მეტრეველი ელენე
ფილოლოგი, ლიტერატურათმცოდნე, აღმოსავლეთმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1958), პროფესორი (1970), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1983).
დაიბადა 1917 წელს. დაამთავრა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი (1940). მუშაობდა გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში (1944-1948), სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებასა (1946-1958) და თბილისის პედაგოგიურ ინსტიტუტში (1948-1952). 1958-1968 მუშაობდა კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში არქეოგრაფიული განყოფილების ხელმძღვანელად. 1968-1988 იყო ამავე ინსტიტუტის დირექტორი. იკვლევდა VIII-XIXსს-ის ქართულ მწერლობას, XVI-XVIIIსს-ის ლექსიკოლოგიურ, სამართლებრივ, კარტოგრაფიულ ძეგლებს, ცალკეული მწერლების შემოქმედებას. მისი მრავალი ნაშრომი ძველი ქართული კულტურის საზღვარგარეთული კერების კვლევას ეძღვნება, რასაც შედეგად მოჰყვა მრავალი სამეცნიერო სტატია და ფუნდამენტური ნაშრომი: მასალები იერუსალიმის ქართული კოლონიის ისტორიისათვის, ნარკვევები ათონის კულტურულ-საგანმანათლებლო კერის ისტორიიდან და ათონის ქართველთა მონასტრის სააღაპე წიგნი. მისმა ნაშრომებმა საერთაშორისო-სამეცნიერო წრეებში დიდი აღიარება ჰპოვა. ე. მეტრეველს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ქართული სასულიერო პოეზიის საკითხების შესწავლაში. ლიტურგიკას, ჰიმნოგრაფიასა და ეკლესიის ისტორიაში შექმნილიშრომების გამო 1994 წელს აირჩიეს თიუბინენგენის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის საპატიოწევრად.
ე. მეტრეველი გარდაიცვალა 2003 წელს. მისი ბიბლიოთეკა პირად არქივთან ერთად გადაეცა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს.
