ნათაძე მაია

 

ნათაძე მაია

ფილოლოგი, დასავლეთ ევროპის ენების სპეციალისტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

დაიბადა 1929 წლის 27 მაისს, თბილისში, ცნობილი მეცნიერების გრიგოლ (ბაბუა) და რევაზ (მამა) ნათაძეების ოჯახში. 1947 წელს დაამთავრა მე-6 ქალთა სკოლა. იმავე წელს გახდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის სტუდენტი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მ. ნათაძე ჩაირიცხა იმავე ფაკულტეტის ასპირანტურაში, მისი ხელმძღვანელი იყო ცნობილი მეცნიერი გიორგი ახვლედიანი. მ. ნათაძემ სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობა გააგრძელა მასწავლებლის, დოცენტის და პროფესორის თანამდებობებზე ინგლისური ფილოლოგიისა და დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის კათედრებზე. 1960 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ,,შექსპირის დრამების სტილის ევოლუცია’’, ხოლო 1974 წელს სადოქტორო დისერტაცია ,,ლინგვისტური სტილისტიკის აგების პრინციპები და ენათა შეპირისპირების სტილისტური ასპექტი’’. 2006 წელს მ. ნათაძემ პროტესტი გამოუცხადა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახ. უნივერსიტეტში მიმდინარე ცვლილებებს და დატოვა უნივერსიტეტი როგორც მეამბოხე პროფესორმა და ასეთი პროფესორების მიმართ გამართული ცნობილი სასამართლოს პროცესის მსჯავრდებულმა.

წლების მანძილზე იგი იყო ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორი და ბათუმის უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი.

მ. ნათაძის სამეცნიერო მოღვაწეობის სფეროს წარმოადგენს ენათმეცნიერება, ლიტერატურის ისტორია და თეორია. იგი არის ასზე მეტი სამეცნიერო სტატიის და ხუთი მონოგრაფიის ავტორი. სხვადასხვა ევროპული ენიდან თარგმნილი აქვს მხატვრული ლიტერატურა: ო. ჰენრის ნოველების კრებული (ინგლისურიდან), კრისტიან პინოს ზღაპრების კრებული ,,ვარსკვლავი გალიაში’’ (ფრანგულიდან), XX საუკუნის ევროპული პოეზია (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, ესპანური და რუსული პოეზია).

მ. ნათაძეს მრავალი ასპირანტი ჰყავდა. იყო 50-მდე საკანდიდატო და სამი სადოქტორო დისერტაციის ხელმძღვანელი.

მ. ნათაძე ხელმძღვანელობდა ანგლო-რომანული ენათმეცნიერების საბჭოს და იყო ლიტერატურის, საზღვარგარეთის ლიტერატურისა და ზოგადი ენათმეცნიერების საკვალიფიკაციო საბჭოს წევრი, ერევნის ენათმეცნიერების ინსტიტუტთან არსებული საკვალიფიკაციო საბჭოსა და ბაქოს უნივერსიტეტთან არსებული ლიტერატურული საბჭოს მიწვეული წევრი.

მ. ნათაძე ეწეოდა საზოგადოებრივ მოღვაწეობას. იგი 1990 – 1991 წლებში იყო I ქართული უზენაესი საბჭოს (პარლამენტის) წევრი. არის არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სოლიდარობა განათლებული საქართველოსთვის’’ ერთ-ერთი დამფუძნებელი და დღემდე ,,ქართული აკადემიის’’ წევრი.

მაია ნათაძე დაჯილდოებულია ივ. ჯავახიშვილის მედლით.

 

 

                                         

         

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s