ბაქრაძე მზია

 

ბაქრაძე მზია

ფილოლოგი, ფრანგული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი.

დაიბადა თბილისში, 1929 წელს ცნობილი მეცნიერის, ფილოსოფოსის კოტე ბაქრაძის ოჯახში. 1948 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა თბილისის მე-6 ქალთა სკოლა. იმავე წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა, მაგრამ მესამე კურსიდან შეიცვალა ფაკულტეტი და განსხვავებული საგნების ჩაბარების შემდეგ უცხო ენების ფაკულტეტის ფრანგული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის სტუდენტი გახდა. 1953 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხოლო 1958 წელს თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტის ასპირანტურა. 1964 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე ,,ჟ.პ. სარტრის მსოფლმხედველობის ევოლუცია მისი ლიტერატურული ნაწარმოებების მიხედვით’’. 1961–62 წლებში თანამედროვე ფრანგულ ლიტერატურაში სპეციალიზაციის მიზნით გაიგზავნა სტაჟირებაზე პარიზში, სორბონის უნივერსიტეტში უცხო ენების ინსტიტუტის მიერ. 1972-73 წლებში მოსკოვის უნივერსიტეტისა და ლიტერატურის ინსტიტუტის დოქტორანტია.

1958-დან 1974 წლამდე მზია ბაქრაძე თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტის ლექტორია, 1971 წლიდან დოცენტია, ფრანგული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. 1974-76 წლებში ფრანგული ენის ფაკულტეტის დეკანია. 1976-დან 1986 წლამდე იგი ამავე ინსტიტუტის ფრანგული ენისა და ლიტერატურის კათედრის გამგეა, 1986-87 წლებში კი ინსტიტუტის პრორექტორი სასწავლო დარგში. 1988-დან 1996 წლამდე იგი ეწეოდა პედაგოგიურ და სამეცნიერო მოღვაწეობას უცხო ენათა ინსტიტუტის ფრანგული ენის კათედრაზე. მისი ძირითადი სალექციო კურსი იყო ,,ფრანგული ლიტერატურის ისტორია შუა საუკუნეებიდან XX საუკუნის ჩათვლით’’.აღსანიშნავია, რომ ხანგრძლივი პედაგოგიური მოღვაწეობის პერიოდში მ. ბაქრაძის სამეცნიერო ხელმძღვანელობით მრავალმა მაგისტრანტმა თუ ასპირანტმა მოამზადა და დაიცვა სამაგისტრო თუ სადისერტაციო ნაშრომი.

2006-დან 2009 წლამდე მ. ბაქრაძე ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის უცხო ენათა ფაკულტეტის სრული პროფესორია, რომანისტიკის განხრით. 2009 წლის 10 ივლისს მიენიჭა უნივერსიტეტის ემერიტუსის წოდება და დღემდე ილია ჭავჭავაძის სახ. უნივერსიტეტის პროფესორ-ემერიტუსია. 2006 – 09 წლებში იგი იყო ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი.

1959 წლიდან 1990 წლამდე მ. ბაქრაძე სისტემატურად მონაწილეობდა თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტის, ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის, მოსკოვის უცხო ენების ფილოლოგიის ფაკულტეტის, საქართველოსა და რუსეთის მწერალთა კავშირის, სორბონის უნივერსიტეტის კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში.

მ. ბაქრაძე 1955_70 წლებში შეთავსებით მუშაობდა რეფერენტად საქართველოს უცხო ქვეყნების მეგობრობისა და კულტურული ურთიერთობის საზოგადოებაში, მუშაობდა საფრანგეთის დელეგაციებთან, საქართველოსა და საფრანგეთს შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავების მიზნით მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზებასა და წარმართვაში. 2004-06 წლებში წარმატებული იყო მისი ურთიერთობა ფრანგული კულტურის ცენტრთან თბილისში _ ,,ალიანს ფრანსეზი’’, დიუმას ცენტრი _ სადაც მან წაიკითხა ლექციების სერია ,,მ. იურსენარის პორტრეტი’’. მ. იურსენარისა და მ. ელიადეს ნაწარმოებთა თარგმანთან დაკავშირებით იგი სტიპენდიით მივლინებული იყო პარიზის მთარგმნელობით ცენტრში. 1963 წელს მ. ბაქრაძემ სორბონის უნივერსიტეტში წაიკითხა ლექციების ციკლი ,,ჟ.პ. სარტრის ლიტერატურული შემოქმედება’’.

