ჩვენს შესახებ

 

ნინო თომაშვილი _ ფილოსოფოსი, ფილოსოფიის დოქტორი.

პროექტის ,,ელექტრონული ცნობარი “მეცნიერი ქალი. საქართველო, XX საუკუნე”. ხელმძღვანელი.

დაიბადა 1954 წელს. 1971 წელს დაამთავრა თბილისის მე-14 საშუალო სკოლა. 1972-77 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტის ფილოსოფიის სპეციალობაზე, რომელიც დაამთავრა წარჩინებით. 1980 წელს დაამთავრა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასაპირანტურა ლოგიკისსპეციალობით. 1994 წელსდაიცვა დისერტაცია თემაზე ,,ენის გნოსეოლოგიური ფუნქცია”. 1984 წლიდან 2011 წლამდე იყო ამავე ინსტიტუტის უმცროსი, უფროსი, წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი, ხოლო 2002_2005 წლებში _ ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე.

სამეცნიერო მუშაობის პარალელურად ნ. თომაშვილი ეწევა პედაგოგიურ საქმიანობასაც. წლების განმავლობაში სხვადასხვა უმაღლეს საsწავლებელში კითხულობს ლოგიკის კურსს. 1998-2005 წლებში იგი ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლოგიკის კათედრის დოცენტია, 2007 წლიდან დღემდე კი ამავე უნივერსიტეტის სოციალ-პოლიტიკური ფაკულტეტის მიწვეული  ლექტორი.

ნ. თომაშვილის სამეცნიერო კვლევის სფეროა შემეცნებისთეორია, ენის ფილოსოფია და ეპისტემოლოგია. მისი სამეცნიერო ნაშრომები ფილოსოფიის ამ დარგებშია. იგი არის საქართველოში ფენომენოლოგთა საზოგადოებისა და სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ,,იოანე პეტრიწი” ერთ-ერთი დამფუძნებელი. იყო ამ ცენტრთან არსებული გამომცემლობის დირექტორი.  ეროვნული თუ საერთაშორისო ფონდებით დაფინანსებული სხვადასხვა სასწავლო, სამეცნიერო და საგამომცემლო დანიშნულების პროექტის მონაწილეა. არის საინიციატივო ჯგუფის ,,მეცნიერი ქალები მეცნიერი ქალების ინტერესებისათვის“ ხელმძღვანელი.

 

ნინო მშვენიერაძე _ ფილოსოფოსი, ფილოსოფიის დოქტორი. 

პროექტის ,,ელექტრონული ცნობარი ,,მეცნიერი ქალი, საქართველო, XX საუკუნე”. მონაწილე.

დაიბადა 1955 წელს. 1973-1978 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტის ფილოსოფიის სპეციალობაზე, რომელიც დაამთავრა წარჩინებით. 1978-81 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასაპირანტი ფილოსოფიის ისტორიის სპეციალობით. 1984 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე  ,,ი. კანტის მოძღვრება ადამიანის შესახებ”. 1981-დან 2011 წლამდე ამავე ინსტიტუტის ფილოსოფიური ანთროპოლოგიის უმცროსი, უფროსი, წამყვანი, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელია. არის ორი მონოგრაფიის (,,კანტის მოძღვრება ადამიანის შესახებ,  თბ., 1986, ,,ადამიანი როგორც შემოქმედი არსება, თბ., 2005) და მრავალი სამეცნიერო სტატიის ავტორი.

სამეცნიერო მუშაობის პარალელურად ნ. მშვენიერაძე ეწევა პედაგოგიურ საქმიანობასაც. წლების განმავლობაში სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო უმაღლეს სასწავლებლებში კითხულობს ლექციებს. 1986 წლიდან 2005 წლამდე ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის და ფსიქოლოგიის ფაკულტეტებზე კითხულობდა ფილოსოფიური ანთროპოლოგიის კურსს. 2007 წლიდან დღემდე კი ამავე უნივერსიტეტის სოციალ-პოლიტიკური ფაკულტეტის მიწვეული ლექტორია. ასევე ლექციების კურსს კითხულობს ილიას სახელმწიფო უნივერსტეტსა და საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში.

ნ. მშვენიერაძე არის სასწავლო-სამეცნიეროცენტრის ,,იოანე პეტრიწი” დამფუძნებელი და დირექტორი, საქართველოში ფენომენოლოგთა საზოგადოების წევრი, ეროვნული თუ საერთაშორისო ფონდებით დაფინანსებული სხვადასხვა სასწავლო, სამეცნიერო და საგამომცემლო დანიშნულების პროექტის მონაწილე. არის საინიციატივო ჯგუფის ,,მეცნიერი ქალები მეცნიერი ქალების ინტერესებისათვის” წევრი და ამ ჯგუფის მიერ განხორციელებული პროექტის ,,მეცნიერი ქალი ფარგლებში შესრულებული ნაშრომის ,,ფილოსოფოსი მერი ჭელიძე” ავტორი.

