ბიოლოგები

 

ბახტაძე ქსენია

ბიოლოგი, სელექციონერი, ბიოლოგიურ  მეცნიერებათა დოქტორი (1945), პროფესორი (1949), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1959), ლენინის სახ. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა საკავშირო აკადემიის წევრი, საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე და სოციალისტური შრომის გმირი (1966) .

ბახტაძე ქსენია ერმილეს ასული დაიბადა 1899.  1928 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სასოფლო-სამეურნეო ფაკულტეტი მემცენარეობის განხრით. 1921-1926 წლებში მუშაობდა თბილისის ბოტანიკურ ბაღში, ყარაიაზის, გარდაბნის და განჯის სამეცნიერო ინსტიტუტში.  ხოლო 1927 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა ჩაქვის კვლევით ინსტიტუტში ჩაისა და სუბტროპიკული კულტურის საკავშირო სამეცნიერო ინსტიტუტში, სადაც ხელმძღვანელობდა ჩაის სელექციისა და მეთესლეობის განყოფილებას.

ცნობილია, რომ 1848 წელს საქართველოში პირველად შემოიტანეს ჩაის მცენარე და თესლი. ჩაის გაშენება 1865 წელს, გურიის სოფ. გორაბერეჟოულში, მიხეილ ერისთავის მამულში დაიწყო, ხოლო სამეცნიერო-კვლევით მუშაობას მხოლოდ XX საუკუნის 20-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი. 1926 წელს ჩაქვში დაარსდა საცდელი სადგური, 1930 წელს კი ანასეულში _ ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი. შეირჩა ჩაის საუკეთესო პოპულაციები, პირველი სელექციური ჯიშები. მეცნიერები ჩაის რენტაბელობის ზრდაზე მუშაობდნენ. ამ საქმეში აკადემიკოს ქსენია ბახტაძის წვლილი განსაკუთრებულია. მისი ხელმძღვანელობით არაერთი უმნიშვნელოვანესი თეორიული თუ პრაქტიკული ღირებულებების მქონე გამოკვლევები იქნა ჩატარებული და დანერგილი პრაქტიკაში.

ასზე მეტი სამეცნიერო შრომა აქვს გამოქვეყნებული. მისი ცნობილი ნაშრომებია: “ჩაის მცენარის მორფოლოგიური აგებულება საქართველოში”, “ჩაის მცენარის ბიოლოგია, სელექცია და მეთესლეობა”, “ახალი ქართული ჩაი”. ქ. ბახტაძემ ჩაის მცენარის ბოტანიკის, ანატომიის, ციტოლოგიისა და გენეტიკის დარგში სელექციური ჯიშების გამოყვანის მიზნით ვრცელი გამოკვლევები ჩაატარა. მან შეისწავლა ჩაის სამეურნეო პოპულაციები და ისინი მორფოლოგიური, ფიზიოლოგიური და სამეურნეო ნიშან-თვისებების მიხედვით ჯგუფებად დაჰყო; დაადგინა კორელაციური კავშირი ჩაის მცენარის მორფოლოგიურ ნიშნებს, მოსავლიანობასა და ხარისხს შორის. ქ. ბახტაძის მონაცემებით, პირველი ადგილი მოსავლიანობის მიხედვით ინდური ჩაის პოპულაციამ დაიკავა, მეორე _ ჩინურმა, მესამე კი _ იაპონურმა.

