ფსიქოლოგები

ფარჯანაძე დალი

ფსიქოლოგი, ფსიქოლოგიის დოქტორი.

დაიბადა 1940 წელს. 1957-62 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ფსიქოლოგიის განყოფილებაზე. 1962 წელს გახდა ზოგადი ფსიქოლოგიის კათედრის ასპირანტი. 1969 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1965-დან 2005 წლამდე თსუ ზოგადი ფსიქოლოგიის კათედრის თანამშრომელია, 1984-2002 წლებში კი ამ კათედრის გამგე. 1998 წელს დ. ფარჯანაძე თსუ ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დეკანი გახდა. ეს თანამდებობა მას 2004 წლამდე ეკავა.

1982-87 წლებშითსუ-ს ფსიქოლოგიაში საკვალიფიკაციო ხარისხების მიმნიჭებელი სამეცნიერო საბჭოს სწავლული მდივანიიყო. 1986 წლიდან 1995 წლამდე იგი საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტია. ხოლო 1999-2005 წლებში ,,ქართული ფსიქოლოგიური ჟურნალის რედაქტორი.  2002-08 წ.წ. _ საერთაშორისოჟურნალი ,,Zeitschrift fur Sozial management“, Bertuch Verlag, Weimar,,  სარედაქციო საბჭოს წევრი.

დ. ფარჯანაძის მეცნიერული კვლევები ზოგადი ფსიქოლოგიის, კოგნიტური ფსიქოლოგიის, პიროვნების ფსიქოლოგიის და განვითარების ფსიქოლოგიის პრობლემებს ეხება. დ. ფარჯანაძე სისტემატურად მონაწილეობს საერთაშორისო შეხვედრებსა და სიმპოზიუმებში:

1. ქართულ-გერმანული სემინარის (Workshop) ,,MeThoden der Psychoherapie” თანაორგანიზატორი. Deutsch-Georgisher Woekscho[ Ueber Methoden der Psychotherapie. Organizatoren Prof. I. Schneider Saarbruecken; Prof. D. Pardschanadze  Rbilisi, 2000

2. ქართულ-გერმანული სემინარის (Workshop) “Was mss Schulpsycholge wissen” თანაორგანიზატორი. Deutsch-Georgisher Workshop Ueber Methoden der Psychotherapie. Organizatoren Prof. I. Schneider Saarbruecken; Prof. D. Pardschanadze  Tbilisi, 2000

3. I საერთაშორისო კონგრესი პროსპექტულ მეხსიერებაში. მოწვეული სტუმარი.  UK, Univ. Hertfordshire 2002

4. ლექციების კურსი და სამეცნიერო თანამშრომლობა ზაარბრიუკენის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ინსტიტიტთან  2002 წ.

დ.   ფარჯანაძეს სამეცნიერო კვლევებისათვის მიღებული აქვს გრანტები საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან:

1. ფონდი ,,ღია საზოგადოება _საქართველო, HESP06/98;

2. საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დეპარტამენტი, 2001-2002, #18-1, ქალის როლი და ფუნქცია თანამედროვე საქართველოში;

3. TACIS/TEMOUS, Project CP 2001898, ფსიქოლოგიის სწავლების ერთიანი მეთოდური სისტემის შექმნა და სწავლებაში მისი დანერგვა;

4. ფონდი ,,ღია საზოგადოება _საქართველო ,   პროექტი “Step by step”;

5. ფონდი ,,ღია საზოგადოება_საქართველო, ზიმბარდო-გერიგის ბაზისური სახელმძღვანელოს ,,ფსიქოლოგია და ცხოვრება “თარგმნა და გამოსაცემად მომზადება,  SSP20/02-04.

 ***

ხუნდაძე ფატი

პირველი  დოქტორი  ქალი ამიერკავკასიაში, ფსიქოლოგი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. საქართველოში ბავშვთა ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი.

