კუკავა თამარ

კუკავა თამარ

ფილოსოფოსი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

დაიბადა 1921 წლის 7 იანვარს კასპის რაიონის სოფელ კავთისხევში. 1935 წელს დაამთავრა თბილისის მე-3 არასრული საშუალო სკოლა, ხოლო 1938 წელს თბილისის მე-18 საშუალო სკოლა. ამავე წელს უგამოცდოდ ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე ქართული ენის და ლიტერატურის სპეციალობით, რომელიც დაამთავრა 1942 წელს. სწავლა განაგრძო ასპირანტურაში ფილოსოფიის ისტორიის სპეციალობით, რომელიც დაამთავრა 1945 წელს.

1948  წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ,,პლატონის მოძღვრება იდეებზე და მისი კრიტიკა არისტოტელეს მიერ”. 1965 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე ,,შემეცნების თეორიის პრობლემები ძველ ბერძნულ ფილოსოფიაში”. 1972 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება.

1946-1948 წლებში თამარ კუკავა მუშაობდა ქ. გორის ნ. ბარათაშვილის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის უფროს მასწავლებლად, 1948-1952 წლებში – ა.ს. პუშკინის სახელობის თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის უფროს მასწავლებლად. 1952-1971 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1971-2006 წლებში კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ესთეტიკის კათედრის პროფესორი. 1995-2007 წლებში იყო საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.

სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად თამარ კუკავა ნაყოფიერ მთარგმნელობით საქმიანობასაც ეწეოდა. მან სრულყოფილად იცოდა ძველი ბერძნული ენა. თამარ კუკავა 30-მდე წიგნის და უამრავი სტატიის ავტორია. თ. კუკავას მიღებული აქვს სხვადასხვა ჯილდოები:

ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი – 1981; შრომის ვეტერანის მედალი – 1884; ღირსების ორდენი – 2001.

თ. კუკავა გარდაიცვალა 2007 წლის 15 აპრილს.

მეცნიერული პუბლიკაციები:

მონოგრაფიები:

1. ,,სოლომონ დოდაშვილი და მისი მსოფლმხედველობა” (საქ. სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1955).
2. ,,ნარკვევები მე-19 საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრივი და ფილოსოფიური აზრის ისტორიიდან” (საქ. სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1965).
3. ,,შემეცნების თეორიის პრობლემები ძველ ბერძნულ ფილოსოფიაში (კლასიკური პერიოდი)” (საქ. სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა მეცნიერება, თბილისი, 1965)
,,4. ,,ქართული ფილოსოფიური აზრის ისტორიიდან (XVII-XIXსს. I ნახევარი)” (განათლება, თბილისი, 1967).
5. ,,იოანე პეტრიწის მსოფლმხედველობა” (საქ. სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა მეცნიერება, თბილისი, 1971)
6. ,,ბერძნული ფილოსოფიის ისტორია” (წიგნიI, დამხმარე სახელმძღვანელო სტუდენტებისათვის, განათლება, თბილისი, 1972, წიგნის მეორე შესწორებული გამოცემა 1988).
7. ,,სოლომონ დოდაშვილის მსოფლმხედველობა” (საზოგადოება ,,ცოდნა, თბილისი, 1975).
8. ,,იოანე პეტრიწის წიგნი ,,ათ-ორთვისა ” (,,პროლოღია”)” (საბჭოთა საქართველო, თბილისი, 1978).
9. ეფრემ მცირეს იამბიკოები (თსუ გამომცემლობა, თბილისი, 1988).
10. სოლომონ დოდაშვილი, თხზულებანი (თსუ გამომცემლობა, თბილისი, 1989, I გამოცემა).
11. ფილადელფოს კიკნაძე, სიყვარული მამულისა (თსუ გამომცემლობა, თბილისი, 1996).
12. ანტონ პირველი (ბაგრატიონი), პოეტური ქმნილებანი (სულხან საბა ორბელიანის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 1996).
13. დავით რექტორი, თხზულებანი (თსუ გამომცემლობა, თბილისი, 1997).
14. ივანე სოლომონის ძე დოდაშვილი-მაღაროელი, ლექსები (თბილისი, 2000).
15. სოლომონ დოდაშვილი, თხზულებანი (თსუ გამომცემლობა, თბილისი, 2001, II გამოცემა).
16. ,,ეთიკა ” (თბილისი, 1998).
17. ,,ამაღლებულის შესახებ” (თსუ გამომცემლობა, თბილისი, 1981).
18. ,,ესთეტიკა ” (თსუ გამომცემლობა, თბილისი, 1985 (Iგამოცემა), თსუ გამომცემლობა, თბილისი, 1997 (IIგამოცემა).

თარგმანები:

1. ,,დემოკრიტე. ეპიკურე. ფრაგმენტები. წერილები” (,,საბჭოთა საქართველო”, თბილისი, 1959).
2. არისტოტელე ,,მეტაფიზიკა ” (,,საბჭოთა საქართველო”, თბილისი, 1964).
3. არისტოტელე ,,რიტორიკა ” (თსუ გამომცემლობა, თბილისი, 1981).
4. არისტოტელე ,,დიდი ეთიკა” (თბილისი, 1994).
5. არისტოტელე ,,პოლიტიკა ” (I ნაწილი, სააქციო საზოგადოება ,,პირველი სტამბა”, თბილისი) 1995, II ნაწილი – 1996).
6. არისტოტელე ,,პოლიტიკა ” (IIნაწილი, გამომც. ,,სამშობლო ” თბილისი, 1996).
7. არისტოტელე ,,სულის შესახებ” (გამომც. ,,სამშობლო ” თბილისი, 2001).
8. არისტოტელე ,,ნიკომაქეს ეთიკა” (თსუ გამომცემლობა, თბილისი, 2003).
 
გამოყენებულია: მ. ქუმსიშვილი ,,ფილოსოფოსი თამარ კუკავა”, თბილისი, 2009.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s