მედიცინის მეცნიერებები

 

 

ბაქრაძე-დედაბრიშვილი მარიამი

ქართველი ექიმი, შ. არაგვისპირელის მეუღლე, საქართველოს დამსახურებული ექიმი (1941).

დაიბადა 1869 წელს თბილისში. 1897 წელს დაამთავრა პარიზის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. 1898 მედიცინის ხარისხის მოსაპოვებლად პარიზში დაიცვა დისერტაცია თემაზე ,,საბავშო დამბლების შედეგად განვითარებული მრუდეტერფის ქირურგიული მკურნალობა”. ორი წლის მანძილზე მუშაობდა პარიზის ბავშვთა სნეულების კლინიკებში, შემდეგ პასტერის სადგურში. 1901 წლიდან მუშაობდა თბილისში, ქალაქის I საავადმყოფოში. 1908-1938 წლებში იყო ამ საავადმყოფოს ინფექციური განყოფილების, ხოლო 1938 წლიდან ქალაქის ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს გამგე.

გარდაიცვალა 1942 წელს თბილისში.

თხზულება:

К вопросу о вакцинации против скарлатины. Тфл., 1907.

გამოყენებულია: ქსე, ტ.2, გვ. 241

 

 ***

ბოკერია მარიამი

პედიატრი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1950), პროფესორი (1950); საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1961).

დაიბადა 1901 წელს ბაქოში. 1926 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1947-1974 წლებში იყო ექიმთა დახელოვნების თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის პედიატრიის კათედრის გამგე, 1974-1975 წლებში ამავე კათედრის კონსულტანტი. შეისწავლა ქრომაფინული სისტემის განვითარება ბავშვებში და მისი ცვლილებები ბავშვთა ზოგიერთი დაავადების დროს, სასუნთქი გზების დაავადებანი ბავშვებში, ბავშვთა ტუბერკულოზის თავისებურებანი დასხვა. იკვლევდა მუცლადყოფნის დროს განვითარებული ბავშვთა დაავადებებისა და სიკვდილიანობის მიზეზებს. 1960-1971 წლებში საქართველოს პედიატრთა სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარეა. დაჯილდოებულია ,,შრომის წითელი დროშის” ორდენით და მედლებით.

გარდაიცვალა 15 ოქტომბერს, 1975 წელს, თბილისში. 

ძირითადი თხზულებები:

1.ახალშობილთა სეფსისი, თბ.,1963 (თანაავტორი გ. ნიჟარაძე)

2.ბაქტერიული დიზინტერია ბავშვთა ასაკში, თბ., 1961 (თანაავტორი გ. ნიჟარაძე)

 

გამოყენებულია: ქსე, ტ. 2, გვ.447

 

 ***

 

გელაძე თინა

ექიმ-ნევროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი,  აკადემიკოსი.   მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე.

დაიბადა 1921 წელსქ. თბილისში; 1942 წელს დაამთავრა ქ. თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი. 1947 წელს, აკად. პეტრე სარაჯიშვილმა თ. გელაძე მიიწვია ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის კათედრის ბაზაზე ამიერკავკასიაში პირველადშექმნილი ელექტროფიზიოლოგიური ლაბორატორიის ხელმძღვანელად. სსრკ სამეცნიერო აკადემიის ასპირანტურის ნაწილი გაიარა ფიზიოლოგიის ინსტიტუტში აკად. ივანე ბერიტაშვილის ხელმძღვანელობით. 1958 წლიდან იგი სათავეში ჩაუდგა ნევროლოგიის ერთ-ერთ ყველა ზემნიშვნელოვანი მიმართულების – ეპილეფსიისა და ელექტროკლინიკური ლაბორატორიის ჩამოყალიბებას საქართველოში. აკად. პ. სარაჯიშვილის სახ. კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინსტიტუტის ეპილეფსიის ცენტრის დაამაარსებელი და ხელმძღვანელია; თ. გელაძემ შექმნა ყოფილი საბჭოეთის სივრცეში ყველაზე ცნობილი ეპილეფსიის ცენტრი, აღზარდა ეპილეფტოლოგებისა და კლინიკური ელექტროფიზიოლოგების მთელი თაობა, საქართველოში საფუძველი დაუდო ძილ-ღვიძილის ციკლისა და ძილის დარღვევების კლინიკურ კვლევებს.

 დამსახურებული ღვაწლისთვის 1982 წელს მიენიჭა სახელმწიფო პრემია.  ნიუ-იორკისა და ევროპის ეპილეფსიის აკადემიების წევრი, ამერიკის ბიოგრაფიული ინსტიტუტის კონსულტანტია. 1996 წელს მისი ძალისხმევით შეიქმნა ეპილეფსიასთან ბრძოლის საერთაშორისო ლიგის საქართველოს განყოფილება, რომლის პრეზიდენტი იყო წლების განმავლობაში.

