ხაზარაძე ნანა

ხაზარაძე ნანა

ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

დაიბადა თბილისში, ქართული ინტელიგენციის ერთ-ერთ გამორჩეულ ოჯახში, 1931 წლის 4 თებერვალს. სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. 1952 წელს ნანა ხაზარაძე, თავის მეუღლესთან, ვახტანგ ფიფიასთან ერთად მოსკოვში გაემგზავრა. 1955 წელს სწავლა მ. ლომონოსოვის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე განაგრძო. აქ შეისწავლა აქადური, ურარტული, ძველბერძნული და ლათინური ენები. მისმა სადიპლომო ნაშრომმა – “ურარტუს საგარეო პოლიტიკა ძვ. წ. VIII საუკუნეში”, უმაღლესი შეფასება დაიმსახურა და გამოქვეყნების რეკომენდაცია მიიღო.

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ნ. ხაზარაძემ, ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ძველი ისტორიის განყოფილებაში დაიწყო მუშაობა. 1957 წლიდან 2006 წლამდე ამ ინსტიტუტში განვლო მან სამეცნიერო მოღვაწეობის ყველა საფეხური – ლაბორანტიდან მთავარი მეცნიერის თანამდებობამდე. წლების განმავლობაში ის ამ განყოფილების ხელმძღვანელიც იყო. 1990-2005 წლებში ხელმძღვანელობდა ქართველი ხალხის ეთნოგენეზისის კომპლექსური შესწავლის საპრობლემო ჯგუფს.

ნ. ხაზარაძემ 1973 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ,,აღმოსავლეთ მცირე აზიის ეთნიკური და პოლიტიკური გაერთიანებები ძვ. წ. I ათასწლეულის პირველ ნახევარში”; სადოქტორო დაიცვა 1985 წელს: ,,საქართველოს ძველი ისტორიის ეთნოპოლიტიკური პრობლემები (მოსხები)”, პროფესორის წოდება მიიღო 1990 წელს.

ნ. ხაზარაძის სამეცნიერო კვლევის სფეროებს წარმოადგენს: სამხრეთ კავკასიის ეთნოკულტურული და პოლიტიკური ისტორია, ახლო აღმოსავლეთის ეთნოკულტურული და პოლიტიკური ისტორია, სამხრეთ ევროპის ქვეყნების ეთნოკულტურული და ეთნოპოლიტიკური ისტორია, თანამედროვე ისტორიის კონფლიქტოლოგიური ასპექტები. მის ნაშრომებში მრავალი სამეცნიერო საკითხი და პრობლემაა გაანალიზებული და გადაჭრილი – ფრიგიასთან დაკავშირებული საკითხები, უძველესი ქართველური ტომების, მოსხებისა და მესხების ისტორია, “მოსხიკეს” და “მოსხური მთების” ლოკალიზაცია, ტიბარენებისა და მატიენების ისტორია, ქართული ტექნიკური ტერმინოლოგია, ძველაღმოსავლური ეთნოკულტურული სამყარო, წმინდა ხის კულტი საქართველოში, ხეთურ-ქართული მითოლოგიური პარალელები, გვიანხეთური ხანის სამეფო სამთავროები, ბიბლია და ქართველი ხალხის განსახლების ისტორია, თაბალის ისტორია და სხვა საკითხები.

ნ. ხაზარაძემ, პირველმა საქართველოში, შეისწავლა იეროგლიფურ-ლუვიური ენა და დამწერლობა. ამით მნიშვნელოვნად გაიზარდა ამ წყაროებში დაცული უმდიდრესი მონაცემების საფუძველზე ახლო აღმოსავლეთისა და საქართველოს ძველი ისტორიის კვლევის შესაძლებლობა. ნანა ხაზარაძემ, პირველმა, ისტორიულ წყაროდ გამოიყენა თავად იეროგლიფი, განიხილა იგი, როგორც გარკვეული შინაარსის მატარებელი ნიშანი და მასში ჩადებული სემანტიკური კოდი გამოავლინა.

გასული საუკუნის 70-იან წლებში ნ. ხაზარაძემ დაიწყო ქართველი ხალხის ეთნოგენეზის კვლევა. მისი ინტერესების სფეროში “თაბალისა” და “მუშქების” ქვეყნები მოექცა. მან გამოიყენა ძველაღმოსავლური წერილობითი წყაროები, მატერიალური კულტურის ძეგლები, ხეთოლოგიისა და ასირიოლოგიური მიღწევები და დამაჯერებლად დაასაბუთა, რომ ძვ. წ. IX-VII სს. თაბალი დასახლებული იყო ხეთურ-ლუვიური, ინდოევროპული ტომებით და ამ სამყაროს ტრადიციების გამგრძელებელ ეთნიკურ ერთეულს წარმოადგენდა.

ნ. ხაზარაძემ დაადგინა მოსხების განსახლების ტერიტორია ძვ. წ. VI-V სს. შესძლო “მოსხების მთების” ლოკალიზაცია, განსაზღვრა სტრაბონისეული “მოსხიკეს” მდებარეობა და დაადგინა, რომ ის მთელ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მოიცავდა. შეისწავლა მუშქების ისტორია და დამაჯერებლად დაასაბუთა, მოსხების და მესხების იდენტიფიკაცია. ეთნონიმი ,,მესხის” ამოსავალ ფორმად საერთო ქართველური “მოსხი” მიიჩნია. ნანა ხაზარაძემ დამაჯერებლად დაასაბუთა, რომ სტრაბონისეული ,,მოსხიკე” და “მოქცევაÁ ქათლისაÁ”-ში ნახსენები “არიან-ქართლი”, ერთსა და იმავე ტერიტორიას გულისხმობდა.

ნ. ხაზარაძის კალამს ეკუთვნის 205 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 12 მონოგრაფია, მათგან 4 თანაავტორობით, 3 სახელმძღვანელო. მისი სტატიები დაბეჭდილია ქართულ, რუსულ და უცხოურ კრებულებში. ნ. ხაზარაძე მონაწილეობდა მონაწილეობდა 128 სამეცნიერო კონფერენციასა თუ ფორუმში, მათგან 50 საერთაშორისო იყო (მოსკოვი, ლენინგრადი, ერევანი, ლონდონი, ლეიდენი, ლაიპციგი, პრაღა, სტამბული, ტოკიო.).

სამეცნიერო მოღვაწეობის პარალელურად ნ. ხაზარაძე პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა. მისი თაოსნობით, 1990 წელს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაარსდა საქართველოს ისტორიისა და ქართული კულტურის ისტორიის კათედრა და დღემდე ამ მიმართულების ხელმძღვანელია, 2009 წლიდან არის ამ უნივერსიტეტის სრული პროფესორი, აქტიურად კითხულობს ლექციებს, ამზადებს ბაკალავრებს, მაგისტრებს, დოქტორანტებს. არის დისერტაციების ხელმძღვანელი და ოპონენტი. 1990 წლიდან კითხულობდა შემდეგ სალექციო კურსებს: საქართველოს ისტორია, ქართული და უცხოური წყაროები საქართველოს ისტორიის შესახებ, ძველი მსოფლიოს ისტორია (საბერძნეთი, რომი) საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია, გენდერი და კონფლიქტი, თეორიული კონფლიქტოლოგია, პოლიტიკური კონფლიქტები, კონფლიქტის ფსიქოლოგია.

ნ. ხაზარაძე წლების მანძილზე იყო ტექნიკური უნივერსიტეტის, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის, კავკასიის ხალხთა ისტორიის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო და სადისერტაციო საბჭოების წევრი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან არსებული ისტორიის, ეთნოლოგიის, რელიგიის შესწავლისა და პროპაგანდის სამეცნიერო საბჭოს წევრი.