მეჩაიეობის შემდგომ განვითარებაში საჭირო გახდა უხვმოსავლიანი, მაღალხარისხიანი სელექციური ჯიშების გამოყვანა. ქ. ბახტაძე ამ პრობლემის გადაწყვეტისთვის მუშაობდა. ამოცანის სირთულე ის იყო, რომ არ ყოფილა მაგალითი ჩაის ჯიშების გამოყვანისა და მისი გავრცელებისა უკიდურესი ჩრდილოეთის პირობებში. ჩაის ახალი ჯიშების გამოყვანის ძირითად მეთოდად ქ. ბახტაძემ აირჩია შერჩევა და ჰიბრიდიზაცია მტვრის ნარევით, დამატებითი დამტვერვის გამოყენებით. 1943 წელს, მისი ხელმძღვანელობით გამოიყვანეს ჩაის პირველი სელექციური ჯიშები. მის მიერ გამოყვანილი ჩაის ჯიშებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია“ჩაი  #1. “ჩაი #2 შექმნისათვის ქ. ბახტაძეს 1948 წ. მიენიჭა საკავშირო სახელმწიფო პრემია. განსაკუთრებით ცნობილია მის მიერ სელექციური წესით მიღებული სრულიად უნიკალური ჩაისჯიში “ჩაი #8_ “ზამთრის გმირი’’. ჩაის ეს ჯიშები მაღალი საგემოვნო თვისებებით, უხვი მოსავლიანობით და გამძლეობით გამოირჩევა. საერთოდ, ქ. ბახტაძის ხელმძღვანელობით, ოცდაათამდე სელექციური ჯიშია გამოყვანილი, მათ შორის, საქართველოში _ 19, ასევე, აზერბაიჯანსა და კრასნოდარის მხარეში. ჯიშთა გამოცდის შედეგებმა ცხადყო, რომ ჩაის სელექციური ჯიშები, სამეურნეო ღირებულების ყველა მაჩვენებლებით, არასელექციურ ჯიშებს სჯობს.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მაშინ, როცა საქართველოს, სამამულო მეჩაიეობის  მეცნიერული საფუძვლების შექმნისა და წარმოების განვითარებისათვის, განსაკუთრებით სჭირდებოდა სათესი მასალა, მეთესლეობის დარგში ქ. ბახტაძის ცოდნისა და მისი გამოკვლევების საშუალებით შესაძლებელი გახდა, მოკლე ვადაში შექმნილიყო საკუთარი მეთესლეობის ბაზა და თავიდან აცილებულიყო სხვა ქვეყნებიდან თესლის შემოტანა. თუ ადრე სარგავი მასალა სხვა ქვეყნებიდან შემოდიოდა, მოგვიანებით, ქართული სელექციური ჯიშების სათესლე მასალა საზღვარგარეთის 20-ზე მეტ ქვეყანაში იგზავნებოდა.

ქ. ბახტაძე იყო პირველი ქალი სელექციონერი არამარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ საზღვარგარეთაც, რომელმაც დიდი ღვაწლი დასდო ჩაის სელექციური მუშაობით განვითარებას. მის მეთოდებს წარმატებით იყენებენ მეჩაიეობის კლასიკურ ქვეყნაში _ ჩინეთში.

1971 წელს გამოიცა ქ. ბახტაძის ფუნდამენტური შრომა _ “ჩაის კულტურის ბიოლოგიური საფუძვლები”. მასში შეჯამებულია მეცნიერის  40  წლის სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შედეგები.

ქ. ბახტაძე მრავალმხრივი და მნიშვნელოვანი მეცნიერული მოღვაწეობისათვის დაჯილდოებული იყო ლენინის ორდენით და სხვა ორდენებითა და მედლებით.

ქ.   ბახტაძე გარდაიცვალა 1978

 

გამოყენებულია: ქსე, ტ.2, გვ.256
ქალის როლი მეცნიერებაში_ აკადემიკოსი ქსენია ბახტაძე
,,სახლის ქრონიკა 2007წ #5 (9)
კავშირის_ ,,კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი_ კავკასიური სახლი- ბიულეტენი

 

 ***

 კეზელი თამარ

მცენარეთა ფიზიოლოგი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1967), პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე.

დაიბადა 1909 წელსდუშეთში. იყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტის ბიოაქტიურ ნივთიერებათა ლაბორატორიის გამგე. მისი გამოკვლევები ეხება ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს. ძირითადად შეისწავლიდა ვიტამინებს, მათ როლს და მნიშვნელობას მცენარეების ცხოველმოქმედებისათვის (ვეგეტატიური გამრავლება, ვაზის და სხვა კულტურების ქლორიზი და ყინვაგამძლეობა და სხვა.) გამოავლინა საქართველოს ფლორის რიგი პოლივიტამინური მცენარეები.

