ხელოვნებათმცოდნეები

 

ალადაშვილი  ნათელა

ხელოვნების ისტორიკოსი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1980), პროფესორი (1983).

დაიბადა  1923 წელს, თბილისში.   დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი (1944) და ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ასპირანტურა (1949). 1950 წლიდან მოღვაწეობდა ამავე ინსტიტუტში, 1987 წლიდან იყო წამყვანი მეცნიერი თანამშრომელი. 1968 წლიდან იგი თბილისის სამხატვრო აკადემიის პედაგოგია.   1963 წლიდან იგი იყო მხატვართა კავშირის წევრი.

ნ. ალადაშვილის მეცნიერული კვლევის საგანი იყო შუასაუკუნეების ქართული ქვის ქანდაკება და მისი მიმართება ბიზანტიურ, სომხურ, დასავლეთ ევროპის სკულპტურასთან, მონუმენტური ქანდაკების განვითარების საერთო მიმართულებისა და ეტაპების დადგენა, ქართული შუასაუკუნეების მონუმენტური მხატვრობა (კერძოდ, სვანეთის ძეგლები), თანამედროვე ქართული სახვითი ხელოვნება. ნ. ალადაშვილი მონაწილეობდა ქართული ხელოვნებისა და ქართულ-ბიზანტიური ხელოვნების ურთიერთობისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სიმპოზიუმებში და კონგრესებში _ ბერგამო (1974), თბილისი (1977), ბარი-ლეჩე (1980), პატმოსი (1981), თბილისი (1983), პავია, ხორვატია (1986), თბილისი (1989). ბიზანტიოლოგთა საერთაშორისო კონგრესებში _ ბუქარესტი (1971), მოსკოვი (1991).

 ნ. ალადაშვილი გარდაიცვალა 2006 წელს, თბილისში.

 

რჩეული ნაშრომები:

1. ნიკორწმინდის რელიეფები (ფასადების სკულპტურის შესახებ შუასაუკუნეების საქართველოში), თბ., 1957;
2.   Росписи художника Тевдоре в Верхней Сванетии, Тб.,  1966 (თანაავტორები: გ.   ალიბეგაშვილი, ა. ვოლსკაია);
3. Средневековая монументальная скульптура грузии (фасадные рельефы  V-XI  веков), Москва 1977;
 4. Композиции алтарной конхи в церквях Сванети, ქართული ხელოვნების IV საერთაშორისო სიმპოზიუმის მასალები, თბ., 1983;
5. Gli Affreshi წიგნში: I Tesoti Della Georgia, G, Alibegashvili, V. Beridze, A. Volskaja, L. Xuskivadze. Arnoldo Mondadori editore, Milano, 1984;
6.  დიმიტრი თავაძე (თეატრის მხატვარი), თბ., 1986;
7. Фасадные росписи Верхней Сванети, Ars Georgica, 9 (A), თბ., 1988 (თანაავტორი ა. ვოლსკაია); 
 8.  Iconographic Programme and Style of the Sculpture of a Column in the South Gallery of Oški Church, Georgica II ბოლონია, 1988;
9. შუასაუკუნეების  ქართული ქანდაკების სხვადასხვა დარგის ურთიერთდამოკიდებულების საკითხი, ლიტერატურა და ხელოვნება,  N1-6,  თბ.,  1995;
10. Композиции Деисуса в грузинской скульптуре во взаимоотношении с его изображением в византийской пластике, ბიზანტინოლოგთა XVIII, 1991 წლის კონგრესის მასალები, შეპერდსტოუნი, 1996;
11.  უფლისა და ღვთისმშობლის დიდების თემის ინტერპრეტაცია ადრეული შუასაუკუნეების ქართულ სკულპტურაში, საქართველოს ეკლესიის, ქართული სასულიერო მწერლობისა და ქრისტიანული ხელოვნების საკითხები, თბ., 1998;
12.  მცხეთის XI საუკუნის სვეტიცხოვლის ტაძრის სკულპტურული დეკორი და მისი თეოლოგიური პროგრამა, ქრისტიანობა, წარსული, აწმყო, მომავალი, თბ., 2000;
13.  ზემოსვანეთი, შუასაუკუნეების ხელოვნება, გზამკვლევი, თბ., 2001 (თანაავტორ ირ. ყენია);
14.  ლიტურგიის ასახვა საქართველოს ქვისრელიეფებზე (ადრეული და განვითარებული შუა საუკუნეები), ACADEMIA, N2,  თბ., 2001; 
 15.  ქართული სკულპტურის ბიზანტიურთან მიმართების საკითხი (ოშკის ტაძრის ვედრების რელიეფი  –  Xს.), ქართული ხელოვნების ნარკვევები, 1, თბ., 2001;
16.  ფიგურული რელიეფების ადგილი დოლისყანის ეკლესიის  ფასადების  დეკორში, ქართული ხელოვნების ნარკვევები, 2, თბ., 2002.

 

***

 გუგუშვილი ეთერი

თეატრმცოდნე,  ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი  (1971)

დაიბადა 1925 წლის 2 სექტემბერს, თბილისში. 1949  წელს დაამთავრა მოსკოვის ა. ლუნაჩარსკის სახ. თეატრალური ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტი. 1950 წელს მუშაობა დაიწყო იქვე პედაგოგად. 1955 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალურi ინსტიტუტის პედაგოგია, 1973 წლიდან იკავებს პროფესორის თანამდებობას. იყო კულტურის სამინისტროს ხელოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე (1954), სამმართველოსუფროსი (1955), შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის პრორექტორი (1955-72 წლებში), რექტორი (1972-დან), საქართველოს პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს დეპუტატი (1990).

ეთერ გუგუშვილს მინიჭებული ჰქონდა ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება (1967), იყო კ. მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი (1976).

