სიახლე

***

5.06.2012

დალი ბახტაძე

გერმანისტი,  ფილოლოგიურ  მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

დალი ბახტაძე დაიბადა 1941 წლის 10 აგვისტოს, ხონში. დაამთავრა ქუთაისის მე-16 საშუალო სკოლა (1958წ.); ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი (1963წ.); თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა (1972წ.)

1976 წელს დაიცვა  საკანდიდატო დისერტაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბჭოზე, გრიფით 10.02.04 – გერმანიკული ენები, სათაურია: “ფრაზეოლოგიური ვარიანტები თანამედროვე გერმანულ ენაში ქართულთან შეპირისპირებით”. სადოქტორო დისერტაცია დაიცვა 1993წ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოზე, გრიფით 10.02.04 (გერმანიკული ენები). სათაურია: “ფრაზეოლოგიური პრედიკაციის პრობლემები” (გერმანული და ქართული ენების კვლევის საფუძველზე).

1998 წლიდან დღემდე მუშაობს თბილისის ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

https://geowomen.wordpress.com/women-scientists/humanities/philologists/#3

***

24.05.2012

ნევრესტან შაშიკაშვილი

მედიცინის ისტორიკოსი. ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის წამყვანი სპეციალისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1961), პროფესორი(1962),  საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1967). 

ნევრესტან შაშიკაშვილი  დაიბადა 24 აპრილს 1910 წელს, ქ. ბათუმში; 1925 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა; იყო პირველი აჭარელი ქალი, რომელმაც 1931 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. საკანდიდატო დისერტაციაზე მუშაობდა თემაზე: “აჭარის ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის ისტორიისათვის“, რომელიც წარმატებით დაიცვა 1947 წელს.

https://geowomen.wordpress.com/women-scientists/medical-sciences/#15

***

8.05.2012

თინა ენუქიძე

ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი

დაიბადა 1922 წლის 25 მაისი. 1939 წ. დაამთავრა თბილისის 4-5 საშუალო სკოლა. იმავე წელლს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1944 წელს. 1953 წ. დაიცვა დისერტაცია ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად თემაზე: “ვახტანგ VI, სამართლის წიგნი (უძველესი ნუსხა)”…

https://geowomen.wordpress.com/women-scientists/humanities/historians/#11

 

 

მზია მგალობლიშვილი

ფრანგული ენის სპეციალისტი, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი

 დაიბადა 1934 წლის 25 ივლისს. 1953 წ. დაამთავრა თბილისის ქალთა №44 საშუალო სკოლა; იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის ფრანგული ენის განყოფილებაზე, რომელიც 1958 წ. დაამთავრა. 1978 დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: “საქართველოს აღწერა XVII ს. ფრანგი მოგზაურის ჟან შარდენის მიხედვით”.

https://geowomen.wordpress.com/women-scientists/humanities/historians/#12

 

თამარ ტივაძე

ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი

დაიბადა 1934 წ. 27 სექტემბერს. 1953 წ. დაამთავრა თბილისის ქალთა 23-ე საშუალო სკოლა; ამავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1958 წელს. 1960-1964 წწ. იყო თსუ ისტორიის ფაკულტეტის სსრკ ხალხთა ისტორიის კათედრის ასპირანტი.

1966 წ. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: “ირანის საკითხი მოსკოვის სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკაში XVI ს. დასასრულს და XVII ს. დასაწყისში”. 1980 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: “საქართველო და რუსეთ-ირანის პოლიტიკური ურთიერთობები XVII ს-ის მეორე ნახევარში”.

https://geowomen.wordpress.com/women-scientists/humanities/historians/#13

***

7.05.2012

საყვარელიძე მარინე 

ფსიქოლოგი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

დაიბადა 1926 წ. 26 ივნისს, თბილისში. 1943 წ. დაამთავრა თბილისის მე-18 საშუალო სკოლა; 1948 წ. –  თბილისის სახ. სამედიცინო ინსტიტუტი; 1948 წ-დან 1951 წ-მდე სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურაში.

1953 წელს ფსიქოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოზე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ფსიქოლოგიაში თემაზე –  „თავის ტვინის შუბლის წილების დაზიანების ფსიქოპათოლოგიისათვის“…

https://geowomen.wordpress.com/women-scientists/humanities/psychologists/#4

***

6.05.2012

დარეჯან რამიშვილი

ფსიქოლოგი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი

დაიბადა 1907 წელს, ქუთაისში. სკოლა დაამთავრა თბილისში 1922 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ­–1927 წელს. 1939 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პროფესორ შალვა ნუცუბიძის ხელმძღვანელობით საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა. 1956 წელს დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე ,,მეტყველების სახეთა განსხვავებული ფორმების შესახებ”...

https://geowomen.wordpress.com/women-scientists/humanities/psychologists/#3

 

***

7.02.2012

ხაზარაძე ნანა

ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

დაიბადა თბილისში, ქართული ინტელიგენციის ერთ-ერთ გამორჩეულ ოჯახში, 1931 წლის 4 თებერვალს. სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. 1952 წელს ნანა ხაზარაძე, თავის მეუღლესთან, ვახტანგ ფიფიასთან ერთად მოსკოვში გაემგზავრა. 1955 წელს სწავლა მ. ლომონოსოვის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე განაგრძო. აქ შეისწავლა აქადური, ურარტული, ძველბერძნული და ლათინური ენები. მისმა სადიპლომო ნაშრომმა – “ურარტუს საგარეო პოლიტიკა ძვ. წ. VIII საუკუნეში”, უმაღლესი შეფასება დაიმსახურა და გამოქვეყნების რეკომენდაცია მიიღო.

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ნ. ხაზარაძემ, ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ძველი ისტორიის განყოფილებაში დაიწყო მუშაობა…

იხ. სრულად:

https://geowomen.wordpress.com/women-scientists/humanities/historians/#5

 

***

29.01.2012

რუსუდან გვერდწითელი

15. VI. 1909, თბილისი _ 27. I. 1994, თბილისი
არქიტექტორ-რესტავრატორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, მკვლევარი, ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების რესტავრაციის ერთ-ერთი ფუძემდებელი, პირველი რესტავრატო ქალი საქართველოში.

 

https://geowomen.wordpress.com/women-scientists/humanities/art/#10

 

***

18.01.2012

ნინო კვეზერელი-კოპაძე

ექიმი-პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი

https://geowomen.wordpress.com/women-scientists/medical-sciences/#14

***

28.12.2011

მანანა ლორთქიფანიძე

გეოლოგიურ-მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, თანამედროვე გეოლოგიური თეორიის – გლობალური ტექტონიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

https://geowomen.wordpress.com/women-scientists/exact-sciences/geologists/#2

***

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s