ცერცვაძე ლალი

Lali Cercvadzeლალი ცერცვაძე

ფილოსოფიის დოქტორი, ესთეტიკოსი, თეატრმცოდნე.

დაიბადა 1941 წლის 3 მაისს. 1948-58 წლებში სწავლობდა თბილისის 24-ე საშუალო სკოლაში, რომლის დამთავრებისთანავე ჩაირიცხა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში თეატრმცოდნეობის ფაკულტეტზე. სტუდენტობის პერიოდში აქვეყნებდა სტატიებს სხვადასხვა ჟურნალში.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ 1964 წლის თებერვალში დაიწყო მუშაობა საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფილოსოფიის ფაკულტეტის ესთეტიკის კათედრის ლაბორანტად. ამავე წელს ჩააბარა გამოცდები ასპირანტურაში ესთეტიკის სპეციალობით.

1969 წ. ივნისში მუშაობა დაიწყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ თანამშრომლად. 1975 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე ,,ფროიდის ხელოვნების თეორიის კრიტიკა”. 1978 წ. გახდა ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, ხოლო 1997 წ. _ წამყვანი მეცნიერი თანამშრომელი. 2004 წ. ლ. ცერცვაძემ ფილოსოფიის ინსტიტუტის ესთეტიკის სექტორის ხელმძღვანელის თანამდებობა დაიკავა.

ლ. ცერცვაძე აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა. წლების განმავლობაში ლექციებს კითხულობს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. 2006 წელს საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიკავა ასოცირებული პროფესორის თანამდებობა, სადაც დღემდე მუშაობს.

გამოქვეყნებული ლიტერატურა

მონოგრაფიები

1. ფროიდის ხელოვნების თეორიის კრიტიკა, თბილისი, 1976 წ. 2. გენიოსის პრობლემა გერმანულ კლასიკურ ესთეტიკაში, თბილისი, 1988.

3. ადამიანის პრობლემა ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში, გამომცემლობა ,,იოანე პეტრიწი” თბილისი, 2005 წ.

4. ფანტაზიის მნიშვნელობა ფსიქოანალიზურ თეორიებში, გამომცემლობა ,,კენტავრი”, თბილისი, 2007 წ.

სტატიები

5. სიმართლის ძალა, საბჭოთა ხელოვნება, 1962, 3. 6. პ. ოცხელი, სპექტაკლ ურიელ აკოსტას მხატვარი, საბჭოთა ხელოვნება, 1963, 2.

7. გრიბოედოველთა სპექტაკლი, საბჭოთა ხელოვნება, 1964, 6. 8. ფროიდიზმი, როგორც ესთეტიკურ მსოფლმხედველობა, ასპირანტთა და ახალგაზრდა მეცნიერ-მუშაკთა სამეცნიერო კონფერენცია, 1967 წ.

9. ხელოვნების წარშობის ფროიდისეული გაგების კრიტიკა, მაცნე, 3, 1971 წ. 10. ტრაგიკულის ფროიდისეული გაგების კრიტიკა, საბჭოთა ხელოვნება, 1973, 8.

11. სამეცნიერო-ტექნიკური რევოლუცია და ხელოვნება, ცისკარი, 11, 1983 12. სოციალისტური რეალიზმის მეთოდის შესახებ, საბჭოთა ხელოვნება, 4, 1973

13. გენიოსის პრობლემა კანტის მოძღვრებაში, მაცნე, 2, 1980 14. გოეთეს გენიის შესახებ, მაცნე, 4, 1987.

15. ფიხტე და რომანტიკოსები, მაცნე, 3, 1985. 16. ,,გეტო”, საბჭოთა ხელოვნება, 10, 1987.

17. მხატვრული შემოქმედების პრობლემა შილერის ესთეტიკაში, მაცნე, 1, 1986. 18. მითის ფროიდისეული გაგება, ხელოვნება, 7, 1991.

19. მადლობელი ვარ დამაბადებელო, საქართველოს ბუნება, 1-2, 1994. 20. ქრისტიანული მსოფლმხედველობის მომენტები ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებში/ პედაგოგიური ინსტიტუტის პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო სესია მიძღვნილი ივ. ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტის დაარსებიდან 75 წლისთავისადმი, თბ., 1993.

21. მ. მამარდაშვილის ლექციები ფსიქოანალიზის შესახებ/ თარგმანი/, 1998. 22. მხატვრული შემოქმედების თავისებურების შესახებ, გაერთიანებული სამეცნიერო კონფერენციების მასალები, თსუ, 2001 წ.

23. ,,შეხვედრა მოსკოვში”. ა. ბაქრაძის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კრებული. 24. ქრისტიანული მოტივები ვაჟა-ფშაველას პროზაულ ნაწარმოებებში, მაცნე, ფილოსოფიის სერია, 1, 1997, გვ 43-54.

25. სიკვდილის პრობლემა ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში, მაცნე, ფილოსოფიის სერია, 1-2, 1999, გვ, 94-104.

26. ტრადიცია და ინდივიდუალური ტალანტი, ხელოვნება, 3-4 1999, გვ. 139-150. 27. ვაჟა-ფშაველას პოეტური სამყარო, მნათობი, 5-6, 2000, გვ. 99-101.

28. ტრაგიკულის პრობლემა ვაჟა-ფშაველას მსოფლმხედველობაში, ხელოვნება, 3-4, 2000, გვ. 45-54. 29. აზრი ქვეყნის ხსნისა, მნათობი, 5-6, 2000.

30. მითოსური რიტუალი ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში, ფილოსოფური ძიებანი, V, 2001, გვ 210-217. 31. გველის მჭამელი, მაცნე, ფილოსოფიის სერია, 1-2 1997, გვ. 74-87

32. ხელოვნებისა და ხელოვანის მნიშვნელობა ნ. ბერდიაევის ფილოსოფიაში, მაცნე, ფილოსოფიის სერია, 1-2, 2003, გვ. 94-104.

33. მხატვრული შემოქმედების სუბიექტი, გაერთიანებული სამეცნიერო კონფერენციის მასალები, თსუ, 2001, გვ 70-72.

34. ადამიანის რაობის პრობლემა ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში, მაცნე, ფილოსოფიის სერია, 2005, N1

35. წარმოსახვის საკითხი ანალიტიკური ფსიქოლოგიის თეორიებში, მაცნე N1, 2006 წ. 36. ხელოვნების კ. გ. იუნგისეული კონცეფცია, ფილოსოფიური ძიებანი, X, 2006 წ.

37. ,,სიმართლის ძალა” კრებული ,,ლილი იოსელიანი”, თბ., 2002 წ. 38. სიმბოლოს მნიშვნელობა კ. გ. იუნგის მსოფლმხედველობაში. გამომცემლობა “კენტავრი” თბ. 2007 წ.

39. ,,მარტოხელა, მარტოსულო ქალბატონო, ნუ მიხურავ, ნუ მიხურავ კარებს” – კრებული ,,ზეინაბ ბოცვაძე”, გამომცემლობა ,,ნიკე”, თბ., 2010 წ.

40. ზეინაბ ბოცვაძის ხორცშესხმული ოცნება, კრებული ,,ზეინაბ ბოცვაძე”, გამომცემლობა ,,ნიკე”, თბ., 2010 წ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s