 

ამბოკაძე მარინე _ ფილოლოგი, ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი, ფილოსოფიის დოქტორი.

 პროექტის ,,ელექტრონული ცნობარი ,,მეცნიერი ქალი, საქართველო, XX საუკუნე”. მონაწილე.

დაიბადა 1956 წელს. 1973-78 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობის სტუდენტი, 1980-84 წლებში _ თსუ ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტის ესთეტიკის კათედრის ასპირანტი. 1984 წ-დან 2011 წლამდე მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, 1998 წლიდან ს. წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტის ესთეტიკისა და კულტურის ფილოსოფიის განყოფილებებში უმცროს, უფროს, წამყვან მეცნიერთანამშრომლად.

მ. ამბოკაძის სამეცნიერო კვლევის სფეროს წარმოადგენს ესთეტიკისა და კულტურის ფილოსოფიის საკითხები. აქვს სამეცნიერო სტატიები ბრიტანული ესთეტიკური კონცეფციებისა და მათი წვლილის შესახებ მსოფლიო ესთეტიკური აზრის განვითარებაში. 2005 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე ,,ბრიტანული განმანათლებლობის ესთეტიკური კონცეფციები.” იკვლევს აღორძინების ესთეტიკისა და კულტურის ფილოსოფიურ პრობლემებს და ძირითად პრინციპებს, თანამედროვე კულტურის თეორიისა და ისტორიის აქტუალურ საკითხებს და სხვა.

მ. ამბოკაძე ეწევა მთარგმნელობით საქმიანობას. მას ეკუთვნის ფილოსოფიის კლასიკოსების ბ. რასელის (,,ფილოსოფიის შესავალი, თბ., 2001), კ. პოპერის (,,ისტორიციზმის სიღატაკე, თბ., 2006; ,,დიალექტიკის შესახებ” და სხვა სტატიები წიგნში ,,ვარაუდები და დარღვევები, თბ., 2000), ქუაინის (,,ონტოლოგიური ვალდებულება,  მაცნე, #2   1998), ე. გიდენსის (“საზოგადოების აგებულება” _ გადაცემულია დასაბეჭდად) თხზულებათა თარგმანები ქართულ ენაზე.

მ. ამბოკაძე წლების განმავლობაში იყო ჟურნალ “მაცნეს” (ფილოსოფიის სერია) სარედაქციო კოლეგიის წევრი. არის ჟურნალის ,,Culture & Philosophy: a Journal for Phenomenological Inquiry“  სარედაქციო საბჭოს წევრი. არის ეროვნული თუ საერთაშორისო ფონდებით დაფინანსებული სხვადასხვა სასწავლო, სამეცნიერო და საგამომცემლო პროექტის მონაწილე. არის საინიციატივო ჯგუფის ,,მეცნიერი ქალები მეცნიერი ქალების ინტერესებისათვის” წევრი და ამ ჯგუფის მიერ განხორციელებული პროექტის ,,მეცნიერი ქალი” ფარგლებში შესრულებული ნაშრომის ,,ფილოსოფოსი ელენე თოფურიძე“ავტორი.

 

ორკოდაშვილი თეონა _ ფილოსოფოსი, ფილოსოფიის დოქტორი.

პროექტის ,,ელექტრონული ცნობარი ,,მეცნიერი ქალი, საქართველო, XX საუკუნე”. მონაწილე.

დაიბადა 1972 წელს. 1992-1997წ.წ. სწავლობდა ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციოლოგიის ფაკულტეტზე, ფილოსოფიის სპეციალობით (ესთეტიკის მიმართულებით). 1998-2001წ.წ. იყო ამავე უნივერსიტეტის ესთეტიკის კათედრის ასპირანტი. 2006 წელს დაიცვა დისერტაცია ,,სიმბოლო როგორც ესთეტიკურიფენომენი”.

2001-2006წ.წ. მუშაობდა ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ესთეტიკის კათედრასთან არსებული კულტურის ფილოსოფიური კვლევის ლაბორატორიაში  უფროს ლაბორანტად, პარალელურად კითხულობდა ლექციებს. 2006-2007წ.წ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს. წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის კულტურის ფილოსოფიის განყოფილების, ხოლო 2008-2011წ.წ. ეთიკისა და ესთეტიკის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელია. 2011 წლიდან არის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციოლოგიის მიმართულების მიწვეული ლექტორი.

თ. ორკოდაშვილი ს სამეცნიერო კვლევის სფეროა ესთეტიკისა და კულტურის ფილოსოფიის პრობლემები. მუშაობს ე. კასირერის და ს. ლანგერის სიმბოლიზმის თეორიებზე. მისი სამეცნიერო სტატიები გამოქვეყნებულია ფილოსოფიისა და კულტუროლოგიის სამეცნიერო ჟურნალებში. არის ეროვნული თუ საერთაშორისო ფონდებით დაფინანსებული სხვადასხვა სამეცნიერო პროექტის მონაწილე. არის საინიციატივო ჯგუფის ,,მეცნიერი ქალები მეცნიერი ქალების ინტერესებისათვის” წევრი.