ნ. ხაზარაძე ი. ჭავაჭავაძის სახ. საქართველოს მწიგნობართა ასოციაციის გამგეობის წევრია. 1995 წლიდან დღემდე მწიგნობართა ასოციაციის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზაციის თავმჯდომარეა. 2006 წლიდან დღემდე ე. თაყაიშვილის სახ. საქართველოს საისტორიო საზოგადოების თავმჯდომარეცაა. 1995-97 წ.წ. ნ. ხაზარაძემ დააფუძნა საზოგადოებრივი ორგანიზაცია ,,ფენიქსი XXI, ისტორია და თანამედროვეობა.” 1995 წლიდან დღემდე არის საერთაშორისო ორგანიზაცია ,,შალომის” წევრი, საერთაშორისო მეროისტიკული საზოგადოების საპატიო წევრი.

1990 წლიდან 2006 წლამდე ნ. ხაზარაძე იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ,,შრომების” სარედაქციო კოლეგიაში. იგი ჟურნალების ,,ანალები” და ,,საისტორიო ვერტიკალები” რედკოლეგიის წევრიცაა.

ნ. ხაზარაძეს ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო და საზოგადოებრივი საქმიანობისათვის მიღებული აქვს მრავალი ჯილდო: 1981 წელს მედალი “За трудовую доблесть” , 1985 წ. – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს. ჯანაშიას სახელობის პრემია, 1990 წ. -მედალი “შრომითი წარჩინებისათვის”, 1990 წ. – საქართველოს უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი, 1996 წ. – ,,ღირსების ორდენი”, 2010 წ. – საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის გ. მელიქიშვილისა და ე.თაყაიშვილის პრემიები.

გამოქვეყნებული ნაშრომების სია:

1. სამეგრელოს სამთავროს გაუქმება, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა მე-13 სამეცნიერო კონფერენციის თეზისები, თბილისი, 1951, გვ. 85.
2. ბიზანტია-ლაზიკის ურთიერთობის ისტორიიდან VI სასუკუნეში, თბილისის სახელმწიფი უნივერსიტეტის სტუდენტთა მე-14 სამეცნიერო კონფერენციის თეზისები, თბილისი, 1952, გვ.139-140.
3. მუშქების ქვეყნის ლოკალიზაციის საკითხისათვის, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტთა და ახალგაზრდა მეცნიერ მუშაკთა X სამეცნიერო კონფერენციის მოხსენებათა თეზისები, თბილისი, 1959, გვ. 50.
4. მუშქების ქვეყნის სახელწოდების აღდგენისათვის თურქულთინინურთა II-ის “ანალებში”, რეზიუმე რუსულ და ინგლისურ ენებზე, “აღმოსავლური კრებული”, I, თბილისი, 1960, გვ. 75-92.
5. ზოგიერთი საკითხი ფრიგიის უძველესი ისტორიიდან, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტთა და ახალგაზრდა მეცნიერ მუშაკთა XII სამეცნიერო კონფერენცია, მოხსენებათა შემოკლებული ტექსტები, თბილისი, 1961, გვ. 360-361.
6. მასალები ჰელესპონტის ფრიგიის ისტორიისათვის, საქართველოს მეცნი-ერებათა აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერ მუშაკთა XIV სამეცნიერო კონფერენცია, მოხსენებათა შემოკლებული ტექსტები, თბილისი, 1961, გვ. 18-19.
7. ფრიგიის უძველესი ისტორიის ზოგიერთი საკითხი, რეზიუმე რუსულ და ინგლისურ ენებზე, “კავკასიურ-აღმოსავლური კრებული”, II, თბილისი, 1962, გვ. 45-64.
8. გორდიონის ყორღანული სამარხები, “კავკასიურ-აღმოსავლური კრებული”, II, თბილისი, 1962, გვ. 255-264.
9. ფრიგიის სავაჭრო-კულტურულ ურთიერთობათა ისტორიიდან (ძვ. წ. VIII ს-ის დასასრული), რეზიუმე რუსულ ენაზე, “საქართველოს სსრ მეცნი-ერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა მოამბე”, #3, თბილისი, 1963, გვ. 141-152.
10. მასალები ფრიგიის ისტორიისათვის, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერ მუშაკთა XIV სამეცნიერო კონფერენციის შემოკლებული ტექსტები, თბილისი, 1964, გვ. 18-19.
11. სამხრეთ-აღმოსავლეთ მცირე აზიის ისტორიული გეოგრაფიიდან, აკა-დემიკოს ნ. ბერძენიშვილისადმი მიძღვნილი კრებული: “კავკასიის ხალ-ხთა ისტორია”, თბილისი, 1966, გვ. 34-39.
12. უძველესი კლასობრივი საზოგადოების ბუნების საკითხები, “მაცნე” (ისტორიის სერია), #4, 1966, გვ. 262-292 (თანაავტორი დ. ხახუტაიშვილი).
13. სტრაბონის ზოგიერთი ცნობის ინტერპრეტაციისათვის, ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის XVII სამეცნიერო სესია, თბილისი, 1968, გვ. 8-9.
14. Из истории торгово-экономических связей прекиммерийской Фригии в свете новых археологических раскопок Гордиона, Материалы Всесоюзного симпози-ума: «Города и торговля Древнего Востока III-I тыс. до н. э.», Ереван, 1969, с. 14-16.
15. თაბალის ქვეყნის ადგილმდებარეობისათვის, რეზიუმე რუსულ ენაზე, “ძველი ისტორიის საკითხები” (“კავკასიურ-ახლოაღმოსავლური კრებუ-ლი”), III, თბილისი, 1970, გვ. 64-84.
16. Гекатеевы матиены, V Всесоюзная сессия по древнему Востоку, Тезисы докладов, Тбилиси, 1971, с. 98-100.
17. მცირე აზია ძვ. წ. XII-VII საუკუნეებში, წიგნში: “ძველი აღმოსავლეთის ხალხთა ისტორია”, თბილისი, 1971, გვ. 161-128.
18. ჰეროდოტე და მატიანების მდებარეობის საკითხი, “მაცნე” (ისტორიის სერია), #2, თბილისი, 1971, გვ. 123-132.
19. ვახუშტი ბატონიშვილი და მოსხური მთების მდებარეობის საკითხი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორი-ის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის XXI სამეცნიერო სესიის მოხსენებათა თეზისები, ანოტაციები, თბილისი, 1972, გვ. 8-9.
20. Гекатеевы матиены, «Вопросы древней истории», IV, Тбилиси, 1973, с. 111-125.
21. თაბალის ისტორიიდან, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნო-გრაფიის ინსტიტუტის XXII სამეცნიერო სესიის მოხსენებათა თეზისები, ანოტაციები, თბილისი, 1973, გვ. 30-31.
22. К вопросу о локализации матиенов в свете данных древнегреческих историков VI-V вв. до. н.э., Резюме на армянском языке, «Историко-филологический журнал», №2, Ереван, 1973, с. 200-210.
23. Concerning the ethnocultural description of eastern Asia Minor ethnopolitical entities of the 9th-7th centuries B. C., “Internationale Tagung der Keilschriftforscher der Sozialistischen Lander”, Budapest, 1974, p. 46-48.
24. К вопросу о локализации мосхиских гор (Мiscika’Orh), Всесоюзная научная конференция: Античные, Византийские и местные традиции в странах Восточного Черноморья, Тезисы докладов, Тбилиси, 1975, с. 23-24.
25. Tabal. Remarks on the ethnocultural description of eastern Asia Minor, “Acta Antiqua Academiae Scientiarum Hungaricae”, T. XXII, Fase., 1-4, Budapest, 1976, p. 429-432.
26. Античная письменная традиция и вопрос о расселении мосхов в ვი-ვ вв. До. н.э., «Материалы международной конференции античников социалистических стран» («Эйрене»), Ереван, 1976, с. 29-30.
27. ძველი ფრიგიული ანბანის გენეზისის საკითხისათვის, რეზიუმე რუსულ ენაზე, “ძველი ისტორიის საკითხები” (“კავკასიურ-ახლოაღმოსავლური კრებული”, V,) , თბილისი, 1977, გვ. 86-98.
28. მონოგრაფია: აღმოსავლეთ მცირე აზიის ეთნიკური და პოლიტიკური გა-ერთიანებები ძვ. წ. I ათასწლეულის პირველ ნახევარში, რეზიუმე რუ-სულ და ინგლისურ ენებზე, რედაქტორი: აკადემიკოსი გ. მელიქიშვილი, “მეცნიერება”, თბილისი, 1978, გვ. 140.
29. Царская власть в позднехеттских политических образованиях (по данным иеро-глифическо-хеттских надписей), «Материалы VIII Всесоюзной конференции по Древнему Востоку», Москва, 1979, с. 16-19.
30. Античная письменная традиция и вопрос о раселении мосхов в VI-I вв. До. Н. Э., «Проблемы античной истории и культуры», Ереван, 1979, с. 308-313.
31. ციხიაგორას კრამიტი, რეზიუმე რუსულ ენაზე, “კავკასიურ-ახლოაღმო-სავლური კრებული”, VI, თბილისი, 1980, გვ. 146-164. (თანაავტორი გ. ცქი-ტიშვილი).
32. Royal power in the late hittite political entities, “Gesellschaft und Kultur in alten Vorderasien”, Berlin, 1982, p. 121-126.
33. Царская власть в позднехеттских политических образованиях, Резюме на груз. и на англ. яз., Труды Тбилисского Государственного Университета, 277, Тбилиси, 1982, с. 180-187.A
34. Some remarks about the late-hittite official adeology, “XXI International Congress of Human Sciences in Asia and North Africa” Papers, Tokyo, 1983, პ. 18-28.
35. К истории термина «табал» ассириских письменных источников, Резюме на англ. яз., «Кавказско-Ближневосточный Сборник», Тбилиси, 1984, с. 93-101, 170-171.