 

 ***

 დეკანოსიძე თამარი

ექიმი-აკადემიკოსი, პათოლოგოანატომი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

დაიბადა 1922 წლის  3 ნოემბერს, ხარაგაულში. 1933 წელს ფრიადოსნის ატესტატით დაამთავრა თბილისის  35-ესაშუალო სკოლა, ხოლო 1943 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. სწავლის პერიოდში იყო სახელობითი სტიპენდიანტი. ინსტიტუტის დამთავრებისთანავე დატოვეს თსსუ-ს პათოლოგიური ანატომიის კათედრაზე ასისტენტად, შემდეგ აირჩიეს დოცენტად, პროფესორად. 1969 წელს აირჩიეს ჰისტოლოგიისა და ემბრიოლოგიის კათედრის გამგედ, ხოლო 1973 წლიდან 22 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა პათოლოგიური ანატომიის კათედრას. მის მეცნიერად ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშეს აკადემიკოსებმა: ვ. ჟღენტმა, ირ. ტატიშვილმა, ა. სპერანსკიმ, მ. ბოროვსკიმ. მან 1955 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: “ნერვული სისტემის სტრუქტურული და ზოგიერთი ფუნქციური ცვლილებები ონტოგენეზში, ექსპერიმენტში”; 1964 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: “ნერვულქსოვილოვანი ურთიერთობები შეგუებით-კომპენსაციური პროცესების დროს”; ავტორია 250-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ნერვულ-ქსოვილოვან ურთიერთობებს ნორმალური და პათოლოგიური ზრდის პირობებში, გეროგენული ცვლილებების მორფოლოგიურ საფუძვლებს, სამედიცინო-ბიოლოგიური პროცესების შეფასების აუცილებლობას სინერგეტიკის პოზიციებიდან (მოლეკულური ბიოლოგია, ბიოფიზიკა).  გამოქვეყნებული აქვს 65 მონოგრაფია, მათ შორის “შეგუების და კომპენსაციური პროცესების მორფო-ფუნქციური საფუძვლები”, რომელშიც მიენიჭა ივ. თარხნიშვილის სახელობის პრემია. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 187 საკანდიდატო და 72 სადოქტორო დისერტაცია.

თამარ დეკანოსიძე არჩეული იყო პათოლოგ-ანატომთა, გერონტოლოგთა, ათეროსკლეროზის და სხვა საერთაშორისო საზოგადოებებისა და ასოციაციების გამგეობის წევრად. იყო საქართველოს მრავალიდარგობრივი ასოციაციის წევრი. ქალბატონი თამარი როგორც მრავალი სამედიცინო ჟურნალისა და გამომცემლობის (დიდი საბჭოთა ენციკლოპედია, ქართული ენციკლოპედია, ჟურნალი “Архив патологий” და სხვა) სარედაქციო კოლეგიის წევრი ეწეოდა უაღრესად ნაყოფიერ საქმიანობას. მისი უშუალო მონაწილეობით იყო ჩატარებული არაერთი საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმი, როგორც საქართველში, ისე საზღვარგარეთ.

მიღებულიჰქონდა: შრომის წითელი დროშის, საპატიო ნიშნისა და ღირსების ორდენები, მრავალი მედალი.

გარდაიცვალა 2008 წელს.

მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომები:

1.  Материалы к изучению структурных основ приспособительно-компесаторных процесов (1964);
2.  О структурных изменениях периферических нервных приборов в онтогенезе (1956);
 
გამოყენებულია: ქსე, ტ.3, გვ.444;;
გაზეთი ,,საქართველოსრესპუბლიკა, 2008 წ., 26 08, #138.
 

*** 

ზაალიშვილი ირინე

პათოფიზიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

დაიბადა 1909 წელს ქ. გორში, გორის გიმნაზიის დირექტორის მიხეილ ზაალიშვილის ოჯახში.1925 წელს დაამთავრა თბილისის  41–ე სკოლა, ოქროსმედლით, შემდეგ კი მუსიკალური ტექნიკუმი.

1931 წლიდან  1936 წლამდე სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში. 1936 წლიდან ამავე ინსტიტუტის პათოლოგიური ფიზიოლოგიის კათედრის ასისტენტია, 1948 წლიდან დოცენტი, 1955 წლიდან პროფესორი. 1955 წლიდან 1976 წლამდე, 20 წლის განმავლობაში იყო თსსი–ის პათოლოგიური ფიზიოლოგიის კათედრის გამგე.

1945 წელს დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1953 წელს კი სადოქტორო დისერტაცია. მისი შრომები ძირითადად პერიფერიული სისხლის მიმოქცევის თავისებურებებს ეხებოდა. პარალელურად 1947–1955 წლებში მუშაობდა კარდიოლოგიის სამეცნიერო ინსტიტუტში.

სხვა მრავალ სამეცნიერო ნაშრომთან ერთად, შეიმუშავა კაპილაროსკოპიული დაკვირვების სქემა და პერიფერიული სისხლის ძარღვების ტონუსის შესასწავლი ტესტი. იყო თბილისისა და საქართველოს პათოფიზიოლოგთა სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარე და ერთ–ერთი დამაარსებელი.

