ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტები

 

ვირსალაძე ელენე

ფოლკლორისტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1964), მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე.

დაიბადა 1911 წელს, თბილისში. 1930 წელს დაამთავრ ათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1935 წელს ლენინგრადის ლიტერატურის, ენისა და ფილოსოფიის ინსტიტუტის ასპირანტურა. 1936 წელს იქვე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ,,ქართული ზღაპრის გენეზისის პრობლემა”. 1936 წლიდან მუშაობდა შ. რუსთაველის სახ. ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში, კითხულობდა ლექციებს თსუ-სა და სხვადასხვა პედაგოგიურ ინსტიტუტებში. 1976 წ-დან ხელმძღვანელობდა თსუ-ს ფოლკლორისტიკის კათედრას.

ე. ვირსალაძის სამეცნიერო კვლევის სფეროს წარმოადგენდა ფოლკლორის აქტუალური საკითხები: მითოლოგიის პრობლემები, ეპიკურ ტრადიციათა თავისებურებები ფოლკლორში, ზეპირსიტყვიერებაში თანამედროვე თემატიკის ასახვის ფორმები, ფოლკლორულ-ლიტერატურული ურთიერთობები და სხვა. 1958 წელს გამოაქვეყნა ,,ქართველ მთიელთაზეპირსიტყვიერება”.  ე. ვირსალაძის ძირითადი ნაშრომია ,,ქართული სამონადირეო ეპოსი”. თბ., მეცნიერება. (1964). მას თვალსაჩინო წვლილი მიუძღვის ზეპირსიტყვიერების შეკრებისა და გამოქვეყნების საქმეშიც. გამოკვლევითა და მეცნიერული კომენტარებით გამოსცა ,,რჩეული ქართული ხალხური ზღაპრები” (ტ. 1-2, 1949-58), მონაწილეობდა ,,ქართული ხალხური პოეტური შემოქმედების” (ტ. 1-3, 1960-73) შედგენაში. 1974 წელს გამოქვეყნდა ,,ქართული ხალხური სატრფიალო ლირიკის ძირითადი სახეობანი”, წიგნში: ,,ლიტერატურული ძიებანი”, რედ. აბზიანიძე გიორგი და რადიანი შალვა, (ტ. 8. გვ. 275-297. თბილისი: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა) და სხვა.

ე. ვირსალაძე იყო ნარატიული ფოლკლორის საერთაშორისო საზოგადოების წევრი (1974). მისი ნაშრომები თარგმნილია რუსულ, ფრანგულ, გერმანულ, ინგლისურ ენებზე.

ე. ვირსალაძე გარდაიცვალა 1977 წელს.

გამოყენებულია: ქსე, ტ. 4, გვ.418.

 

 ***

კალანდაძე ანა 

ფილოლოგი, ენათმეცნიერი, პოეტი-აკადემიკოსი.

ანა კალანდაძე 1924 წლის 15 დეკემბერს სოფ.ხიდისთავში (ჩოხატაურის რაიონი) დაიბადა. პირველდაწყებითი და საშუალო განათლება ქუთაისში მიიღო; 1941-1946 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე; დაამთავრა კავკასიურ ენათა განყოფილება. 1952 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის თანამშრომელი გახდა. იგი მუშაობდა ქართული ენის ისტორიულ-ეტიმოლოგიური ლექსიკონისათვის მასალების მოპოვება-დამუშავებაზე. ლექსიკოლოგიურ სამუშაოებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მივლინებები ახლდა. ერთ-ერთი ასეთი მივლინების დროს მოხვდა ანა პირველად ფშავში. სწორედ მაშინ შეიქმნა მისი ფშაური ლექსები. ანამ ლექსების წერა ადრეული ასაკიდან დაიწყო. პირველი ლექსი (“ბადრიმთვარე”) 11 წლისამ დაწერა, უკანასკნელი _ 80-ს გადაცილებულმა. ანა კალანდაძე ორ ათეულზე მეტი პოეტური კრებულის ავტორია. მისი ლექსები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, სომხურ, აზერბაიჯანულ, ესტონურ, პოლონურ, უნგრულ, სლოვაკურ, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, ნორვეგიულ ენებზე. თავად ანას ნათარგმნი აქვს მალარმეს, პუშკინის, ბელა ახმადულინას, კოსტა ხეთაგუროვისა და სხვათა პოეზიის ნიმუშები. 1993 წლის 18 ივნისს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრებამ ანა კალანდაძე მისი უდიდესი დამსახურებისათვის ქართული კულტურის წინაშე აკადემიის ნამდვილ წევრად (აკადემიკოსად) აირჩია. 1994 წელს იგი დაჯილდოვდა ღირსების ორდენით _ “ქართული პოეზიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის, დიდი საზოგადოებრივი ღვაწლისა და მოქალაქეობრივი თავდადებისათვის”. ანა კალანდაძეს მიღებული აქვს ქართველ მწერალთათვის განკუთვნილი უმაღლესი ჯილდოები: 1981 წელს გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიის ლაურეატის წოდება, ხოლო 1985 წელს იგი გახდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.

გარდაიცვალა 2007 წ.

 

 

 ***

კვარაცხელია გუჩა

ფილოლოგი, მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.

დაიბადათბილისში 1940 წლის 2 ოქტომბერს. 1958-1963 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1968 წელს გახდა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი. პარალელურად 1967-1970 წლებში მუშაობდა არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში უმცროსი მეცნიერ თანამშრომლის კვალიფიკაციით. 1986 წელს მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი, ხოლო ორ წელიწადში – პროფესორის.  ამავდროულად გუჩა კვარაცხელია კვლავ აგრძელებდა მოღვაწეობას არნოლდ ჩიქობავას სახელობის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის, წამყვანი მეცნიერი თანამშრომლის კვალიფიკაციის, ხოლო 1993-2006 წლებში დირექტორობდა ზემოთნახსენებ ინსტიტუტს. ასევე 2001 წელს არჩეულ იქნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად. 2006 წლიდან დღემდე კი უჭირავს მთავარი მეცნიერი თანამშრომლის პოზიცია სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში.

სამეცნიერო საქმიანობის პარალელურად გუჩა კვარაცხელია სხვადასხვა წლებში ლექციების კურსს კითხულობდა ა. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტსა და ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტში. ამასთან ერთად 1992 წელს იყო განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი. გუჩა კვარაცხელიას მიერ გამოქვეყნებულია 130 სამეცნიერო ნაშრომი. 

ძირითადი შრომებია:

1. ქართული ენის ფუნქციური სტილისტიკა (მონოგრაფია),  თსუ, 1990.
 2.მხატვრული ენის შესწავლის ლინგვისტური ასპექტები  (მონოგრაფია), თსუ, 1995.
3.სტატისტიკური მეთოდებით ლექსიკის სტილისტიკურ-შედარებითი კვლევა,// თანამედროვე ზოგადი და მათემატიკური ენათმეცნიერება, წ. II. თბ., 1967. 
4.ფერისა და სინათლის აღმნიშვნელი სიტყვები ვაჟაფშაველას ლექსიკაში//თანამედროვე ზოგადი და მათემატიკური ენათმეცნიერება, წ. IV, თბ., 1975.
5. ქართული ენის კომპიუტერიზაციის ამოცანები// „მოდელი-96”, თბ., 1996.
6. ენობრივი თვითშეგნება და სალიტერატურო ნორმა, როგორც ღირებულება//კრებ. „ვ.თოფურია – 100”, თსუ, 2001.
7. ვაჟას „ხმაურიანი სამყარო”//გ.როგავასადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებული, თბ., 1997.
8. იდუმალება, სიცრუე-თამაში თუ უფრო ღრმა ჭეშმარიტება („იდუმალების კონცეპტი გალაკტიონის პოეზიაში”)// გალაკტიონოლოგია,//, თბ., 2003.
9. ნორმალიზაციისა და კოდიფიკაციის პროცესთა ტიპოლოგია//წ. „ქართული სალიტერატურო ენის საკითხები: ისტორია და თანამედროვე მდგომარეობა”. პირველი კრებული. თბ., 2007.
10. პრაგმატული კონტექსტის ტიპები//კრებ. „აკადემიკოს ქეთევან ლომთათიძეს”, თსუ, 2008.