36. მონოგრაფია: საქართველოს ძველი ისტორიის ეთნოპოლიტიკური პრობლემები, რეზიუმე რუსულ და ინგლისურ ენებზე, რედაქტორი: ი. მ. დ. გ. გიორგაძე, “მეცნიერება”, თბილისი, 1984, გვ. 201.
37. სტრაბონის ერთი ცნობის ინტერპრეტაციისათვის (“გეოგრაფია”, XI, 2, 17) რეზიუმე რუსულ და ინგლისურ ენებზე, “მაცნე”, (ისტორიის სერია), #1, თბილისი, 1984, გვ. 106-116.
38. ურარტული ხათესა და ხალიტუს ადგილმდებარეობისათვის, “საქართვე-ლო და აღმოსავლეთი” (აკადემიკოს შ. ესხიას ხსოვნისადმი მიძღვნილი კრებული), რეზიუმე რუსულ ენაზე, თბილისი, 1984, გვ. 176-185.
39. К вопросу о датировке лувийско-иероглифических надписей Хартапу, Всесоюзная научно-методическая конференция: «Древневосточная культура и вопросы ее преподавания на историческом факультете», Даугавпилс, 1985, с. 68-70.
40. Основные итоги научных исследований в области древней истории, филологии и археологии в Грузии (1978-1987 годы), «Вестник древней истории», №4, Москва, 1987, с. 15-30 (соавтор М. П. Инадзе).
41. გვიანხეთური ხანის აღმოსავლეთ კაბადოკიის ანთროპონიმიკისათვის. რეზიუმე რუსულ ენაზე, “ონომასტიკა”, I, თბილისი, 1987, გვ. 365-372.
42. Towards the identification of the gišeia of hittite written sourses, “Rencontre Assyryo-logique Internationale, Istanbul, 1987, p. 12-13 (with T. Tsagareishvili).
43. რეცენზია: ნ. ხახუტაიშვილის მონოგრაფიაზე: “სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ზღვისპირეთი ადრერკინის ხანაში”, “ჭოროხი”, IV, ბათუმი, 1988, გვ. 87-90.
44. ხეთურ-ქართული მითოლოგიური პარალელები (ეია-ურთხელი), “მნათო-ბი”, #2, თბილისი, 1988, (თანაავტორი: თ. ცაგარეიშვილი).
45. მცირე აზია ძვ. წ. XII-VII სს. (ფრიგია, ლიდია), “ძველი აღმოსავლეთის ხალხთა ისტორია”, “მეცნიერება”, თბილისი, 1988, გვ. 249-267.
46. Лувийско-иероглифические надписи Хартапу, Резюме на англ. яз., «Кавказско-Ближневосточный Сборник», VIII, Тбилиси, 1988, с. 8493, 218.
47. Рецензия: Арутюнян Н. В. – Топонимика Урарту, Ереван, 1985, с. 308. «Кавказ-ско-Ближневосточный Сборник», VIII, Тбилиси, 1988, с. 200-203.
48. “ქართლის ცხოვრების” ჩანართი ქართული წარმართული პანთეონის შე-სახებ, რესპუბლიკური სამეცნიერო სესიის “ძველი ქართლის ცხოვრე-ბა” მასალები, ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი, თბილისი, 1989, გვ. 49-50 (თანაავტორი: მ. ხიდაშელი).
49. საკალური “შვიდის” ისტორიისათვის სამეგრელოში, საქართველოს ეთნოგრაფია XI რესპუბლიკური სამეცნიერო სესიის მასალები, ზუგდიდი, 1989, გვ. 56-57.
50. К идентификации გიšეია хеттских письменных источников, В сборнике: «Кавказ и цивилизации Древнего Востока», Материалы Всесоюзной научной конференции, Орджоникидзе, 1989, с. 13-14 (Соавтор Т. Ш. Цагареишвили)
51. ძველი ბერძნული წერილობითი წყაროების მესხების შესახებ, რესპუბლიკური სამეცნიერო სესიის: “საქართველოს ისტორიის წერილობითი წყაროების შესწავლის საკითხები”, მოხსენებათა თეზისები, ახალციხე, 1989, გვ. 56-58.
52. ღია წერილი სსრკ სახალხო დეპუტატ ვ. გ. არძინბას. “სახალხო განათლება”, თბილისი, 1989 წლის 26 ივლისი (თანაავტორები: გ. გ. გიორგაძე, მ. შ. ხიდაშელი, რ. შ. რცხილაძე)
53. История пишется сегодня – «Вечерний Тбилиси», №275 (13571), 1 декабря 1989.
54. ძვ. წ. II-I ათასწლეულის ლუვიურ-იეროგრაფური ტექსტები, წიგნში: “ძველი აღმოსავლეთის ისტორიის ქრესტომათია”, თბილისი, 1990, გვ. 235-243.
55. К вопросу о расселении мосхов в VI-V вв. До. н.э., В сборнике: «Проблемы истории Закавказья» Тбилиси, 1991, с. 7-32.
56. იეროგლიფურ-ლუვიური დამწერლობა როგორც ისტორიული წყარო, რეზიუმე რუსულ და ინგლისურ ენებზე, ვ. გაბაშვილისადმი მიძღვნილი კრებული: “ახალი აღმოსავლეთი და საქართველო”, თბილისი, 1991, გვ. 63-69.
57. ნაშრომი პოლიტოლოგიაში, ჟურნალი “პოლიტიკა”, #9-10, 1991, გვ. 95-99 (თანაავტორი: ი. კვესელავა).
58. მესხების აღმნიშვნელი სახელწოდების გენეზისისათვის, I რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენცია, მიძღვნილი სამხრეთ საქართველოს ისტორიის პრობლემებისადმი, მოხსენებათა თეზისები, ახალციხე, 1992, გვ. 69-70.
59. Монография: Очерки древней истории Месхов, Резюме на англ. яз., Редактор: член/корр. АН Грузии Г.Г. Гиоргадзе, «Мецниереба», Тбилиси, 1992, с. 183.
60. მესხი ეთნიკური ტერმინის ისტორიისათვის, რეზიუმე ინგლისურ და რუსულ ენებზე, კრებულში: “საქართველოსა და ქართველების აღმნიშვნელი უცხოური და ქართული ტერმინოლოგია”, თბილისი, 1993, გვ. 21-42.
61. ბრალდების მოწმე (სვეტლანა ჩერვონაიას ახალი წიგნის გამო), “ლიტერატურული საქართველო”, 1993, #41 (3941).
62. Открытое письмо автору монографии «Абхазия-1992: Посткоммунистическая Грузинская вандея» – Светлане Червонной, «Свободная Грузия», 1993 №187 (563), с. 1 (Соавтор Л. Меликишвили).
63. გვიანხეთური ხანის სამეფო-სამთავროთა ოფიციალური იდეოლოგიის ისტორიისათვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენციის მოხსენებათა თეზისები, თბილისი, 1993, გვ. 173.
64. სამეფო ხელისუფლების მემკვიდრეობის წესი გვიანხეთურ სამეფოებში, რეზიუმე რუსულ და ინგლისურ ენებზე, კრებულში: “ქართული წყაროთმცოდნეობა”, VIII, თბილისი, 1993, გვ. 9-14.
65. Открытое письмо господину Ардзинба, «Свободная Грузия», №126 (303), Тбилиси, 14 июля 1993.
66. ისტორიული ნარკვევი: რევაზ კიკნაძე, კრებულში: “ქართული წყაროთ-მცოდნეობა”, VIII, თბილისი, 1993, გვ. 305-306.
67. ქართველური ეთნონიმიკის ისტორიისათვის, რეზიუმე რუსულ და ინგლი-სურ ენებზე, “ყოველთა ქართველთა მსოფლიო კონგრესის ქართველო-ლოგიური სამეცნიერო სიმპოზიუმის _ თემაზე: “საქართველო”, ბიულე-ტენი, #2-3, თბილისი, 1994, გვ. 41-49, 86.
68. მეფე და ღვთაება (რეზიუმე რუსულ და ინგლისურ ენებზე), “ძეგლის მეგობარი”, 1(91), თბილისი, 1994, გვ. 35-38, 81, 85.
69. ბიბლიური “მოსოხის” იდენტიფიკაციისათვის, რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენცია, მიძღვნილი ადრექრისტიანული არქეოლოგიის პირვე-ლი მსოფლიო კონგრესის 100 წლისთავისადმი”, მოხსენებათა მოკლე ში-ნაარსები, თბილისი, 1994, გვ. 57-60.
70. წმ. ნინოს ცხოვრების ერთი ცნობის ინტერპრეტაციისათვის, რევაზ კიკნაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი რესპუბლიკური სამეცნიერო სესიის მოხსენებათა თეზისები, თბილისი, 1994, გვ. 59-60.
71. “სამოთხე” ლექსემის ეტიმოლოგიისათვის, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თსუ ახალციხის ფილიალის და ახალციხის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის II, რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენცია, მიძღვნილი პროფ. ალ. მანველიშვილის დაბადების 90 წლისათვისადმი, მოხსენებათა მოკლე ტექსტები, ახალციხე, 1994, გვ. 61-63.
