ისტორიკოსები

ბარდაველიძე ვერა

ეთნოგრაფი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1957),  პროფესორი (1966), საქ. სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1963). იყო ეთნოგრაფ გიორგი ჩიტაიას მეუღლე.

დაიბადა 1899 წელს. 1923 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი, 1926-29 წლებში სწავლობდა ლენინგრადის მატერიალისტური კულტურის აკადემიის ასპირანტურაში. 1931 წლიდან მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში, ენის ისტორიის და მატერიალური კულტურის ინსტიტუტში (ენიმკი). თსუ-ს ეთნოგრაფიის კათედრაზე, ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში. 1965 წლიდან იყო ამ ინსტიტუტის საქართველოს ეთნოგრაფიის განყოფილების გამგე. მისი მეცნიერული მოღვაწეობა წარიმართა ქართველი ხალხის ყოფითი კულტურის შესწავლის მიმართულებით. მან იკვლია ქართველი ხალხის ადრინდელი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და სულიერი კულტურის პრობლემები. ასტრალური რწმენა-წარმოდგენები, საკულტო ძეგლები, რელიგიური რიტუალები და დღეობები და ყოფითი დღესასწაულები. ქართული საწესო გრაფიკული ხელოვნების ნიმუშების კვლევით ხელი შეუწყო ამ მიმართულებით მოძიებული არქეოლოგიური მასალის გააზრებას.

ვ. ბარდაველიძე დაჯილდოვებულია ლენინის ორდენით და სხვა ჯილდოებით. იგი გარდაიცვალა 1970 წელს.

მისი ძირითადი სამეცნიერო ნაშრომებია:

1. სვანურ ხალხურ დღეობათა კალენდარი, 1. ახალწლის ციკლი, თბილისი, 1939;
2. აღმოსავლეთ საქართველოს მთიელების სასულიერო ტექსტები, საქართველოს ეთნოგრაფიის მასალები, I, 1938;
3. ქართველთა უძველესი სარწმუნოებრივი ისტორიიდან, (ღვთაება ბარბარ-ბარბარ), თბ., 1941;
4.  ქართული  (სვანური)  საწესო გრაფიკული ხელოვნების ნიმუშები, თბილისი 1953;
5. ქართველ ტომთა უძველესი რელიგიური წარმოდგენები და ტრადიციული გრაფიკული ხელოვნება  (რუსულ ენაზე), თბილისი, 1957;
6. აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა საზოგადოებრივ-საკულტო ძეგლების ისტორიული ფესვები,  საისტორიო წერილები, II, თბილისი, 1971;
7. აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ტრადიციული საზოგადოებრივ-საკულტო ძეგლები,  I, თბილისი, 1974.
 
გამოყენებულია:  ქსე, ტ. 2, გვ 206 და ქართული ვიკიპედიის მასალები.

 ***

კვეზერელი-კოპაძე ნატა 

ისტორიკოსი, ძველი მსოფლიოს ისტორიის სპეციალისტი, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი.

დაიბადა 1913 წელს, მანგლისში. 1929  წელს დაამთავრა თბილისის მე-7  საშუალო სკოლა, 1936 წელს  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, ხოლო 1938 წელს  ასპირანტურა ძველი მსოფლიოს ისტორიის სპეციალობით. 1955 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „ჰელიოპოლიტთა აჯანყება პერგამოსში’’.

ნატა კვეზერელი-კოპაძე 1938 წლიდან კითხულობდა ლექციებს ძველი მსოფლიოს ისტორიაში პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტში, თელავის სამასწავლებლო სასწავლებელში და სხვა. 2006 წლამდე იყო სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტის მსოფლიო ისტორიის კათედრის დოცენტი.

ნ. კვეზერელი-კოპაძე არის ორი სახელმძღვანელოს -„ძველი საბერძნეთის ისტორიის’’ და „ელინიზმის ისტორიის’’ და 30-მდე სამეცნიერო გამოკვლევის და სტატიის ავტორი.

ნ. კვეზერელი-კოპაძე თავისი სამეცნიერო მოღვაწეობისათვის დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით. იგი გარდაიცვალა 2007 წელს.

 ***

ლომოური თამარი 

პირველი ქართველი ისტორიკოსი ქალი, ნუმიზმატიკური მეცნიერების ფუძემდებელი საქართველოში.

დაიბადა 1883 წელს. 1924 წლიდან თამარ ლომოური იყო თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტთან არსებული ნუმიზმატიკის კაბინეტის გამგე, 1932 წლიდან-ამავე უნივერსიტეტის დოცენტი. 1931-52წწ. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ჯერ უფროს მეცნიერ თანამშრომლად, შემდეგ კი ნუმიზმატიკის კაბინეტის გამგედ.

თამარ ლომოურმა თავი მოუყარა საქართველოს სხვადასხვასა მეცნიერო დაწესებულებებში დაცულ მრავალრიცხოვან ნუმიზმატიკურ მასალას, მათი სრული ინვენტარიზაციისა და კატალოგიზაციის მიზნით. მან საფუძველი ჩაუყარა ახალი ქართული ნუმიზმატიკური ტერმინოლოგიის შექმნას. შეისწავლა ასევე საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი სასანური და არაბული მონეტები და იკვლევდა საქართველოში ამ მონეტების გავრცელების სფეროს. აგრეთვე ამ ქვეყნებთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობისა და სავაჭრო-სატრანზიტო გზების საკითხს.