  

 ***

ლომთათიძე ქეთევან

ენათმეცნიერი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე.

დაიბადა 1911 წლის 9  თებერვალს ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავში. იქვე მიიღო დაწყებითი განათლება, ხოლო საშუალო სკოლა თბილისში დაამთავრა 1926 წელს. 1927-1931 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე ენათმეცნიერების განხრით. 1932-1934 წლებში ქ. ლომთათიძე მუშაობდა მეცნიერ თანამშრომლად საქართველოს სახელმწიფო მუზეუმსა და ქართული ენციკლოპედიის რედაქციაში. 1934-1937 წლებში სწავლობდა ასპირანტურაში აფხაზური ენის სპეციალობით (ხელმძღვანელი _ პროფ. ს. ჯანაშია). 1938 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე “ძირითად დროთა წარმოება აფხაზურში”, 1945 წელს _ სადოქტორო დისერტაცია, რომელიც ეძღვნებოდა აბხაზური ენის ტაპანთური დიალექტის თავისებურებებს. ეს იყო საქართველოში პირველი სადოქტორო დისერტაცია მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა შესახებ. ქ.ლომთათიძე წლების განმავლობაში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი (1953-63 და 1975-88), სსრკ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.

აკად. ქ. ლომთათიძე იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების და, საერთოდ, ქართული ენათმეცნიერების არამხოლოდ დიდი წარმომადგენელი იყო, არამედ, წლების განმავლობაში მისი განვითარების ერთ-ერთი განმსაზღვრელიც. განსაკუთრებულია ქ. ლომთათიძის ღვაწლი აფხაზური ენის კვლევის საქმეში. ის სამართლიანად მიაჩნიათ აფხაზური ენის ყველაზე დიდ და ავტორიტეტულ სპეციალისტად. აფხაზურსა და მის ახლომონათესავე აბაზურს, იბერიულ-კავკასიურ ენათა შორის ურთულესი ფონეტიკური სისტემისა და გრამატიკული სტრუქტურის ენებს ეძღვნება ქ. ლომთათიძის 6 მონოგრაფია და 150-ზე მეტი სამეცნიერო სტატია. მონოგრაფიებმა, რომლებშიც ქ. ლომთათიძემ აბაზური ენის ტაპანთური (1944) და აშხარული (1954) დიალექტების გამოწვლილვითი ანალიზი წარმოადგინა, მსოფლიო აღიარება მოუტანა მეცნიერს. ეს წიგნები ყველა კავკასიოლოგის სამაგიდო წიგნად იქცა. ფუნდამენტური მნიშვნელობისაა მისი გამოკვლევა “აფხაზური და აბაზური ენების ისტორიულ-შედარებითი ანალიზიI”, რომელშიც აფხაზურ-აბაზური სალიტერატურო ენათა და კილო-კავთა მონაცემების გათვალისწინებით (აგრეთვე, მეტყველების ინდივიდუალურ თავისებურებათა მოხმობით) განხილულია ამ ენათა ფონეტიკის ყველა ძირითადი საკითხი.

დიდია ქ. ლომთათიძის წვლილი ქართველურ ენათა შესწავლის საქმეში. ამ სფეროში მას ეკუთვნის მრავალი სამეცნიერო გამოკვლევა, მაგრამ განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ორი მონოგრაფია: “კომპლექსთაგან მიმდინარე ბილაბიალური ხშულები ქართველურ ენებში”და“სონანტთა მეზობლად ხშულთა გამკვეთრება (დაყრუება) ქართველურ ენებში”. 1988 წელს სოხუმში აფხაზურ ენაზე გამოქვეყნდა მონოგრაფია “აფხაზური ენის საკითხები”, რომელშიც სრულად და ზუსტად არის წარმოდგენილი აფხაზური ენის აგებულების ყველა საკვანძო საკითხი. ქ. ლომთათიძის ნაშრომში “აბაზური ენა” მოკლედ არის განხილული აბაზური ენის ფონეტიკისა და გრამატიკის არსებითი საკითხები.

მეტად მნიშვნელოვანია ქ. ლომთათიძის ღვაწლი საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებისათვის საენათმეცნიერო კადრების მომზადების საქმეში. მისი ხელშეწყობით ჩაება სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში ათობით ახალგაზრდა ქართველი და აფხაზი, აბაზი და ჩერქეზი, ჩეჩენი და ხუნძი… მისი ხელმძღვანელობითა და კონსულტაციით მომზადდა 30-ზე მეტი სადოქტორო და საკანდიდატო დისერტაცია.

ნაყოფიერი იყო ქ. ლომთათიძის სამეცნიერო-საორგანიზაციო მუშაობა: ოცდაორი წლის განმავლობაში ედგა სათავეში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტს;  წლების განმავლობაში იყო ზოგადი ენათმეცნიერებისა და მთის იბერიულ-კავკასიური ენების განყოფილებათა ხელმძღვანელი, იბერიულ-კავკასიური ენების სისტემისა და ისტორიის საკითხებისადმი მიძღვნილ რეგიონალურ სამეცნიერო სესიათა საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე, საერთაშორისო ორგანოს“იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების წელიწდეულის”მთავარი რედაქტორი, მრავალი სამეცნიერო საბჭოს, ავტორიტეტული სამეცნიერო ორგანოსა თუ კრებულის სარედაქციო კოლეგიის წევრი, ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი სახელმწიფო კომისიის აქტიურიწევრი… ქ. ლომთათიძე თითქმის 70 წლის განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას: კითხულობდა ლექციებს აფხაზურ ენაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კავკასიურ ენათა განყოფილებაზე; 1938-1940 წლებში უძღვებოდა ზოგადი ენათმეცნიერების კურსს სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში.

აკად. ქ. ლომთათიძის ღვაწლი დაფასებული იყო ქართველი და მოძმე კავკასიელი ხალხების მიერ: საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდებასთან ერთად (1962), მინიჭებული ჰქონდა აფხაზეთისა და ყაბარდო-ბალყარეთის ავტონომიურ რესპუბლიკათა მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება(1961), იყო სახელმწიფო პრემიის ორგზის ლაურეატი (ერთხელ _ როგორც “ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის” ერთ-ერთი რედაქტორი და მეორედ _ ნაშრომთა ციკლისათვის ქართველურ და აფხაზურ-ადიღურ ენათა კვლევის სფეროში), დ. გულიას პრემიის ლაურეატი, თბილისის საპატიო მოქალაქე, მრავალი სახელმწიფო ჯილდოს მფლობელი: საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე(1962), აფხაზეთის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1961), საპატიო ნიშნის ორდენი (1953), ლენინის ორდენი (1960), საქართველოს სახელმწიფო პრემია (1971), ოქტომბრის რევოლუციის ორდენი (1981)

ქ. ლომთათიძე გარდაიცვალა 2007 წელს.

