გეოლოგები

 

უზნაძე მედეა

გეოლოგი, გეოლოგიურ-მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1964).

დაიბადა 1913 წლის 27 აპრილს (10 მაისს), ქუთაისში. არის ცნობილი მეცნიერის დიმიტრი უზნაძის ქალიშვილი. 1932 წელს დაამთავრა ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტი. 1936 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. ჯანელიძის სახ. გეოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელია. იგი არის საქართველოში პალეობოტანიკური კვლევის ფუძემდებელი. მისი შრომები ეხება საქართველოს ნეოგენურფლორას; მან გამოიკვლია აგრეთვე სამხრეთ ურალისა და დასავლეთ ყაზახეთის პალეოგენური ფლორა.

მ. უზნაძის ნაშრომია:

1. Неогеновая флора Грузии, Тб.,1965.

გამოყენებულია ქსე, ტ. 10, გვ. 115.

 

***

მანანა ლორთქიფანიძე

(1935-1996)

გეოლოგიურ-მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, თანამედროვე გეოლოგიური თეორიის – გლობალური ტექტონიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი საერთაშორისო მასშტაბით, მისი დამნერგავი და გამავრცელებელი როგორც საქართველოში, ისე ყოფილ საბჭოთა კავშირში და მის გარეთ. მისმა კვლევებმა გეოდინამიკური ვულკანოლოგიის მიმართულებით გადაწყვიტა მრავალი ამოუხსნელი პრობლემა საქართველოს და კავკასიის გეოლოგიაში. მანანა ლორთქიფანიძის შრომებმა დიდი წვლილი შეიტანეს ხმელთაშუა ზღვის რეგიონის გეოლოგიური აგებულების და ევოლუციის საკვანძო საკითხების გაშუქებაში. მის მეცნიერულ კვლევებს დიდი საერთაშორისო რეზონანსი და გამოხმაურება ჰქონდა. იგი აღიარებული იყო შუა აღმოსავლეთის, ევროპულ და ამერიკულ გეოლოგიურ სკოლებში, მათ შორის პიერ და მარი კიურის სახელობის პარიზის, კოლუმბიის (აშშ), ბარსელონის, სტამბულის, ყოფილი სსრკ-ს და სხვა უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო ცენტრებში.

მანანა ლორთქიფანიძე თავისი შემოქმედების სიმწიფის პერიოდში და სამეცნიერო აქტივობის ზენიტში გარდაიცვალა, თუმცა მოასწრო დიდი სამეცნიერო კვლევების დასრულება და მეტად მნიშვნელოვანი, საყოველთაოდ აღიარებული შედეგების მიღება. იგი სიცოცხლის ბოლომდე აქტიური და ნაყოფიერი მკლევარი იყო. მას დედამიწის შესახებ მეცნიერებაში ბევრი საკვანძო პრობლემის გადაწყვეტა კიდევ შეეძლო. მისი კვლევები მრავალ საერთაშორისო რუსულ და ქართულ გამოცემებში გამოქვეყნდა. მათ შორის განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს:

 

  1. Evolution of an Active Continental Margin as Exemplified by the Alpine History of the Caucasus (co-authors: Sh. Adamia and G. Zakariadze), Tectonophysics, 40, 1977.
  2. Tectonics of the Caucasus and Adjoining Regions: Implications for the Evolution of the Tethys Ocean (co-authors: Sh. Adamia, T. Chkhotua, I. Shavishvili, G. Zakariadze). Journal of Structural Geology, London, volume 3, № 4, 1981.
  3. Mesozoic-Cenozoic Magmatic Evolution of the Pontian-Crimean-Caucasian Region (co-authors: B. Meliksetian, R. Djarbashian). Mémoire de la Sociéte Geologique de France, nouvelle séries, 154 (II), 1988, Paris.

                           

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s