ე. გუგუშვილი გარდაიცვალა 2005 წლის 2 თებერვალს

 

გამოქვეყნებული ნაშრომები

წიგნები:

1. Грузинский государственный драматическмй театр им. К.А. Мардханишвили (соавтор Д. Дханелидзе), Тб. 1958
2.  Большевитская печать и театр (соавтор А.З. Юфит), М-Л. 1961
3.  აკაკი ხორავა, თბ. 1962
4.  თეატრალური პორტრეტები, თბ. 1966
5. ვასო გოძიაშვილი, თბ. 1972
6. კოტე მარჯანიშვილი, თბ. 1972
7. Будни и праздники театра, Тб. 1971

 

სტატიები:

1. ჩვენი თეატრების ზიგიერთი მტკივნეული საკითხი – საბჭოთა ხელოვნება, 1957,N5, გვ.44-48
2. თამარ ჭავჭავაძე – დროშა, 1961, N3, გვ.7
3. როცა თეატრი ახლებურად კითხულობს თანამედროვეობის ამსახველ პიესას (მიხ. მრევლიშვილის ,,ზვავი” გ. ერისთავის სახ. გორის სახელმწიფო თეატრში) –  საბჭოთა ხელოვნება, 1961, N3, გვ. 20-23
გამოყენებულია ქსე, ტ.3, გვ.289

 

 ***

ვოლსკაია  ანელი

ხელოვნებათმცოდნე,  ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1974). სამხატვრო კავშირის წევრი (1963)

დაიბადა 1923 წლის 26 დეკემბერს, თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (1944), ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ასპირანტურა (1949). მისი მასწავლებლები იყვნენ თვალსაჩინო მეცნიერები – ქართული ხელოვნებათმცოდნეობის ფუძემდებელი გიორგი ჩუბინაშვილი, რენე შმერლინგი და თინათინ ვირსალაძე. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში (1945), სადაც დაჰყო 64 წელი, თბილისის ხელოვნებათმცოდნეობის უმაღლეს  სკოლაში პედაგოგად. კვლევის სფერო _ შუასაუკუნეების ქართული მხატვრობა და ქანდაკება, თანამედროვე ქართული სახვითი ხელოვნება, მონაწილეობდა ხელოვნების საერთაშორისო სიმპოზიუმებში თბილისში (1974, 1077, 1983), იტალიაში (189-81), საბერძნეთში (1986), იუგოსლავიაში (1990).

გარდაიცვალა 2009 წლის 14 ნოემბერს.

სამეცნიერო ნაშრომები

1.  Росписи средневековых трапезных Грузии, Тб., 1974;  
2. Рельефы Шиомгвиме и их место в развитии грузинской средневековой скульптуры, Тб., 1975; 
3. Die Ikonen, Kurt Weitzmann, Gaiane Alibegašvili, Gordana Babić, Manolis Chatzidakis, Michail Alpatov, Teodora Voinescu, Wilhelm Nyssen, Mailand und Mladinska Knjiga, Zaibach, 1981;
4. I Tesori della Georgia, Gaiané Alibegašvili, Vaxtang Beridze, Leila Xuskivadze, Milano e‛ Mladinska Knjiga, Lubiana, 1983;
5. Sur les Particularités des Peintures anciennes de David-Garedja (les peintures  murales de l église a coupole du Monastére de Dodos-Rka), ΛΑΜΠΉΔΏΝ, ტ. 2,  ათენი, 2003 (დულამურიკის ხსოვნისადმი მიძღვნილი სამეცნიერო შრომების კრებული); 
6. დავით გარეჯის მონასტრები, თბ., 2008 (დიმიტრი თუმანიშვილსა და მარინე ბულიასთან ერთად).

 

 ***

მაჩაბელი კიტი 

ხელოვნებათმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი.

დაიბადა 1931 წლის 25 ოქტომბერი, თბილისში. დაამთავრა თბილისის II სამუსიკო სასწავლებელი  (1951),  თსუ ისტორიის ფაკულტეტი (1955), ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ასპირანტურა (1959). კვლევის სფერო _ გვიან ანტიკური და ადრექრისტიანული ხელოვნება (პლასტიკა), ქართული ქრისტიანული ხელოვნების გენეზისი,  ლითონმქანდაკებლობა, ქრისტიანული იკონოგრაფია, თანამედროვე ქართული სახვითი ხელოვნება. 1963 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია.

კ. მაჩაბელი 1960 წლიდან დღემდე მოღვაწეობს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში, მთავარ მეცნიერ თანამშრომელად, დეკორატიული გამოყენებითი ხელოვნების განყოფილების გამგედ, მუშაობს თბილისის სამხატვრო აკადემიაში (1960), არის პროფესორი (1977), საქართველოს მხატვართა კავშირის წევრია (1971).

კ. მაჩაბელი მონაწილეობდა ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სიმპოზიუმებში  _ ბერგამო (1974), თბილისი (1977), ბარი-ლუჩე (1980), პავია (1986); საერთაშორისო სამეცნიერო სესიებსა და კონფერენციებში: მოსკოვში, ლენინგრადში, ერევანში, ლვოვში, ბუქარესტში, ათენში (1981, 1990), საერთაშორისო სიმპოზიუმში“ დიდება” ნიუ-იორკის მეტროპოლიტენმუზეუმში (1997), მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმში თესალონიკში (1987).

ნაშრომები

წიგნები

1. Серебряные фиалы из Армази, Тб., 1970
2. Ираклий Очиаури, М., 1971
3. Позднеантичная торевтика Грузии, Тб., 1976
4. Основные проблемы позднеантичного искусства Грузии, Античность и античные традиции в культуре и искусстве народов Советского Востока, М.,1978
5. О грузинской светской чеканке, Средневековое искусство. Русь. Грузия, М., 1978
6. ადრეული  შუასაუკუნეების  ქართული პლასტიკის ზოგიერთი თავისებურება, ძიებანი ქართულ  სახვით ხელოვნებაში, თბ., 1981
7. Алде Какабадзе, М., 1981;
8. Тбилиси-Мцхета, М., 1981  (ნ. ჯანბერიძესთან  ერთად)
9. სვანეთის საგანძურიდან, თბ., 1982
10. Stèles Géorgiennes en pierre,  Lugano, 1997
11. ქართული ქვაჯვარები, თბ., 1998
12. Фрагмент стелы из селения Сацхениси, Памятники Культуры. Новые Открытия, М., 2001
13. Georgia and the Byzantine World. Artistic Aspects. Perception of Byzantium and Its Neighbors,  New York,  2001
14. შედევრები და საუკუნეები, თბ., 2001
15. Les sujets évangeliquessur les stèles géorgiennes,  Byzance et la Géorgie,  Athènes, 1991
16. ქართული ქრისტიანული ხელოვნების გენეზისისათვის,  ქრისტიანობის ოცი საუკუნე საქართველოში,  2004
17. ქართული ქრისტიანული ხელოვნება, ქვის რელიეფები, თბ., 2008 (თანაავტორი)
18. ადრეული  შუასაუკუნეების ქართული ქვაჯვარები, თბ., 2008

 