დაიბადა 1895 წელს. დაამთავრა ქუთაისის ქართული გიმნაზია. 1915 – 1918 წლებში მუშაობდა პედაგოგად. 1918 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე. იმავეწელს, სხვა ქართველ ახალგაზრდებთან ერთად სწავლის გასაგრძელებლად გაგზავნეს გერმანიაში, სადაც 1924 წელს დაასრულა ბერლინის ჰუმბოლდტის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი. მომდევნო წელს მას მიენიჭა ამავე უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი ფსიქოლოგიის დარგში. 1926 წელს ხუნდაძე საქართველოში დაბრუნდა.

ფატი ხუნდაძე მრავალი წლის მანძილზე მოღვაწეობდა თბილისის პედაგოგიკის სამეცნიერო – კვლევით ინსტიტუტში, თსუ-ში და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფსიქოლოგიის ინსტიტუტში. დ. უზნაძეს თან ერთად ფ. ხუნდაძე იყო ბავშვთა ფსიქოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლის ფუძემდებელი. კერძოდ, მის შრომებში განხილულია ბავშვებში აზროვნების განვითარების და გენეტიკურ ჭრილში ესთეტიკური აღქმის საკითხები. 1935 წელს მას მიენიჭა ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. იყო არაერთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო გამოკვლევის (მათ შორის რამდენიმე მონოგრაფიის) ავტორი. მისი შრომები გამოქვეყნებულია როგორც ქართულ და რუსულ, ისე გერმანულ სამეცნიერო პერიოდულ გამოცემებში.

 ფ. ხუნდაძის მონოგრაფიული გამოკვლევებიდან აღსანიშნავია:

1. ,,სასკოლო ასაკის ბავშვთა შემეცნებითი ინტერესები მათი შეკითხვების საფუძველზე (თბილისი, 1936),

2. ,,დიდაქტიკური სათამაშოები საბავშვო ბაღში (თბილისი, 1941),

3. ,,საბავშვო ბაღში მხატვრულ სურათზე მუშაობის მეთოდიკა (თბილისი, 1942) და სხვა.

ფ. ხუნდაძე გარდაიცვალა 83 წლის ასაკში, 1978 წელს.

გამოყენებულია საიტი:

http://rveuli.ge/dir/view_break.php?page=biography&id=591&cat=9 )

 ***

იმედაძე ნათელა

ფსიქოლოგი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

დაიბადა 1929 წ. 2 ივნისს, ქ.თბილისში. 1947 წელს თბილისში დაამთავრა საშუალო სკოლა. 1952 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დ. უზნაძის სახ. ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურაში, სადაც სწავლობდა 1955 წლამდე. ნ. იმედაძემ სამეცნიერო მოღვაწეობის დასაწყისშივე გამოკვეთა კვლევის ძირითადი მიმართულებები: ფსიქოლინგვისტიკა, მეტყველების განვითარება, მეორე ენის დაუფლება, სტრესი, მისი როლი სწავლაში. 1958 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე  ,,ბავშვის მიერ ორი ენის ერთდროული დაუფლების ფსიქოლოგიური ანალიზი” (თსუ სადისერტაციო საბჭო), ხოლო 1978 წელს სადოქტორო დისერტაცია: ,,მეორე ენის დაუფლების ექსპერიმენტული კვლევები” (დ. უზნაძის სახ. ფსიქოლოგიის ინსტიტუტის სადისერტაციო საბჭო).
1957-1978 წლებში ნ.იმედაძე დ. უზნაძის სახ.  ფსიქოლოგიის ინსტიტუტის პედაგოგიური ფსიქოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ თანამშრომელია, 1973-2006 წლებში ფსიქოლოგიის კათედრის გამგეა სულხან-საბა ორბელიანის პედაგოგიურ უნივერსიტეტში, აქვე კითხულობდა ზოგადი, ასაკობრივი და პედაგოგიური ფსიქოლოგიის კურსებს. 2006-2010 წ.წ. ილიას უნივერსიტეტის, სრული პროფესორია, კითხულობდა კურსებს: ასაკობრივი ფსიქოლოგია, უცხო ენის სწავლების ფსიქოლოგია. ამჟამად ილიას უნივერსიტეტის პროფესორ_ ემერიტუსია. აქვს ოჯახი. ჰყავს ორი ქალიშვილი და შვილიშვილები.
ნ. იმედაძეს გამოქვეყნებული აქვს  110 ნაშრომი, მათ შორის 3 მონოგრაფია, 14 ნაშრომი გამოქვეყნებულია საზღვარგარეთ.

