დანელია დალი

დანელია დალი

ფილოსოფოსი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

დაიბადა 1931 წლის 4 ნოემბერს ქ. თბილისში. 1949 წელს ოქროს მედლით დაამთავრა ქ. თბილისის 51-ე (25, შემდგომში ქალთა 6-ესკოლა). ამავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1954 წელს. ამავე წელს ჩაირიცხა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასპირანტურაში ფილოსოფიის ისტორიის სპეციალობაზე. 1959 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე ,,ლუდვიგ ფიოერბახის ფილოსოფია”. 1999 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ,,ირაციონალისტური ფილოსოფია და მოდერნიზმი”.

1957 წელს დაიწყო მუშაობა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის ფილოსოფიის ისტორიის განყოფილებაში. 1999-2006 წლებში იყო სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის საზღვარგარეთის ფილოსოფიის ისტორიის განყოფილების გამგე. 2006-2011 წლებში ამავე განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელია.

დ. დანელია მრავალი წლის მანძილზე კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის, ისტორიის, გეოგრაფია-გეოლოგიის, ფიზიკის ფაკულტეტებზე, თბილისის პოლიტოლოგიის, სოციოლოგიის და ადამიანთმცოდნეობის ინსტიტუტში ჟურნალისტიკა-სოციოლოგიის ფაკულტეტზე.

2002 წელს დალი დანელია აშშ ბიოგრაფიული კვლევის ინსტიტუტის მიერ წლის საუკეთესო ქალად იქნა დასახელებული.

დ. დანელიას მეცნიერულიპუბლიკაციები:

მონოგრაფიები:

1. ,,ლუდვიგ ფოიერბახის ფილოსოფია”, თბილსი, მეცნიერება, 1967
2. ,,XVII საუკუნის რაციონალიზმი”, თბილისი, მეცნიერება, 1968
3. ,,ირაციონალისტური ნაკადი თნამედროვე ბურჟუაზიულ კულტურაში”, თბილისი, მეცნიერება, 1974
4. ,,ირაციონალისტური ფილოსოფია და მოდერნიზმი ”, თბილისი, მეცნიერება, 1993

სტატიები:

1. ,,სპინოზას შემეცნების თეორიის ზოგიერთი საკითხი” (მაცნე, #2, 1965)
2. ,,გონების რელიგიის შესახებ ” (მაცნე, #3, 1968)
3. ,,ყოფიერების ირაციონალობის საკითხისათვის ირაციონალიზმში” (მაცნე, #2, 1973)
4. ,,ირაციონლურის ცნების საკითხისათვის” (კრებული ,,განწირულობის ფილოსოფია”, თბილისი, მეცნიერება, 1979)
5. ,,რელიგიის პრობლრმა ა.  შოპენჰაუერის ფილოსოფიაში”, კრებული ,,ათეიზმის ფილოსოფიური პრობლემები”, თბილისი, მეცნიერება, 1989)
6. ,,ლაიბნიცი ” (პოლიტიკა, #9-10, 1991)
7. ,,ფრ. შლაიერმახერი რელიგიის ფილოსოფიის შესახებ” (რელიგია, #3-4, 1999)
8. ,,სერგი დანელია” (მაცნე, #1-2, 1999)
9. ,,რელიგიის ფილოსოფია როგორც ფილოსოფიური მეცნიერება” (მაცნე, #1-2, 2001)
10. ,,რელიგიის ფილოსოფიის პრობლემების კვლევა ” (თანაავტორი მ. მახარაძე, ,,ქართული ფილოსოფიური აზრის ისტორია”, ტ.IV, თბილისი, ელფი, 2003)
11. ,,XVII საუკუნის კლასიკური რაციონალიზმის ძირითადი ნიშნები” (მეცნე, #1-2, 2004
12. ,,ნ. ბერდიაევი რელიგიის ფილოსოფიის შესახებ (რელიგია, #10-11-12, 2004)
13. ,,კანტის რელიგიის ფილოსოფიის გაგებისათვის” (რელიგია, #1, 2008)
14. ,,თამაზ ბუაჩიძე აპოლონურის და დიონისურის ნიცშესეული კონცეფციის შესახებ ” (კრებული ,,ნიცშე საქართველოში”, თბილისი, 2008).

გამოყენებულია: ნ. თომაშვილი ,,ფილოსოფოსი დალი დანელია”, თბილისი, 2009.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s