ნაშრომები:

წიგნები

 1.აფხაზური ენის ტაპანთური დიალექტი, თბ. 1944
 2 .აშხარული დიალექტი და მისი ადგილი სხვა აფხაზურ-აბაზურ დიალექტებს შორის, თბ.  1954
 3 .აფხაზური და აბაზური ენების ისტორიულ-შედარებითი ანალიზი. Iსისტემა და ფონეტიკური პროცესები, თბ. 1976
 4.ლოკალურ პრევერბთა ძირითადი სახეობანი აფხაზურსა და აბაზურში, თბ. 1982
  5.კომპლექსთაგან მომდინარე ბილაბიალური ხშულები ქართველურ ენებში, თბ. 1984
  6.აბაზური ენა (მოკლე მიმოხილვა), თბ. 2006

 

სტატიები

7. “ადამიანის”  აღმნიშვნელი აოჳõé სიტყვა აფხაზურში. – სმამ. ტ. IV, №7, 1943, გვ. 725-73
8.არნოლდ ჩიქობავა და განმარტებითი ლექსიკონი. – ჟურნ. ქართ. ენა და ლიტ. სკოლაში, 1985, №3-4, გვ. 221-231
9.არნოლდ ჩიქობავა. – ჟურნ. მეცნ და ტექნიკა, 1959, №2, გვ. 5-8
იხ. ახვლედიანი გ., დათიკაშვილი ქ., ვაჩნაძე ს., თოფურია ვ., ლომთათიძე ქ., ღოღობერიძე ნ., არნ. ჩიქობავა, წერეთელი გ. – ამხ. აგიაშვილის…
9.            ბგერათა პროცესებისა და ბგერათა შესატყვისობის ზოგი საკითხი იბერიულ-კავკასიურ ენებში (ქართველურ-აფხაზურ-ადიღეურ ენათა მასალაზე). – სმამ. ტ. XVI №10, 1955, გვ. 821-828; ენათმეცნ. ინ-ტისVI(XII) სამეცნ. სესია, თეზისები თბ., 1955, 10-11 მაისი
10.          ბულბულის ერთ-ერთი სახელწოდების ” ყარანა” სგამო. – სმამ, ტ. 5, №1, 1944, გვ. 121-124. – რეზ. რუს. ენ.
11.          დამოკიდებული წინადადების ერთი თავისებურება ზოგ ქართულ დიალექტში. – იკე, ტ. I, თბ., 1946, გვ. 337-345. – რეზ. რუს. ენ.
12.          დანაწევრებითი რიცხვითი სახელის თავისებური გამოხატვა აბხაზურსა და ქართულში. – იკეწ, 1961, ტ. 8, გვ. 76-85. – რეზ. რუს. ენ.
13.          დიალექტური ლექსიკის ადგილი ქართული სალიტერატურო ენის ლექსიკონში. – IIრესპ. სესია, თეზისები, თბ., 1980, გვ. 9-10
14.          შარაძენიძე თ., ძიძიგური შ., დიდი ენათმეცნიერი. – მაცნე, 1978, №3, გვ. 174-177 არნ. ჩიქობავას დაბადების და სამეცნ.-პედ. მოღვაწეობის 55 წლისთავის გამო
15.          შარაძენიძე თ., ძიძიგური შ., დიდი ენათმეცნიერი, – გაზ. სახ. განთლება, 1978, 26 მარტი, გაზ. სამშობლო, 1978, 12 აპრ. არნ. ჩიქობავას დაბადების 80 წლისთავის გამო
17.          დიდი წარსული და საიმედო მომავალი. – გაზ. ახ. კომუნისტი, 1985, 5 თებ.
18.          დიდი გულისხმიერება. – გაზ. კომუნისტი, 1959, 17 ოქტ. შთაბეჭდილებები საენათმეცნიერო კვლევა-ძიების შესახებკოლხეთში
19.          დიდი ღვაწლი. – გაზ. კომუნისტი, 1968, 14 ივნ., გვ. 3. არნ. ჩიქობავასდაბადების 70 წლისთავი
20.       დილას იტყვის დიდი სახეობისათვის ვეფხისტყაოსანში. – ენათმეცნ. ინ-ტისXXXIსამეცნ. სესია, თეზისები, თბ., 1966, გვ. 6-7; იკეXV, თბ., 1966, გვ. 35-38
21.          ენათმეცნიერების ინსტიტუტი ოქტომბრის რევოლუციის 60 წლისთავზე. – მაცნე, 1977, №3, გვ. 7-26
22.          ენათმეცნიერების განვითარება საქართველოში. – საიუბილეო კრებული, 1960-61; გვ. 453-483
23.          ენის განვითარების კანონზომიერების საკითხის შესახებ. – იკე, ტ. III, თბ., 1952, გვ. 107-135; – რეზ. რუს. ენ.
24.          ენის შესახებ სტალინური მოძღვრების ძირითადი დებულებები. – აფხაზეთის ენის, ლიტ. და ისტორიის ინ-ტის შრ., ტ. XXIV, 1951, გვ. 39-69
25.          ერთ-ერთი იბერიულ-კავკასიური ფუძისათვის. – თსუ IX სამეცნ. სესია, თეზისები, – 1965, 4-8 მაისი
26.      ერთის აღმნიშვნელი ფუძის ისტორიისათვის ქართველურზე და აფხაზურ-ადიღურ ენებში. – ენათმეცნიერ. ინ-ტის XვIსამეცნ. სესია, თეზისები, თბ., 1958, 10-11 ნოემბ.
27.          ერთი რიცხვითი სახელის ისტორიისათვის ქართველურსა და აფხაზურ-ადიღურ ენებში. – იკე, XIII, თბ., 1962, გვ. 69-80. – რეზ. რუს. ენ.
28.          ვეფხისტყაოსნის ერთი სადაო ადგილის განმარტებისათვის. – შოთარუსთაველისსაიუბილეოკრებული, თბ., 1966, გვ. 374-379
29.          ზ ბგერის წარმომავლობისათვის ქართველურ ენათა ზოგ ფუძეში. – თსუ ფილოლოგ. ფა. VIსამეცნ. სესია, თეზისები, თბ., 1960, გვ. 14-15
30.          ზმნის ინფინიტური წარმოების კვალი ძველ ქართულში. – იკე, IX-X, 1958, გვ. 111-117; ენათმეცნ. ინ-ტის XIII სამეცნ. სესია, თეზისები, 1976, 16-17 მაისი
31.          თბება ტიპის ზმნათა ისტორიისათვის ქართულში. – იკე, IV, თბ., 1953, გვ. 75-81. – რეზ. რუს. ენ.
თვალსაჩინო ენათმეცნიერი. – გაზ. კომუნისტი, 1979, 12 ივნ. გვ. 4 პროფ. თ. შარაძენიძის დაბადების მე-60 წლისგამო
32.          ი. ჯავახიშვილი და ქართულისა და მთის იბერიულ-კავკასიური ენების ისტორიულ-გენეტიკური ურთიერთობის პრობლემა. – იკე, XVI, 1968, გვ. 263-272
33.          იო დაბოლოებიანი სოკოს სახელები ქართულში. – მაცნე, 1982, №3 გვ. 81-87; საქ.ქართ. ენის კათედრათა III რესპ. სესია, თეზისები, თბ., 1981, გვ. 38
33.          ისევ ფშაველთა ლაშარის ჯვარის შესახებ. – საქ. ქართ. ენის კათედრათა VIრესპ. სესია, თეზისები, თბ., 1984, გვ. 14-15
34.          ი. სტალინის შრომა მარქსიზმი და ენათმეცნიერების საკითხები და მისი მნიშვნელობა საბჭოთა ენათმეცნიერებისათვის. – იკე, ტ. IIIთბ., 1952, გვ. 33-73. – რეზ. რუს. ენ.
35.          კალკებთან დაკავშირებული ზოგი საკითხი ქართულში. – გაზ. ლიტ. საქართველო, 1985, 22 მარტი. – გვ. 12-13
36.          კალკების საკითხისათვის ქართულში. – საქ. ქართ. ენის კათედრათა X კონფ., თეზისები, თბ., 1984, გვ. 18-19
37.          კერავს ზმნის ეტიმოლოგიისათვის. – ენათმეცნ. ინ-ტის XXXIX სამეცნ. სესია, თეზისები, თბ., 1983, გვ. 36-37
38.          კვლავ ლაშარის ჯვარი სშესახებ. – ჟურნ. მნათობი, 1985, №8, გვ. 142-147
39.          სიტყვის ეტიმოლოგიისათვის კომპლექსთაგან მომდინარე ბილაბიალური ხშულები ქართველურ ენებში. თბ., 1984, 68 გვ. – რეზ. რუს. ენ.
40.          ლაბიალიზაციის საკითხისათვის ქართველურ ენებში. – იკე, XVI, 1968, გვ. 69-73 – რეზ. რუს. ენ.
41.          მართვე და მისი ზანური შესატყვისი. – სმამ, №1, 1961, გვ. 263-268
42.          მასდარის ერთი კორელაციური წყვილისათვის ძველ ქართულში. – ენათმეცნ. ინ-ტის XXXIV სამეცნ. სესია, თეზისები, თბ., 1978, გვ. 20
43.          მიჩნევის (მოჩვენების, მოჩვენებითობის) კატეგორიისათვის აფხაზურ-ადიღეურ ენებში და შესაბამისი ზმნური წარმოების საკითხი ქართულში. – იკე, XVIII, 1970, გვ. 153-160
44.          მოწონება-სიყვარულის გამომხატველი ზმნათა ამოსავალი სემანტიკისათვის. – საქ. ენის კათედრათა კონფ., თეზისები, თბ., 1980, გვ. 31-34
45.          ნათესაობითის ზოგი სახელის წარმოების და კნინობითობის -ია სუფიქსის საკითხი, – ენათმეცნ. ინ-ტის XXXVIII სამეცნ. სესია, თეზისები, თბ., 1982, გვ. 28-36
46.          ნაშთები მესამე პირის ობიექტური პრეფიქსისა გურულსა და აჭარულში. – თსუ შრ., ტ. VI, 1931, გვ. 123-138