72. არიან-ქართლის პრობლემისათვის, რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენცია, თბილისი, 1995, მოხსენებათა თეზისები, გვ. 88-89.
73. Frauen und Ausbildung im Altgeorgity, “Frauen in politik vorberetung auf Wahlen, Hamburg, , 1995, 15-23.
74. მწიგნობრობა ძველ საქართველოში, “სამშობლო ფორტე”, სპეციალური გამოშვება, თბილისი, 1995, გვ. 5-8.
75. XVI საუკუნის თურქული დოკუმენტი და ძველი ქართული წერილობითი წყაროების აზო-აზონის ქვეყნის (არიან-ქართლის) ლოკალიზაციის პრობლემა, რესპუბლიკური სამეცნიერო სესია: “წერილობითი ისტორიული წყაროების შესწავლისა და გამოცემის აქტუალური საკითხები”, მოხსენე-ბათა თეზისები, თბილისი-სიღნაღი, 1996, გვ. 21-22.
76. Was Georgian Gereltet Hat. “Kaukasisehe Zeitung, 3 mai, p. 1996
77. კაცი ნათელი და ამაღლებული, “ფიზიკა და მათემატიკა სკოლაში” #111, თბილისი, 1996.
78. მეცნიერის გახსენება, “მესხეთის უნივერსიტეტი”, #4 (24), ახალციხე, 1996 წლის ნოემბერი.
79. Georgian-OldAnatolian Mythological Parallels, International Conference, dedicated to the 120th Birth Anniversary of Ivane Javakhishvili, Abstracts of Papers, Tbilisi-Tabakhmela, 1996, პ. 65-66 (თანაავტორი: თ. ცაგარეიშვილი).
80. ბიბლიური “თუბალ-კაინი”, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: “საქართველოს ებრაელთა ისტორია, საქართველო-პალესტინისა და ქართულ-ებრაული ურთიერთობანი”, მოხსენებათა თეზისები, თბილისი, 1996, გვ. 44-45.
81. საქართველოს აღმნიშვნელი კიდევ ერთი ძველი სახელწოდების შესახებ, ვარლამ დონდუას ხსოვნისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სესიის მასალები, თბილისი, 1996, გვ. 29.
82. “…ჟამთააღმწერლობა ჭეშმარიტის მეტყუელება არს და არა თუალახმა ვისიმე”, “სამშობლო ფორტე” #20 (43), 1996, გვ. 11.
83. ვახუშტი ბატონიშვილი და მოსხური მთების ლოკალიზაციის საკითხი, კრებულში: “ვახუშტი ბაგრატიონი, ისტორიკოსი და ეთნოგრაფოსი”, თბილისი, 1997, გვ. 117-132.
84. სამშობლოდ გათავისებული საქართველო, რეცენზია თ. იველაშვილისა და თ. ცაგარეიშვილის მონოგრაფიაზე: “გვიხმობს მამული მამა-პაპათა”, მეცნიერება, თბილისი, 1996, “საქართველოს რესპუბლიკა”, 1997, 9, 01 (თანაავტორი ვ. შამილაძე).
85. თანამედროვე ეთნოპოლიტიკური კონფლიქტები საქართველოს ისტორიის კონტექსტში, “საქართველოს რესპუბლიკა”, #51, 1997, გვ. 7.
86. ეთნოგენეზის პრობლემის ერთი ასპექტისათვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 75 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მოხსენებათა თეზისები, თბილისი, 1997, გვ. 117-118.
87. საქართველოს ძველი ისტორიის ერთი ასპექტისათვის, რეზიუმე რუსულ და ინგლისურ ენებზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის “შრომები”, #3 (414), საიუბილეო გამოცემა, თბილისი, 1997, გვ. 388-395, 510-511, 536-537, 560.
88. შტრიხები ქართული ქალის პორტრეტისათვის, “მეცნიერება და ტექნიკა”, საიუბილეო #4-5, 1997, 109-114.
89. დაუვიწყარი 20 დღე, “ობსერვერი”, #1, 1997 წლის ივნისი.
90. კრულვის შემცველი ძველაღმოსავლური წერილობითი ძეგლები და ოფიციალური იდეოლოგია, რეზიუმე ინგლისურ ენაზე, კრებულში: “კულტუ-რის ისტორიის საკითხები”, IV, თბილისი, 1998, გვ. 132-136.
91. მოსხების ქვეყნის (“მოსხიკეს”) წარმოქმნისა და დაცემის თარიღის საკითხისათვის, რეზიუმე რუსულ ენაზე, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალის “შრომები”, ახალ-ციხე, 1998, გვ. 172-177.
92. ჟორწარდს ტჰე Iდენტიფიცატიონ ოფ ტჰე GIŠეია ოფ Hიტტიტე ჭრიტტენ შოურცეს, რეზიუმე რუსულ ენაზე, “კავკასიურ-აღმოსავლური კრებული”, IX, თბილისი, 1998, გვ. 112-119 (თანაავტორი თ. ცაგარეიშვილი).
93. ღვთისმშობლის სარტყელი და საქართველო, ივანე ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის სამეცნიერო სესია მიძღვნილი საქართველოს სახელმწიფოებრივი აღდგენის 80 წლისთავისადმი. მოხსენებათა თეზისები, თბილისი, 1997, გვ. 16-17.
94. კონფლიქტი აფხაზეთში. ისტორიული და სამართლებლივი ასპექტები, “ლიტერატურული საქართველო”, თბილისი, 1997 წლის 31 იანვარი, 7 თებერვალი, გვ. 5.
95. ქართველების აღმნიშვნელი ერთი სახელწოდების სემანტიკური კოდისათვის, ქუთაისური საუბრები, V, საერთაშორისო სიმპოზიუმი, მიძღვნილი აკად. არნოლდ ჩიქობავას დაბადებიდან 100 წლისათვისადმი. სიმპოზიუმის თემა: “სემანტიკური კოდების შერევისა და მოზაიკური კულტურის საკითხები”. სიმპოზიუმის მასალები, ქუთაისი, 1998, გვ. 16-18.
96. მარიამ ღვთისმშობელი და საქართველო, რევაზ კიკნაძისადმი მიძღვნილი რესპუბლიკური სამეცნიერო სესიის მასალები, თბილისი, 1998, გვ. 37-39.
97. ბიბლია და ქართველი ტომების განსახლების ისტორია ძვ. წ. I ათას-წლეულში, რეზიუმე ინგლისურ ენაზე, საერთაშორისო კონფერენციის “თბილისი-იერუსალიმი 2”-ის მოხსენებათა მოკლე შინაარსები, თბილისი, 1998, გვ. 48, 49, 74.
98. ადამიანის დაბადებასთან დაკავშირებული რწმენა-წარმოდგენები და მიწისაგან ადამიანის შესაქმის კონცეფცია, კრებულში: “ქუთაისური საუბრები”, VI, საერთაშორისო სიმპოზიუმის მასალები, ქუთაისი, 1999, გვ. 197-198.
99. მონოგრაფია: წმინდა ხის კულტი საქართველოში (მითოლოგიური პარალელები), Культ священного дерева в Грузии (мифологические параллели), თჰე ჩულტ ოფ შაცერდ თრეე ინ Gეორგია (Mყტჰოლოგიცალ Pარალლელს), (თანაავტორი: თ. ცაგარეიშვილი), თბილისი, 1999, გვ. 61.
100. სტრაბონისეული დასტეÁრას (Dàსტეირა) ინდეტიფიკაციისათვის, რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენციის მასალები. ეძღვნება აკად. თ. ყაუხჩი-შვილის დაბადების 80 წლისთავს, თბილისი, 1999, გვ. 29-30.
101. ანთროპოგენური კონცეფციები მსოფლიო ხალხთა კულტურულ ტრადიციებში, კრებულში: “კულტურის ისტორიის საკითხები”, VII, თბილისი, 1999, გვ. 135-138.
102. ქართველების აღმნიშვნელი ერთი სახელწოდების სემანტიკური კოდისათვის, რეზიუმე ინგლისურ ენაზე, კრებულში: “ქართველური მემკვიდრეობა”, III, ქუთაისი, 1999, გვ. 254-260.
103. საქართველოს ერთი რელიკვიის ისტორიისათვის (მარიამ ღვთისმშობლის სარტყელი და საქართველო), რეზიუმე რუსულ და ინგლისურ ენებზე, “ანალები”, 1999, გვ. 6-13.
104. ქართველი ისტორიკოსიის საერთაშორისო აღიარება, “საქართველოს რესპუბლიკა”, #86, 1999 წლის 2 აპრილი, გვ. 6.
105. წერილობითი წყაროების კრულვის შემცველი კონტექსტების ინტერპრეტაციისათვის, “კლიო”, #6, საისტორიო ალმანახი, თბილისი, 1999, გვ. 317.
106. ბიბლია და მესხების ძველი ისტორია, რეზიუმე ინგლისურ ენაზე, კრე-ბულში: “მესხეთი. ისტორია და თანამედროვეობა”, ახალციხე, 2000, გვ. 10-14.
107. ადამიანის დაბადებასთან დაკავშირებული ქართველთა რწმენა-წარმოდგენები და მიწისაგან ადამიანის შესაქმის კონცეფცია, რეზიუმე ინგლისურ ენაზე, კრებულში: “ქართველური მემკვიდრეობა”, IV, ქუთაისი, 2000, გვ. 396-405.
108. სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიული გეოგრაფიისათვის, რეზიუმე ინგლისურ ენაზე, ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალის “შრომების” კრებული, II, ახალციხე, 2000, გვ. 33-40.
109. სევდიანი სიხარული, კრებულში: “ღვაწლმოსილი მეცნიერი”, ბათუმი, 2000, გვ. 193-197.
110. ისტორიული გეოგრაფიის პრობლემატიკა აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას მეცნიერულ მემკვიდრეობაში (სტრაბონისეული ხორძენეს ლოკალიზაციის საკითხისათვის), აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სესია, მოხსენების მოკლე შინაარსები, თბილისი, 2000, გვ. 14-16.
111. ნაგებობების აღმნიშვნელი ლუვიური იეროგრაფები (მასალები ძვ. წ. II-I ათასწლეულების მცირე აზიის ქალაქების ისტორიისათვის), კრებულში: “ქალაქები და საქალაქო ცხოვრება ძველ საქართველოში”, II, აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენციის მოხსენებათა მოკლე შინაარსები, თბილისი-ბათუმი, 2000, გვ. 32-35.
112. ბიბლიური თუბალ-თობალი, კრებულში: “ქუთაისური საუბრები”, VII, ქრისტიანობის 2000 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სიმპოზიუმის მასალები, ქუთაისი, 2000, გვ. 152-154.
113. ჯუანშერისეული სტერის იდენტიფიკაციისათვის, რეზიუმე ინგლისურ ენაზე, კრებულში: “ქართული წყაროთმცოდნეობა”, IX, თბილისი, 2000, გვ. 67-71.
114. ქართული ტექნიკური ტერმინოლოგიის ისტორიისათვის, საერთაშორისო სიმპოზიუმი საბუნებისმეტყველო და საინჟინრო დარგების განვითარების ისტორიის საკითხებზე, მოხსენებათა სრული ტექსტები, თბილისი, 2000, გვ. 120-132. (თანაავტორი: კ. თოფურია).
115. რეცენზია: გრიგოლ გიორგაძე, ხეთური და ასურული ლურსმული ტექსტების (ქაშქების) და აბეშლაელების ეთნიკური წარმომავლობისათვის, ახალციხე, 2000, გვ. 109. კრებულში: “კავკასიურ-ძველაღმოსავლური კრე-ბული”, X, თბილისი, 2001, გვ. 265-272.
116. ლეონტი მროველი და არიან-ქართლის ლოკალიზაციის საკითხი, რეზიუმე ინგლისურ ენაზე, კრებულში: Dedicatio, ისტორიულ-ფილოლოგიური ძიებანი, ეძღვნება მარიამ ლორთქიფანიძის დაბადების 75-ე წლისთავს, თბილისი, 2001, გვ. 318-336, 485-486.
117. DTRH _ (თარხუნთი) გვიანხეთური პანთეონის უზენაესი ღვთაება, რეზიუმე ინგლისურ ენაზე, “მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის”, XXIV, ეძღვნება აკადემიკოს გიორგი ჩიტაიას დაბადების 100 წლისთავს, თბილისი, 2001, გვ. 54-62.
118. წინააზიურ სამყარისთან ქართველთა ეთნოკულტურული ურთიერთობის ისტორიიდან, კრებულში: “ქუთაისური საუბრები”, VIII, ვარლამ თოფუ-რიას 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სიმპოზიუმის მასა-ლები, ქუთაისი, 2001, გვ. 129-130.
119. ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენოვანი სტატიების კრებული: ძველაღმოსავლურ-ქართველოლოგიური ძიებანი, თბილისი, 2001, გვ. 448.
120. The “Western Muski” in Central Anatolia, კრებულში: ძველ-აღმოსავლურ-ქართველოლოგიური ძიებანი, თბილისი, 2001, გვ. 98-108.
121. Hieroglyphic-luwian inscriptions about the Social Structure of late Hittite Society, რეფერატები ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის “შრომები” #2 (435), ეძღვნება სტუ საქართველოს ისტორიისა და ქართული კულტურის ისტორიის კათედრის დაარსების 10 წლისთავს, თბილისი, 2001, გვ. 90-94, 149, 154, 159.
122. სუმბატ დავითის ძის თხზულების პირველწყაროების საკითხისათვის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის ვ. გაბაშვილის 90 წლისთავისადმი მიძღვნილი რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენციის მასალები, თბილისი, 2001, გვ. 52-56 (თანაავტორი მ. სანაძე).
123. ძველი წინააზიური ცხოველთა სამყაროს ამსახველი ლუვიური იეროგლიფები, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დაარსების 60 წლისთავისადმი მიძღვნილი რესპუბლიკური სამეცნიერო სესიის მოხსენებათა მოკლე შინაარსები, თბილისი, 2001, გვ. 17-20.
124. “საქართველოსა და ქართველების აღმნიშვნელი ტერმინების ისტორიისათვის, რეფერატები ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის “შრომები” #7 (446), თბილისი, 2002, გვ. 175-181, 238, 251, 262-263.
125. ლოკალური და უნივერსალური კულტურული ტრადიციების ურთიერთ-მიმართების საკითხისათვის, კრებულში: “ქუთაისური საუბრები”, IX, საერთაშორისო სიმპოზიუმის მასალები, ქუთაისი, 2002, გვ. 89-90.
126. Gregory Giorgadze _ 75, კრებულში: “ენა და კულტურა”, #3, თბილისი, 2002, გვ. 7-9 (თანაავტორი დ. მუსხელიშვილი)
127. ქართველი ხალხის ეთნოგენეზი და ძველაღმოსავლური ეთნოკულტურული სამყარო, რეზიუმე რუსულ ენაზე, კრებულში: “ქართველი ხალხის ეთნოგენეზი”, თბილისი, 2002, გვ. 29-39 (თანაავტორი გრ. გიორგაძე).
128. ქართველთა წარმომავლობისათვის, წიგნში: გრ. გიორგაძე, უძველესი ახლოაღმოსავლური ეთნოსები და ქართველთა წარმომავლობა, რეზიუმე რუსულ ენაზე, თბილისი, 2002, გვ. 153-181.
129. “Western Muski” In Central Anatolia, კრებულში «История и языки древнего востока». Памяти И.М. Дьяконова, Санкт-Петербург, 2002, с. 307-312.
130. ხეთოლოგიის უმნიშვნელოვანესი შენაძენი, რეზიუმე რუსულ და ინგლისურ ენებზე, “ანალები”, თბილისი, 2002, გვ. 65-69.
131. კიმერიელები წერილობითი წყაროების მონაცემთა კონტექსტში, რეზიუმე რუსულ და ინგლისურ ენებზე, კრებულში: “ჯავახეთი. ისტორია და თანამედროვეობა”, I, ახალციხე, 2002, გვ. 15-29.
132. ძველი მცირეაზიური ცხოველთა სამყაროს ამსახველი ლუვიური იეროგლიფები, რეზიუმე რუსულ და ინგლისურ ენებზე, კრებულში: “ოჩხარი”, ჯულიეტა რუხაძისადმი მიძღვნილი ეთნოლოგიური, ისტორიული და ფილოლოგიური ძიებანი, თბილისი, 2002, გვ. 455-464.
133. კვლავ თაბალ ტერმინის გენეზისის საკითხებისათვის, მარი ბროსეს დაბადების 200 წლისთავისათვის მიძღვნილი სამეცნიერო სესიის მოხსენებათა მოკლე შინაარსები, თბილისი, 2002, გვ. 21-24.
134. К происхождению грузин, წიგნში: გრ. გიორგაძე, უძველესი ახლო-აღმოსავლური ეთნოსები და ქართველთა წარმომავლობა, თბილისი, 2002, გვ. 153-208.
135. ბაგრატიონების ისტორიული მემკვიდრეობიდან, რეზიუმე ინგლისურ ენაზე, წიგნში: “ბაგრატიონები სამეცნიერო და კულტურული მემკვიდრეობა”, თბილისი, 2003, გვ. 177-197. (თანაავტორები: თ. ბერიძე, მ. სანაძე, ედ. ხოშტარია-ბროსე).
136. საოცარი, უღრუბლო, ღიმილი…, კრებულში: “რევაზ კიკნაძე”, თბილისი, 2003, გვ. 31-37.
137. საქართველოს ისტორიის სწავლება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, წიგნში: “ისტორია _ ერის მეხსიერება და ქვეყნის ძლიერების ბალავარი”, ბათუმი, 2003, გვ. 18-27. (თანაავტორი ხ. თოდაძე).
138. წარღვნის შესახებ მითოსის ფშავური ერთი ვერსიის ინტერპრეტა-ციისათვის, ექვთიმე თაყაიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სესიის მოხსენებების მოკლე შინაარსები, თბილისი, 2003, გვ. 20-23.