მნიშვნელოვანი შრომებია:
1. ,,არაცნობიერი ენის დაუფლების სტრატეგიაში”, თბ. 1978;
2. ,,მეორე ენის დაუფლების ექსპერიმენტული კვლევა, ,,მეცნიერება”  თბ. 1979;
3. Croisslinguistic Studies of Child LaNGUAGE, “Studia Linguistica” 1991,
4. The Acquisition of Georgian, in”Crosslinguistic Study of Language Acquisition, edD.Slobin, Berkeley, 1992,

ნ. იმედაძე აქტიურად მონაწილეობდა  ფსიქოლოგთა საერთაშორისო კონგრესებში (იაპონია, გერმანია, უნგრეთი, რუსეთი), ასაკობრივი ფსიქოლოგიის საკითხებთან დაკავშირებულ  ევროპულ კონფერენციებში (იტალია, ლიტვა). 1995-96 და 2001-2002 წ.წ. მონაწილეობდა ერთობლივ საერთაშორისო პროექტებში (გერმანია, შვეიცარია), საერთაშორისო სიმპოზიუმებში (პოლონეთი, ავსტრია). წაიკითხა ლექციების კურსები: ბილინგვიზმის ფსიქოლოგია – ბუდაპეშტში და ფსიქოლინგვისტიკაში კელნის უნივერსიტეტში.

https://geowomen.wordpress.com/women-scientists/humanities/psychologists/imedadze/

***

კეჟერაძე ელენე (გოცა) დიმიტრის ასული 

ფსიქოლოგი.

ელენე კეჟერაძე დაიბადა 1911 წლის 16 იანვარს. სკოლა და პედაგოგიური ტექნიკუმი დაამთავრა ქ. ქუთაისში. 1930 წელს სწავლა გააგრძელა ქ. თბილისის სტალინის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტში, პედაგოგიური ფსიქოლოგიის სპეციალობით. პარალელურად მუშაობდა საბავშვო ბაღში პედაგოგად.

1934 წელს, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ჩაირიცხა პედაგოგიკის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურაში, ფსიქოლოგიის სპეციალობით.

ელენე კეჟერაძე იყო გამოჩენილი ქართველი ფსიქოლოგის დიმიტრი უზნაძის ასპირანტი. ასპირანტურაში სწავლის პერიოდში იგი მუშაობდა პედაგოგიკის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ თანამშრომლად. 1938 წ. ასპირანტურის დამთავრების შემდეგ მუშაობა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფსიქოლოგიის ექსპერიმენტული კვლევის ლაბორატორიაში, რომელსაც დ. უზნაძე ხელმძღვანელობდა. 1941 წლიდან 1975 წლამდე ე. კეჟერაძე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დ. უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელია. 1949წ. დ. უზნაძის უშუალო ხელმძღვანელობით მან დაიცვა დისერტაცია თემაზე: ,,მეხსიერების განვითარება სკოლამდელ და დაწყებით სასკოლო ასაკში”.

