ბახტაძე დალი

 

ბახტაძე დალი

გერმანისტი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

დალი ბახტაძე დაიბადა 1941 წლის 10 აგვისტოს, ხონში. დაამთავრა ქუთაისის მე-16 საშუალო სკოლა (1958წ.); ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი (1963წ.); თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა (1972წ.)

1976 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბჭოზე, გრიფით 10.02.04 – გერმანიკული ენები, სათაურია: “ფრაზეოლოგიური ვარიანტები თანამედროვე გერმანულ ენაში ქართულთან შეპირისპირებით”. სადოქტორო დისერტაცია დაიცვა 1993წ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოზე, გრიფით 10.02.04 (გერმანიკული ენები). სათაურია: “ფრაზეოლოგიური პრედიკაციის პრობლემები” (გერმანული და ქართული ენების კვლევის საფუძველზე).

1969 წლიდან 1997 წლის ჩათვლით მუშაობდა და ლექციებს კითხულობდა ქუთაისის სახელმწიფო ინსტიტუტში (1990 წლიდან ქუთაისის ა. წერეთლის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტში), 1998 წლიდან დღემდე მუშაობს თბილისის ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში და კითხულობდა და ახლაც კითხულობს შემდეგ სალექციო კურსებს:

1) გერმანული ენის ისტორია;

2) გერმანული ენის ლექსიკოლოგია;

3) გერმანიკული ფილოლოგიის შესავალი;

4) გერმანული ენის სტილისტიკა;

5) გერმანული ენის გრამატიკის თეორია;

6) გერმანული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის შესავალი;

7) გერმანული და ქართული ენების შეპირისპირებითი ტიპოლოგია;

8) გერმანული ენის სოციოლინგვისტიკა;

9) ინტერკულტურული გერმანისტიკა;

10) ტექსტის ინტერპრეტაცია.

 

1983-1986 წლებში დალი ბახტაძე იყო ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი (ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი); 1992-1997 წლებში გერმანული ენის კათედრის გამგე (ქუთაისის ა. წერეთლის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი).

არის სადისერტაციო საბჭოს P 10 01 №1 წევრი.

 

საზღვარგარეთ საკვალიფიკაციო სამეცნიერო მოღვაწეობა DAAD-ს სტიპენდიით, თითოეული 1 სემესტრის განმავლობაში:

1984წ. – ბერლინის ჰუმბოლდტის სახელობის უნივერსიტეტში.

1990წ. – ლაიპციგის კარლ მარქსის სახელობის უნივერსიტეტში.

1991წ. – ლაიპციგის კლარა ცეტკინის სახელობის უმაღლესი პედაგოგიური სასწავლებელი.

1999წ. – საარლანდის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქ. საარბრიუკენი.

ოჯახური მდგომარეობა: გათხოვილი. ქვრივი (1989წ.). ქალიშვილი – ეკატერინე ქრისტინაშვილი, გათხოვილი, ჰყავს ორი ვაჟი.

 

წიგნებად გამოცემული შრომები:

1) მონოგრაფია: ფრაზეოლოგიური პრედიკაციის პრობლემები (გერმანული და ქართული ენების ტიპოლოგიური კვლევის საფუძველზე). სრულიად საქართვე­ლოს რუსთაველის საზოგადოების გამომცემლობა “სარანგი”. ქუთაისი 1992.

2) თარგმანი: Lutz Götze/Ernest W.B. Hess-Lüttich: Grammatik der deutschen Sprache. Sprachsystem und Sprachgebrauch. Bertelsmann Lexikon Verlag. München 1999 (702 Seiten).

ლუტც გიოტცე/ერნესტ ვ.ბ. ჰეს-ლიუტიხი: გერმანული ენის გრამატიკა. ენის სისტემა და გამოყენება. გამომცემლობა “იოანე პეტრიწი” თბილისი 2006. (702 გვერდი).

3) სახელმძღვანელო: ლინგვისტიკური ტიპოლოგიის საფუძვლები. გერმანული და ქართული ენების სტრუქტურა. გამომცემლობა “მწიგნობარი”. თბილისი 2010.

 

გამოცემული აქვს 56 შრომა. ამათგან ბოლო 10 წლის განმავლობაში, 2002-2012 წლებში, გამოსცა:

1) Zum Stand der linguistischen Grammatikforschung. In: Deutsch als Fremdsprache. Wissenschaft und Unterricht. Arbeitsfeld und Perspektiven. Hrsg. v. Claus Altmeyer, Roland Forster und Frank Thomas Grub. Frankfurt/M. 2004.

2) Zu einigen typologischen Wesenszügen des Deutschen und Georgischen.//სამეცნიერო შრომების კრებული “ენა და კულტურა”. ფილ. სერია 2005 №2;

3) ინტერფერენციის ინტერდისციპლინარული მეთოდოლოგია ენათა ტიპოლოგიური წყვილის კონტრასტული ანალიზის საფუძველზე.//”ქართველური მემკვიდრეობა, X”, ქუთაისი 2006.