139. “შÂდ”-ის სიმბოლიკისათვის “ქართლის ცხოვრებაში”, ქუთაისური საუბრები, X, საერთაშორისო სიმპოზიუმის მასალები, სიმპოზიუმი ეძღვნება ქუთაისის სიონის (ბაგრატის) ტაძრის 1000 წლისთავს, ქუთაისი, 2003, გვ. 159-162.
140. სუმბატ დავითის ძის თხზულების შედგენილობისათვის, რეზიუმე ინგლისურ ენაზე, კრებულში: “ვალერიან გაბაშვილი-90”, თბილისი, 2003, გვ. 521-535 (თანაავტორი მ. სანაძე).
141. ქართველთა წინაპრები ბიბლიაში, კრებულში: საქართველო არის ესე, თბილისი, 2003, გვ. 35-42.
142. პირველი მონოგრაფია კოლხეთის ბერძნული გრაფიტოს შესახებ, რეზიუმე რუსულ და ინგლისურ ენებზე, “ანალები”, #1, თბილისი, 2003, გვ. 71-73.
143. რეცენზია: დ. მუსხელიშვილი, საქართველოს IV-VIII საუკუნეებში, “ანალები”, #1, თბილისი, 2003, გვ. 55-56.
144. ქართველი ქალი და საქართველოს ეკლესია (მოკლე ექსკურსი), საერთაშორისო კონფერენციის რელიგია და საზოგადოება _ რწმენა ჩვენს ცხოვრებაში. მოხსენებათა მოკლე შინაარსები, თბილისი, 2004, გვ. 34-36.
145. ტიბარენების განსახლების ისტორიისათვის, ივანე ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო სესიის მოხსენებების მოკლე შინაარსები, თბილისი, 2004, გვ. 4-7.
146. ქართველი ქალი და საქართველოს ეკლესია. მარიამ დედოფალი, რეზიუმე ინგლისურ ენაზე, კრებულში: “ლოგოსი”, II, თბილისი, 2004, გვ. 82-86.
147. წარღვნის შესახებ მითოსის ერთი ქართული ვერსია ძველაღმოსავლური მითოლოგიის მონაცემთა კონტექსტში, რეზიუმე ინგლისურ ენაზე, კრებულში: “კავკასიურ-ახლოაღმოსავლური კრებული”, XI, თბილისი, 2004, გვ. 107-123.
148. გელასი კესარიელის ერთი ცნობის ინტერპრეტაციისათვის, “მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის”, XXVI, თბილისი, 2004, გვ. 138-142 (თანაავტორი ნ. მინდაძე).
149. რეცენზია: მ. ინაძე, ძველი კოლხეთის საზოგადოება, თბილისი, 1994, გვ. 280. კრებულში: “კავკასიურ-ახლოაღმოსავლური კრებული”, XI, თბილისი, 2004, გვ. 299-302.
150. მართლმადიდებლური სამყარო და ქართველი ქალი, რეზიუმე ინგლისურ ენაზე, კრებულში: “ქართული წყაროთმცოდნეობა”, X, თბილისი, 2004, (თანაავტორი ნ. მინდაძე).
151. აკადემიკოსი გიორგი მელიქიშვილი და ქართველი ხალხის ეთნოგენეზის პრობლემა რეზიუმე რუსულ და ინგლისურ ენებზე, “ანალები”, I, თბი-ლისი, 2004, გვ. 14-18.
152. Южный Кавказ и древняя Анатолия, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის: “კავკასიის არქეოლოგია, ეთნოლოგია, ფოლკლორისტიკა” მოხსენებათა მოკლე შინაარსების კრებული, ეძღვნება აკადემიკოს ანდრია აფაქიძის დაბადებიდან 90 წლის იუბილეს, თბილისი, 2004, გვ. 251-253.
153. ქართულ, რუსულ, ინგლისურ, გერმანულ ენოვანი სტატიების კრებული: სამხრეთ კავკასია და ახლო აღმოსავლეთი, თბილისი, 2005, 422 გვ.
154. “Great King Hartapus, Great King”, Bulletin of the AGIBAS, American-Georgian Institute of Biblical and Archeological Studies, 2-3, Tbilisi State University, Cornell Univercity, 2004-2005, p. 33-37.
155. Древняя Анатолия и Южный Кавказ,резюме на английском языке, კრებულში: “ახლოაღმოსავლეთი და საქართველო”, IV, თბილისი, 2005, გვ. 110-115, 322. კრებული ეძღვნება პროფესორ კარლო კუციას დაბადებიდან 70 წლისთავს, გამომცემლობა “ენა და კულტურა”.
156. ქუბაბა (DKUBABA) _ გვიანხეთური ხანის აღმოსავლეთ მცირე აზიის სამეფო-სამთავროთა ქალღმერთი (თანაავტორი ნ. ბახსოლიანი), მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის, XXV, ეძღვნება პროფესორ ვერა ბარდაველიძის დაბადებიდან 100 წლისთავს, თბილისი, 2005, გვ. 312-317.
157. დიდი შემოქმედის სიცოცხლე გარდაცვალების შემდეგაც არ წყდება. ეძღვნება აკადემიკოს გიორგი მელიქიშვილის ხსოვნას. _ “თბილისის უნივერსიტეტი”, #17 (2011), თბილისი, 2005 წლის 27 მაისი, გვ. 5.
158. ხეთური წერილობითი წყაროების UღU KKUღთიპიჯა – UღU KUღთიპიჯა – იდენტიფი-კაციისათვის, მოსე ჯანაშვილის დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სესიის მოხსენებათა მოკლე შინაარსები, თბილისი, 2005 წლის 30 მაისი _ 2 ივნისი, გვ. 10-12.
159. “Offer the offering into God”. The Second International Symosion Cristianity in Our Life: Past, Present, Future, Short Papers, Tbilisi, 24-26 November, 2005, p. 67-68, 55.
160. Универсальная концепция антропогенезиса в контексте грузинской культурной традиции, Международная научная конференция: Археология, Этнология, Фольклористика Кавказа, Сборник кратких содержании докладов, Баку, 2005, с. 175.
161. Terms Designating Georgia, Georgians and Latin Piligrims, საქართველოს, ქართველების აღმნიშვნელი ტერმინები და ლათინი პილიგრიმები, დ. ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის “შრომები”, IV, 2006, გვ. 314-333.
162. კონსტანტინე წერეთელი და ბიბლიური “მეშეხ-მოსოხ”-ის იდენტიფი-კაციის საკითხი, Konstantin Tsereteli and Identification of Biblical “Mešek” – “Mōšok”, საერთაშორისო კონფერენცია, მიძღვნილი აკადემიკოს კონსტან-ტინე წერეთლის დაბადების 85 წლისთავისადმი, თბილისი, 2006, 28-30 მაისი, მოხსენებათა მოკლე შინაარსები, გვ. 17-20, 24-26.
163. ლუვიური ორი იეროგლიფის ისტორიისათვის რეზიუმე რუსულ ენაზე, ქართული წყაროთმცოდნეობა, XI, თბილისი, 2006, გვ. 16-24. ეძღვნება ისტორიის მეცნიერებათა დოქტორებს მამისა ბერძენიშვილს და ლიანა დავლიანიძეს.
164. ქართულ, რუსულ, ინგლისურენოვანი კრებული: ლუვიური იეროგლიფების სამყაროში, თბილისი, 2006, 118 გვ.
165. ისტორიოგრაფიული ნარკვევი: მარად მშვენიერი მანანა ხიდაშელი 70 წლისაა, კავკასიურ-ახლოაღმოსავლური კრებული, XII, თბილისი, 2006, გვ. 8-19.
166. Towards the Identification of Luwian Hieroglyphs Denoting Fauna of Ancient Asia Minor reziume qarTul enaze, Bulletin of Georgian National Academy of Sciences, vol. 1 (vol. 175), no. 3, Tbilisi, 2007, p. 138-142.
167. “შეწირედ შესაწირავი უფლისა”. რეზიუმე ინგლისურ და რუსულ ენებზე, საიუბილეო კრებული, მიძღვნილი თამარ გამსახურდიას ნათელი ხსოვნისადმი. მშვენიერება მოსილი სევდით. თბილისი, 2007, გვ. 181-187, 400, 417.
168. ისტორიოგრაფიული ნარკვევი: ცხოვრების ღირსეულად განვლილი გზა. გრიგოლ გიორგაძე _ 80, Bულლეტინ ოფ ტჰე AGIBAშ, Aმერიცან-Gეორგიან Iნსტიტუტე ოფ Bიბბლიცალ ანდ Aრცჰეოლოგიცალ შტუდიეს, 4-5, Iვ. ჟავაკჰისჰვილი თბილისი შტატე Uნივერსიტყ, ჩორნელლ Uნივერსიტყ, 2006-2007, პ. 6-9.
169. qaSqebis (qasqebis) onomastikonis istoriisaTvis, Bulletin of tje AGIBAS, American-Georgian Institute of Biblical and Archeological Studies, 4-5, Iv. Javakhishvili, Tbilisi, State University, Cornell University, 2006-2007, p. 6-9.
170. მეფის ინსტიტუტი ლიდიაში რეზიუმე ინგლისურ და რუსულ ენებზე, “ანალები”, #1, თბილისი, 2007, გვ. 13-36. ნომერი ეძღვნება აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის დაბადების 85 წლისთავს.