ე. კეჟერაძე მუშაობდა ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ბავშვის ფსიქოლოგიის განყოფილებაში. მას დიდი წვლილი მიუძღვის ბავშვის სიმბოლური ცნობიერების ფორმირების კვლევაში. ელენე კეჟერაძის ექსპერიმენტები ყოველთვის მოწონებას იმსახურებდა როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ავტორების მხრიდან. ე. კეჟერძის მიერ ბავშვის გონებრივ განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემები როგორც წესი გაანალიზებული იყო უზნაძიესული განწყობის თეორიის საფუძველზე, რამაც განაპირობა მისი ნაშრომებით ცნობილი უცხოელი მკვლევარების დაინტერესება; მათ შორის აღსანიშნავია გამოჩენილი ამერიკელი ფსიქოლოგი ჯერომ ბრუნერი. ე. კეჟერაძე მონაწილეობდა როგორც საკავშირო ასევე საერთაშორისო სიმპოზიუმების მუშაობაში. (მოსკოვი, პეტერბურგი, კიევი). ე. კეჟერაძის ნაშრომებს არაერთი დადებითი გამოხმაურება აქვს მიღებული ამერიკის ფსიქოლოგთა საზოგადოებიდან. (მაგ. აშშ ბრუკლინის მსოფლიო ფსიქოლოგთა შესწავლის ცენტრი).

ე. კეჟერაძეს მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები: გმირული შრომისა და მამაცობის ორდენი (1947წ) და შრომის და წითელი დროშის ორდენი (1970წ.)

ელენე კეჟერაძე გარდაიცვალა 1992 წ. დაკრძალულია ქ. თბილისში.

მეცნიერული პუბლიკაციები:

1. ფიქსირებული განწყობა ძუძუს ასაკში; ფსიქოლოგიის ინსტიტუტის შრომები, ფსიქოლოგია, ტ. მე-10, 1956 წ.

2.  Роль слова в запоминании и некоторые особенности памяти ребенка; Журнал “Вопросы психологии” 1960 г. №2

3.  К вопросу о генезисе письма в дошкольном возрасте. Журнал «Вопросы психологии» № 5 1961г.

4. სიმბოლური ფუნქციის გამოვლენა წერა-კითხვის პროცესში; ფსიქოლოგიის ინსტიტუტის შრომები, ფსიქოლოგია ტ. მე-12, 1961 წ.

5.  ბავშვის ფსიქოლოგია (სახელმძღვანელო) “ცოდნა” 1964 წ.

6. მასალები სკოლამდელ ასაკში სიმბოლიური ფუნქციის განვითარების საკითხისათვის; ფსიქოლოგიის ინსტიტუტის შრომები, ფსიქოლოგია, ტ. მე-14, 1963 წ.

7.  3. ბავშვობის ხანაში რეპრეზენტაციის აქტივობის გენეზისის და ფორმირების საკითხისათვის. “მეცნიერება”, თბილისი, 1965წ.

8. Фиксированная установка на уровне сенсомоторного интеллекта. Психологические исследования, Тбилиси, 1966 г.

9. Материалы к вопросу о генезисе репрезентативной функции. Психологические исследования, Тбилиси, 1966 г.

10. Мыслительная операция обобщения и ригидность в дошкольном возрасте. “Мецниереба”, Тбилиси, 1973 г.

11.  სასკოლო ასაკის ბავშვის მეხსიერების განვითარება; (ბავშვის ფსიქოლოგიის დამხმარე სახელმძღვანელო), ,,განათლება” 1968 წ.

12. მშობლის ავტორიტეტის გავლენა მოზარდის პიროვნების ფორმირებაზე; “მეორე სასკოლო ასაკის ბავშვის ფსიქოლოგია”. სახელმძღვანელო პედაგოგიური ინსტიტუტის სტუდენტებისათვის, “განათლება”, 1975 წ.