სტატიები

19.  არმაზისხევის ვერცხლის თასი ანტინოეს გამოსახულებით, საბჭოთა ხელოვნება,  N6, 1962;
20.  Две серебряные чаши из Армази, მოამბე,  N 3, 1962;
21.  Les medallions italiens provenants de Georgia,  Arte Lombarda,  X,  1, 1965;
22.  ირაკლი ოჩიაურის ჭედურობა, საბჭოთა ხელოვნება,  N3, 1967;
23. აშოტ კუხის რელიეფი ტბეთიდან, მაცნე,  N5, 1968;
24. Некоторые вопросы изучения художественного серебра в позднеантичной Грузии, მაცნე,  N4, 1969;
25. ვერცხლის სურები არმაზიდან, ძეგლის მეგობარი,  N17, 1969;
26.  ვერცხლის პატერა არმაზისხევიდან, ძეგლის მეგობარი,  N26, 1972;
27.  ვერცხლის ლანგარი ურეკიდან, ძეგლის მეგობარი,  N29, 1972;
28. Группа памятников сасанидской торевтики в Грузии, მაცნე,   N 3, 1972;
29. ქართული გამოყენებითი ხელოვნება კრებ: ქართული სახვითი ხელოვნება, თბ., 1974
30.  ალდე კაკაბაძე, საბჭოთა ხელოვნება,  N10, 1974;
31. გურამ გაბაშვილი, საბჭოთა ხელოვნება,   N4, 1975;
32.  მარკუს ავრელიუსის პორტრეტი ბაგინეთიდან, საბჭოთა ხელოვნება,   N7, 1975;
33.  ვერცხლის ჭურჭლის ფრაგმენტები ურეკიდან, ძეგლის მეგობარი,   N38, 1975;
34. მელითონეობის ხელოვნება ძველ საქართველოში, საბჭოთა ხელოვნება,   N3, 1976;
35. მხატვარ-კერამიკოსი რევაზიაშვილი, საბჭოთა ხელოვნება,   N7, 1976;
36.  La toreutique géorgienne de la fin de l‛antiquité,  Bedi Kartlisa,  XXXIV,  1976;
37.  Традиции в раннесредневековой чеканке Грузии, ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილი II საერთაშორისო სიმპოზიუმი, თბ., 1977;
38.  ქართული საერო ოქრომჭედლობისისტორიიდან, საბჭოთა ხელოვნება, N10, 1977;
39. ტრადიციების  პრობლემა  შუასაუკუნეების  ქართულ ოქრომჭედლობაში, საბჭოთა ხელოვნება,  N3, 1979;
40.  სასანური სურა სვანეთიდან, Ars Georgica, 8, 1980;
41.  Некоторые иконографические схемы раннехристианской пластики Грузии, ქართული ხელოვნების IV საერთაშორისო სიმპოზიუმი,  თბ., 1983;
42. ძველი საქართველოს ვერცხლი, თბ., 1983;
43. ძველი ქართული ლითონმქანდაკებლობის ისტორიიდან, თსსა სამეცნიერო შრომების კრებული, თბ., 1983;
44. ძველი ქართული პლასტიკის საწყისებთან (უსანეთის სტელა), საბჭოთა ხელოვნება,  N10, 1984;
45.  სოლიკო ვირსალაძე, საბჭოთა ხელოვნება,   N11, 1984;
46. ქანდაკება და ქალაქი, საბჭოთა ხელოვნება,   N3, 1986;
47. ადრეფეოდალური ხანის ქართული პლასტიკის ძეგლი, საბჭოთა ხელოვნება,   N10, 1986;
48.  К вопросу о восточных элементах в раннесредневековой пластике Грузии, Художественные памятники и проблемы Востока, Л-д., 1986;
49.  Изобразительное искусство Советской Грузии, Тб., 1987;
50. ადრექრისტიანული ქართული პლასტიკის განვითარების ზოგიერთი თავისებურება,  Ars Georgica,  9, 1987;
51. ქვაჯვარის გამოსახულება ძველ ქართულ რელიეფზე,  საბჭოთა ხელოვნება, 1, 1988;
52. სტელის ფრაგმენტი  სოფ. ნაღვარევიდან,  მაცნე,  N2, 1988;
53.  დავათის სტელის ადგილი შუასაუკუნეების ქართული ხელოვნების სისტემაში, საბჭოთა ხელოვნება, 3, 1989;
54. ღვთისმშობლის თემა საქართველოს ადრექრისტიანულ პლასტიკაში, ქართული ხელოვნებისVI  საერთაშორისო სიმპოზიუმი, თბ., 1989;
55. Une sculpture géorgienne paléochretienne: la stele du village de Matula. Revue des études caucasiennes et caucasiennes, Paris, N 3, 1989;
56. Zur Erforschung der frühchristlichen georgischen Stelen,  Georgica,  Heft 12,  Jena-Tbilisi,  1989;
57.  Les croix en pierre géorgiennes et leur place dans l‛ art du Haut Moyen Âge,  ΛΑΜΠΉΔΏΝ,  t. 2,  Ateni, VI საერთაშორისო სიმპოზიუმი, თბ., 1989;
58.  ბიზანტია და  საქართველო, ხელოვნება, N9, 1990;
59.  საერო პორტრეტი ადრეფეოდალურ საქართველოში, ხელოვნება,  N2, 1991;
60.  ბრინჯაოს საცეცხლურები საქართველოში, ხელოვნება,  N6, 1991;
61. Les sujets évangeliquessur les stèles géorgiennes,  Byzance et la Géorgie,  Athènes, 1991;
62.  სტელის ფრაგმენტი სოფელ საცხენისიდან, Ars Georgica,  10, თბ., 1992;
63. Il sistema figurativo delle stele georgiane del primo medievo,  Ex Oriente Lux,  Bruxelles,  vol. I, 1992;  
64. ძველი ქრისტიანული სიმბოლიკა ადრეული შუასაუკუნეების ქართულ რელიეფებზე (ჯვარი მედალიონში) ლიტერატურა და ხელოვნება,  6, 1992;
65. ობიექტური კვლევისათვის, ადრეფეოდალური ხანის საქართველოს ქანდაკების სახელოსნოს განსაზღვრი ერთი ცდის შესახებ, ხელოვნება, 9-10, 1992;
66.  ქრისტიანული თემები ძველ ქართულ პლასტიკაში  (ბრდაძორის ქვასვეტი),  ხელოვნება, 2, 1993;
67. ადრეული შუასაუკუნეების საერო პორტრეტის ისტორიიდან,  ლიტერატურა და ხელოვნება, 1, 1993;
68. ძველი ქრისტიანული სიმბოლიკა ქართულ ქვასვეტებზე, სპექტრი,   N1-2, 1993;
69. ბორის ციბაძე, ხელოვნება, N1-3, 1994;
70. ლუირეო «შუასაუკუნეების რელიგიური ხელოვნება», ხელოვნება, N4-5, 1995;
71. სახარების თემები ქართულ ქვასვეტებზე, ძეგლის მეგობარი, N2, 1996;
72. La Géorgie et le monde de Byzance (VIe-VIIe ss.), თსუ საერთაშორისო სიმპოზიუმის მასალები, თბ., 1996;
73. Reliefs on Georgian Stelae within the System of Early Byzantine Arts. Byzantine Studies. Selected Papers,  Art History,  vol.3, Moscow, 1996;
74. Ein Werk der europaischen Kleinkunst in Swanetien. Georgica,  Heft 20,  Yena,  1997;
75. პორტრეტი ადრეული შუასაუკუნეების ქართულ პლასტიკაში  (V-VIსს.).  ლიტერატურა და ხელოვნება, 4, 1998;
76. Early Medieval Stelae in Georgia in the Context of East Christian Art,  Iberica Caucasica,  I,  Curzon Press, 1998;
77.  ქართული ჭედური ხატების ისტორიისათვის, ხელოვნება,  N5-6, 1999;
78.  ბიბლიური თემები ადრეული შუასაუკუნეების ქართულ პლასტიკაში, თსუ  80 წლისთავისადმი მიძღვნილი  სამეცნ. კონფერენციის მასალები, თბ., 1999;
79. Remarques sur l iconographie de la Crucifixion sur les stèles géorgiennes.  Byzantion,  LXX,  Bruxelles,  2000;
80. ქართული ჭედური ხატების ზოგიერთი ასპექტი, თსუ სამეცნიერო შრომების კრებული, 2000;
81. რწმენის ნიშანსვეტები, მნათობი,   N1-2, 2000;
82.  საქართველო და ბიზანტიური სამყარო, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ნარკვევები, 6, თბ., 2001;
83. დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების კვლევა გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში,  ქართული ხელოვნების ნარკვევები,  I,  თბ.,  2001;
84. ღმრთისმშობლის ხატი ადრექრისტიანულ ქართულ ქვასვეტებზე,  Ars Georgica, 11, 2001;
85.  მანაბა მაჰომედოვა,  ალბომის შესავალი ტექსტი, მახაჩყალა, 2002;
86. ახალი მასალები ქართული კოსტიუმის ისტორიისათვის, მნათობი, N5-6, 2002;
87. საქართველო და აღმოსავლურ ქრისტიანული სამყარო, ქართული ხელოვნების ნარკვევები, II, 2002;
88. ღმრთისმშობელი – მცირეორანტა ქართულ ჭედურობაში, საქართველოს სიძველენი, N4-5, თბ., 2003;
89. ღმრთისმშობელი – ოდიგიტრიის ერთი ვერსიის შესახებ ქართულ ჭედურობაში, ქართული ხელოვნების ნარკვევები, III, თბ.,  2004;
90. უძველესი  ლიტურგიკული  ნივთები საქართველოში   –   ბრინჯაოს საცეცხლურები,  ლოგოს,  III,  2004;
91.  Об одном образе Богоматери в грузинской чеканке, , Zograf, N 30, 2004-05;
92.  გ. ჩუბინაშვილი და ქართული ჭედური ხელოვნების სათავეების საკითხები, ქართული ხელოვნების ნარკვევები, IV, 2005;
93. ქრისტიანული  იკონოგრაფიის ჩამოყალიბების საკითხისათვის (შობისა და ნათლისღების კომპოზიციები ადრეული შუასაუკუნეების ქართულრელიეფებზე, საქართველოს სიძველენი, 9, 2006;
94.  Изображение Гроба Господня на памятнике раннесредневекового грузинского искусствва. ПКНО, М.,2006;