შეისწავლა რამდენიმე ათეული მანამდე უცნობი არაბული დირჰემი და საქართველოში გავრცელებული ჯუჩიდური მონეტები. პირველმა დაიწყო საქართველოში აღმოჩენილი სელჩუკური და მონღოლური მონეტების განძების სისტემური გამოკვლევა. შეისწავლა რუსთაველის ეპოქის მონეტები, ხანგრძლივი კვლევის შედეგად დაადგინა მთელი რიგი მნიშვნელოვანი ისტორიული საკითხები: ვახტანგ მესამის ტახტზე ასვლის თარიღი (1298-99), XIII-XIV საუკუნეები სახალციხეში ზარაფხანის არსებობა, XV საუკუნეში დასავლეთ საქართველოში ქართული მონეტების მოჭრის ფაქტი და სხვა. მას ეკუთვნის რამდენიმე ისტორიული ხასიათის ნარკვევი აკადემიკოს ნ. ბერძენიშვილთა ნერთად გამოაქვეყნა ვახუშტი ბატონიშვილის ,,საქართველოს გეოგრაფია’’ აგრეთვე დავით და ბაგრატ ბატონიშვილების საისტორიო თხზულებათა კრიტიკული გამოცემა, როგორც მთავარი რედაქტორის წევრმა და რეცენზენტმა, დიდი წვლილი შეიტანა ,,ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის’’ შექმნაში.

თ. ლომოური გარდაიცვალა 1965 წელს.

თხზულებები:

1. ფული შოთა რუსთაველის ეპოქაში, კრ.: შოთა რუსთაველის ეპოქის მატერიალური კულტურა, თბ. 1938
2. XIII საუკუნის ქართული ფულის საკითხთა გამო. ,,საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე’’ 1940. ტ. 10.B;
3. ქოდალასგანძი,  ,,საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე’’ 1947. ტ.14.B;
4. დავით XII-ის და ვახტანგ III-ის ფულები. ,,საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე’’ 1948. ტ. 15.B;

 ***

ლორთქიფანიძე მარიკა

ისტორიკოსი, ფეოდალური საქართველოს ისტორიის სპეციალისტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.

დაიბადა 1922 წელს, ბათუმში. 1943 წელს დაამთავრა თსუ ისტორიის ფაკულტეტი. 1947 წლიდან მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად. 1948 წლიდან თსუ-ში. ამავე წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე ,,თბილისის საამირო”. 1972 წლიდან არის თსუ საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორია 1963 წლიდან, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი 1993 წლიდან. გამოქვეყნებული აქვს 100 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 10 წიგნი (მონოგრაფიები, დამხმარე სახელმძღვანელოები, საშუალო სკოლის VIII კლასის ისტორიის სახელმძღვანელო). რუსულად თარგმნა ქართული საისტორიო მწერლობის ძეგლები: ,,მატიანე ქართლისა’’, ,,სუმბატ  დავითის ძის ,,ცხოვრება და უწყება ბაგრატიონთა”. მისი თაოსნობით თსუ საქართველოს ისტორიის კათედრასთან ჩამოყალიბდა საქართველოს სოფლების ისტორიის შემსწავლელი ლაბორატორია 1996 წელს. არის საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1975), ივ. ჯავახიშვილის (1976), ნ. ბერძენიშვილის (1980) სახელობის და საქართველოს სახელმწიფო (1982) პრემიების ლაურეატი. ეს უკანასკნელი მიენიჭა საქართველოს ისტორიის ნარკვევების IIტომში შესული IX-Xს.ს. ისტორიისათვის. 1997 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.

ამერიკის ბიოგრაფიულმა ინსტიტუტმა (ABI) მიანიჭა ,,მეორე ათასწლეულის ღირსების მედალი 2000’’. 1988 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.

 ***

 სალია  (ქურციკაშვილი)  ნინო

ისტორიკოსი, უცხოეთში მცხოვრები ქართველოლოგი, ქველმოქმედი, საქართველოს საისტორიო  საზოგადოების საპატიო უცხოელი წევრი (1977).

დაიბადა 1898 წლის 15 ოქტომბერს, თელავის რაიონის სოფ. ვარდისუბანში. სწავლობდა თბილისსა და პეტერბურგში. I მსოფლიო ომის დროს მოწყალების დად მუშაობდა. 1926 წლიდან საფრანგეთში ცხოვრობდა. 1948 წლიდან  სალიას ინიციატივითა და სახსრებით პარიზში გამოდის ჟურნალი ,,ბედი ქართლისა’’. მეუღლესთან კ. სალიასთან ერთად ეხმარებოდა უცხოელ ქართველოლოგებს. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტს შესწირა უძვირფასესი ბიბლიოთეკა.

ნ. სალია იკვლევდა საქართველოს ისტორიის საკითხებს. მისი მეცნიერული ნაშრომებია:

1. ქართული მატერიალური კულტურის ძეგლები, 1971.
2. წმ. ნინოს მიერ ქართლის მოქცევის შესახებ, 1972.
3. საქართველო-ისტორიულ-კულტურული მიმოხილვა, თანაავტორები კ. სალია და ვ. ბერიძე, 1972.
4. პორტუგალიური მასალები ქეთევან დედოფლის წამებაზე, 1973.
 
გამოყენებულია ქსე, ტ.8, გვ. 691.

 ***

 სოსელია ოლღა

ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1969), მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1980)

დაიბადა 1905 წლის 16(29) ივლისს, წალენჯიხის რაიონის სოფ. ობუჯში. 1935 წელს დაამთავრა თბილისის სახ. უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1941 წლიდან მუშაობდა მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში, 1946-დან უფროს მეცნიერ-თანამშრომლად, 1975-დან მეცნიერ-კონსულტანტად. იკვლევდა ფეოდალური საქართველოს სოციალ-ეკონოლიკურ და პოლიტიკური ისტორიის საკითხებს.

ო. სოსელიას ნაშრომები:

1. მასალები კლასობრივი ბრძოლის ისტორიისათვის ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოში, თბ., 1960;
2. ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს ისტორიიდან, თბ., 1966;
3. ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან (სათავადოები), ტ.1-2, თბ., 1973-1981.
გამოყენებულია ქსე, ტ. 9, გვ. 476.
 