 

დაუშვილი რუსუდანი _ ისტორიკოსი, სამუზეუმო საქმის სპეციალსტი, ისტორიის დოქტორი.

პროექტის ,,ელექტრონული ცნობარი ,,მეცნიერი ქალი, საქართველო, XX საუკუნე”. მონაწილე.

პროექტის ,,ელექტრონული ცნობარი ,,მეცნიერი ქალი, საქართველო, XX  საუკუნე”  მონაწილე.

დაიბადა 1953 წლის 26 ივნისს, თბილისში. 1970  წელს დაამთავრა ლაგოდეხის #1 საშუალო სკოლა, 1975 წელს _  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი ძველი მსოფლიოს ისტორიის განხრით, 1978 წელს _ თსუ საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტი ხელოვნება-კინომცოდნეობისგანხრით, 2002-2004 წ.წ. _ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის კულტურის ფონდის კურსები, “საქართველოს მენეჯერთა პროფესიული განვითარების პროგრამა”კულტურის ორგანიზაციის მენეჯერის სპეციალობით. 1997  წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე “ევროპული საისტორიო თხზულებები XIX ს. II ნახ. საქართველოში”.

1977  წელს მუშაობა დაიწყო გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმში,  უფროსმეცნიერ-თანამშრომელად, 1989 წელს გახდა მუზეუმის მხატვრული სექტორის გამგე. იგი იყო კ. გამსახურდიას “კოლხური კოშკისა” და არქივის დაცვის კომისიის წევრი (1992-2000), საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის არქივზე (პარიზ_ლევილი, ჰარვარდი) მომუშავე საგანგებო საპარლამენტო ჯგუფის წევრი (1996-2000), თსუ ქართული ემიგრაციის მუზეუმის თანამშრომელი (1994-2004). 2004 წლიდან დღემდე არის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის მუზეუმის გამგე,

რ. დაუშვილი ეწევა აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას. იგი იყო სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტის დოცენტი (1995), ი. ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი (2006), თსუ-ს ამერიკის შესწავლის ინსტიტუტში (2007) და ქუ-ს ჰუმანიტარულ სკოლაში (2011) მიწვეული პროფესორი. ამჟამად არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს საპარტიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი.

რ. დაუშვილი კითხულობდა: ძველი მსოფლიოს, მსოფლიო კულტურისა და ცივილიზაციის, რუსეთის  XX  საუკუნის, ქართული ემიგრაცის, ევროპისა და ამერიკის ახალი ისტორიის კურსებს. ამჟამად კითხულობს კურსებს: ქართული ემიგრაცია ამერიკაში, ევროპისა და ამერიკის ახალი ისტორია.

რ. დაუშვილის სამეცნიერო კვლევის სფეროა ქართული ემიგრაციის ისტორია. მას გამოქვეყნებული აქვს 11 წიგნი, მათ შორის 4 მონოგრაფია (1. ქართველი მრეწველები და გამომგონებლები ამერიკაში, თბ. 2002;  2. ევროპული საისტორიო თხზულებები XIX ს. II ნახევრის საქართველოში, თბ. 2003; 3. ქართული ემიგრაცია 1921-1939 წლებში, თბ. 2007; 4. ქართული ემიგრაცია ამერიკაში, თბ. 2011;), 57 ნაშრომი და 160 საგაზეთო და საჟურნალო სტატია. იგი არის 45 საუნივერსიტეტო, რესპუბლიკური და საერთაშორისო კონფერენციისა და კონგრესისმონაწილე თბილისში, ქუთაისში, ბაქოში.

რ. დაუშვილი აქტიურად მონაწილეობს ქართველ ემიგრანტებზე რადიო და ტელეგადაცემებში,  მათ შორისაა I არხის პროგრამა“კავკასია”, გადაცემათა ციკლი ემიგრანტებზე “მარცვალ-მარცვალ” (1996-97), საპარტიარქოს არხის “ერთსულოვნების”, პროგრამა “კვირიაკეს” ციკლი “ემიგრანტი” (2009-2011).

რ. დაუშვილს მიღებული აქვს ჟურნალ “ომეგას” I პრემია (2002).  იგი არის ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციის წევრი (2003), საინიციატივო ჯგუფის ,,მეცნიერი ქალები მეცნიერი ქალების ინტერესებისათვის” წევრი.

 

 დარეჯან ბრეგვაძე – გამოყენებითი მათემატიკის სპეციალისტი.                

პროექტის ,,ელექტრონული ცნობარი ,,მეცნიერი ქალი, საქართველო, XX საუკუნე”. საიტის ადმინისტრატორი.

darbreg@gmail.com

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s