 

***

მაჭავარიანი ელენე (ლელიკო)

ხელოვნებათმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი.

დაიბადა 1931 წლის 8 აპრილს, თბილისში. დაამთავრა თბილისის ქალთა მე-5 საშუალო სკოლა (1949), 1954 წელს _ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. მისი კვლევის სფეროა შუასაუკუნეების ხელნაწერი წიგნის გაფორმება, ასლების გადაღება ორნამენტებიდან, მინიატურებიდან, ძველი დამწერლობის წიგნებიდან. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე “XII-XIIIსს. ქართულ და ბიზანტიურ მოხატულ ხელნაწერთა ურთიერთმიმართებისათვის” (1964, თსუ) და სადოქტორო “XI-XIVსს. ქართული ოთხთავის დეკორატიული მორთულობის სისტემა” (1987, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტი).

სამეცნიერო მოღვაწეობა დაიწყო ხელნაწერთა ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ თანამშრომელად (1958), იყო უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1968), წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი (1988), მეცნიერ-მკვლევარი (2004), ხელნაწერთა ეროვნლი ცენტრის ხელოვნებათმცოდნეობის დეპარტამენტის მთავრი სპეციალისტი (2009), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის თანამშრომელი, თბილისის სამხატვრო აკადემიაში ხელოვნებიs  ისტორიისა და თეორიის კათედრის პედაგოგი (1973-2004). კითხულობდა ლექციების კურსs: “ხელნაწერი წიგნის მხატვრული მორთულობა”, თბილისის სასულიერო აკადემიის ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის პედაგოგი (2000), სალექციო კურსები: “ხელნაწერი წიგნის სამინიატურო ხელოვნება”და“ქართული და მწერლობა”. ამჟამად მუშაობს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

ე. მაჭავარიანი არის ქართულ-ბიზანტიური, ქართულ-სომხური ხელოვნების და ქართულ-ებრაული ურთიერთობებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციების, სიმპოზიუმებისა და კონგრესების მონაწილე. (1975 _ რუსეთი (ლენინგრადი); 1976 _ რუსეთი (ლენინგრადი); 1979 _ სომხეთი (ერევანი); 1980 _ რუსეთი (მოსკოვი); 1983 _ სომხეთი (ერევანი); 1985 _ რუსეთი (მოსკოვი); 2005 _ ავსტრია (ვენა), მოსკოვი: წიგნის IX საერთაშორისო კონკურსის მონაწილე (1970); ავსტრია: ვენის ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის პროფესორთან, ხელოვნებათმცოდნე ჰელმუტ ბუშჰაუზენთან ურთიერთობა (1991 წლიდან);

ე. მაჭავარიანი მუდმივად მუშაობდა ვენის, მოსკოვის, პეტერბურგის წიგნსაცავებში ქართულ და ბიზანტიურ მოხატულ ხელნაწერებზე; მოსკოვის ხელნაწერი წიგნის სარესტავრაციო განყოფილებებთან.