თ. კეზელი დაჯილდოვებულია შრომის წითელი დროშის ორდენით და მედლებით.

გამოყენებულია: ქსე, ტ.5, გვ. 458

 

 ***

კემულარია-ნათაძე ლუბა

ბოტანიკოსი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1965). მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1966).

დაიბადა 1891 წლის 28 მარტს, ხობისრ-ნის სოფ. ზუბში. ,,საქართველოს ფლორის” I და II გამოცემის ერთ-ერთი ორგანიზატორი და ავტორი. მისი გამოკვლევები ეძღვნება საქართველოს ტერიტორიის ფლორისტიკულ შესწავლას, ყვავილოვან მცენარეტა სისტემატიკის, ტაქსონომიისა და ფილოგენიის საკითხებს.

დაჯილდოვებულია ლენინის ორდენით, შრომის წითელი დროშის ორდენით და მედლებით.

გამოყენებულია ქსე, ტ. 5, გვ.466

 

 ***

 ღვალაძე გურანდა 

ქართველი ბოტანიკოსი, მცენარეთა ემბრიოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1974), პროფესორი (1990), აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი (1998), მეცნიერების, საინჟინრო საქმისა და ტექნოლოგიების მსოფლიო აკადემიის (WASET) ნამდვილი წევრი (2008).

დაიბადა თბილისში, იურისტის, 1920-1930-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ცნობილი მოღვაწის ევგენ (გენო) ღვალაძის (1900-1937) და პედაგოგის მკვლევარ-ბიბლიოგრაფის თამარ კუცია-ღვალაძის (1902-1986) ოჯახში.

1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი. 1956-1959 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტის ასპირანტი. 1966-1982 წლებში ღვალაძე იყო ინსტიტუტის კულტურული ფლორის განყოფილების უფროსი მეცნიერთანამშრომელი, 1982-1990 წლებში ამავე განყოფილების გამგე, ხოლო 1990-2002 წლებში განაგებდა მის მიერვე დაარსებულ მცენარეთა ემბრიოლოგიისგანყოფილებას (ამჟამად მცენარეთა რეპროდუქციული კვლევის განყოფილება). 2002 წლიდან დღემდე იგი არის ინსტიტუტის მცენარეთა რეპროდუქციული კვლევის განყოფილების მთავარი მეცნიერთანამშრომელი. 1962 წელს მან წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 1974 წელს მიენიჭა ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიეროხარისხი. 1990 წელს მას მიეკუთვნა პროფესორის სამეცნიერო წოდება.

სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობა: 1956 წლიდან გ. ღვალაძე მოღვაწეობს მცენარეთა ემბრიოლოგიის დარგში და ითვლება ამ დარგის ქართული სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთ ფუძემდებლად. მისი პირველი ნაშრომი გამოქვეყნდა 1959 წელს. იგი არის 180-მდე სამეცნიერო შრომის, მათ შორის 3 მონოგრაფიისა და 2 დამხმარე სახელმძღვანელოს ავტორი (30 –ზე მეტი ნაშრომი გამოქვეყნებულია საზღვარგარეთ). მას ეკუთვნის ფუძემდებლური გამოკვლევები ფარულთესლოვან მცენარეთა ორმაგი განაყოფიერების, კულტურულ მცენარეთა ციტოგენეტიკის, საქართველოს ენდემურ მცენარეთა ემბრიოლოგიის, ფარულთესლოვან მცენარეთა სტრუქტურულ-ფუნქციური თავისებურებების კვლევის დარგში. გ. ღვალაძე არის საერთაშორისო კოლექტიური მონოგრაფიის ,,ყვავილოვან მცენარეთა ემბრიოლოგია. ტერმინოლოგია და კონცეფციები” პირველი ტომის (სანქტ–პეტერბურგი, 1994; აშშ, 2000) თანაავტორი. მისი ხელმძღვანელობით დაცულია არაერთი საკანდიდატო დისერტაცია, არის 30-ზე მეტი საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციის ოფიციალური ოპონენტი.