 ***

ჩიმაკაძე ზოია

ფილოლოგი, ისტორიკოსი, ილიას უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი.

დაიბადა 1919 წელს, კიევში. 1937 წელს დაამთავრა თბილისის 47-ე სკოლა, 1940 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი, 1941 წელს  ისტორიის ფაკულტეტის დაუსწრებელი განყოფილება, 1944 წელს  ასპირანტურა შუა საუკუნეების ისტორიის სპეციალობით (ხელმძღვანელი გრიგოლ ნათაძე). 1948 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე ,,მაკიაველის ისტორიული ნაშრომები’’ (თსუ).

1940-1948 წლებში კინოსტუდიასთან არსებულ კინომსახიობთა სტუდიაში კითხულობდა ლექციებს რუსულ ლიტერატურაში, 1943-1948 წლებში სოხუმის მაქსიმ გორკის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში შუა საუკუნეების ისტორიას და ისტორიის სწავლების მეთოდიკას, 1948 წლიდან ალექსანდრ პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში, შემდეგში  სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიურ და ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტში ასწავლიდა შუა საუკუნეების, ბიზანტიის, რუსეთის, დიპლომატიის, კულტურის, ცივილიზაციისა და რელიგიის ისტორიებს, ლოგიკას. კითხულობდა ლექციებს მრავალ დარგში საზოგადოება ,,ცოდნის’’ ხაზით, წერდა ბროშურებსა და სტატიებს ლექტორის ხელოვნებაზე.

ზ. ჩიმაკაძეს წლების მანძილზე ეკავა სხვადასხვა აკადემიური თანამდებობა. იყო პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის, შემდეგში სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტის მსოფლიო ისტორიის კათედრის დოცენტი, კათედრის გამგე, ფაკულტეტის დეკანი, პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი, ისტორიის ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე.

ზ. ჩიმაკაძის მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომებია: ,,ბრძოლა ახალი ტრადიციების დასამკვიდრებლად’’, ,,მოსწავლეთა მეცნიერულ-ათეისტური აღზრდა ძველი მსოფლიოს ისტორიის გაკვეთილებზე’’, ,,Факторы определяющие еффективность устного выступления’’, ,,ისტორიის სწავლების მეთოდიკა’’, ,,ნიკოლო მაკიაველი და მისი ეპოქა’’, ,,ანტიკური სამყარო, აფორიზმები და ფრთიანი გამონათქვამები’’ (ორი გამოცემა), ,,მედიცინის მამა -დიდი ჰიპოკრატე’’,  ,,ანტიკური ოლიმპიური თამაშები’’, ,,მაკიაველი’’ და 60 სამეცნიერო ნაშრომი ძირითადად შუა საუკუნეების ისტორიაში.

ზ.  ჩიმაკაძე არის დამსახურებული პედაგოგი, ღირსების ორდენის კავალერი, მეორე მსოფლიო ომისა და შრომის ვეტერანი, უმაღლესი საბჭოსა და საზოგადოება ,,ცოდნის’’ საპატიო სიგელების მფლობელი, ამერიკის ბიოგრაფიული ინსტიტუტისა და პროფესიონალ და საქმიან ქალთა საერთაშორისო ორგანიზაციის ,,ვინ ვინ არის?’’ (Who’s Who) 2002 წლის ნომინანტი.

***

ხარაძე რუსუდან

ეთნოგრაფი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1955), საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე  (1960).

დაიბადა 1909 წელს, სოფ. ფარცხნალში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტი სდამთავრების შემდეგ  (1930) სამეცნიერო მოღვაწეობას შეუდგა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში (1932-1933). 1936 წელს დაამთავრა პეტერბურგის (მაშინდელი ლენინგრადის) სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურა. 1937-1965 წლებში რუსუდან ხარაძე სამეცნიერო-პედაგოგიურ მუშაობას ეწეოდა ენიმკის ინსტიტუტში, თსუ-ის ეთნოგრაფიულ კათედრაზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის,  არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში. იკვლევდა ქართველთა და ჩრდილო კავკასიელ ხალხთა სოციალურ ურთიერთობას (საოჯახოყოფა, ნათესაობის სისტემა, ტერიტორიული თემი, ხალხთა მმართველობის სისტემა, ადათობრივი სამართალი). განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რ. ხარაძის მონოგრაფია ,,ქართული საოჯახო თემი’’.

რ. ხარაძე გარდაიცვალა 1965 წელს, თბილისში.

გამოყენებულია ქსე, ტ. 11, გვ. 436, თბილისი, 1987

***

ხაზარაძე ნანა

ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

დაიბადა თბილისში, ქართული ინტელიგენციის ერთ-ერთ გამორჩეულ ოჯახში, 1931 წლის 4 თებერვალს. სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. 1952 წელს ნანა ხაზარაძე, თავის მეუღლესთან, ვახტანგ ფიფიასთან ერთად მოსკოვში გაემგზავრა. 1955 წელს სწავლა მ. ლომონოსოვის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე განაგრძო. აქ შეისწავლა აქადური, ურარტული, ძველბერძნული და ლათინური ენები. მისმა სადიპლომო ნაშრომმა – “ურარტუს საგარეო პოლიტიკა ძვ. წ. VIII საუკუნეში”, უმაღლესი შეფასება დაიმსახურა და გამოქვეყნების რეკომენდაცია მიიღო.

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ნ. ხაზარაძემ, ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ძველი ისტორიის განყოფილებაში დაიწყო მუშაობა. 1957 წლიდან 2006 წლამდე ამ ინსტიტუტში განვლო მან სამეცნიერო მოღვაწეობის ყველა საფეხური – ლაბორანტიდან მთავარი მეცნიერის თანამდებობამდე. წლების განმავლობაში ის ამ განყოფილების ხელმძღვანელიც იყო. 1990-2005 წლებში ხელმძღვანელობდა ქართველი ხალხის ეთნოგენეზისის კომპლექსური შესწავლის საპრობლემო ჯგუფს.