ე. მაჭავარიანი მრავალი საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციის ოპონენტია; არის 5 ასპირანტის ხელმძღვანელი.

ე. მაჭავარიანი არისმხატვარ-კალიგრაფისტთა კავშიrის წევრი (2010). მისი პერსონალური გამოფენები გიმართა თბილისში (1982, 1983 – 1995, 1996), საფრანგეთში (1982), ბელგიაში (1990), მოსკოვში. მუდმივმოქმედი გამოფენებია საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში :  თბილისში, თელავში, მესტიაში, ქუთაისში, წყალტუბოში.  იყო თბილისში საქალაქო მასშტაბით გამართულიკონკურსის _ “ქართული კალიგრაფია” _ ჟიურის თავმჯდომარე (1995); თბილისში საერთაშორისო მასშტაბით გამართული I და II კონკურსების _ “ქართული კალიგრაფია” _ ჟიურის წევრი (2010, 2011);

ე. მაჭავარიანი არის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი (2000); გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის სადისერტაციო საბჭოს წევრი (1988-2005); კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი (1988-2006); საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტის სადისერტაციო კოლეგიი სწევრი (2006 წლიდან დღემდე).

ე. მაჭავარიანს მიღებული აქვს შემდეგი ჯილდოები:

1. მოსკოვში გამართული წიგნის IX საერთაშორისო კონკურსში მონაწილე:

“ქართული  ხელნაწერები” (გამომც. “ხელოვნება”) დაჯილდოვდა ივანე ფეოდოროვის სახელობის დიპლომით (1970);

2. საქართველოს ეროვნული აკადემიის კორნელი კეკელიძის სახელობითი პრემია ნაშრომთა ციკლისათვის: “ქართული სამწიგნობრო ცენტრებში შექმნილ ხელნაწერთა მხატვრული მორთულობის საკითხები (2009).

3. “ქართული დამწერლობა” (გამომც. “ქართული ენციკლოპედია”), დაჯილდოვდა პარნასის სიგელით _ “წლის ალბომი” (2009).

ე.მაჭავარიანი არის 7  წიგნის და 47 ნაშრომის ავტორი

 

გამოქვეყნებული ნაშრომები:

წიგნები

1.  ქართული ხელნაწერები, თბ. 1970
2.  ქართული ანბანის გრაფიკული საფუძვლები, თბ. 1982
3.  ძველი ქართული ხელოვნება, კატლოგი, პარიზი, 1982
4.  IX-XVIIIსს. მინიატურების ასლების კატალოგი, პარიზი, 1982
5.  ბოლნისის სიონის სამშენებლო  წარწერა თბ. 1985
6.  წიგნის ხელოვნება ძველ  საქართველოში, თბ. 1988
7.  ქართული დამწერლობა, თბ. 2010

 

სტატიები

1.  ქართული ხელნაწერი წიგნი სდეკორატიული სისტემის განვითარება, მრავალთავი, ტ. VIII, 1980, ათონის ქართველთა მონასტერიდა X-XIსს. ქართული მხატვრული წიგნი, ჟურნ. “საბჭოთა ხელოვნება”, 11, 1980;
2.  სამი ქართული ოთხთავის დასათაურების პრინციპები, 12, 1985;
3.  “შავი მთის მწიგნობრული სკოლის მხატვრული ტრადიციების ასახვაXIIს. გელათის ოთხთავში”, მრავალთავი XIX, თბ. 2001;
4.  შუასაუკუნეების ქართულ ხელნაწერებში დასურათებული ძველი აღთქმის კომპოზიციები და დავითის ცხოვრება”, დ. ბააზოვის სახ. საქართველოს ებრაელთა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის შრომებიIV, თბ. 2006;

 

 ***

 ურუშაძე ნათელა

თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.

დაიბადა 1923 წლის 11 ოქტომბერი, ქუთაისში. დაამთავრა შ. რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი (1945), მოსკოვის თეატრალური ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტი (1948), 1976  წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. 1948 წლიდან იგი რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი და პროფესორია (1979). 1967 წელს ნ. ურუშაძეს მიენიჭა საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება. იგი კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატია.

 

ნათელა ურუშაძის ნაშრომები

წიგნები

1.  სესილია თაყაიშვილი, თბ. 1962
2.  “ვეფხისტყაოსანი”და ქართული სასცენო ხელოვნება, თბ. 1967
3.  ელენე ახვლედიანი თეატრში, თბ. 1968
4.  Верико анджапаридзе, Тб. 1972
5.  მსახიობის ხელოვნება, თბ. 1976
6.  თეატრი, თბ. 1977
7.  Театр, Тб. 1977
8.  დავით კაკაბაძე, თბ. 1979
9.  Давид Какабадзе, Тб. 1979
10. ქართული სათეატრო კრიტიკა, თბ. 1973
11. ქართული თეატრის ამბავი, თბ. 1983

 

 ***

 ყენია რუსუდანი

ხელოვნებათმცოდნე, ოქრომჭედლობის რესტავრატორი.  ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი, საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი (1963). 

დაიბადა 1924 წელს, თბილისში. დაამთავრა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი (1946), ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ასპირანტურა (1953).  მისი სამეცნიერო კვლევის სფეროა ოქრომჭედლობა, რესტავრაცია-კონსერვაცია, ხელოვნებისისტორია.  1961 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია.

საქმიანობა   –  საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის, ძველი ქართული ხელოვნების განყოფილების მეცნიერთანამშრომელი (1963), შემდგომში უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, თბილისის სამხატვრო აკადემიის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის კათედრის პედაგოგი (1963), დოცენტი (1968), პროფესორი, თბილისის სასულიერო აკადემიის პედაგოგი;  სულიერების, კულტურისა და მეცნიერების აღორძინებისა და განვითარების სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის წევრი.

მის მიერ რესტავრირებულია: დავით აღმაშენებლის პინაკი (მოსკოვი, ისტორიის მუზეუმი, 1953); ჯახუნდერის მაცხოვრის ხატი (ქუთაისის მუზეუმი); ჩუკულის ტრიპტიქონი (ქუთაისის მუზეუმი); ჰადიშის, ლაბსყალდის, იენაშის ოთხთავების მოჭედილობა (მესტიის მუზეუმი, 1970); ალავერდის სახარების ყდის მოჭედილობა (ხელნაწერთა ინსტიტუტი, თბილისი, 1972).