გარდა სამეცნიერო მოღვაწეობისა, გურანდა ღვალაძე წლების მანძილზე ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას: იყო საქართველოს ზოოვეტერინარული ინსტიტუტის ბოტანიკის კათედრის პროფესორი. 1980-1986 წლებში ასრულებდა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის სახელმწიფო საგამოცდო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას. გარდა ამისა, იგი არის ბიოლოგიაში მე-7 – მე-8 კლასების სასკოლო სახელმძღვანელოების თანაავტორი. მასვე ეკუთვნის 2008 წელს ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის მიერ სტუდენტთათვის გამოცემული სახელმძღვანელო ,,მცენარეთაგამრავლება”.

მცენარეთა ემბრიოლოგიაში შეტანილი დიდი წვლილისათვის 1990 წელს პროფ. გურანდა ღვალაძე დაჯილდოვდა აკადემიკოს ს. ნავაშინის სახელობის საერთაშორისო მედლით (რომელიც 2008 წლის ოქტომბერში უკან დააბრუნა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიისადმი პროტესტის ნიშნად). 2006 წელს საერთაშორისო ბიოგრაფიულმა ცენტრმა (კემბრიჯი, დიდი ბრიტანეთი) იგი შეიყვანა მსოფლიოს გამოჩენილ მეცნიერთა საპატიო სიაში.

გ. ღვალაძე არის არაერთი სამეცნიერო ფორუმის მონაწილე და ორგანიზატორი. იგი იყო აქტიური მონაწილე მცენარეთა ემბრიოლოგიის საერთაშორისოსიმპოზიუმებისა, რომლებიც გაიმართა ინდოეთში, საფრანგეთში (ორჯერ), ჩეხეთში, სლოვაკეთსა და პოლონეთში. გარდა ამისა, რამდენიმეგზის ხანგრძლივი სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა სლოვაკეთის მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტში.

პროფ. ღვალაძე არის მცენარეთა რეპროდუქციული კვლევის საერთაშორისო ასოციაციის (IASPRR, ნიდერლანდები–კანადა) დამფუძნებელი წევრი, მცენარეთა შესახებ ინფორმაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOPI, აშშ) ნამდვილი წევრი, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ხელშემწყობი ევროპული ასოციაციის – ევრომეცნიერების (ES, საფრანგეთი)  წევრი, ამერიკის ბიოგრაფიული ინსტიტუტის (ABI) მრჩეველთა სამეცნიერო საბჭოს საპატიო წევრი, ნ. კეცხოველის სახელობის ბოტანიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი, აფხაზეთის მეცნიერებათა რეგიონული აკადემიისაკადემიკოსი, საქართველოს ბოტანიკოსთა სამეცნიერო საზოგადოების პრეზიდიუმის წევრი და პედაგოგიკის სექციის თავმჯდომარე, ჟურნალის ,,საქართველოს ბოტანიკური საზოგადოების მოამბე” სარედაქციო კოლეგიის წევრი. მისი სახელი შეტანილია მაქს პლანკის საზოგადოების (გერმანია) გამოჩენილ ბიოლოგთა ნუსხაში და საერთაშორისო ბიოგრაფიული ცენტრის (კემბრიჯი) რამდენიმე პრესტიჟულ საცნობარო–ენციკლოპედიურ გამოცემაში.

 

 ***

ჩიჯავაძე ელენე 

პირველი ქართველი მიკრობიოლოგი ქალი, საქართველოს დამსახურებული ექიმი.