მ. ბაქრაძის სამეცნიერო მოღვაწეობა უკავშირდება ფრანგულ ლიტერატურასა და ფილოსოფიას. იგი იკვლევდა ფრანგული ,,ახალი რომანის’’ თეორიულ საფუძვლებს და ეგზისტენციალიზმის პრობლემებს XX საუკუნის ფრანგულ ლიტერატურაში. მისი

სამეცნიერო ნაშრომებიდან აღსანიშნავია:

1. ეგზისტენციალიზმი ფრანგულ ლიტერატურაში _ჟურნ. ,,მნათობი , # 8, 1961 წ.
2. ჟ.პ. სარტრის ფილოსოფიური მოძღვრების ძირითადი დებულებანი _ თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტის შრომები. # 6, 1963 წ.
3. ჟ.პ. სარტრის პიესები _ ჟურნ. ,,მნათობი ’’ , # 4, 1964 წ.
4. ჟ.პ. სარტრის რომანი ,,გულზიდვა ’’, _თბილისის უცხო ენათა პედ. ინსტიტუტის შრომები, # 6, 1973 წ.
5. ჟ.პ. სარტრის პიესა ,,ეშმაკი და უფალი ღმერთი’’. უცხო ენათა ინსტ. შრომები ; 1974 წ.
6. ფრანგული ,,ახალი რომანის » თეორიული საფუძვლები ნ. საროტისა და რობ-გრიიეს მიხედვით, 1969 წ.
7. ფრანგული ,,ახალი რომანი » /ანტი-რომანი /, ჟურნ ,,ხომლი », # 5, 1970 წ.
8. ფრანგული ,,ახალი რომანი » /ანტი-რომანი/, ჟურნ. ,,ხომლი » # 6, 1971 წ.
9. ს. ბეკეტი, ,,გოდოს მოლოდინში », ჟურნ. ,,ხომლი », # 7, 1972 წ.
10. სიტყვის პოეტიკა და მზის სიმბოლიკა ა. კამიუს ნაწარმოებში ,,უცხო » /XX საუკუნე, ლიტერატურის ისტორია, პოეტიკა, ურთიერთობანი/, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1988 წ.

აღსანიშნავია მ. ბაქრაძის საინტერესო წერილები და სტატიები ფრანგული ლიტერატურის შესახებ :

1. ლ. არაგონი ქართული ლიტერატურის შესახებ; გაზ. ,,ლიტერატურული საქართველო’’ , # 6, 1955 წ.
2. ფრანგული ნოველა, /ორტომეულის შესავალი/, გამომც. ,,საბჭოთა საქართველო’’, 1971 წ.
3. ,,ტილ ულენშპიგელი ქართულ მიწაზე », /თ. კოპლატაძესთან ერთად/ ჟურნ. ,,საუნჯე», 1975 წ.
4. ჟაკ ბრელი, ჟურნ. ,,საბჭოთა ხელოვნება », # 12, 1980 წ; გაზ. ,,ალტერნატივა », # 12, 1998 წ, ,,კავკასიური სახლი ».
5. ,,უკვდავების ერთი სავარძელი » /მ. იურსენარი _ საფრანგეთის აკადემიის პირველი ქალი/, გაზ. ,,ლიტერატურული საქართველო », # 3, 1981 წ.
6. ვ. ჰიუგო /დაბადებიდან 100 წლისთავი/, გაზ. ,,ლიტერატურული საქართველო », # 41, 1985 წ. /თ. აფციაურთან ერთად/.
7. ,,დაკარგული სამფლობელოს ძიებაში », /ალენ-ფურნიეს ,,დიდიმონი « / ; / თ. აფციაურთან ერთად/, გაზ. ,,ლიტერატურული საქართველო », # 11, 1987 წ.
8. ,,ფრანსუა ვიიონი და მისი ქართული თარგმანი », ჟურნალი ,,საუნჯე », # 6, 1987 წ.
9. ,,ფრანსუა ვიიონი და დავით წერედიანი » , გაზ. ,,ჩვენი მწერლობა », 15-22, /სალიტერატურო ჩანართი/, 2002 წ.
10. ,,გახელილი თვალებით » /მ. იურსენარის სიკვდილი/, გაზ. ,,ლიტერატურული საქართველო, # 7, 1988 წ.
11. ,,მეთორმეტე ფრანგი » , /კლოდ სიმონი, ნობელის პრემიის ლაურეატი/, გაზ. ,,ლიტერატურულისაქართველო », # 5, 1986 წ.
12. ა. დოდეს შემოქმედება, გამომც. ,,ნაკადული ’’, /მსოფლიო ლიტერატურის ბიბლიოთეკა/, 1988 წ.
13. მ. იურსენარი _ ,,აღმოსავლური ნოველები’’ /ერთვის ბოლოსიტყვაობა/, გამომც. ,,ჯისიაი, 1998 წ.
14. ,,ძვირფასი მოგონებები ‘’, /ჟ.პ. სარტრთან და სიმონ დე ბოვუართან შეხვედრების და საუბრების რამდენიმე ეპიზოდი/. დაიბეჭდა საფრანგეთში, ჟურნალში ,,სარტრის წელი » / ,,L’Année Sartrienne » juin, # 15/. ქართულად დაიბეჭდა სახელწოდებით ,,დაუვიწყარ მოგონებათა რამდენიმე ეპიზოდი », გაზ. ,,ჩვენი მწერლობა », # 16, 2002 წ.
15. მეცამეტე ფრანგი /ჟ.მ. გუსტავ ლეკლეზიო _ ნობელის პრემიის ლაურეატი/, ჟურნალი ,,ჩვენი მწერლობა, 2008 წ.
16. ჟან მარი გუსტავ ლეკლეზიოს პორტრეტი, ჟურნ. აფრა # 8, 2000 წ.
17. ბ.მ. კოლტესი _ თანამედროვე ფრანგული თეატრი; ჟურნ. აფრა #8. 2000 წ.