47.          პოზიციურად  შეპირობებული ფონეტიკური ვარიანტის განზოგადების საკითხისათვის. – იკეწ, 1980, ტ. 7, გვ. 101-106, – რეზ. რუს. დაინგლ. ენ.
48.          პოზიციური წარმოშობის მკვეტრი სპირანტები გურულ დიალექტში. – იკეწ, 1986, ტ. 13, გვ. 66-71. – რეზ. რუს. და ინგლ. ენ; საქ. ქართ. ენის კათედრ. სსრ რესპ. სესია, თეზისები, თბ., 1983, გვ. 25-26
49.          პოტენციალისის კატეგორია ქართველურსა  და აფხაზურ-ადიღეურ ენებში. – იკეს, 3, 1976, გვ. 101-114. – რეზ. ქართ. და ინგლ. ენ; თსუ, ფილოლოგია Iკონფ. მასალები, თბ., 1975, გვ. 56-57
50.          რიწა სიტყვის ეტიმოლოგიისათვის. საქ. მეცნ. აკად. ენის ინსტ. IV სამეცნ. სესია. 1947, თეზისები, 19-21 ნოემბ.
51.          საენათმეცნიერო წრე. – გაზ. ახ. სტალინელი, 1953, 15 მაისი
52.          საურთიერთო კატეგორიის საკითხისათვის ქართველურ ენებში. საურთიერთო კატეგორია ზანურ ენაში. – ენათმეცნ. ინ-ტისა და ხელნაწერთა ინს-ტის აერთ. სამეცნ. სესია თეზისები, 1961, გვ. 24-25; კრ. ქესს, II, თბ., 1961, გვ. 211-212
53.          სახელოვანი თანასოფლელები. – გაზ. ხიდისთაველი კოლმეურნე, 1959, 20 ივლ.
54.          ფანჩვიძე ვლ. სახელოვანი საბჭოთა ენათმეცნიერი. – გაზ. კომუნისტი, 1958, 17 დეკ. არნ. ჩიქობავას დაბადების 60 წლისთავისადმი
55.          სემანტიკის ზოგი საკითხი სტალინური საენათმეცნიერო მოძღვრების შუქზე. – თსუ შრ., ტ. 49, თბ., 1953, გვ. 159-171
56.          სიტყვის უკუსესხების ერთი შემთხვევა. – ენათმეცნ. ინ-ტის XLIII, სამეცნ. სესია, თეზისები, თბ., 1985., გვ. 28
57.          სონანტიან კომპლექსში მჟღერის გამკვეთრება და ზოგი საკუთარი სახელი სწარმომავლობის საკითხი ქართულში. – ენათმ. ინსტ-ტის XLIVსამეცნ. სესია, თეზისები 1986, 11-13 ივნ. გვ. 23
58.          ჯანაშია ს. ენათმეცნიერება. – იკე, 1985, ტ. 24, გვ. 3-9 – რეზ. რუს. ენ.
59.          სონანტთა ბრუნებისა და ფონემათა კორელაციური წყვილების საკითხისათვის (აფხაზურ-ადიღურ და ქართველურ ენათა მონაცემების მიხედვით). – ენათმეცნ. ინ-ტის XXX სამეცნ. სესია, თეზისები, თბ., 1974, გვ. 13
60.          სონანტთან კომპლექსში მჟღერის გამკვეთრება და ზოგი საკუთარი სახელის წარმომავლობის საკითხი ქართულში. – ენათმეცნ. ინ-ტის XLIV სამეცნ. სესია, თეზისები, თბ., 1986, გვ. 23
61.          უბიხურ ენაში ქართველურ ენათაგან შესული ლექსიკური მასალის საკითხისათვის. – იკე, ტ. 19, 1947, გვ. 93-99. – რეზ. რუს. ენ.
63.          უკანა რიგის ხშულ ლაბიალიზებულ კომპლექსთა შერწყმით მიღებული ბ, ფ, პ ქართველურ ენებში. – იკე, ტ. XIV, 1964, გვ. 102-108
64.          უკანა რიგის ხშულთა წინა რიგის ხშულებით შენაცვლების კანონზომიერებისათვის ქართველურ ენებში. – თსუ VI სამეცნ. სესია, 1962, თეზისები, გვ. 12-13
65.          უნიშნო ვნებითის ისტორიისათვის ქართულში. – აკად. ნ. მარის სახ. ინ-ტის VI სამეცნ. სესია, თეზისები, 1949, 29-30 დეკ; 1950, 8 იანვ.
66.          ფონეტიკურ კანონთა ბუნების ზოგი საკითხის შესახებ. სტალინის სოციალიზმის ეკონომიური პრობლემები სსრ კავშირში შუქზე. – თსუ სამეცნ. სესია, თბ., 1953, თეზისები, გვ. 13-15
67.          ფონეტიკურ ცვლილებათა არათანაბარი ხასიათის შესახებ. – იკე, 1985, ტ. 23, გვ. 31-35. – რეზ. რუს. ენ.
68.          ქ სუფიქსისათვის მეგრულ ზმნებში, – იკე, I, 1946, გვ. 131-140 რეზ. რუს. ენ.
69.          ქართველურ ენათა ლექსიკა უბიხურში. – იკე, ტ. XIX, თბ., 1947, გვ. 93-99
70.          ქართველური ენები და მათი მნიშვნელობა იბერიულ-კავკასიურ ენათა მეცნიერული ისტორიისათვის. – ენათმეცნ. ინ-ტის III (IX) სამეცნ. სესია, თეზისები, თბ., 1952, 24-25-26 ივნისი
71.          ქართველურ ენათა ნათესაობის ლექსიკიდან (დედამთილ-მამამთილი; სიდედრ-სიმამრი). – ენათმეცნ. ინ-ტის ხLსამეცნ. სესია, თეზისები, თბ., 1983, გვ. 22-23
72.          ქართველურ ენათა ნათესაობის ლექსიკიდან. – იკეწ. 1984, ტ. 11, გვ. 37-45 – რეზ. რუს. ინგლ. ენ.
73.          ქართულ-აფხაზური ბგერათფარდობიდან. ქართ. წაფხ. შფ. – იკეწ 1977, ტ. 4, გვ. 81-88. – რეზ. რუს. და ინგლ. ენ.
74.          ქართულია ქვს ზმნა მეგრულში. – ქესს, III, თბ. 1963, გვ. 29-32. რეზ. რუს. ენ.
75.          ქართული ენათმეცნიერება. – კრ. მეცნიერება საბჭოთა საქართველოში 40 წლის მანძილზე. თბ., 1961, გვ. 453-482
76.          ქართული კერავს ზმნის ეტიმოლოგიისათვის. – იკეწ, 1986, ტ. 25, გვ. 125-128, – რეზ. რუს. ენ.
77.          ქართული მართვე და მისი ზანური შესატყვისი. – სმამ, ტ. I, 1961, გვ. 211-220
78.          ქართ; მ-სადა აფხაზურ-აბაზური ბ-ს ბგერათშესატყვისობისათვის. – იკეწ, 1980, ტ. 7, გვ. 56-58. – რეზ. რუს. და ინგლ. ენ.
79.          ქართულ-აფხაზური ბგერათფარდობიდან: ქართ. წაფხ. შვ. – იკეწ, ტ. 4, 1977, გვ. 81-88. (ენათმეცნ. ინ-ტის XXXIIსამეცნ. სესია, თეზისები, თბ., 1976, გვ. 20-21)
80.          ლეჟავა ლ. ქართული ენის მოამაგე. – გაზ. კომუნისტი, 1985, 20 იანვ. ივ. გიგინეიშვილის დაბადების 75 წლისთავი
81.          ქართული ენის მსახური. – გაზ. ლიტ. საქართველო, 1979, 16 თებ. საუბარი საქ. ენათმეცნ. ინ-ტის დირექტ. ქ. ლომთათიძესთან რუსულ-ქართული ლექსიკონის გამოც. დაკავშ.
82.          ქართული მეკვლე. – გაზ. სამშობლო, 1977, 15 აგვ. ენათმეცნ. ინ-ტის მუშაობის შეს.
83.          ქართული ქცევის კატეგორია ქართველურსა და აფხაზურ-ადიღურ ენებში, – იკეწ, №3, 1976, გვ. 87-100. – რეზ. რუს. და ინგლ. ენ.
84.          ლ | რ-ს მონაცვლეობისათვის ქართველურ ენათა ფუძეებში. – იკე, ტ. XI, 1959, გვ. 71-76; ენათმეცნ. ინ-ტის XIV სამეცნ. კონფ. თეზისები, 1957, 10-13 ივნ.
85.          ქართული ღ | → რბგერათმიმართებისათვის აფხაზურ-ადიღურ ენებში. – სმამ, ტ. XXI, №5, 1958, გვ. 623-626
86.          შვილ ფუძის შედგენილობისათვის. – VI რესპ. სესია, თეზისები, თბ., 1985, გვ. 41-42
87.          შინაურ ცხოველთა სახელწოდების ზოგი სპექტი ქართული ენის დიალექტთა მონაცემების მიხედვით. – IV რესპ. სესია, თეზისები, თბ., 1982, გვ. 20-21
88.          შინაურ ცხოველთა ზოგადი სახელისათვის ქართული ენის დიალექტებში. – VIII რესპ. დიალ. სესია, თეზისები, თბ., 1986, გვ. 31
89.          წინა ენის მიერ სპირანტთა უძველესი სისტემისათვის ქარტველურ ენებში. – სმამ, ტ. 29, №2, 1962, გვ. 253-256
90.          ხელისა და ფეხის აღმნიშვნელი ფუძეების უძველესი სახეობებისათვის აფხაზურ-ადიღურ ენებში და ზოგი ქართველური ფუძის ანალიზის საკითხი. იკე, XV, თბ., 1966, გვ. 150-160. – რეზ. რუს. ენ.
91.          ხშულ-ლაბიალურ კომპლექსთა შერწყმით მიღებული ბ, ფ, პ ქართველურ ენებში. – იკე, XIV, თბ., 1964, გვ. 101-108. – რეზ. რუს. ენ
92.          აბაზური ენა, შესულია 1989 წელს ნიუ-იორკში გამოცემულ ჩრდილო-დასავლურ კავკასიური ენების კრებულში, ინგლისურ ენაზე