მონაწილეობდა ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სიმპოზიუმებში _ იალტა (1980, 1986), საქართველო-ბიზანტიის ხელოვნების საერთაშორისო კონფერენციაში პატმოსი (1981)

ამჟამად მოღვაწეობს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში.

 

რჩეული ნაშრომები: 

1. ხახულის ღვთისმშობლის ხატის კარედის მოჭედილობა, თბ., 1972;
2. Чеканное искусство Грузии с VIII по XIX  вв., История искусство народов СССР, М., с 1972  по 1979 гг.;
3. Средневековое искусство. Русь. Грузия, Предалтарные кресты Верхней Сванети, М., 1978;
4. X-XI საუკუნის რამდენიმე ჭედური ხატის აღდგენის საკითხისათვის, ძეგლის მეგობარი, 51, თბ., 1979;
5. თბილისელი ოქრომჭედლების შემოქმედება (გიორგი ხანდამაშვილი და ძმები ჯიქიები, ამბროსი და თომა),  Ars Georgica, 8-.B,   თბ., 1987;
6. ზემო სვანეთი (შუასაუკუნეების ხელოვნება), გზამკვლევი, სერია საქართველოს მეგზური II, თბ., 2000 (ნ. ალადაშვილთან ერთად);
7. Treibarbeitkunst Swaneti: Ikonographische Tematik und kunstlerische Gestaltung,  დ. მურიკის ხსოვნისადმი მიძღვნილი კრებული, ტ. I, ათენი, 2003.

 

ბიბლიოგრაფია

1.  მოსკოვის ისტორიულ მუზეუმში დაცული ქართული ოქრომჭედლობის ფრაგმენტთა აღდგენა-დათარიღებისათვის, მოამბე,  N9, 1955;
2.   ხახულის ღვთისმშობლის ხატის მოჭედილობის საკითხისათვის, მოამბე,  N1, 1959;
3.   ხახულის კარედი ხატი, საბჭოთა ხელოვნება,  N2, 1959;
4.   Чеканное искусство Грузии.  Искусство стран и народов мира, 1, М. 1961;
5.   Материалы о жизни и творчестве академика архитектора Николая Павловича Северова,  Ars Georgica 6, 1964;
6.   ხახულის ხატი, ძეგლის მეგობარი,  N8, 1966;
7.   ჭედურობა გამოფენაზე (მხატვართა 1965 წლის საშემოდგომო გამოფენა), საბჭოთა ხელოვნება,  N3, 1966;
8.   მღვიმევის მონასტრის ეკლესიის საკურთხევლის კარის მოჭედილობა, ძეგლის მეგობარი,  N18, 1969;
9.   სხვავასჯვრის რესტავრაცია, Ars Georgica 7, 1971;
10. Treibarbeitkunstwerkstatten Swaneti (XII-XIII Jr, ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილი II საერთაშორისო სიმპოზიუმი, თბ., 1977;
11.  Гурам Габашвили, Советский художник, М., 1978;
12.  Предалтарные кресты Верхней Сванети, Средневековое искусство. Русь. Грузия, М., 1978;
13.  Die Darstellung der Erzengel in der Treibarbeitskunst von Swaneti,  III სიმპოზიუმი, ბარი-ლეჩე, 1980;
14.  სვანეთის ჭედური ხელოვნების იკონოგრაფიული და მხატვრული თავისებურებანი, ბერძენ და ქართველ ხელოვნებათმცოდნეთა ერთობლივი კოლოქვიუმი, ათენი, პატმოსი, 1981;
15.  Особенности декоративного убранства окладов Евангелий в Грузии; Peculiarities of the Decorative Design of Gospel Book Covers in Georgia,   IV სიმპოზიუმი, თბ., 1983;
16.  ქართული  შუასაუკუნეების  ოქრომჭედლობა, Muveszet sziptenber  N2, 1985;
17.  უშგული, თბ., 1986 (თანაავტორი ვ. სილოგავა);
18.  გიორგი ჩუბინაშვილის წვლილი სვანეთში დაცული ჭედური ხელოვნების ძეგლთა შესწავლასა და მოვლა-პატრონობაში, ძეგლის მეგობარი,  N2, 1986;
19.  გვიანფეოდალური ხანის სახარების ყდების მოჭედილობა საქართველოში,  VI სიმპოზიუმი, თბ., 1989;
20.  Символические изображения на грузинских памятниках средневекового чеканного искусства, , Symbolic Images on the Monuments of the Medieval Georgian Metalwork,  V  სიმპოზიუმი,  ტორბას მონასტერი, 1986; ქართული ტექსტი დაიბეჭდა ინსტიტუტის შრომათა კრებულში,  Ars Georgica,  10 – A, 1991;
21.  ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის წარსულიდან,  საქართველოს სიძველენი,  7-8,  2005.

 

  ***

შალუტაშვილი ნადეჟდა

თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1974), ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1967).

დაიბადა 1918 წლის 24 სექტემბერს, ბორჯომში. 1940 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. ამავე წლიდან პედაგოგიური საქმიანობა დაიწყო შ. რუსთაველის სახ. თეატრალურ ინსტიტუტში.

მისი ნაშრომებია:

1.   ა. ნ. ოსტროვსკი ქართულსცენაზე, 1958;
2.   ძმები ზანდუკელი-სანდუნოვები, 1965;
3.   გიორგი დავითაშვილი, 1970; 
4.   მეგობრობის გზებით, 1978;
5.   გიორგი ერისთავი და თეატრი, 1979.
 
გამოყენებულია ქსე, ტ.10, გვ. 679.

 

 ***

შმერლინგი რენე

მეცნიერი, ხელოვნების ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1966). ქართველი ხელოვნების მკვლევარი ო. შმერლინგის ქალიშვილი.

დაიბადა 1901 წელს თბილისში. 1929 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვროაკადემია. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში, 1941 წლიდან იყო ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი. რენე შმერლინგმა ფუძემდებლური ნაშრომები შექმნა შუასაუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრებისა და ხუროთმოძღვრული დეკორის, ძველი ქართული ქანდაკების, ხელნაწერი წიგნის მხატვრული მორთულობის შესახებ; იკვლევდა ქართული პალეოგრაფიის საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს აგრეთვე პოპულარული ნაშრომები- გზამკვლევები ძველი ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების შესახებ. შმერლინგის შრომებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილ სამეცნიერო ლიტერატურაში.

რ. შმერლინგი გარდაიცვალა 1967 წელს, თბილისში.

