ჭელიძე მერი

ჭელიძე მერი

ფილოსოფოსი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

დაიბადა 1923 წლის ნოემბერში, გარდაიცვალა 2011 წელს. 1940 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე. 1947 წელს იგი ასპირანტია. 1948 წლიდან კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე. მუშაობდა სასულიერო აკადემიაში საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე, სადაც კითხულობდა ლექციებს ძველი აღმოსავლეთის, ანტიკურ ფილოსოფიასა და ელინიზმის ფილოსოფიაში. 1967 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, 1969 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება. 1962-67 წლებში ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის კათედრას. 1990-იანი წლების ბოლოს იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე. იყო მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1982).

ბიბლიოგრაფია:

მონოგრაფიები:

1. ჰეგელის დიალექტიკის კრიტიკის ძირითადი თავისებურებანი ბურჟუაზიულ ფილოსოფიაში (1966)
2. ჰეგელი და ნეოჰეგელიანიზმი (1970);
3. დიალექტიკა და თანამედროვე ფილოსოფია (1972);
4. მითოსიდან ფილოსოფიური აზროვნებისაკენ (1977);
5. ანტიკური და დაუწერელი ფილოსოფიის პრობლემა (1986);
6. ელინიზმის ფილოსოფია (1992);
7. ელინიზმის ფილოსოფია ადრინდელ ქრისტიანულ ეპოქაში (1998);
8. ძველი აღმოსავლეთის ფილოსოფია (თანაავტორი რეზო გორდეზიანი) (2001);
9. ქართული ეროვნული გონი ფილოსოფიურ-ისტორიული ასპექტით (2002).
10.ხსოვნის სიტყვა (2004)

სტატიები:

1. შალვა ნუცუბიძე ქართულ-ინდური სააზროვნო კავშირების შესახებ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები, #315, 1995;
2. ივანე ჯავახიშვილის ისტორიის ფილოსოფიური კონცეფცია ჟურნალი ,,პოლიტიკა ”, #5, 1997;
3. ქრისტიანული აპოლოგეტიკა და ქართული ფილოსოფიური აზროვნება ჟურნალი ,,რელიგია ”, #7-8-9, 1997;
4. შალვა ნუცუბიძე ქართული ეროვნული გონის ფენომენი, წიგნში ,,ასე იგონებენ შალვა ნუცუბიძეს”, თსუ, 1999;
5. ქართველ ფილოსოფოსთა ლექსიკონი, თბილისი, 2000;
6. ნიკო ჭავჭავაძის პიროვნება და შემოქმედებითი მოღვაწეობა, წიგნში ,,ვისწავლოთ პიროვნებად ყოფნა”, 2000;
7. რწმენა და ცოდნა, კრებული მიძღვნილი ქრისტიანობის ორი ათასი წლისთავისადმი, თსუ, 2001;
8. ჰეგელი ქრისტიანობის, როგორც ,,აბსოლუტური ” რელიგიის ჭეშმარიტებისა და თავისუფლების რელიგიის თაობაზე (ჟურნალი ,,რელიგია ”, #7-11, 2005);
9. ,,რისთვის ფილოსოფია? (წიგნში ,,ფილოსოფია და თანამედროვეობა”, 2007);
 
(წყარო: ნინო მშვენიერაძე ,,ფილოსოფოსი მერი ჭელიძე”, თბილისი, 2009)
 
 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s