გამოყენებულია ქსე, ტ. 6, გვ. 285, თბ., 1983 წელი.

 

 *** 

ყაუხჩიშვილი თინათინ

ფილოლოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1953), პროფესორი (1968), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1979), მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1975), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1993).

ყაუხჩიშვილმა პირველმა ფუნდამენტურად შეისწავლა საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებული ბერძნული წარწერები.

დაიბადა 1919 წლის 10 მაისს, ქალაქ თბილისში. 1936 წელს დაამთავრა თბილისის პირველი საცდელ-საჩვენებელი სკოლა (ზანდუკელისსკოლა), 1941 წელს _ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, ქართული ენისა და ლიტერატურის განყოფილება, 1944 _ მეცნიერებათა აკადემიის ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის ასპირანტურა

მისი სამეცნიერო ხარისხი თუ აკადემიური თანამდებობები 1945 წლიდან 1993 წლამდე ასეთი თანმიმდევრობით იცვლებოდა: ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი საკანდიდატო დისერტაცია “მასალები À-მერვეს ისტორიისათვის (VI-Xსს-ის ძეგლებისმიხედვით)” (1945), საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი (1945),  ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სადოქტორო დისერტაცია “ბერძნული წარწერები საქართველოში” (1953),  პროფესორი (1968), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1979), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1993), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (1945-1999), საქართველოს ეროვნული აკადემიის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერი თანამშრომელი (1999-2006).  ლექციებს კითხულობდა ლენინგრადის, იენისა და ლაიფციგის უნივერსიტეტებში.

თინათინ ყაუხჩიშვილის მეცნიერულ ინტერესს იწვევდა: ბერძნული ეპიგრაფიკა, ანტიკური წყაროები საქართველოს შესახებ, ასევე ანტიკური ლიტერატურა. კერძოდ,  ძველი ბერძნული ენა. მას ეკუთვლის 120-მდე სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 19 წიგნი. მისი შრომები გამოქვეყნებულია სხვადასხვა ქვეყნებში: რუსეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიასა და ბულგარეთში.

დაჯილდოვებულია: ვილკენმანის საზოგადოების პრეზიდიუმის წევრი (1971), სსრკ-საბერძნეთის საზოგადოების პრეზიდიუმის წევრი (1981), საქართველოს ისტორიული წყაროების კომისიის უცხოური წყაროების კომისიის თავმჯდომარე (1982), ღირსების ორდენის კავალერი (1999), სიმონ ყაუხჩიშვილის სახელობის პრემია (2008)

 

თინათინ ყაუხჩიშვილი გარდაიცვალა 2011 წელს.

