იმედაძე ნათელა

იმედაძე ნათელა

ფსიქოლოგი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

დაიბადა 1929 წ. 2 ივნისს, ქ.თბილისში. 1947 წელს თბილისში დაამთავრა საშუალო სკოლა. 1952 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დ. უზნაძის სახ. ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურაში, სადაც სწავლობდა 1955 წლამდე. ნ. იმედაძემ სამეცნიერო მოღვაწეობის დასაწყისშივე გამოკვეთა კვლევის ძირითადი მიმართულებები: ფსიქოლინგვისტიკა, მეტყველების განვითარება, მეორე ენის დაუფლება, სტრესი, მისი როლი სწავლაში. 1958 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე  ,,ბავშვის მიერ ორი ენის ერთდროული დაუფლების ფსიქოლოგიური ანალიზი” (თსუ სადისერტაციო საბჭო), ხოლო 1978 წელს სადოქტორო დისერტაცია: ,,მეორე ენის დაუფლების ექსპერიმენტული კვლევები” (დ. უზნაძის სახ. ფსიქოლოგიის ინსტიტუტის სადისერტაციო საბჭო).
1957-1978 წლებში ნ.იმედაძე დ. უზნაძის სახ.  ფსიქოლოგიის ინსტიტუტის პედაგოგიური ფსიქოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ თანამშრომელია, 1973-2006 წლებში ფსიქოლოგიის კათედრის გამგეა სულხან-საბა ორბელიანის პედაგოგიურ უნივერსიტეტში, აქვე კითხულობდა ზოგადი, ასაკობრივი და პედაგოგიური ფსიქოლოგიის კურსებს. 2006-2010 წ.წ. ილიას უნივერსიტეტის, სრული პროფესორია, კითხულობდა კურსებს: ასაკობრივი ფსიქოლოგია, უცხო ენის სწავლების ფსიქოლოგია. ამჟამად ილიას უნივერსიტეტის პროფესორ_ ემერიტუსია. აქვს ოჯახი. ჰყავს ორი ქალიშვილი და შვილიშვილები.
ნ. იმედაძეს გამოქვეყნებული აქვს  110 ნაშრომი, მათ შორის 3 მონოგრაფია, 14 ნაშრომი გამოქვეყნებულია საზღვარგარეთ.

მნიშვნელოვანი შრომებია:
1. ,,არაცნობიერი ენის დაუფლების სტრატეგიაში”, თბ. 1978;
2. ,,მეორე ენის დაუფლების ექსპერიმენტული კვლევა, ,,მეცნიერება”  თბ. 1979;
3. Croisslinguistic Studies of Child LaNGUAGE, “Studia Linguistica” 1991,
4. The Acquisition of Georgian, in”Crosslinguistic Study of Language Acquisition, edD.Slobin, Berkeley, 1992,

ნ. იმედაძე აქტიურად მონაწილეობდა  ფსიქოლოგთა საერთაშორისო კონგრესებში (იაპონია, გერმანია, უნგრეთი, რუსეთი), ასაკობრივი ფსიქოლოგიის საკითხებთან დაკავშირებულ  ევროპულ კონფერენციებში (იტალია, ლიტვა). 1995-96 და 2001-2002 წ.წ. მონაწილეობდა ერთობლივ საერთაშორისო პროექტებში (გერმანია, შვეიცარია), საერთაშორისო სიმპოზიუმებში (პოლონეთი, ავსტრია). წაიკითხა ლექციების კურსები: ბილინგვიზმის ფსიქოლოგია – ბუდაპეშტში და ფსიქოლინგვისტიკაში კელნის უნივერსიტეტში.

https://geowomen.wordpress.com/women-scientists/humanities/psychologists/imedadze/

This entry was posted in ფსიქოლოგი and tagged , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s