ფიზიკა-მათემატიკოსები

 

ასათიანი თინათინი

ფიზიკოსი, ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1970), მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, სომხეთის მეცნიერებათა ეროვნულია კადემიის წევრი.

დაიბადა 1918 წლის 12 მარტს, თბილისში, პროფესორ ლევან ასათიანის ოჯახში. 1940 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1943  წელს არტემ ალიხანიანის მიწვევით სადგურ არაგაცზე კოსმოსური სხივების კვლევაში მონაწილეობის მისაღებად გადავიდა. ალიხანიანის ხელმძღვანელობით ასათიანი გამოკვლევების ახალი ფიზიკური მეთოდიკის შემუშავებაზე მუშაობდა. მუშაობდა სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის ერევნის ფიზიკის ინსტიტუტში (შემდგომში ატომური ენერგიის სახელმწიფო კომიტეტის ერევნის ფიზიკის ინსტიტუტი).

კოსმოსური გამოსხივების ფართო ატომური ღვარების გამოკვლევისას თ. ასათიანმა პირველმა გამოიყენა ატომურ ღვართა ენერგიის გაზომვის ახალი მეთოდი. 1959 წელს იწყებს კოსმოსური მიუონების პოლარიზაციის ხარისხის ენერგიაზე დამოკიდებულების შესწავლას, ხოლო 1963 წ-დან მონაწილეობს დამუხტულ ნაწილაკთა კვლევის ახალი მეთოდიკის დამუშავებაში _ განიერღეროვანი ნაპერწკლოვანი კამერების შექმნაში (1970 წელს ასათიანს და ალიხანიანს მეცნიერთა ჯგუფთან ერთად ლენინისპრემია მიენიჭა). ამ სამუშაოს შედეგად გამოირკვა, რომ მაგნიტურველში განიერღრეჩოიანი კამერის მოთავსებისას ნაპერწკალი შეიძლება განვითარდეს დამუხტულ ნაწილაკთა წინასწარმოცემული წრიული ტრაექტორიის გასწვრივ, ამან განაპირობა კამერების ფართო გამოყენება დამუხტული ნაწილაკების იმპულსის გასაზომ ხელსაწყოებად. 

თინა ასათიანი 150-ზე მეტი შრომის თანაავტორია, რომლებიც გამოქვეყნდა ადგილობრივ და საზღვარგარეთის ჟურნალებში. თინა ასათიანმა ასევე დიდი წვლილი შეიტანა სამეცნიერო კადრების მომზადებაში. იგი ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში მრავალი წლის განმავლობაში ფიზიკაში ლექციების კურსსკითხულობდა, ფიზიკის კათედრაზე სადიპლომო და საკურსო შრომებს ხელმძღვანელობდა. 1980 წელს თინა ასათიანმა სომხეთის სსრ-ის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიიღო, 1994 წლიდან იყო ჯორჯ სოროსის ფონდის საპატიო პროფესორი.

1997 წელს მან დააარსა ქართული სათვისტომო ,,ივერია” ერევანში, რომლის პრეზიდენტიც იყო 2006 წლამდე. მას შემდეგ ის გარდაცვალებამდე სათვისტომოს საპატიო პრეზიდენტი იყო.

1987 წელს აირჩიეს საპატიო თბილისელად, საქართველოს ღირსების ორდენის კავალერია.

2011 წელს სომხეთში მცხოვრები ქართველი აკადემიკოსი თინა ასათიანი გარდაიცვალა.

გამოყენებულია: ქსე, ტ.I, გვ. 621

 

 ***

 

ბერიძე რუსუდან

მათემატიკოსი, ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი.

დაიბადა 1938 წ 20 აგვისტოს ოზურგეთში. 1956 წ დაამთავრა ოზურგეთის #2 საშუალო სკოლა ოქროს მედალზე. 1956 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1961 წელს. იმავე წელს ჩაირიცხა თსუ  ასპირანტურაში რიცხვთა თეორიის სპეციალობით. 1965 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ,,რიცხვთა წარმოდგენის შესახებ რვაცვლადიანი კვადრატული ფორმებით. გამოქვეყნებული აქვს 20 სამეცნიერო ნაშრომი კვადრატული ფორმებით რიცხვთა წარმოდგენის თეორიაში. 1962-65 წლებში თბილისის კომაროვის სახ. მათემატიკური სკოლის პედაგოგი იყო, 1964-65 წლებში ახალგაზრდა დოცენტი ლექციებს კითხულობდა თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. 1965-2002 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკისა და მათემატიკის ფაკულტეტის უმაღლესი მათემატიკის კათედრის მეცნიერ-თანამშრომელი და ლექტორია.

რ.  ბერიძე მეცნიერული და პედაგოგიური მოღვაწეობის პარალელურად აქტიური საზოგადო მოღვაწეც იყო: 1992-1995 წლებში საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერია. 1997 წლიდან 2004 წლამდე მუშაობდა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში.

დაჯილდოვებულია ივ. ჯავახიშვილის სახელობის მედლით (1996), ღირსების ორდენით (1999).

ჰყავდა მეუღლე, ცნობილი ეროვნული მოღვაწე მერაბ კოსტავა (გარდაიცვალა 1989წ). 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s