თინათინ ყაუხჩიშვილის ძირითადი შრომებია 15 წიგნი და 80-მდე სამეცნიერო ნაშრომი ქართულ, რუსულ, გერმანულ, იტალიურ, ფრანგულ, ინგლისურ ენებზე:

 

წიგნები:

 1.            ბერძნული წარწერები საქართველოში, თბ. 1951
2.            ბერძნული წარწერები საქართველოში, თბ. 1953
3.            სტრაბონის “გეოგრაფია” (ცნობები საქართველოს შესახებ), თბ. 1957
4.            აპიანე “მითრიდატეს ომების ისტორია”, თბ. 1959
5.            ჰეროდოტეს ცნობები საქართველოს შესახებ, თბ. 1960
6.            ჰიპოკრატეს ცნობები საქართველოს შესახებ, თბ. 1965
7.            ბერძენ მწერალთა ცნობები საქართველოს შესახებ I-VIტ. (1967-1983)
8.            ჰეროდოტე “ისტორია” I-IIტ. თბ. 1975-76
9.            საქართველოს ისტორიის ძველი ბერძნული წყაროები, თბ. 1976
10.          საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი, ტ. I. თბილისი, 1999
11.          ბერძნული წარწერების კორპუსი, ტტ. II-III, თბილისი 2002
12.          ბერძნული ეპიგრაფიკა, თბილისი 2002
13.          საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი, მეორე გამოცემა, თბ. 2004
14.          ბერძნული პალეოგრაფია, თბილისი 2004
15.          საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი, მესამე გამოცემა, თბ. 2009

 

სტატიები

 1.            მასალები À-ს ისტორიისათვის (V-XIსს), თბილისი 1944
2.            hios arren  ძე წული. ენიმკის მოამბე, XIV, თბილისი, 1944.
3.            ზოგიერთი კავშირისა და ნაწილაკის მნიშვნელობისათვის ძველ ქართულში. იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება, I, თბილისი, 1946.
4.            ბერსუმა პიტიახშის წარწერისათვის. თსუ შრომები, XXX/IB, თბილისი, 1947.
5.            გრემის ბერძნული წარწერა. თსუ შრომები, 37, თბილისი, 1949.
6.            იოანე ვახტანგის ბერძნული წარწერა. მეცნ. აკად. მოამბე, X, 6, თბილისი, 1950.
7.            Греческая надпись Иоанна – Вахтанга. Сообщения АН Грузии, ХI, 6. Тбилиси, 1950.
8.            ქართული ხელნაწერების ბერძნული მინაწერები. მიმომხილველი, II, თბილისი, 1952.
9.            კომპოზიტები ძველ ქართულში. თსუ შრომები, 47, თბილისი, 1952.
10.          გენოს – ტერმინის მნიშვნელობისათვის სტრაბონთან. მიმომხილველი, III, თბილისი, 1953.
11.          წილკნის გემის ბერძნული წარწერა. მასალები საქართველოს არქეოლოგიისათვის, I, თბილისი, 1955.
12.          ბიჭვინტის მოზაიკისბერძნული წარწერა. მეცნ. აკად. მოამბე, XVI, 1, თბილისი, 1955.
13.          ჰეროდოტეს ზოგიერთი ცნობის შესახებ. მასალები საქართველოს ისტორიისათვის, # 32, თბილისი, 1955.
14.          Греческая надпись бичвинтской мозаики. Сообшения АН Грузии, Т. XVI, 1, Тбилиси, 1955.
15.          სტრაბონის ტერმინოლოგიისათვის. ისტორიის ინსტ.-ის შრომები, II, თბილისი, 1956.
16.          Греческая надпись на сухумском светильнике. Труды абхазского института… , №3. Сухуми, 1957.
17.          Эпиграфические новости из Грузии. ВДИ, 1958, № 4.
18.         Eine griechische Inschrift auf einen Öllämpchen aus Suchumi. Bibliotheca classica Orientalis, 1960, 4.
19.          Die Geographie Strabons. Bibliotheca classica Orientalis, 1960, 5.
20.          მემნონის ცნობები საქართველოს შესახებ. მასალები საქართველოს ისტორიისათვის, # 34, თბილისი, 1962.
21.          Epigraphische Neuigkeiten aus Grusien. Bibliotheca classica Orientalis, 1962, 2.
22.          ფსევდო-სკილაქსის ზოგიერთი ცნობის შესახებ. ქართული წყაროთმცოდნეობა, I, თბილისი, 1965.
23.          პოლიბიოსის ცნობები საქართველოს შესახებ. “ორიონი”, თბილისი, 1967.
24.          ვანის ბერძნული წარწერები. მეცნ. აკადემიის მოამბე, XLVIII, 1, თბილისი, 1967.
25.          კაზრეთის ბერძნული წარწერა. საქ. მუზეუმის მოამბე, XXVII-B. თბილისი, 1967. 26            
26.  Hippokrates’ Zeugnisse über Georgien. Bibliotheca classica Orientalis, 1967, 2.
27.          Греческая надпись из Казрети. Виз. Временник, № 29, Москва, 1968.
28.          არისტოტელეს ზოგიერთი ცნობის შესახებ. ქართული წყაროთმცოდნეობა, II, თბილისი, 1968.
29.          რეცენზიან.  ლომოურის წიგნზე “დიონკასიუსის ცნობები საქართველოს შესახებ”. ქართული წყაროთმცოდნეობა, II, თბილისი, 1968.
30.          Греческая эпиграфика, как источник истории Колхиды. Тезисы научной международной сессии, Тбилиси, 1969.
31.          ჰერაკლიდე და მისი ცნობები საქართველოს შესახებ. აღმოს. ფილოლოგია, I, თბილისი, 1969.
32.          ახალი გამოკვლევა კოლხიდის ქალაქების შესახებ: რეცენზია მ. ინაძის წიგნზე: Причерноморские города древней Колхиды. “მნათობი”, თბილისი, 1970, # 6.
33.          ბერძნული ეპიგრაფიკა, როგორც საქართველოს ისტორიის წყარო. ქართული წყაროთმცოდნეობა, III, თბილისი, 1971.
34.Héraclide et ses connaissances sur la Géorgie. Bedi Kartlisa, XXVIII, Paris, 1971.
35.          ალექსანდრე გამყრელიძე. ქართული წყაროთმცოდნეობა, IV, თბილისი, 1973.
36.          ანტიკური სამყარო რუსთაველის ეპოქის ისტორიოგრაფიაში, I. მაცნე, ისტორიის… სერია, თბილისი, 1973, # 4.
37.          ანტიკური სამყარო რუსთაველის ეპოქის ისტორიოგრაფიაში, II. მაცნე, ისტორიის… სერია, თბილისი, 1974, # 3.
38.Héraclide et ses connaissances sur la Géorgie. Bedi Kartlisa, XXVIII, Paris, 1971.
39.          Греческая эпиграфика, как источник истории Грузии. „Проблемы античной культуры, Тбилиси, 1975.
40.          ანტიკური სამყარო რუსთაველის ეპოქის ისტორიოგრაფიაში, III. ივ. ჯავახიშვილისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებული. თბილისი, 1976.
41.          ბიჭვინტის ბერძნული წარწერის გამო. ნ. ბერძენიშვილისადმი მიძღვნილი კრებული. თბილისი, 1976.
42.          К истории колхов. “ეირენეს”კონგრესის მასალები. ერევანი, 1976.
43.          Греческие надписи на грузинских фресках. Atti del’primo simposio interna­ti­onale. Milano, 1977.
44. Aischylos’ “Perser” und Herodotos’ “Historie”        საერთაშორისოკონფერენციისმასალები. იენა, 1977.
45.          სტრაბონის “გეოგრაფიის” ტექსტისათვის. ბიზანტინოლოგიური ეტიუდები, თბილისი, 1978.
46.          ესქილეს “სპარსელები” და ჰეროდოტეს “ისტორია”. ქართული წყაროთმცოდნეობა, V, თბილისი, 1978.
47.          ბიჭვინტის მოზაიკის ბერძნული წარწერა. “დიდი პიტიუნტი”, IV, თბილისი, 1978.
48.          Грузинская эпиграфика. Историческая энциклопедия, Москва, 1978.
49.          Strabon und das alte Georgien. Philologus, Berlin. 1978, 1.
50.          Die Kaukasischen Stämme nach den antiken Quellen dargestellt (Heniocher). saerTaSoriso simpoziumis masalebi. Bergamo (Italia). 1979.
51.          О некоторых сведениях Ликофрона и его схолиастов. Сборник материалов конференции по вопросам античной культуры. Тбилиси. 1980.
52.   მასალები კავკასიის ტომთა ეთნოგენეზისათვის, IაქაÁები. მაცნე, ისტორიის… სერია, თბილისი, 1981, # 3.
53.  მასალები კავკასიის ტომთა ეთნოგენეზისათვის, IIჰენიოხები. მაცნე, ისტორიის.. სერია, თბილისი, 1981, # 4.
54.          გრიგოლ წერეთელი. საქ. მუზეუმის მოამბე, XXXVII, თბილისი, 1981.
55.          ნოქალაქევის ბერძნულიწარწერები. “ნოქალაქევი-არქეოპოლისი”, # 1, თბილისი, 1981.
56.          წილკნის აკლდამის ბერძნული წარწერა. მაცნე, ისტორიის… სერია, თბილისი, 1982, # 2.
57.          შესავალი წერილი წიგნში ალ. გამყრელიძე, წერილები. თბილისი, 1983.
58.          Греческие надписи гелатского храма. Источниковедческие разыскания, Тбилиси, 1984.
59.          Греческая надпись эшерского городища. Источниковедческие разыскания, Тбилиси, 1985.
60.          Греческая надпись на бронзовой плите из Вани. Проблемы древней истории Причерноморья. Тбилиси, 1987.
61.          Античные источники по истории г. Батуми. Источниковедческие разыскания, Тбилиси, 1987.
62.          სამეგრელოს ბერძნული ისტორიული წარწერები. ქართული წყაროთმცოდნეობა, VII, თბილისი, 1987.
63.          ვანის ბერძნული წარწერა ბრინჯაოს ფილაზე. ქართული წყაროთმცოდნეობა, VII, თბილისი, 1987.
64.          ანტიკური წყაროები ბათუმის ისტორიისათვის. ბათუმის ინსტიტუტის შრომები, თბილისი, 1987.
65.          Die griechischen Inschriften aus Georgien.  საერთაშორისო კონგრესი ბერძნულ-ლათინურ ეპიგრაფიკაში. სოფია, 1987.
66.          ხობის ბერძნული წარწერა. “ეგრისი”, თბილისი, 1988.
67.          Древнегреческие надписи Грузии. Источниковедческие разыскания, Тбилиси, 1989.
68.          Восточная ономастика в греческих надписях Грузии. Тезисы докладов сессии Иена-Тбилиси, Тбилиси. 1990.
69.          საირხის ბერძნული გრაფიტო. ქართული წყაროთმცოდნეობა, VIII, თბილისი, 1992.
70.          ნოქალაქევის ექსპედიციის მიერ მოპოვებული ბერძნული წარწერები. “ნოქალაქევი-არქეოპოლისი”, III, თბილისი, 1992.
71.          კახეთის წარწერების მიმოხილვა. ალ. ალექსიძისადმი მიძღვნილი საკავშირო კონფერენციის თეზისები, თბილისი, 1992.
72.          ახალი ბერძნული წარწერები არმაზციხე-ბაგინეთიდან. “მცხეთა”, თბილისი, XI, 1996.
73.          ახალი ბერძნული წარწერა არმაზციხე-ბაგინეთიდან (II). “ნარკვევები”IV, საიუბილეო კრებული, თბილისი, 1998.
74.          ბერძნულ წარწერიანი ნივთები მცხეთიდან, ოჩხარი, თბილისი 2002
75.          ადრე ქრისტიანული ბერძნული წარწერები საქართველოში. ქართული წყაროთმცოდნეობა X, თბილისი 2004
76.          სვეტონიუსი, ენა და კულტურა, # 5-6, თბილისი 2005
77.          ბერძნული ეპიტაფია სოხუმიდან, კრებულში: შოთა მესხია – 90, თბილისი 2006
78.          მედეას ეტიმოლოგიისათვის, ქართული წყაროთმცოდნეობა, XI, თბილისი 2006
79.          A recently discovered Greek Inscription from Georgia, moambe t. 175, #1, Tbilisi 2007

