ენუქიძე რუსუდანი

 

ენუქიძე რუსუდანი

ინგლისური ენის სპეციალისტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი.

დაიბადა 1933 წელს ქ. თბილისში. 1951წ. დაამთავრა თბილისის ქალთა I საშუალო სკოლა (ოქროს მედლით); 1957 წ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი _ დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი, ინგლისური განყოფილება; 1981/84 წწ. თსუ ინგლისური ფილოლოგიის კათედრის მაძიებელი იყო. 1984 წ. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია – ,,მხატვრული ქრონოტოპი და მისი ლინგვისტური ორგანიზაცია’’, ხოლო 1991 წ. სადოქტორო – ,,ლინგვისტური პრაგმატიკა და მხატვრული ტექსტის პროცესუალობა’’.

რ. ენუქიძე ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა შემდეგ სალექციო კურსებს – ა)შესავალი ინგლისურ ფილოლოგიაში, 1996-2009 (BA), ბ) ტექსტის ლინგვისტიკა, 1996-2009 (MA), გ) ინგლისური ენის სტილისტიკა, 2006-2010 (BA).

მას დაკავებული ჰქონდა შემდეგი აკადემიური თანამდებობები: 1992-2006 – თსუ ინგლისური ფილოლოგიის კათედრის გამგე, 2006-2009 – თსუ ინგლისური ფილოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, 2010 წლიდან თსუ ინგლისური ფილოლოგიის მიმართულების ემერიტუს-პროფესორია.

 

მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომები:

1) დროულ-სივრცობრივი მიმართებათა ლინგვისტური ორგანიზაცია მხატვრულ ტექსტში, 1984, თსუ გამომცემლობა,

2) მხატვრული ქრონოტოპი და მისი ლინგვისტური ორგანიზაცია (რუსულ ენაზე) 1987, თსუ გამომცემლობა,

3) ლინგვისტური პრაგმატიკა და მხატვრული ტექსტის პროცესუალობა, 1990, თსუ გამომცემლობა,

4) მხატვრული ტექსტის თხრობითი დინამიკა და ინფორმატული ერთეულები, 1989, ,,უცხოური ენები სკოლაში’’, #1,

5) რემატული დინამიუმი და თემატური კონტინუუმი, 1992, საქ. მეცნ. აკადემიის ,,მაცნე ’’, #4,

6) ტექსტის ლინგვისტიკა. კრებულში: სპეციალობის შესავალი ინგლისურ ფილოლოგიაში (ენის თეორია), 1998, თსუ გამომცემლობა,

7) განსაზღვრული არტიკლის ინტროდუქციული თავისებურებები, 1999, ენათმეცნიერული შრომები, ტ. 8,

8 ) პროცესუალობა როგორც ტექსტის კატეგორია და მხატვრული ტექსტი, 2003, თსუ შრომები, # 3,

9) Linguistic Markers of Textual Dynamics კრებულში: Учебные записи института славистики, руссистики и межкультурной коммуникации, 2006, ტ.3, თსუ გამომცემლობა.

 

რ. ენუქიძე ფლობს შემდეგ წოდებებსა და ჯილდოებს:

საპატიო წოდებები: საქართველის დამსახურებელი არტისტი (ქართული ხალხური ცეკვა) _ 1963, ემერიტუს-პროფესორი – 2010

ჯილდოები: ღირსების ორდენი – 2002, ივ.ჯავახიშვილის მედალი – 2010, არის ამერიკის ლინგვისტური საზოგადოების (LSA) წევრი

1996 წელს იმყოფებოდა ჩიკაგოს უნივერსიტეტში (აშშ), (VIII-XII, IREX -ის პროგრამით).

 

                         

 

                                                    

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s