მ. ბაქრაძე წლების განმავლობაში იყო სერია ,,მსოფლიო ლიტერატურის ბიბლიოთეკა (გამ. ,,საბჭოთა საქართველო) და სერია ,,ბიბლიოთეკა ბავშვებისათვის (გამ. ,,ნაკადული) სარედაქციო კოლეგიის წევრი, საქართველოს მთარგმნელობითი კოლეგიის წევრი. იგი ფრანგული ლიტერატურის შესანიშნავი მთარგმნელია. მისი თარგმანების რიცხვს მიეკუთვნება:

1. ,,ვიეტნამური ზღაპრები’’ , გამომც. « ნაკადული » 1960 წ.
2. ა. კამიუ, ,,იონა, ანუ მხატვარი მუშაობისას », ჟურნ. ,,ხომლი, # 11, 1969 წ.
3. მ. დრიუონი ,,რკინის მეფე’’, /თ.კოპლატაძესთან ერთად/ გამომც. საბჭოთა საქართველო, 1977წ.
4. პირველი ქალი საფრანგეთის ,,უკვდავთა აკადემიაში’’. მ. იურსენარის ვრცელი სიტყვა და აკადემიკოს ჟ. დ’ორმესონის მიმართვა აკადემიაში მიღების ცერემონიალზე. გაზ. ,,ლიტერატურული საქართველო’’, 1982 წ.
5. ლ.ფ. სელინი, ,,რთული და ორაზროვანი მწერლის ინტერვიუ’’, გაზ. ,,ალტერნატივა ’’ # 6, 1999 წ.
6. ფ. სოლერსი, ,,მშვიდობით XX საუკუნე!’’ /საუკუნეთა მიჯნა/. ჟურნ. ,,აფრა, # 9, 2001 წ, ,,კავკასიური სახლი’’.
7. რ.მ. რილკე, ფრანგულიწ ერილები, გაზ. ,,ლიტერატურული საქართველო’’, # , 1987 წ;
8. რ.მ. რილკეს 5 ტომეულის მე-5 ტომი, ,,კავკასიური სახლი’’, 2009 წ.
9. მ. მამარდაშვილი , ,,ჩახშული ფიქრი’’, გამომც. ,,ჩელმი », 1992 წ.
10. ჟ.პ. ვერნანი, ,,მერაბ ამარდაშვილი _ მოსაუბრე ფილოსოფოსი » გაზ. ,,ლიტერატურული საქართველო », 1993 წ. 28 მაისი.
11. ს. უნსეტი, ,,ვიკინგები », გამომც. ,,ჯისიაი, 1993 წ; მეორე გამოცემა _ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2010 წ.
12. მ. ელიადე _ ,,მითის ასპექტები’’, თავები 1,2,3, ჟურნალი, ,,ივერია », 1998 წ.
13. რ. დიუგე, ,,მოსკოვი და წამებული საქართველო’’, გამომც. ,,ჯისიაი, 1994 წ.
14. მ. იურსენარი, ,,აღმოსავლური ნოველები’’, გამომც. ,,ჯისიაი » 1998წ.
15. დ. რაბატე, ,,ფრანგული რომანი 1900 წლიდან’’, /ს. გელაძესთან ერთად/. ,,გამომც. ,,ჯისიაი 1998 წ.
16. ჟ.მ. გუსტავ ლეკლეზიო, ,,ანგოლიმალა ’’, ჟურნალი ,,აფრა, #8, 2000 წ. ,,კავკასიური სახლი ».
17. ბ.მ. კოლტესი, ,,ზანგისა და ძაღლების ბრძოლა’’, ჟურნ. ,,აფრა », #8, 2000 წ.
18. ა. ერნო, ,,ადგილი », გამომც. ,,ჯისიაი », 2001 წ.
19. ა. ერნო, ,,შიშველი ვნება, გამომც. ,,ჯისიაი, 2002 წ.
20. ს. ზურაბიშვილი, ,,საქართველოსაკენ ». გამომც. ,,ლიტერა ».
21. ჟ.პ. სარტრი, თეატრი _ ,,ბუზები » და ,,ეშმაკი და უფალი ღმერთი », გამომც. ,,ჯისიაი», 2002 წ.
22. ა. ნოტომი, ,,კრძალვითა და ცახცახით », ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა.
23. მ. ელიადე, ,,მითის ასპექტები’’; /ბელა წვერაძისმონაწილეობით/. ილია ჭავჭავაძის სახ. უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2009 წ., ( ითარგმნა ფონდი ,,ღია საზოგადოება _ საქართველოს » გრანტით).
24. 2009 წლიდან დღემდე მონაწილეობს სიმონ დებოვუარის ნაშრომის ,,მეორე სქესის » თარგმანში. /თამარ ბერეკაშვილთან ერთად/, ფონდი ,,ღია საზოგადოება _ საქართველოს » გრანტი, პროექტის ავტორი _ ლელა გაფრინდაშვილი.
25. ჟ.მ. გუსტავ ლეკლეზიო – ,,ანგოლიმალა ’’. ბაკურ სულაკაური სგამომცემლობა, 2012 წ.