 

 

 *** 

შანიძე  მზექალა

ფილოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ–კორესპონდენტი.

დაიბადა 1926 წლის 16 იანვარს ქალაქ თბილისში. უმაღლესი განათლება 1943-48 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტეზე მიიღო. 1948-1951  წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტია სემიტური ენების სპეციალობით. 1951 წელს გახდა ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, 9 წლის შემდეგ კი უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, 1966 წელს –  დოცენტი,  1974 წელს მიენიჭა ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი, ხოლო 1981 წელს პროფესორის. 1997  წელს კი არჩეულ იქნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად.

მზექალა შანიძეს დაკავებული ჰქონდა შემდეგი თანამდებობები: ს.ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილების ჯერ უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი, ხოლო შემდეგ უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (1958-1958), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის სემიტოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (1958-1968), კ.კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტის ძველი ქართული ფილოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი (1968-2002),  კ.კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტის მთავარი კონსულტანტი (2002-2006), ივ.ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის სემიტოლოგიისა და ძველი ქართული ენის კათედრის თანამშრომელი (1952-1958), მოგვიანებით კი დოცენტი (1958-1981), ივ.ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი ქართული ენის კათედრის პროფესორი, ლაბორატორია  „ორიონის”  ხელმძღვანელი (1981-2006).

2006  წლიდან დღემდე ივ.ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის საბჭოს მრჩეველი.

სამეცნიერო გრანტის ფარგლებში პროფესორის ხელმძღვანელობით განხორციელდა ბერძნულ _ ქართული ერთობლივი პროექტი – 1975 წელს სინას მთაზე ახლად აღმოჩენილი ქართული ხელნაწერების კატალოგი. მზექალა შანიძემ  1996 და 2001 წლებში მონაწილეობა მიიღო სინას მთის ქართულ ექსპედიციებში. პროფესორმა ახლად აღმოჩენილი ქართული ხელნაწერები აღწერა, რის საფუძველზეც შემდგომში სამენოვანი კატალოგი შედგა. პროფესორი აქტიურ მონაწილეობას იღებდა შვეიცარიულ-ქართული პროექტის – იაკობის ჟამის წირვის ქართული თარგმანის უძველესი ტექსტი და ბელგიურ-ქართული პროექტის – გრიგოლ ნაზიანზელის თხზულებათა ქართული თარგმანები განხორციელებაში. 2006 წელს კი, მზექალა შანიძემ გამოსაცემად მოამზადა და წინასიტყვაობა დაურთო ათონის (ოშკის) ბიბლიის (978 წ.) ტექსტს, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს მიერ გამოიცა.

მზექალა შანიძე სამეცნიერო საქმიანობას ქართული ენის ისტორიისა და ფილოლოგიის დარგში განაგრძობს. მისი რედაქტორობით ხელმეორედ გამოიცა ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად შეფასებული აკაკი შანიძის ხევსურული პოეზია.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ–კორესპონდენტი 2010 წელს ივანე ჯავახიშვილის პრემიის ლაურეატად დასახელდა.