4) ლინგვისტიკა და უცხო ენის დიდაქტიკა. ტიპოლოგიური ძიებანი. საქართვ. მეცნ. აკადემია. არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტის “სამეცნიერო ძიებანი”, XXVI თბილისი 2007.

5) გერმანულ-ქართული ლექსიკონი. წინასიტყვაობა, ლექსიკონის კონცეფცია და რედაქ­ტირება. შემდგენელი რ. ზექალაშვილი. (840 გვერდი). გამომცემლობა “საქართვე­ლოს მაცნე”. თბილისი 2007.

6) Parallele zur Sozialsemantik bei Jura Soyfer und in der DDR – „Literatur. In: Jura Soyfer und die alte Welt. Hrsg. v. Herbst Arlt. Wien 2009.

7) ქართულ-გერმანული ლექსიკონის რედაქტირება. შემდგენელი რ. ზექალაშვილი (1525 გვერდი). გამომცემლობა “საქართველოს მაცნე”. თბილისი 2009.

8) ქართულ-გერმანული ლექსიკონის ტიპოლოგია და ენათა ტიპოლოგიური ანალიზი. //ლექსიკოგრაფია. I საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში. ბათუმი 2010.

9) “მეხსიერება” როგორც დესკრიფციულ-ანალიზური კატეგორია და მისი საზოგადოებრივ-კულტურული ტრანსფორმაციები.//”ენა და კულტურა”. საერთაშორისო კონფერენციის მასალები. ქუთაისი 2010.

10) კოლხური ცივილიზაციის კვალი გერმანიკულ დამწერლობაში და შესაბამისი ეპოქის მენტალურობის მანიფესტაცია ენაში (ნაკვეთი I).//სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალი “ენა და კულტურა”. ქუთაისი2010, №4.

11) „Wir haben kein anderes Mittel als unsere Worte“ – Christa Wolf Wendezeit – Soziolinguistische For­schungen. In: Sprache und Literatur im Spannungsfeld von Politik und Ästhetik. Christa Wolf zum 80. Geburtstag. Hrsg. v. Sabine Fischer-Kania und Daniel Schäf. IUDIKUM Verlag. München 2011.

12) კორპუსის ლინგვისტიკა: სინქრონია-დიაქრონია-კონტრასტი (გერმანული და ქართული ენები).//”ქართული ენა და თანამედროვე ტექნოლოგიები – 2011″. საერთაშორისო კონფერენცია. გამომცემლობა “მერიდიანი”. არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი. 2011.

13) გერმანული და ქართული კულტურის სემიოტიკა ხატოვანი აზროვნების ენობრივ სუბსისტემებში (ფრაზეოლოგია). //სემიოტიკა X. სამეცნიერო ჟურნალი. საქართვე­ლოს სემიოტიკის საზოგადოება. სემიოტიკის კვლევის ცენტრი. თბილისი 2011.

14) მენტალიტეტის ენობრივი და არაენობრივი გამოხატულობის ინტერკულტურული პარამეტრები (“დუმილის” ლინგვისტურ-რელიგიური შტრიხები). //”კულტურათაშორისი დიალოგები”. I საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომები. თელავი 2011.

15) კოლხური ცივილიზაციის კვალი გერმანიკულ დამწერლობაში და შესაბამისი ეპოქის მენტალურობის მანიფესტაცია ენაში (ნაკვეთი II).//სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალი “ენა და კულტურა”. ქ. ქუთაისი 2011, №5.

16) Kulturdifferenz und literatische Lektüre als Basis für Synergiepotentiale. In: „Wechselwirkungen – Deutschsprachige und internationalen Kontext“. Internationale Konferenz. Universität Pe’cs. Ungarn 2011.

17) ლექსიკოგრაფიული კორპუსის ძიების ბაზისური ინსტრუმენტები IDS-Mannheim (COSMAS 2)-ის ტექსტის კორპუსის გამოყენებით.//ლექსიკოგრაფია. II საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში. ბათუმი 2012.

18) რელიგიური ტექსტის ლინგვისტურ-გნოსეოლოგიური პარამეტრები.//”ენა, ლიტერა­ტუ­რა, კულტურა, ისტორია, ფილოსოფია: ტექსტზე ორიენტირებული კვლევები.” პროფ. ვ. ფურ­ცე­ლაძის 85 წლის საიუბილეო კრებული. რეგიონალური კონფერენცია. თბილისი 2012.

 

***

 

დალი ბახტაძე რუნების წარმომავლობის შესახებ

                      

One Response to ბახტაძე დალი

  1. ალექსანდრე სანდუხაძე says:

    დალი მასწავლებელო, გილოცავთ დაბადების დღეს, ჯანის სიმრთელეს, მხნეობას დღეგრძელობას გისურვებ, იმ გაუტეხელი შემართების ბოლომდის შენარჩუნებას, რითაც მთელი სიციცხლის მანძილზე მარღვევდით ცხოვრების დაუნდობელ ტალღებს!
    გაიხარეთ, მოკითხვა ეკუნას.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s