ნ. ხაზარაძემ 1973 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ,,აღმოსავლეთ მცირე აზიის ეთნიკური და პოლიტიკური გაერთიანებები ძვ. წ. I ათასწლეულის პირველ ნახევარში”; სადოქტორო დაიცვა 1985 წელს: ,,საქართველოს ძველი ისტორიის ეთნოპოლიტიკური პრობლემები (მოსხები)”, პროფესორის წოდება მიიღო 1990 წელს.

ნ. ხაზარაძის სამეცნიერო კვლევის სფეროებს წარმოადგენს: სამხრეთ კავკასიის ეთნოკულტურული და პოლიტიკური ისტორია, ახლო აღმოსავლეთის ეთნოკულტურული და პოლიტიკური ისტორია, სამხრეთ ევროპის ქვეყნების ეთნოკულტურული და ეთნოპოლიტიკური ისტორია, თანამედროვე ისტორიის კონფლიქტოლოგიური ასპექტები. მის ნაშრომებში მრავალი სამეცნიერო საკითხი და პრობლემაა გაანალიზებული და გადაჭრილი – ფრიგიასთან დაკავშირებული საკითხები, უძველესი ქართველური ტომების, მოსხებისა და მესხების ისტორია, “მოსხიკეს” და “მოსხური მთების” ლოკალიზაცია, ტიბარენებისა და მატიენების ისტორია, ქართული ტექნიკური ტერმინოლოგია, ძველაღმოსავლური ეთნოკულტურული სამყარო, წმინდა ხის კულტი საქართველოში, ხეთურ-ქართული მითოლოგიური პარალელები, გვიანხეთური ხანის სამეფო სამთავროები, ბიბლია და ქართველი ხალხის განსახლების ისტორია, თაბალის ისტორია და სხვა საკითხები.

ნ. ხაზარაძეს ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო და საზოგადოებრივი საქმიანობისათვის მიღებული აქვს მრავალი ჯილდო: 1981 წელს მედალი “За трудовую доблесть” , 1985 წ. – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს. ჯანაშიას სახელობის პრემია, 1990 წ. -მედალი “შრომითი წარჩინებისათვის”, 1990 წ. – საქართველოს უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი, 1996 წ. – ,,ღირსების ორდენი”, 2010 წ. – საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის გ. მელიქიშვილისა და ე.თაყაიშვილის პრემიები.

იხილეთ სრულად:

https://geowomen.wordpress.com/women-scientists/humanities/historians/n_khazaradze/

***

ხიდაშელი მანანა

ისტორიკოსი,  ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი.

დაიბადა 1936 წელს, ლენინგრადში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1973 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ,,ბრინჯაოს მხატვრული დამუშავებისათვის ანტიკურ საქართველოში’’, 1982 წელს კი სადოქტორო ,,ცენტრალური ამიერკავკასიის გრაფიკული ხელოვნება ადრეულ რკინის ხანაში’’. მოღვაწეობს ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში, ძველი ქვეყნების ისტორიის განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომელია.

მ. ხიდაშელი მონაწილეობდა ასირიოლოგთა საერთაშორისო შეხვედრებში: ლაიპციგი (1978), ლონდონი (1982), ლეიდენი (1983), ლენინგრადი (1984), პარიზი (1985). საერთაშორისო კონფერენცებში: ძველი აღმოსავლეთის ისტორიის საკითხები, მოსკოვი (1978).

მანანა ხიდაშელის ნაშრომები:

4 მონოგრაფია:

1. ბრინჯაოს მხატვრული დამუშავების ისტორიისათვის ანტიკურ საქართველოში, თბ. 1972;
2. ცენტრალური ამიერკავკასიის გრაფიკული ხელოვნება ადრეულ რკინის ხანაში, თბ. 1982;
3. რიტუალი და სიმბოლო არქაულ კულტურაში, თბ. 2005;
4. სამყაროს სურათი არქაულ საქართველოში თბ. 2001; 

სამეცნიერო სტატიები:

  1. ბრინჯაოს ქართული ბალთები  „საბჭოთა ხელოვნება’’. #8, 1968, გვ. 69-74;
  2. О некоторых религиозно-культовых параллелях между Кавказом и Луристаном. – IV Всесоюзная сесия по Древнему Востоку, Москва-Ленинград. Тезисы докладов, 1968;
  3. საკულტო რელიგიური პარალელები ლურისტანსა და კავკასიას შორის, კავკასიურ-ახლო აღმოსავლური კრებული, III., 1970, გვ. 85-114;
  4. ელამი, ზაგროსის მთიანეთში მცხოვრები ტომები – წიგნში ძველი აღმოსავლეთის ხალხთა ისტორია, 1971, გვ. 482-499 და გვ. 467-482;
  5.  О характере взаимоотношений Юго-Зап. Грузии с Урартским миром. – Всесоюзная сесия по Древнему Востоку, IV. Ленинград, Тезисы докладов 1971,
  6. გვიანი ბრინჯაოსა და ადრე ბრინჯაოს ხელოვნების ზოგიერთი ძეგლის სტილისა და სიმბოლიკის საკითხები – ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტ. XXI სამეცნ. სესია. თბ. 1972.
  7. О характере взаимоотношений Юго-Зап. Грузии с урартским миром. კრ.-ში Вопросы древней истории. Кавказского-Ближневосточный сборник. №4. 1973. Тб. с. 101-110.
  8. ბრინჯაოს ირმის ქანდაკებები აღმოსავლეთ საქართველოდან – მაცნე. ისტორიის სერია. #2. 1974. გვ. 93-103.
  1. Mythological Motifs on the Bronres Articles of the Caucasus and Luristan. Acta Antigua, Academiae Scientarum. Hungariqal, т.XXIII. 1975. gv. 433-345.
  2. Некоторые вопросы генезиса идеологических воззрений раннежелезного века, Вопросы лревней истории, Кавказско-Ближневосточной сборник, V, Тб., 1977, ,,Мецниереба’’, ст. 98-118.
  3. ჩაბარუხის სარტყლის ინტერპრეტაციისათვის  „საბჭოთა ხელოვნება, 1977, #10, გვ. 81-86.
  4. აღმოსავლეთ საქართველოს ბრინჯაოს სარტყლების მხატვრული სტილის საკითხები მაცნე, ისტორიის სერია, 1977, #4, ,,მეცნიერება’’, გვ. 73-87.
  5. К вопросу о соотношении стиля памятников местного искусства Грузии с античными. Сборник, ,,Античность и античные традиции в культуре и искусстве народов советского Востока’’, Москва, 1978, с. 120-124.
  6. ბრინჯაოს სარტყლების მხატვრული დეკორის სიმბოლიკის საკითხები  მაცნე, ისტორიის სერია, თბ., 1978, #4, გვ. 41-55.
  7. О некоторых мифологических и эпических основах кавказского звериного стиля, VIII Всесоюзная конференция по Древнему Востоку, Москва, 1979. Тезисы докладов.
  8. ცენტრალური ამიერკავკასიის სარტყლების მხატვრულის ტილის საკითხები კავკასიურ-ახლო აღმოსავლური კრებული, 1980, #6, გვ. 105-127.
  9. ლორეს ციხესთან აღმოჩენილი სარტყელი ,,საბჭოთა ხელოვნება’’, 1982, #3, გვ. 90-95.
  10. Religions Beliefs of the Caucasien Society of Eerly Iron Age, Schriften sur Gesnichte und Kylture des Alten Orients, 15, Berline 1982, gv. 127,132.
  11. О некоторых местных изобразительных традициях грузинского искусства – ქართული ხელოვნების IV საერთაშორისო სიმპოზიუმის მასალები, თბ., 1989, ,,მეცნიერება’’, გვ. 1-10.
  12. Engraved Belts from Central Transcaucasia, Social Sciences, #2, 1983.
  13. Антропоморфные божества раннеземледельческих племен южного Кавказа. – კავკასიურ-ახლო აღმოსავლური კრებული, #7, 1984, გვ. 139-145.
  14. О некоторых своеобразиях искусства Центр. Закавказская в эпоху раннего железа – Тузисы докладов XXXI международного симпозиума ассириологов, Л., 1984.
  15. Бронзы Закавказья, как источник изучения древней культуры. – Всесоюзная научная методологическая конференция по Древневосточной Культуре и вопросы ее преподования на историческом факультете. – 1985. Даугава. Тезисы докладов.
  16. Die Gürtelbleche der älten Eisenreit in Georgian, Beiträge Rur Allgemeinen und Vergleichenden Archüologie, Band, 8, 1986, gv. 7-43, 16 tabula.
  17. დრო და სივრცე ადრე მიწათმოქმედი ტომების სულიერ კულტურაში მაცნე, ისტორიის სერია, 1988, # 4, გვ. 41-55.
  18. ქართლის ცხოვრების ჩანართი ქართული წარმართული პანთეონის შესახებ (თანაავტორი ნ. ხაზარაძე)  ივ. ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი რესპუბლიკური სამეცნიერო სესია, ,,ძველი ქართლის ცხოვრება’’, თბ., 1989, გვ. 25-27.
  19. წარსული არქაული საზოგადოების სულიერ კულტურაში ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტ-ის სამეცნიერო სესია, მიძღვ. ს. ჯანაშიას დაბადების 90 წლისთავისადმი, თბ., 1990, მოხსენებათა თეზისები.
  20. მითოსური ცნობიერება და ხალხური მსოფლაღქმა  ,,ლაშარი’’, #3, 1991, გვ. 146-156.
  21. არქაული საზოგადოების მსოფლხატი, მაცნე, ისტორიის სერია #,1, 1991, გვ. 102-119.
  22. საქართველოს უძველესი მოსახლეობის სულიერი სამყარო  ,,დიდგორი’’, თბ., 1991, გვ.7-16
  23. მითოსური ცნობიერება და არქაული კოლექტივის თვითშეგნება – ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტ-ის სამეც. სესია, 1992 წ. ივნისი, მოხსენებათა თეზისები.
  24. რეცენზია წიგნზე: И. П. Вейнберг, Человек в Культуре Древнего Ближнего Востока, 1986. – კავკასიურ ახლო აღმოსავლური კრებული, IX, თბ., 1998, გვ. 191-202.
  25. Образ мира в духовной культуре древнейшей Грузии. – კავკასიურ ახლო აღმოსავლური კრებული, IX, თბ., 1998, გვ. 163-175.
