ცაგარეიშვილი თინათინი

 

ცაგარეიშვილი-ჭავჭავაძე თინათინი

აღმოსავლეთმცოდნე, ენათმეცნიერი, ინდურ-ირანული ენების მკვლევარი.

დაიბადა 1928 წელს, თბილისში. 1944 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა თბილისის რკინიგზის მე-7 საშუალო სკოლა, 1949 წელს _ წარჩინებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. 1949-1952 წლებში გაიარა ასპირანტურის კურსი აკადემიკოს გიორგი ახვლედიანისა და ლენინგრადელი პროფესორების _ ა. ფრეიმანისა და ა. ბარანიკოვის ხელმძღვანელობით. 1954 წელს თბილისში წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ,,ტატჰურუშა (ლიტერატურული კომპოზიტები) ინდურ-ირანულენებში”. 1986 წელს მოსკოვში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია: ,,სახელთა თხზვა ახალ სპარსულ ენაში”.

1957-1960 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტში. 1960 წლიდან სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე _აკადემიკოს გიორგი წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში წამყვანი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე. 1995 წლიდან იყო აზია-აფრიკის ინსტიტუტის ლექტორი, პროფესორი. თ. ცაგარეიშვილი-ჭავჭავაძე აქტიურად თანამშრომლობდა ლენინგრადისა და მოსკოვის ლომონოსოვის სახ. უნივერსიტეტის მეცნიერებთან.

 

თ. ცაგარეიშვილი – ჭავჭავაძის მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომებია:

1. ,,სატირა ფირდოუსის შემოქმედებაში”;

2. ,,სახელთა თხზვა ახალ სპარსულ ენაში” – მონოგრაფია;

3. ,,იური მარის სპარსულ-რუსული ლექსიკონის მასალები”—ვრცელი გამოკვლევითა და მასალებით;

4. კალიდასას ,,მეგჰა-დუტას გამოკვლევა და კომენტარები”, ამ პოემის სანსკრიტულ-ქართული ლექსიკონი.

 

თარგმანები

1.კალიდასას პოემა ,,მეგჰა-დუტა-ღრუბელი მაცნე” – თარგმნილია ძველ ინდურიდან-სანსკრიტიდან;

2,,ინდურიზღაპრები ”;

3.,,ბირმულიზღაპრები ” (თარგმანი რუსულიდან)

4.კრიშან ჩანდრის ნაწარმოებები.

 

თ. ცაგარეიშვილი_ჭავჭავაძე იყო ცნობილი ქართველი ფილოსოფოსის, მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, პროფესორის, საზოგადო მოღვაწის ნიკო ჭავჭავაძის მეუღლე. მისი ვაჟი ზურაბ ჭავჭავაძე, ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, ლიტერატორი, მთარგმნელი, 1980-იანი წლების ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო ლიდერი იყო. ქალიშვილი _ ნინო ჭავჭავაძე, ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორია.

თ. ცაგარეიშვილი-ჭავჭავაძე გარდაიცვალა 1997 წელს, თბილისში.

 

                        

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s