171. მასალები სამეფო ხელისუფლების ისტორიისათვის ძველ ფრიგიაში რეზიუმე ინგლისურ ენაზე, თბილისი, 2007, გვ. 451-458. კრებული ეძღვნება აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის დაბადების 85 წლისთავს.
172. ისტორიოგრაფიული ნარკვევი: მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე, ნათელი პიროვნება. ედუარდ მენაბდე _ 80, “ანალები”, #2, თბილისი, 2008, გვ. 416-425.
173. მზის აღმნიშვნელი ლუვიური იეროგლიფები, რეზიუმე ინგლისურ ენაზე, “ანალები”, #3, თბილისი, 2008, გვ. 44-65.
174. რეცენზია ნაშრომზე: “საქართველოს ისტორიის ატლასი”, თბილისი, 2003, “ანალები”, #3, თბილისი, 2008, გვ. 585-591 (თანაავტორი ნ. ვაჩნაძე).
175. Южный Кавказ и древний Восток. Этнокультурные параллели, Электронная версия на сайте: «Библиотека Якова Кротова», 2008 г. http:/www.krotov.info/ /lib_sec/04_g/ruz/ia_13.htm.
176. წიგნი: ღვთისმშობლის სარტყლის ქვეყანაში, თბილისი, 2008, 116 გვ., ეძღვნება უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II დაბადების 75 და აღსაყდრების 30 წლისთავს, თბილისი, 2008, 119 გვ. (თანაავტორი ნ. მინდაძე).
177. წიგნი: გიორგი მელიქიშვილი _ 90, ბიოგრაფია, თბილისი, 2008, 102 გვ.
178. ძველსპარსული ლურსმული წარწერების Kატპატუკა, რეზიუმე ინგლისურ ენაზე, საიუბილეო კრებული: დავით კაციტაძე _ 90, თბილისი, 2008, გვ. 358-369. (თანაავტორი ნ. ბახსოლიანი)
179. ისტორიოგრაფიული ნარკვევი: მერი ინაძე _ ძველი კოლხეთის ისტორიისა და კულტურის თვალსაჩინო მკვლევარი, “ანალები”, #4, თბილისი, 2009, გვ. 428-510.
180. ადამიანის უფლებათა დეკლარაცია და საქართველო რეზიუმე ინგლისურ ენაზე, მსოფლიო ახალი წესრიგი და საქართველო, საერთაშორისო კონფერენციის მასალები, თბილისი, 2009, გვ. 147-152 (თანაავტორი თ. ხოხობაშვილი).
181. ისტორიოგრაფიული ნარკვევი: დავით ხახუტაიშვილი _ თვალსაჩინო მეც-ნიერი, ნათელი პიროვნება, წიგნში: დავით ხახუტაშვილი, სამტომეული, ტ II, ბათუმი, 2009, გვ. 6-17.
182. მზის ღვთაება და მეფე, კრებულში: სამეცნიერო პარადიგმები, (რეზიუმე ინგლისურ ენაზე), თბილისი, 2009, გვ. 57-68.
183. საქართველოს ისტორია, სახელმძღვანელო, საგამომცემლო სახლი “ტექ-ნიკური უნივერსიტეტი”, თბილისი, 2009, გვ. 277. (თანაავტორები: ხ. თოდა-ძე, მ. ქუთათელაძე, ნ. ჯორჯიკია).
184. სამეცნიერო სტატიების სამენოვანი კრებული: წყაროთმცოდნეობითი და ისტორიოგრაფიული ძიებანი, თბილისი, 2009, 275 გვ.
185. ისტორიოგრაფიული ნარკვევი: აკადემიკოსი თინათინ ყაუხჩიშვილი – 90, “ანალები, 2009, #5, გვ. 5-24.
186. მზის ღვთაების აღმნიშვნელი უძველესი ლუვიური იეროგლიფის (Yაზილიკაყა 34, Küლტეპე 86) ინტერპრეტაციისათვის, რეზიუმე ინგლისურ ენაზე, სამეცნიერო კრებულში: ისტორიანი, კრებული მიძღვნილია როინ მეტრეველის დაბადების 70 წლისთავისადმი, თბილისი, 2009, გვ. 649-653.
187. საქართველოს ძველი ისტორიის ქრესტომათია, საგამომცემლო სახლი “ტექნიკური უნივერსიტეტი”, თბილისი, 2009, (წარმოებაში).
188. სამხრეთ კავკასია და ახლო აღმოსავლეთი (კულტურული ტიპოლოგიური პარალელი), თბილისი, 2010. 32 გვ. სერიალში ქართველი ხალხის ტრადიციული კულტურა.
189. რიცხვითი სახელების აღმნიშვნელი ლუვიური იეროგლიფები, რეზიუმე ინგლისურ ენაზე, ანალები@6, თბილისი, 2010, გვ. 45-52. (თანაავტორი ნ. ბახსოლიანი).
190. “სინორი // სირონი” ლექსემის ისტორიისათვის, რეზიუმე ინგლისურ ენაზე, ანალები@6, თბილისი, 2010, გვ. 197-204. (თანაავტორი გ. გოცირიძე).
191. ვალერი სილოგავა – ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის აკადემიური პრემიის პირველი ლაურეატი. საისტორიო ვერტიკალები, #22, თბილისი, 2010.
192. ინფორმაცია და კონფლიქტი, აკადემიკოს ი. ფრანგიშვილის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის: “საინფორმაციო და კომპიუტერული მოდელირება, მართვა”, მოხსენებათა თეზისები, თბილისი, 2010 წლის 1-4 ნოემბერი, გვ 120-121, (თანაავტორი დ. ცუცქირიძე).
193. ლუვიური იეროგლიფები როგორც ინფორმაციის წყარო, საერთაშორისო კონფერენციის: კრებულში: “ვერბალური კომუნიკაციური ტექნოლოგიები – 2”, თბილისი, 2010 გვ. 251-253. (თანაავტორი ნ. ბახსოლიანი).
194. კვალნათელი (აკადემიკოს ლევან ჭილაშვილის ხსოვნას), საქართველოს ეროვნული მუზეუმის მოამბე (46-B) თბილისი, 2010. გვ. 567-568.
195. მხედრის გამოსახულება ციხიაგორადან, რეზიუმე ინგლისურ ენაზე, კრებულში: “საქართველოს არქეოლოგიისა და ისტორიის საკითხები”,
კრებული ეძღვნება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ/კორეს-პონდენტის, კიაზო ფიცხელაურის დაბადების 80 წლისთავს, თბილისი, 2010.
196. ისტორიის გაკვეთილები (გვიანხეთური ხანის მცირე აზიის პოლიტიკური ისტორიისათვის) (თანაავტორი ნ. ბახსოლიანი), რეზიუმე ინგლისურ ენაზე, საისტორიო ვერტიკალები, #22, თბილისი, 2011, გვ.37-141
197. ნოდარ ასათიანი – მეცნიერი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, ივანე ჯავახიშვილის სახელწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები, III, თბილისი, 2011.
198. სახელმწიფო ენის სტატუსის დაცვის ძველაღმოსავლური მოდელის რეკონსტრუქციისათვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის “ქართული ენის როლი საქართველოს სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის საქმეში” მოხსენებათა თეზისები, თბილისი, 2011, გვ. 7.
199. ძველანატოლიურ-კავკასიური კოსმოლოგიის ისტორიის ერთი ასპექტისათვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა დეპარტამენტის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის “მსოფლიო და კავკასია” მასალები, თბილისი, 2011, გვ. 90-91.
200. ვალერი სილოგავა – ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის პრემიის პირველი ლაურეატი, კრებულში: “ვალერი სილოგავა”, თბილისი, 2011.
201. საქართველოს სამოციქულო ეკლესია და ქართველი ქალი (ისტორია და თანამედროვეობა), რეზიუმე ინგლისურ ენაზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია “ქალები და 21-ე საუკუნე”, თბილისი, 2011, (თანაავტორი თ. ხოხობაშვილი).
202. სახელმწიფო ენის სტატუსის დაცვის ძველახლოაღმოსავლური მოდელის რეკონსტრუქციისათვის, რეზიუმე ინგლისურ ენაზე, სამეცნიერო-საისტორიო ჟურნალი სვეტიცხოველი, #3, თბილისი, 2011.
203. ქართული ეთნონიმიკის ისტორიისათვის,სამეცნიერო-საისტორიო ჟურნალი სვეტიცხოველი #4, თბილისი, 2011.
204. “სინორი//სირონი” ლექსემის ისტორიისათვის, ლინგვოკულტუროლოგიური ძიებანი II, ბათუმი, 2011, გვ.260-264 (თანაავტორი გ. გოცირიძე).
205. ძველი ახლო აღმოსავლეთის ისტორიის და კულტურის წყაროთმცოდნეობითი ძიებანი (სამეცნიერო სტატიების კრებული), თბილისი, 2012, 135 გვ. (თანაავტორი ნ. ბახსოლიანი).

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s