მ. ბაქრაძე აქტიურად თანამშრომლობდა გაზეთ “La Géorgie Francophone” სადაც დაიბეჭდა შემდეგი წერილები:.

  1. « La traduction – L’ art, qui rapproche les peuples ». N 1. 1995.
  2. « Bouillon de culture » en Géorgie. » / Entretien avec Bernard Pivot / N 2, 1995.
  3. D.AdJiashvili – « Réveille – toi ma harpe » / traduction du géorgien en francais /extraits/, traduit avec B.Mouger/. N 3, 1996
  4. « Un francais – géorgien » . / Serge Tsouladzé – lauréat du prix Langlois de l’Academie Française pour la meilleure traduction de l’ année – « Le Chevalier à la peau de tigre » N 4, 1996/
  5. « L’officier qui a étonné la Légion » / portrait de Dimitri Amilakhvari /, N 6, 1997.
  6. « Le meilleur souvenir de mon enfance – c’ est le Lycée français.. « /avec B.Mouger/..
  7. Jacques Brel à Tbilissi », N 12, 1999.
  8. « Notre premier lecteur français – Georges Heiser » N 12, 1999.

ქართულ პუბლიცისტიკას ამშვენებს მ. ბაქრაძის შესანიშნავი წერილები _ მოგონებები 20-ე საუკუნის ზოგიერთი თავდადებული ქართველის შესახებ:

1. ,,ფრანგი ქართველი’’ /სერგო წულაძის მოსაგონარი/, გაზ. ,,ლიტერატურული საქართველო », 1982 წ., 10 სექტემბერი.
2. ,,კაცი, რომელმაც ლეგიონი გააოცა’’ /დიმიტრი ამილახვარის პორტრეტი/, გაზ. ,,ლიტერატურული საქართველო, 1987 წ., 18 სექტემბერი.
3. ,,სისხლიანი დროის რამდენიმე ამბავი’’, გაზ. ,,ლიტერატურული საქართველო, 1988 წ., 11 ნოემბერი.
4. ,,გლოვის ზარი », გაზ. ,,ლიტერატურული საქართველო », 1989 წ., # 16, 21 აპრილი.
5. ,,პორტრეტის ესკიზი », /ქაქუცა ჩოლოყაშვილი/, გაზ. ,,ლიტერატურული საქართველო », 1991 წ., ## 51, 52. გაზ. ,,24 საათი », 2005 წ., # 258, 19 ნოემბერი.
6. ,,აღიარება ’’, /ეძღვნება მერაბ მამარდაშვილს/, საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახ. წიგნის მოყვარულთა საზოგადოება და მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტი, 1994 წ., ივლისი.

მზია ბაქრაძეს სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის მიღებული აქვს ჯილდოები. მათგან მისთვის ყველაზე ძვირფასია წოდება _ «საფრანგეთის აკადემიური პალმების ორდენის ოფიცერი» / «Palmes Academiques », Officier dans l’ordre des Palmes Academiques»/.

 

 

                       

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s