” (გერმანული და ქართული ენების კვლევის საფუძველზე).

1969 წლიდან 1997 წლის ჩათვლით მუშაობდა და ლექციებს კითხულობდა ქუთაისის სახელმწიფო ინსტიტუტში (1990 წლიდან ქუთაისის ა. წერეთლის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტში), 1998 წლიდან დღემდე მუშაობს თბილისის ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში და კითხულობდა და ახლაც კითხულობს შემდეგ სალექციო კურსებს.

იხ. სრულად

Posted in ფილოლოგი | Tagged | Leave a comment

განცხადება

საინიციატივო ჯგუფი თხოვნით მივმართავთ საზოგადოებას ელექტრონული ცნობარის ,,მეცნიერი ქალი” სრულყოფისათვის მოგვაწოდონ ინფორმაცია შემდეგი მეცნიერი ქალების შესახებ:     

1. ნინო მაღნარაძე – ასტრონომია
2. ელენე ობოლაშვილი – გამოთვლითი მათემატიკა
3. ნათელა კახნიაშვილი – მათ. ფიზიკის განტოლებები
4. ელენე დეკანოსიძე – გამოთვლითი მათემატიკა
5. ელენე იმერლიშვილი – მათ. სწავლების მეთოდიკა
6. თამარ მეგრელიშვილი – ასტროფიზიკა
7. ლუიზა შიშკოვა – ასტროფიზიკა
8. რაისა ბართაია – ასტროფიზიკა
9. მარინე გოგოლაშვილი  – ასტროფიზიკა

 

წინასწარ გიხდით მადლობას

Posted in Uncategorized | 2 Comments

პროექტი ,,მეცნიერი ქალი. საქართველო, XX საუკუნე”

 

პროექტი ,,ელექტრონული ცნობარი ,,მეცნიერი ქალი. საქართველო, XX საუკუნე“ განხორციელდა  2011 წელს საინიციატივო ჯგუფის ,,მეცნიერი ქალები მეცნიერი ქალების ინტერესებისათვის” მიერ ,,ქალთა ფონდი საქართველოში”-ს ფინანსური მხარდაჭერით.

ელექტრონული ცნობარი ,,მეცნიერი ქალი, საქართველო, XX საუკუნე” შეიცავს ინფორმაციას იმ მეცნიერი ქალების შესახებ, რომელებმაც თავისი მეცნიერული მოღვაწეობის ძირითადი პერიოდი XX საუკუნეში განვლეს. ისინი მეცნიერების ამა თუ იმ დარგში მნიშვნელოვანი შრომებისა და გამოკვლევების ავტორები არიან და ფლობდნენ მაღალ სამეცნიერო ხარისხს.

პროექტის განმახორციელებელი ჯგუფის წევრთა მიერ მეცნიერი ქალების შესახებ ინფორმაციის მოძიება მოხდა სხვადასხვა საშუალებით: თავად მეცნიერებთან ან მათი ოჯახის წევრებთან უშუალო კავშირით, მეცნიერ ქალთა შესახებ არსებული დოკუმენტური წყაროების გაცნობით,  ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მასალების გამოყენებით. წარუმატებლად დამთავრდა ჯგუფის წევრთა მცდელობა ცნობარის მოსამზადებლად გამოეყენებინა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქივი.

***

საინიციატივო ჯგუფი ,,მეცნიერი ქალები მეცნიერი ქალების ინტერესებისათვის” დიდი მადლიერებით მიიღებს ინფორმაციას იმ მეცნიერების შესახებ ვინც ჯერჯერობით ცნობარში ვერ შევიდა.

ინფორმაციის მოწოდებისას საჭიროა გაითვალისწინოთ შერჩევის შემდეგი კრიტერიუმები:

1) მეცნიერის ასაკი _ 70 წლის ზემოთ (ასაკობრივი შეზღუდვა გარდაცვლილებზე არ ვრცელდება, თუკი ის აკმაყოფილებს სხვა კრიტერიუმებს);
2) მეცნიერი უნდა ფლობდეს აკადემიურ ხარისხს, მაღალ სამეცნიერო წოდებას. (დოქტორი, პროფესორი, აკადემიკოსი);
3) მეცნიერის სამეცნიერო მოღვაწეობის ადგილი _ საქართველო;
4) მეცნიერის სამეცნიერო მოღვაწეობის პერიოდი _ XX საუკუნე.

სასურველია ინფორმაცია მოგვაწოდოთ შემდეგი კითხვარის მიხედვით:

ელექტრონული ცნობარი ,,მეცნიერი ქალი. საქართველო. XX საუკუნე”

კითხვარი


1. მეცნიერის გვარი, სახელი;
2. დაბადების თარიღი და ადგილი;
3. პროფესია;
4. აკადემიური წოდება;
5. ამჟამინდელი სამუშაო ადგილი;
6. განათლება _ როდის და სად დაამთავრა სკოლა, უმაღლესი სასწავლებელი, ასპირანტურა;
7. დისერტაციის დასახელება, როდის და სად დაიცვა (საკანდიდატო, სადოქტორო);
8. მნიშვნელოვანი სამეცნიერო გამოქვეყნებული ნაშრომების ჩამონათვალი;
9. თარგმანები (თუ ასეთ საქმიანობას ეწევა);
10. სამუშაო გამოცდილება (სამეცნიერო ინსტიტუტი_ რომელ განყოფილებაში მოღვაწეობდა და როდის, უმაღლესი სასწავლებელი _ სალექციო კურსის დასახელება და რომელ წლებში კითხულობდა, და სხვ.);
11. თანამდებობების ჩამონათვალი (თუ ყოფილა თანამდებობის პირი);
12. არააკადემიური წოდებები და სამეცნიერო და არასამეცნიერო ჯილდოები;
13. სამეცნიერო საზოგადოებების ან აკადემიების ნამდვილი ან საპატიო წევრობა;
14. საზღვარგარეთ სამეცნიერო მოღვაწეობის გამოცდილება;
15. ოჯახური მდგომარეობა;

 შენიშვნა:  კითხვარი აკრეფილი უნდა იყოს Synfaen -ში.

საინიციატივო ჯგუფთან დაკავშირება შესაძლებელია

ტელ. 555 37 07 14

ელ.ფოსტა:   ninotoma@mail.ru    ან     darbreg@gmail.com

      

                     

                          

 

 

                     

Posted in Uncategorized | Leave a comment