თხზულებები:

1.Малые формы в архитектуре средневековой  Грузии, Тб., 1962;
2.Художественное оформление грузинской рукописной книги IX-XI столетий, [ч.  1-2], Тб., 1967-69
 
გამოყენებულია ქსე, ტ.11, გვ.14.

 

 ***

ხუსკივაძე ლეილა 

ხელოვნებათმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1982)

დაიბადა 1936 წლის 5 მარტს, თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (1958). მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის მეცნიერთანამშრომელად, ამჟამად უფროსი მეცნიერ-თანამშრომელია. კვლევის სფერო _ შუასაუკუნეების ქართული სახვითი ხელოვნება.

თბილისის სამხატვრო აკადემიის რესტავრაციისა და ხელოვნების ისტორიის ფაკულტეტის პროფესორია (1986), კითხულობს ბიზანტიის ხელოვნების ისტორიის კურსს

 

მნიშვნელოვანი სამეცნიერო გამოქვეყნებული ნაშრომები:

წიგნები

1.   ლევან დადიანის საოქრომჭედლო სახელოსნო (ნარკვევები XVII საუკუნის ქართული ჭედური ხელოვნების ისტორიიდან), თბ., 1974
2.   Грузинские эмали, Тб., 1984
3.   To sbalzo, l avorio, lo smalto, it tessuto, la ceramica, in: I Tesori della Georgia, Milano, 1984
4.   შუა საუკუნეების ტიხრული  მინანქარი საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, თბ., 1984 (ქართულად, რუსულად, ინგლისურად)
5.   La stauroteque byzantine de la Svanetie, Byzantine East, Latin West.Art Historical Studies in Honour of Kurt Weitsmann, prinstoni, 1995
6.   გელათის მოზაიკა, თბ., 2005
7.   ქართული ქრისტიანული ხელოვნება, მინანქარი, თბ.,2008

 

სტატიები

1.   შალვა ამირანაშვილი და შუასაუკუნეების ქართული მინანქარი, თსუ ხელოვნების ისტორიისა და თეორიის კათედრის სამეცნიერო შრომათა კრებული,  თბ., 2000
2.   უცხოელი მკვლევარები და ქართული ხელოვნება, ქართული ხელოვნების ნარკვევები, I, თბ., 2001
3.   საქართველოს როლი შუასაუკუნეების მინანქრის ხელოვნების ჩამოყალიბებაში, Academia, ¹1, თბ., 2001
4.   ლაგურკის ვედრების ხატი, Ars Georgica, 11, თბ., 2001
5.   По поводу дела о подделках грузинских эмалей, Кавказоведение, № 2, М., 2002
6.   О некоторых спорных вопросах касающихся грузинских эмалей, Academia, № 4, თბ., 2002
7.   XII საუკუნის ქართული ოქრომჭედლობის ზოგი ასპექტი, ქართული ხელოვნების ნარკვევები, II, თბ., 2002
8.   ჭედური ხელოვნების განვითარების გზებისაქართველოსა და ბიზანტიაში, ინტეგრაციის და დეზინტეგრაციის პროცესები კავკასიაში, ქართველოლოგთა IV საერთაშორისო სიმპოზიუმი, თბ., 2002
9.   შუასაუკუნეების ქართული ოქრომჭედლობა და ტიხრული მინანქარი, ნათელი ქრისტესი. საქართველო, წგნ. I, თბ., 2003
10.  თანამედროვე მინანქრული ხელოვნება, კატალოგის წინასიტყვაობა, თბ., 2003
11.  ოშკის სკულპტურულ ვედრებათა თავისებურების შესახებ, საქართველოს სიძველენი, 3, თბ.,2003
12.  ქართული კულტურის უცხოელი მოამაგენი (ნიკოლ და მიშელ ტიერები), საქართველოს სიძველენი, 4-5, თბ., 2003
13.  Les mosaïques antiques et médiévaux de la Géorgie, ΛΑΜΠΉΔΏΝ,  დ. მურიკის ხსოვნისადმი მიძღვნილი კრებული, ტ. 1, ათენი, 2003
14.  საერო პორტრეტი შუასაუკუნეების ქართულ ჭედურ ხელოვნებაში, ქართული ხელოვნების ნარკვევები, III, თბ., 2004

 

 ***

რუსუდან გვერდწითელი

15. VI. 1909, თბილისი _ 27. I. 1994, თბილისი
არქიტექტორ-რესტავრატორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, მკვლევარი, ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების რესტავრაციის ერთ-ერთი ფუძემდებელი, პირველი რესტავრატო ქალი საქართველოში.

რუსუდან გვერდწითელი დაიბადა თბილისში, ცნობილი ინჟინრის გრიგოლ გვერდწითელის ოჯახში. 1925-1929 წლებში სწავლობდა უცხო ენების უმაღლეს კურსებზე, მიიღო ფრანგული ენის მასწავლებლის წოდება.
1936 წელს დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი.
პროფესიული საქმიანობა: 1936-1941 წწ. მუშაობდა ხელოვნების მუზეუმში “მეტეხი”. 1941-1948 წლებში _ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მუზეუმ-ნაკრძალში “ვარძია”, მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე.
1950 წლიდან _ სიცოცხლის ბოლომდე, იგი მუშაობდა კულტურის სამინისტროს სპეციალურ სამეცნიერო-სარესტავრაციო საწარმოო სახელოსნოში უფროს არქიტექტორ-რესტავრატორად. რ. გვერდწითელი წლების მანძილზე იყო საპროექტო განყოფილების გამგე, წარმატებით უთავსებდა ერთმანეთს პრაქტიკულ, სამეცნიერო მუშაობას და ახალგაზრდა კოლეგების აღზრდის საქმეს; ამასთანავე, იყო ძეგლთა დაცვის სამეცნიერო-მეთოდური საბჭოს წევრი.
რუსუდან გვერდწითელი მიეკუთვნება იმ შემოქმედთა რიცხვს, რომლის ღრმა ერუდიცია, მაღალი ინტელექტი და დახვეწილი გემოვნება ყოველთვის თავს იჩენდა პროფესიულ საქმიანობაში. მისთვის დამახასიათებელი იყო სარესტავრაციო ნაგებობის თავისებურებების სრული გამოვლენა, ძეგლის აგების თანადროული ეპოქის ღრმა განცდა და ცოდნა, რასაც რესტავრატორი უქვემდებარებდა თავის შემოქმედებით ინდივიდუალობას.