დაიბადა 1883 წლის 24 ნოემბერს, თბილისში. 1913 წელს დაამთავრა პეტერბურგის ქალთა სამედიცინო ინსტიტუტი. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ჩამოაყალიბა ბაქტერიოლოგიური ლაბორატორია ქუთაისში, წყლის ბაქტერიოლოგიური ლაბორატორია თბილისში, სანიტარიისა და ჰიგიენის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში, რომელსაც ხელმძღვანელობდა 1925-31 წლებში. 1931_1937 წლებში განაგებდა წყლის მიკრობიოლოგიურ განყოფილებას საქართველოს ჯანდაცვის სახალხო კომისარიატის თბილისის ბაქტერიოლოგიურ ინსტიტუტში.

გარდაიცვალა 1969 წლის 20 მარტს, თბილისში.

 

 ***

ცხაკაია ქსენია  

მცენარეთა ფიზიოლოგი, პროფესორი (1962), მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1965).

დაიბადა 1900 წლის 28 სექტემბერს, შავიზღვისპირეთის გუბერნიის სოფ. პლასტუნკაში (ახლანდელი სოჭის მიდამოებში).

ქ. ცხაკაია მცენარეთა ფიზიოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელია საქართველოში. 1936 წლიდან იგი იყო თბილისის სახ. უნივერსიტეტისა და სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მცენარეთა ფიზიოლოგიის კათედრის გამგე. მისი ძირითადი შრომები ეხება მცენარეთა ფიზიოლოგიისა დამიკრობიოლოგიის საკითხებს.

ქ. ცხაკაია დაჯილდოებულია ლენინის ორდენით და მედლებით.

გარდაიცვალა 1982 წლის 17 ივნისს, თბილისში.

 

გამოყენებულია ქსე, ტ. 11, გვ. 247.

 

 *** 

წაქაძე თინათინ 

ფიტოპათოლოგი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1964), პროფესორი (1972),  მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1982).

დაიბადა 1912 წლის 25 იანვარს. 1935 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მცენარეთა დაცვის ფაკულტეტი. 1964 წლიდან საქართველოს მცენარეთა დაცვის ინსტიტუტის ფიტოპატოლოგიის განყოფილების გამგე. თ. წაქაძემ პირველმა შეისწავლა და გამოავლინა კურკოვანების  ნაადრევი ხმობის გამომწვევი სოკოები და დაადგინა მათი პათოგენეზი, ხმობის მექანიზმი, კურკოვნების გუმოზის პარაზიტული ბუ

ნება, რის საფუძველზეც ახლებურად დაასაბუთა ამ დაავადებებთან ბრძოლის ღონისძიებანი. ეკუთვნის ორი მონოგრაფიულინაშრომი.

დაჯილდოებულია ,,საპატიო ნიშნის” ორდენითა და მედლებით.

 

გამოყენებულია ქსე, ტ. 11, გვ. 301.

 

 ***

ხარაძე ანა 

ბოტანიკოს-სისტემატიკოსი, ფლორისტი და ბოტანიკოს-გეოგრაფი.

დაიბადა 1905 წლის 30 ნოემბერს, განჯაში. (ახლანდელიაზერბაიჯანი).

1952-77 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტის მცენარეთა სისტემატიკისა და გეოგრაფიის განყოფილებისგამგე.

მისი შრომები ეხება მცენარეთა სისტემატიკის, ფლორისტიკისა და კავკასიის ფლორის ისტორიის საკითხებს. შეადგინა კავკასიონის მაღალმთის ბოტანიკურ-გეოგრაფიული დარაიონების ორიგინალური სქემა. იყო ,,საქართველოს ფლორის”  პასუხისმგებელი რედაქტორი და ძირითადი შემდგენელი, ,,სსრკ ფლორის”, და საქართველოს სსრ წითელი წიგნის ერთ-ერთი ავტორი. ,,მცენარეთა სისტემატიკის ნარკვევების” 18 განაკვეთის რედაქტორი.

დაჯილდოებულია ,,შრომის წითელი დროშის”  ორდენითა და მედლებით. 

გარდაიცვალა 1977 წლის 20 ივნისს, თბილისში.

 

გამოყენებულია ქსე, ტ. 11, გვ. 435.

 

                              

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s