***

 

დარეჯან რამიშვილი

ფსიქოლოგი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი

დაიბადა 1907 წელს, ქუთაისში. სკოლა დაამთავრა თბილისში 1922 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ­–1927 წელს. 1939 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პროფესორ შალვა ნუცუბიძის ხელმძღვანელობით საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა. 1956 წელს დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე ,,მეტყველების სახეთა განსხვავებული ფორმების შესახებ”. წლების მანძილზე იყო ფსიქოლოგიის ინსტიტუტის მეტყველების კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელი. 1987–1989 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე კითხულობდა ლექციების კურსს აზროვნებისა და მეტყველების ფსიქოლოგიაში. სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციებს ფართო საზოგადოებისთვის პუშკინის სახელობის პედაგოგიურ, მეცნიერებათა აკადემიის ეკონიმიკისა და ისტორიის ინსტიტუტებში. 60–იან წლებში სახელმწიფო უნივერსიტეტში წაიკითხა ლექციების კურსი ფართო საზოგადოებისთვის.

გარდაცვალებამდე – 1992 წლამდე – მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტში

მნიშვნელოვანი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები:

  1. მეტყველების განსხვავებულ სახეთა ფსიქოლოგიური ბუნებისათვის. თბ., 1963
  2. აზროვნების პროცესისი გენეზისისა და სპეციფიკის საკითხისათვის, თბ., 1968
  3. გამომხატველ მოძრაობათა ფუნქციისა და ბუნების საკითხისათვის. თბ., 1974
  4. ენობრივი პროცესის ფსიქოლოგიური მექანიზმი და შემეცნების თეორია. თბ., 1980
  5. Xудожественная речь, как эстетический феномен. Тб., 1987

1982–1983 წლებში მისი ხელმძღვანელობით გამოიცა მეტყველების ლაბორატორიის შრომათა კრებულები

ჰყავდა მეუღლე, ლიტერატურის თეორეტიკოსი, გრიგოლ კიკნაძე

***

 საყვარელიძე მარინე 

 ფსიქოლოგი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

დაიბადა 1926 წ. 26 ივნისს, თბილისში. 1943 წ. დაამთავრა თბილისის მე-18 საშუალო სკოლა; 1948 წ. –  თბილისის სახ. სამედიცინო ინსტიტუტი; 1948 წ-დან 1951 წ-მდე სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურაში.

1953 წელს ფსიქოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოზე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ფსიქოლოგიაში თემაზე –  „თავის ტვინის შუბლის წილების დაზიანების ფსიქოპათოლოგიისათვის“; 1974 წელს თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ.სახელმწიფო  უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოზე დაიცვა  სადოქტორო დისერტაცია თეამზე – „შიზოფრენიული აზროვნების პათოფსიქოლოგიისათვის“. 1957 წლიდან მუშაობდა დ. უზნაძის სახ. ფსიქოლოგიის ინსტიტუტის სამედიცინ ფსიქოლოგიის განყოფილებაში, ჯერ უმცროს მეცნიერ თანამშრომლად, შემდეგ უფროს მეცნიერ თანამშრომლად, 1973 წ-დან -1989 წ-მდე იყო ამავე განყოფილების გამგე; 1989-2001 – ფსიქოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-კონსულტანტი. 1969-1985 – ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის კათედრაზე კითხულობდა  პათოლოგიური ფსიქოლოგიის კურს; 1996-2001 – ფსიქოლოგიის ინტსიტუტთან არსებული სამედიცინო ფსიქოლოგიის ინსტიტუტში კითხულობდა პათოლოგიური ფსიქოლოგიის კურსს.

           მნიშვნელოვანი ნაშრომები:

  • მასალები ბოდვის ფსიქოპათოლოგიისათვის, თბ., 1965.
  • შიზოფრენიული აზროვნების პათოფსიქოლოგიისათვის, თბ., 1975.
  • Проблема безcсознателъного на международном симпозиуме ‘Бессознательное’,

Бессознательное, т. IV, Тб., 1985.

  • Об одной особености установки в семьях болъных шизофренией, Труды института психиатрии им. Асатиани, т. XXIII, 1978.
  • Относителъно константности установки и особенности её проявления у больрых шизофренией, კრ. Медицинская психология, Тб., 1983

 ამჟამად პენსიონერი. ყავს ორი შვილი, ერთი შვილიშვილი და ორი შვილთაშვილი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s