  26. ბრძოლის იდეა მითში. – კლიო, VI, 1999, გვ. 185-190.
  27. ქართული მითის უძველესი სახვითი ვერსიები – ივერია, II, 1990 წ., პარიზი, ქართულ-ევროპული ინსტიტუტი, გვ. 169-176.
  28. ზოგიერთი მითოსური მოტივის შესახებ ადრექრისტიანული ხანის ქართულ საისტორიო მწერლობაში ანალები II, თბ., 1999, გვ. 10-16.
  29. მითოლოგია – არქაული საზოგადოების აზროვნების წესი  ,,მნათობი’’, #3-4, 2000, გვ. 142-149.
  30. ქვაცხელაზე დამოწმებული ერთი რიტუალის შესახებ – ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის. ინსტ-ის სამეცნიერო სესია მიძღვნილი საქართველოს სახელმწიფოებრიობის 300 წლისთავისადმი, თბ., 2000 წ., მაისი, მოხსენებათა თეზისები.
  31. არქაული სამოსახლო და საცხოვრისი, როგორც კულტურის ნიშანი – მასალები საქ. ეთნოგრაფიისათვის, XXIV, 2001, გ. ჩიტაიასადმი მიძღვნილი კრებული, გვ. 73-81.
  32. მიზეზისა და შედეგის გააზრება მითში – რელიგია # 4-5-6, თბ., 2001, გვ. 66-74.
  33. მითი და არქაული კულტურის სტრუქტურა – კავკასიურ ახლოაღმოსავლური კრებული, X, 2001, ნ. ხაზარაძისადმი მიძღვნილი კრებული, გვ. 285-302.
  34. არქაული კულტურა და ეთნოსი – ქართველი ხალხის ეთნოგენეზისი, – თბ., 2001, გვ. 178-194.
  35. სამყაროს სურათი, არქაული კულტურის ძირითადი ნიშანი – ,,ენა და კულტურა’’,# 2, 2001, გვ. 124-128.
  36. კ. გ. იუნგი და მისი თეორია მითის შესახებ – ისტორიის ინსტ. 60 წლისაა. სამეცნიერო სესია, მიძღვნილი ისტორიის და ეთნოლოგიის ინსტიტუტის 60 წლისადმი. მოხსენებათა მოკლე შინაარსები, 2001, გვ. 61-63.
  37. კოლხეთის სამეფოში დადასტურებული ერთი რიტუალის შესახებ-კრებული ,,ოჩხარი’’,  მიძღვნილი ჯ. რუხაძის 80 წლისთავისათვის, თბ., ,,მემატიანე’’, გვ. 475-479, 2002 წ.
  38. ბრძოლის კოსმოგონიური კონცეფცია საქართველოს უძველეს სულიერ კულტურაში, საქართველოს სიძველენი #2, 2002, გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ორგანო, გვ. 7-18.
  39. Образ оленя в мифо-эпической и изобразительной Традиции древней Грузии – საერთაშორისო კონფერენცია, ,,Археология и Этнография Кавказа’’, მოხსენებათა მოკლე შინაარსები, თბ., 2002, ოქტომბერი, გვ. 156-159.
  40. ეთნიკური ცნობიერება არქაულ ხანაში ეთნიკურობა და ნაციონალიზმი საქ. მეცნ. აკადემიასთან არსებული ინსტიტუტთაშორისო სემინარის მასალები, თბ., 2002, I, გვ. 25-31.
  41. ბრინჯაოს ჭვირული ბალთები ,, ენა და კულტურა’’, 2002, #3, გრ. გიორგაძისადმი მიძღვნილი კრებული, გვ. 82-94.
  42. თვითცნობიერების განვითარება კოლხეთის სამეფოში – მარი ბროსეს დაბადებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნ. სესია, მოხსენებათა მოკლე შინაარსები, თბ., 2002 წ. 27-30/V, გვ. 24-26.
  43. მტკვარ-არაქსის კულტურის მენტალური ველი -აკად. გ. მელიქიშვილისადმი მიძღვნილი კრებული, ივ. ჯავახიშვილის სახ. თსუ შრომები, სერია ისტორია, არქეოლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა, ეთნოლოგია, 349, 2002 წ. გვ. 72-82.
  44. არქაულ დღეობებზე შესრულებული რიტუალები -მასალები საქ. ეთნოგრაფიისათვის, XXV, თ. ოჩიაურისადმი მიძღვნილი კრებული, 2003.
  45. თვითცნობიერება კოლხეთის სამეფოში, კავკასიურ-ახლო აღმოსავლური კრებული, XI, 2004.
  46. ირმის ხატი ქართულ კულტურაში- საქართველოს სიძველენი, 2003, #4-5, გვ. 9-23.
  47. არქაული ხანის გეომეტრიული სიმბოლოები -,,ენა და კულტურა’’, 2003,  #4, გვ. 144-147.
  48. კიდევ ერთხელ შილდის სამლოცველოს შესახებ – ანალები #1, 2004, გვ. 34-38.
  49. დაკრძალვის წესი და რიტუალი პალესტინისა და სირიის ნეოლითურ კულტურაში -კრებული დ. მუსხელიშვილი-75, ქართული წყაროთმცოდნეობა, X, 2004 გვ. 21-28.
  50. უძველეს მესოპოტამიაში, ჰალაფის კულტურაში გავრცელებული რიტუალები – საინსტიტუტო სამეცნ. სესია, თბ., 2001, V-VI, მოხსენებათა მოკლე შინაარსები.
  51. უძველეს მესოპოტამიაში, ჰალაფის კულტურაში შესრულებული რიტუალები – მასალები საქ. ეთნოგრაფიისათვის, XXV, თბ., 2005, გვ. 318-326.
  52. ისტორიული მეხსიერება და ტრადიცია -„ენა და კულტურა’’, # 5-6, თბ., 2004-2005 წ., გვ. 131-137.
  53. О некоторых ритуалах раннеземледельчесских племен Переднего Востока – საერთაშორისო კონფერენცია «Археология, этнография и фольклор Кавказа», მოხსენებათა მოკლე შინაარსები, ბაქო, 2005.
  54. ზოგიერთი აუტენტური ტრადიციის ბუნებისათვის – მოსე ჯანაშვილის დაბადების 150 წლისათვის მიძღვნილი სამეცნიერო სესია, მოხსენებათა მოკლე შინაარსები, თბ., 30/V-2/VI.
  55. ოქროს დიადემები ვანიდან- Bulleten of the AGIBAS. Amerikan-georgian Institute of Biblical and Archeological Studies, N4-6, 2006-7.
  56. ფერის სიმბოლიკა მახლობელი აღმოსავლეთის ადრე სამიწათმოქმედო კულტურებში – ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შრომები, VIII, 2008.
  57. ხოვლეგორას ნამოსახლარი -ანალები, 2008, #3.
  58. რამდენიმე მოსაზრება ელინისტური იბერიის კულტურაზე – საიუბილეო კრებული მიძღვნილი თამარ გამსახურდიას ხსოვნისადმი, თბ., 2007.
  59. შიდა ქართლის გორასამარხები- ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შრომები, IX, 2009.
  60. შიდა ქართლის საცხოვრისი გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანაში – კავკასიურ-ახლოაღმოსავლური კრებული, XIII, 2009.
             

