თოფურიძე ელენე

თოფურიძე ელენე (ლალა)

ფილოსოფოსი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

დაიბადა 1922 წლის 22 მაისს, ქ. ბათუმში. 1940 წელს წარჩინებით დაამთავრა ქ. თბილისის #14 საშუალო სკოლა. ამავე წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე. 1944 წელს სწავლა გააგრძელა მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე, რომელიც წარმატებით დაამთავრა 1945 წელს. ამავე წელს ჩაირიცხა მოსკოვის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის ესთეტიკის განყოფილების ასპირანტურაში. იმის გამო, რომ 1946 წლის დეკემბერში ესთეტიკის განყოფილება გაუქმდა, ქალბატონმა ელენემ სწავლა გააგრძელა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ხელოვნებათა ისტორიის ინსტიტუტის ასპირანტურაში, რომელიც 1949 წელს დაამთავრა.

1951 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე “იტალიური რომანტიზმის დრამის თეორია” და მიენიჭა ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატის სამეცნირო ხარისხი. 1969 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე “ბენედეტო კროჩეს ესთეტიკა”.

ელენე თოფურიძის სამეცნიერო მემკვიდრეობა შედგება მრავალი სტატიისა და ოთხი მონოგრაფიისაგან. სტატიებს შორის აღსანიშნავია ,,სიტყვის პრობლემა კროჩეს ესთეტიკაში”, ,,ესთეტიკურის პრობლემა ჯოვანი ჯენტილეს აქტუალისტურ ესთეტიკაში”, ,,კომიკურის შესახებ”, ,,ხელოვნება როგორც ღირებულება”, ,,ადამიანის პრობლემა ქართულ ფოლკლორში” (მითი ამირანზე და მითოსური ცნობიერება), კრებულში “XX საუკუნის ბურჟუაზიული ფილოსოფია” (თბილისი, 1970) გამოქვეყნდა გამოკვლევები ბენედეტო კროჩეს, ჯოვანი ჯენტილეს და მიგელ დე უნამუნოს ფილოსოფიურ იკონცეფციების შესახებ და სხვა.

1951 წლიდან მუშაობდა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში უფროს მასწავლებლად, დოცენტის და პროფესორის თანამდებობებზე. კითხულობდა ლექციებს ესთეტიკის, დასავლეთ ევროპის და ამერიკის თეატრისა და ლიტერატურის ისტორიაში. 1998 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო თეატრალური ინსტიტუტის პროფესორ-კონსულტანტი.

1961 წელს ელენე თოფურიძე მუშაობას იწყებს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში, სადაც გარდაცვალებამდე, 2004 წლის 29 სექტემბრამდე მუშაობდა. იყო ესთეტიკის განყოფილებისგამგე.

დაჯილდოებული იყო ორდენით ,,ღირსების ნიშანი” (1976) და მედლით ,,სახელოვანი შრომისათვის” (1970).

მონაწილეობდა 1968 წელს ესთეტიკის VI საერთაშორისო კონგრესის (უფსალა) და 1972 წელს ესთეტიკის VII საერთაშორისო კონგრესის (ბუქარესტი) მუშაობაში.

ე. თოფურიძე გარდაიცვალა 2004 წლის 29 სექტემბერს, დაკრძალულია თბილისში, მუხათგვერდის სასაფლაოზე.

მონოგრაფიები:

1. ელეონორა დუზე, მოსკოვი, ისკუსტვო, 1960 (რუსულ ენაზე)
2. ბენედეტო კროჩეს ესთეტიკა, თბილისი, მეცნიერება, 1967 (რუსულ ენაზე). 1978 წელს წიგნი ითარგმნა იაპონურ ენაზე და გამოიცა ტოკიოში გამომცემლობა ორიონის მიერ.
3. ლუიჯი პირანდელოს ესთეტიკური კონცეფცია, თბილისი, მეცნიერება, 1971 (რუსულ ენაზე)
4. ადამიანი ანტიკურ ტრაგედიაში, თბილისი, მეცნიერება, 1984 (რუსულ ენაზე).
5. რჩეული ნაშრომები მსოფლიო თეატრის ისტორიაში, ტ.I, თბ., ,,კენტავრი ” 2009.

თარგმანები:

1. გ. თევზაძე იმანუილ კანტი. თეორიული ფილოსოფიის პრობლემები (1979) (ქართულიდან რუსულ ენაზე).
2. “XIX საუკუნის საზღვარგარეთული ლიტერატურის ქრესტომათია”. (რუსულ ენაზე), ნაწყვეტები იტალიელი რომანტიკოსების თეორიული ნაშრომებიდან (თარგმანი იტალიური ენიდან რუსულად) 1955 წელი, მოსკოვი.
3. ედუარდო დე ფილიპო, “ეს მოჩვენებები”,
4. სერვანტესი, “სალამანკის გამოქვაბული”.

გამოყენებულია: მ. ამბოკაძე ,,ფილოსოფოსი ელენე თოფურიძე”, თბილისი, 2009.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s