რ. გვერდწითელი შეიძლება ჩაითვალოს ,,კლასიკური” რესტავრაციის მიმდევრად, რაც ცალკეულ შემთხვევაში არ გამორიცხავდა მშენებლობის თანამედროვე მეთოდების გამოყენებას (მაგალითად, ბოლნისის სიონის ჩრდილოეთი გალერეის გადაწყვეტა), ასევე, შენობის დაკარგული ნაწილების ანალოგების მიხედვით აღდგენას (კუმურდოს ტაძრის გუმბათის გრაფიკული რეკონსტრუქცია). მის მიერ მიღებულ ყველა მეთოდურ გადაწყვეტილებაში იგრძნობა დიდი ტაქტი, რომელიც დაფუძნებულია მასალის ღრმა ცოდნასა და ანალიზზე.
რ. გვერდწითელის საქმიანობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის სფეროში მრავალმხრივი და უაღრესად ნაყოფიერი იყო.
მნიშვნელოვანი პროექტები: მისი პროექტებით და ხელმძღვანელობით რესტავრირებულია ქართული არქიტექტურის მრავალი ნიმუში: ვარძიის სამრეკლო _ 1969-1970 წწ; ანანურის ციხე, კოშკი “შეუპოვარი” _ 1955-1956, 1971-1972 წწ; გორის ციხე _ 1953-1955 წწ. (ა. გოგელიასთან ერთად); ბზიფის ციხე და ეკლესია _ 1955 წ; ანჩისხატის ბაზილიკა _ 1958-1960 წწ; როსტომ მეფის სასახლის აბანო _ 1958-1964 წწ.; ბოლნისის სიონი _ 1960-იანი, 1970-იანი, 1985 წწ; ვარძია, გამოქვაბულთა კომპლექსი _ 1960-იანი, 1970-იანი წწ; კუმურდო _ 1970-იანი წლები; ატენის სიონი _ 1955-1957, 1967-1970 წწ; გარბანი _ 1973-1976 წწ. (თ. აბრამიშვილთან ერთად); კაწარეთის სამება _ 1970-იანი წლები; გერგეტის სამება _ 1973-1975 წწ. (გ. კალმახელიძესთან ერთად); კიანეთი _ 1974 წ; ხვილიშა _ 1973-1977 წწ; დაბის წმ.გიორგის ეკლესია 1968-1970-იანი წლები; დმანისის სიონი _ 1963 წ., 1972 წ. (ა. გოგელიასთან ერთად); წეროვანი _ 1968 წ; ჭაჭკარის დარბაზი _ 1968-1969 წწ; შატილი _ 1970-იანი წლები (რესტავრატორთა ჯგუფთან ერთად).
რუსუდან გვერდწითელის მიერ ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოები, მეცნიერული შესწავლის შედეგებს ეფუძნება ყველა ცალკეულ შემთხვევაში და, საზოგადოდ, მაღალი პროფესიონალიზმითა და ძეგლისადმი ფრთხილი დამოკიდებულებით გამოირჩევა.
იგი არის ავტორი სამეცნიერო და მეთოდური ხასიათის არაერთი წერილისა, აქვეყნებდა ანგარიშებს მნიშვნელოვან არქიტექტურულ ნაგებობებზე მიმდინარე კვლევით და სარესტავრაციო სამუშაოთა შესახებ.
პუბლიკაციები: 1. როსტომ მეფის სასახლის აბანო, ძეგლის მეგობარი, #2, 1964; 2. ბოლნისის სიონი (ძეგლის გახსნის ანგარიში), ძეგლის მეგობარი, #15, 1968; 3. ატენის სიონის გუმბათის სახურავის პირვანდელი ფორმის დადგენის ცდა, ძეგლის მეგობარი, #17, 1968 (თ. ნემსაძესთან ერთად); 4. დარბაზი სოფელ ჭაჭკარიდან, ძეგლის მეგობარი, #25, 1971 (თ. ნემსაძესთან ერთად); 5. ზოგიერთი მეთოდური მოსაზრება ძველი ნასოფლარებისა და საცხოვრებელი არქიტექტურის არქეოლოგიური გამოვლენისა და მათი დაცვის შესახებ, ძეგლის მეგობარი, #29, 1972; 6. რამდენიმე შენიშვნა თიანეთის სიონის აღდგენა-გამაგრების პროექტის შესახებ, ძეგლის მეგობარი, #29, 1972; 7. მეტი ყურადღება თბილისის ძეგლებს, ძეგლის მეგობარი, #37, 1975; 8. ძეგლებიდან ჩამონგრეული ქვების დაწყობის, ფრაგმენტების აღრიცხვისა და ფიქსაციის წესები, ძეგლის მეგობარი, # 2, 1989 (თ. ნემსაძესთან ერთად); 9. არქიტექტურის ძეგლების რესტავრაცია (ტ. პოდიაპოლსკის, გ. ბესონოვის, ა. ბელიაევის, ტ. პოსტნიკოვას შრომის ავტორიზებული თარგმანი რუსულიდან), თბ., 1991; 10. ,,წმ. მარიამის” ეკლესია თბილისში, ანჩისხატი, თბ., 2001;

სიმპოზიუმები: О первоночальной форме свода перекрытия среднего нефа и кровли Болнисского Сиона, ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილი II საერთაშორისო სიმპოზიუმი, თბ., 1977; Некоторые характерные черты грухзинских базилик V_VI вв. в свете новых данных, ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილი IV საერთაშორისო სიმპოზიუმი, თბ., 1983;
ლიტ: 1. ვულოცავთ იუბილარს _ რუსუდან გვერდწითელი, ძეგლის მეგობარი, #2 (84), 1989; 2. კვალი ნათელი, რუსუდან გვერდწითელი, ძეგლის მეგობარი, #1, 1994; 3. ქსე, ტ. III. თბ., 1978; 4. არქიტექტურის რესტავრაცია საქართველოში, თბ. 2012 ;

ქალბატონ რუსუდანის მეუღლე იყო ცნობილი არქიტექტორი _ ბეჟან ლორთქიფანიძე. შვილები, ასევე ცნობილი და წარმატებული სპეციალისტები: არქიტექტორი _ ლევან ლორთქიფანიძე და ვულკანოლოგი _ მანანა ლორთქიფანიძე

 

One Response to ხელოვნებათმცოდნეები

  1. ოიდიპოსი says:

    ქართულს როდის ვისწავლით ქართველები?! „ხელოვნებათმცოდნე“ რა უბედურებაა?! სწორი ფორმაა „ხელოვნებამცოდნე“, „ხელოვნებამცოდნეობა“…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s