***

თინა ენუქიძე

ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი

დაიბადა 1922 წლის 25 მაისი. 1939 წ. დაამთავრა თბილისის 4-5 საშუალო სკოლა. იმავე წელლს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1944 წელს. 1953 წ. დაიცვა დისერტაცია ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად თემაზე: “ვახტანგ VI, სამართლის წიგნი (უძველესი ნუსხა)”

1944-1958 წწ. იყო აკად. ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილების უმცროსი მეცნ. თანამშრომელი; 1959-1968 წწ. – მეცნიერებათა აკადემიის კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; 1968-1988 წწ. (გარდაცვალებამდე) – აკად. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.

მიღებული აქვს ჯილდოები:

1) მედალი @”თავდადებული შრომისათვის 1941-45 წწ. სამამულო ომის დროს”.

2) საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი.

თინა ენუქიძე გარდაიცვალა 1988 წ. 18 მაისს

მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომები:

მონოგრაფიები:

1) ვახტანგ VI, სამართლის წიგნი, უძველესი ნუსხა (ტექსტი, გამოკვლევა, საძიებლები), თბ., 1955
2) მასალები ქართლის სამეფოს სამდივანბეგო სასამართლოს ისტორიისათვის (1755-1760 წწ.), თბ., 1964
3) თეიმურაზ ბაგრატიონი, დავით ბაგრატიონის ისტორია (ტექსტი, გამოკვლევა, საძიებლები), თბ., 1972.
4) ტბეთის სულთა მატიანე, თბ., 1977
5) ვახტანგ VI, წიგნი ზეთების შეზავებისა და ქიმიისა ქმნის (ვ. კოკოჩაშვილთან თანაავტორობით), თბ., 1981
6) ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი, (I), IX-XIII სს., (ნ. შოშიაშვილთან და ვ. სილოგავასთან თანაავტორობით), თბ., 1984
7) იოანე ბაგრატიონი, ქართლ-კახეთის აღწერა (გ. ბედოშვილთან თანაავტორობით), თბ., 1986
8) იოანე ბაგრატიონი,  საბუნებისმეტყველო განმარტებითი ლექსიკონი (ნ. კიკნაძესთან თანაავტორობით), თბ., 1986.

სამეცნიერო სტატიები:

1)  საბუთი ყორჩიბაშის სარგოსა და სახელოს შესახებ, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე, ტ. XX-ბ, 1959
2)  1620 წლის სასამართლო გადაწყვეტილების წიგნი დიდ მოურავ გიორგი სააკაძესა და ქაიხოსრო ჯავახიშვილს შორის დავაზე, საქართველოს მეცნ. აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტის მოამბე, IV, 1962.
3) აღმოსავლეთ საქართველოს მდივანბეგთა ქრონოლოგიური რიგი, კრებ. “არქეოგრაფიული ძიებანი”, ტ. I, 1971.
4)  ვახტანგ VI-ის “სამართლის წიგნთა კრებულში” შესული მოსეს სამართლის ბიბლიური წყარო, “არქეოგრაფიული ძიებანი”, მრავალთავი №5, 1975.
5)  მასალები XVIII ს-ის 80-იანი წლების ქართლის სამეფოსმდივნის სამოხელეო სარგოს შესახებ, მაცნე, №3, 1981.
6)  გეორგიევსკის ტრაქტატის რატიფიცირებული ტექსტის პალეოგრაფიული შესწავლის საკითხისათვის, მაცნე, №3, 1983.

***

მზია მგალობლიშვილი

ფრანგული ენის სპეციალისტი, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი

 დაიბადა 1934 წლის 25 ივლისს. 1953 წ. დაამთავრა თბილისის ქალთა №44 საშუალო სკოლა; იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის ფრანგული ენის განყოფილებაზე, რომელიც 1958 წ. დაამთავრა. 1978 დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: “საქართველოს აღწერა XVII ს. ფრანგი მოგზაურის ჟან შარდენის მიხედვით”.

1958-1959 წწ. იყო ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფრანგული ენის მასწავლებელი. 1959-1970 წწ. _ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული უცხოურ წყაროთა თარგმნისა და გამოსაცემად მომზადების  კომისიის უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი. 1961-1965 წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფრანგული ფილოლოგიის კათედრის ასპირანტია, ხოლო 1970-2004 წწ. _ ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერი (1970-1977 წწ. _ კავკასიის ხალხთა ისტორიის განყოფილების უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1977-1985 წწ. _ სსრკ ხალხებთან საქართველოს ურთიერთობის ისტორიის განყოფილების უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1985-2004 წწ. – ამავე განყოფილების უფროსი მეცნიერ თანამშრომელი).

მზია მგალობლიშვილი გარდაიცვალა 2004 წ. 19 ოქტომბერს.