 

 მზექალა შანიძეს გამოქვეყნებული აქვს 140-მდე მეცნიერული ნაშრომი. მის მიერ სხვადასხვა დროს გამოქვეყნებულია მნიშვნელოვანი პუბლიკაციები:

1. სინას მთაზე წმ. ეკატერინეს მონასტერში 1975 წ. აღმოჩენილ ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა. შეადგინეს ზ.ალექსიძემ. მ.შანიძემ, ლ.ხევსურიანმა და მ.ქავთარაძემ. საბერძნეთის კულტურის სამინისტრო. სინური კვლევის ფონდი. ათენი. 502 გვ. გარდა წიგნის თანაავტორობისა, მთლიანი წიგნის რედაქტორი და ინგლისური ნაწილის მთარგმნელი (გვ. 353-484)
2. Синайская литературная школа. Православная энциклопедия, т. 13 Москва,  სტატია. 2006.
3. Грузинский язык. Москва, Православная энциклопедия, т. 13 Москва, 2007
4. ერთი ადგილის გაგებისათვის თამარის მეორე ისტორიაში. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა. წიგნში „მარიამ ლორთქიფანიძე – 85”.  სტატია. 2007.
5. რუის-ურბნისის კრების დადგენილებათა ერთი დეტალი. ინტელექტი გელათის მეცნიერებათა აკადემიისჟურნალი, # 3. 2007
6. Vazha-Pshavela und die Georgische Literatur. Würzburg, Königshausen und Neumann Vსტატია წიგნში:: Vazha-Pshavela. Fünf Essays, 2007.
7. Жизнь царя царей Давида. Перевод древнегрузинского текста (XIსაუკუნის ტექსტის თარგმანი კომენტარებით „არტანუჯი” წიგნში  «Картлис Цховреба», История Грузии. ред. Р.Метревели, 2008.
8. ცხოვრებაი მეფეთ-მეფისა დავითისი. კრიტიკულად დადგენილი ძველი ქართული ტექსტის მონოგრაფიული პუბლიკაცია. წიგნში: „ქართლის ცხოვრება, რედ. რ.მეტრეველი, 2008.
9. ცხოვრებაი მეფეთ-მეფისა თამარისი „მერიდიანი”, „არტანუჯი”, კრიტიკულად დადგენილი ძველი ქართული ტექსტის მონოგრაფიული პუბლიკაცია. წიგნში: „ქართლის ცხოვრება, რედ. რ.მეტრეველი, 2008.

 

 

 ***

შარაძენიძე თინათინ

ენათმეცნიერი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ -კორესპონდენტი (1974), საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სსრ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.

დაიბადა 1919 წელს ქუთაისში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, 1942 წლიდან იგი საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსიტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელია, ხოლო 1957 წლიდან – ზოგადი ენათმეცნიერების განყოფილების გამგე. 1942 წლიდანვე პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობდა ენათმეცნიერების შესავლისა და ზოგადი ენათმეცნიერების კურსებს. იქვე 1947-1953 წლებში ასწავლიდა სვანურ ენას, ხოლო 1942-1946 წლებში კითხულობდა ქართული ენის კურსს რუსთაველის სახ. თეატრალურ ინსტიტუტში.

თ. შარაძენიძე იყო თანამედროვე ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის ერთ-ერთი შემდგენელი და ლექსიკონის მეექვსე ტომის თანარედაქტორი. მას ლექსიკონზე მომუშავე სხვა სპეციალისტებთან ერთად 1971 წელს მიენიჭა საქართველოს სსრ სახელმწიფო პრემია.

თ.შარაძენიძე ნაყოფიერად მუშაობდა ზოგადი ენათმეცნიერების თეორიისა და იბერიულ-კავკასიური ენების შესწავლის სფეროში. იგი იყო თეორიული ენათმეცნიერების ერთ-ერთი თვალსაჩინო სპეციალისტი საბჭოთა ლინგვისტებს შორის. იგი ასზე მეტი შრომის ავტორია, მათ შორის რვა წიგნისა ქართულ და რუსულ ენებზე. მისი ფუნდამენტური მონოგრაფიები _ “ენათა კლასიფიკაციის პრინციპები”, “თანამედროვე ენათმეცნიერების თეორიული საკითხები”, “ი.ა.ბოდუენ დე კურტენეს ლინგვისტური თეორია”,  “ენათა ტიპოლოგია სინქრონიულ და დიაქრონიულ ასპექტში”და სხვა _  მნიშვნელოვანი შენაძენია თანამედროვე თეორიული ენათმეცნიერებისა. საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ თ.შარაძენიძე ზოგად ენათმეცნიერული საკითხების კვლევისას ფართოდ იყენებდა და ეყრდნობოდა ქართული და ქართველური ენების მონაცემებს. განსაკუთრებული მნიშვნელობისაა მისი გამოკვლევები სვანური ენის შესახებ. იგი იყო ამ ენის თვალსაჩინო მკვლევარი და სპეციალისტი.

თ.შარაძენიძის გამოკვლევებს ფართო რეზონანსი ჰქონდა. მისი შრომები იბეჭდებოდა საკავშირო და უცხოურ პერიოდულ ორგანოებსა და კრებულებში. ღირსეულად წარმოადგენდა ქართულ საენათმეცნიერო სკოლას როგორც საკავშირო სამეცნიერო სესიებსა და კონფერენციებზე, ისე ლინგვისტთა საერთაშორისო კონგრესებსა და სიმპოზიუმებზე (რუმინეთი, უნგრეთი, ჩეხოსლოვაკია, იტალია, ავსტრია, იაპონია). თ.შარაძენიძის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით მომზადდა და თბილისში ჩატარდა საბჭოთა ენათმეცნიერების თეორიული საბჭოს ხაზით ორი საკავშირო სესია _ “ენა და მეტყველება” (1971) და “მნიშვნელობის პრობლემა ენათმეცნიერებაში” (1977).

თ.შარაძენიძე მიწვეული იყო და მონაწილეობას იღებდა საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მრავალტომიან კოლექტიურ ნაშრომში“მსოფლიოს ენები”.

ფართო და მრავალმხრივი იყო თ.შარაძენიძის მეცნიერულ-ორგანიზატორული და საზოგადოებრივი მოღვაწეობა. ენათმეცნიერების თეორიული საკითხების კვლევას მიეძღვნა “ზოგადი ენათმეცნიერების საკითხების” ექვსი კრებული, რომელთა სულისჩამდგმელი და მუდმივი რედაქტორი თ.შარაძენიძე იყო. იგი იყო ერთ-ერთი საუკეთესო პედაგოგი და ახალგაზრდა სპეციალისტთა აღმზრდელი. მისი ხელმძღვანელობით და კონსულტაციებით დამუშავდა მრავალი სადისერტაციო ნაშრომი.

თ. შარაძენიძე გარდაიცვალა 1983 წელს.

 

 ***

ცისკარიძე ვიოლეტა

ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1968), პროფესორი (1970), მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1982).

დაიბადა 1921 წლის 19 დეკემბერს, თბილისში. 1942 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1942-45 წლებში მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. ომის დამთავრების შემდეგ დაიწყო აქტიური პედაგოგიური და საზოგადოებრივი საქმიანობა.

ვ. ცისკარიძის სამეცნიერო კვლევა ეხებოდა უახლესი ქართული ლიტერატურის საკითხებს (XX ს. დასაწყისის ქართული ნოველისტიკა, ქართული ისტორიული რომანი), XX საუკუნის ქართველ კლასიკოსთა (შ. არაგვისპირელი, ვ. ბარნოვი, ნ. ლორთქიფანიძე, ლ. ქიაჩელი, დ. შენგელაია და სხვ.) შემოქმედებას. მას ეკუთვნის წერილები თანამედროვე ქართულ მწერლობასა და ლიტერატურათცოდნეობაზე. ვ. ცისკარიძის მრავალწლიანი მეცნიერული კვლევის შედეგები თავმოყრილია ორტომეულში ,,უახლესი ქართული ლიტერატურის საკითხები” (ნაკვ. I, თბ., 1972; ნაკვ. II, თბ., 1984).

 

                     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s