მნიშვნელოვანი სამეცნიერო შრომები და თარგმანები:

მონოგრაფიები:

1) ჟან შარდენის “მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში” (ცნობები საქართველოს შესახებ), თარგმანი ფრანგულიდან, გამოკვლევა და კომენტარები, თბ., 1975
2) ჟაკ ფრანსუა გამბა, “მოგზაურობა ამიერკავკასიაში”, ტომი I, თარგმანი ფრანგულიდან, გამოკვლევა და კომენტარები, თბ., 1987
3)ჟ. პ. დე ტურნეფორი, “მოგზაურობა აღმოსავლეთის ქვეყნებში”, თარგმანი ფრანგულიდან, გამოკვლევა და კომენტარები, თბ., 1988
4) რემონ ჟანენი, “საქართველო”, თარგმანი ფრანგულიდან, გამოკვლევა და კომენტარები, თბ., 1996

სამეცნიერო სტატიები:

1) მ. და ს. ტიერების მოგზაურობა “თურქეთის საქართველოში” (თ. სანიკიძის თანაავტორობით), ჟურნ. “საბჭოთა ხელოვნება”, №7, 1962
2) საქართველოსა და ქართველების აღმნიშვნელი ტერმინები ევროპულ ენებში, სტატია კრებულში “საქართველოსა და ქართველების აღმნიშვნელი უცხოური  და ქართული ტერმინოლიგია” (გ. პაიჭაძისა და გ. გელაშვილის თანაავტორობით), თ., 1993
3) ფრედერიკ დიუბუა დე მონპერეს ცნობები გელათის შესახებ, ჟურნ. ანალები, №2, 2000 (ლ. მიქიაშვილის თანაავტორობით)
4) ფრედერიკ დიუბუა დე მონპერეს ცნობები თბილისის შესახებ, ანალები, №1, 2002, (ლ. მიქიაშვილის თანაავტორობით)
5) ფრედერიკ დიუბუა დე მონპერეს ცნობები ახალციხის შესახებ, ანალები, №2, 2002, (ლ. მიქიაშვილის თანაავტორობით)

***

თამარ ტივაძე

ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი

დაიბადა 1934 წ. 27 სექტემბერს. 1953 წ. დაამთავრა თბილისის ქალთა 23-ე საშუალო სკოლა; ამავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1958 წელს. 1960-1964 წწ. იყო თსუ ისტორიის ფაკულტეტის სსრკ ხალხთა ისტორიის კათედრის ასპირანტი.

1966 წ. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: “ირანის საკითხი მოსკოვის სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკაში XVI ს. დასასრულს და XVII ს. დასაწყისში”. 1980 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: “საქართველო და რუსეთ-ირანის პოლიტიკური ურთიერთობები XVII ს-ის მეორე ნახევარში”.

1970-2004 წწ. იყო ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელი: 1970-1977 წწ. _ კავკასიის ხალხთა ისტორიის განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი: 1977-1985 წწ. _ სსრკ ხალხებთან საქართველოს ურთიერთობის ისტორიის განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1985-2004 წწ. ამავე განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.

თამარ ტივაძე  გარდაიცვალა 1995 წელს.

მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომები:

სამეცნიერო სტატიები

1) ირანთან პოლიტიკური ურთიერთობის საკითხი რუსეთის სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკაში (XVI-XVII სს. მიჯნაზე), თსუ შრომები, №113
2) ერთი ეპიზოდი XVII ს. 60-იანი წლების რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან, კრებულში “ქართული სამეფო-სამთავროების საგარეო პოლიტიკის ისტორიიდან”, I, 1970.
3) იერუსალიმის პატრიარქის დოსითეოსის წერილი საქართველოს შესახებ, კრებულში “ქართული წყაროთმცოდნეობა”, III, 1971.
4) XVII ს. საქართველოს პოლიტიკური ისტორიიდან, მაცნე, №4, 1971.
5) საქართველოს საკითხი რუსეთ-ირანის პოლიტიკურ ურთიერთობაში XVII ს. 60-იან წლებში, კრებულში “ქართული სამეფო-სამთავროების საგარეო პოლიტიკის ისტორიიდან”, II, 1973.
6) მარტყოფისა და მარაბდის ბრძოლების 350 წლისთავის გამო (რუსული საარქივო მასალების მიხედვით), მაცნე, №3, 1975.
7) იმერეთის სამეფოს რუსეთთან ურთიერთობის ისტორიიდან (XVII ს. 60-იანი წლები), ივ. ჯავახიშვილის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო კრებულში, 1976.
8) თუშ-ფშავ-ხევსურეთის რუსეთთან ურთიერთობის ისტორიიდან, კრებულში “ძიებანი აქართველოსა და კავკასიის ისტორიიდან”, 1976.
9) კაზაკების მიერ გონიოს ციხის აღების საკითხისათვის, მაცნე, №1, 1977.

მონოგრაფიები

1) საქართველო და რუსეთ-ირანის პოლიტიკური ურთიერთობა XVII საუკუნის მეორე ნახევარში, თბ., 1977.
2) თეიმურაზ I-ის საგარეო პოლიტიკა, თბ., 1990.
 
 
 
 
***
 

 Irine Gambashidze

ირინე ოთარის ასული ღამბაშიძე

არქეოლოგი, დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის სამეცნიერო ლაბორატორიის ხელმძღვანელი

დაიბადა თბილისში, არქეოლოგის ოჯახში.  1976 წელს დაამთავრა თბილისის პირველი საშუალო სკოლა. 1983 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპეციალობით არქეოლოგია.

1999 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: „სამცხე/ჯავახეთი ძვ.წ. II ათასწლეულის შუა ხანებში“.

 2006 წლიდან არის გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტის წევრ/კორესპონდენტი.

2007/დღემდე  საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთ. ლორთქიფანიძის არქეოლოგიის ცენტრის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი.

2012/დღემდე საქართველოს ეროვნული მუზეუმის სამეცნიერო ლაბორატორიის ხელმძღვანელი.

2004-2014 წწ. საყდრისის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი (VW Stftung, DFG, CNRS, ANR).

***

არქეოლოგიური სამუშაოები საყდრისის უძველეს გამონამუშევრებში!

იხილეთ სრულად:

https://geowomen.wordpress.com/women-scientists/humanities/historians/irine-gambashidze/

2 Responses to ისტორიკოსები

  1. Mzia Kemoklidze says:

    ვერა ბარდაველიძე , ქართული ეთნოგრაფიის დედაბოძი!

  2. GVANTSA says:

    ზოია ჩიმაკაძე და ნატო კვეზერელი კოპაძე ჩემი უსაყვარლესი ლექტორები :((

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s