გამოირჩეოდა პედაგოგიური საქმიანობით. პირველმა წაიკითხა ქართულად ლექცია პათოლოგიურ ფიზიოლოგიაში. პირველმა დაწერა პათოლოგიური ფიზიოლოგიის ქართული სახელმძღვანელო. ღრმა კვალი დატოვა საქართველოში პათოფიზიოლოგიის განვითარების და პათოფიზიოლოგთა სკოლის შექმნის საქმეში.

1965 წელს მიენიჭა მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწის წოდება. დაჯილდოვებული იყო ორდენებით და მედლებით. გარდაიცვალა 1976 წელს.

გამოყენებულია:  ქსე, ტ. IV.თბ., გვ.468.

 

 *** 

მაჭავარიანი ნუნუ

ექიმი, ფსიქო-ნევროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1975), პროფესორი (1978), საქართველოს დამსახურებული ექიმი (1980).

დაიბადა 1920 წლის 16 მარტს. დაამთავრა თბილისის 14-ე საცდელ-საჩვენებელისკოლა (1937), საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი (1942). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე “თავის ტვინის სიფილისის ნევროლოგიური კლინიკის დინამიკა” (1957),  ქ. მოსკოვი, სადოქტორო “ჰიპოთალამური სინდრომი, უწყვეტად მიმდინარე შიზოფრენიის სხვადასხვა სტადიაზე” (1975) ქ. მოსკოვი. მუშაობდა სამედიცინო ინსტიტუტის ნერვულსნეულებათა კლინიკა (1942-52), მიხეილ ასათიანის სახელობის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1952-2000), ფსიქიატრიული საავადმყოფო _ ექიმი კონსულტანტი (2000-2005), ფიზიოთერაპიის განყოფილების გამგე (1980 ), იყო სამედიცინო ინსტიტუტთან არსებული სამეცნიერო სააპრობაციო საბჭოს წევრი (1996).

 

 *** 

 ნემსაძე ქეთევანი

ექიმი-პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი
უმაღლესი სამედიცინო სკოლა “აიეტი”-ს სრული პროფესორი
.

დაიბადა 1949 წელს. 1973 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსტეტში, პედიატრიის ფაკულტეტზე, ხოლო 1983 წელს მოღვაწეობდა სანკტ-პეტერბურგის პედიატრიის ინსტიტუტის იმავე სახელწოდების კათედრაზე. ერთი წლით ადრე,  1982  წელს მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი გახდა, 1993 წელს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი,   ხოლო 1997 წელს პროფესორი. 2009 წლიდან არის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ- კორესპონდენტი. 

ქეთევან ნემსაძე არის 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და 30-ზე მეტი სახელმძღვანელოს ავტორი და რედაქტორი. ასევე 2 გამოგონების ავტორი.

2006 წელს დასახელდა წლის საუკეთესო ექიმად და მიენიჭა ჯილდო “ესკულაპი”.

1994-1999 წწ იყო საქართველოს ჯანმრთელობის სამინისტროს მთავარი პედიატრი.

1996-2011 წწ მსოფლიო ბანკის ჯანმრთელობის პროექტის “ჯანმრთელი ბავშვი და უსაფრთხო დედობა” თანაკოორდინატორი.

2002-2005 წწ გაეროს ბავშვთა ფონდი/რეგიონალური ქსელი ბავშვებისათვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის, დსთ-სა და ბალტიის ქვეყნებში (NGO/UNICEF Regional Network for Children of CEE/CIS and Baltic States) ორი ვადით არჩეული პრეზიდენტი.

1996-2007 წწ მ. გურამიშვილის სახ. პედიატრიული კლინიკის გენერალური დირექტორი.

2007-2010 წწ მ. იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური კლინიკის დირექტორი.

2010 წლიდან დღემდე მ. გურამიშვილის სახ. პედიატრიული კლინიკის სამედიცინო დირექტორი.

მიღებული აქვს მონაწილეობა 50-ზე მეტ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელთა დიდ ნაწილში იყო მოწვეული სპიკერი ან საორგანიზაციო კომიტეტის წევრი. მათ შორის იყო “მსოფლიო სამიტი ბავშვებისათვის” (ნიუ-იორკი, 2001-2002 წწ) საორგანიზაციო კომიტეტის წევრი.

არის რამოდენიმე მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროფესიული ასოციაციის წევრი, მათ შორის ძუძუთი კვების აკადემიის (აშშ) საპატიო წევრი, პედიატრთა და ოჯახის ექიმთა ასოციაცია “კლარიტასი XXI”-ის საბჭოს წევრი, პედიატრთა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი

გამოქვეყნებული აქვს 151 სამეცნიერო შრომა, მათ შორის მონოგრაფია ,,ადრეული ნეონატალური პერიოდის მართვა”( 2009) და სახელმძღვანელოები:

1. Эффективная перинатальная помощь и уход (ЭПУ). Руководство для преподователя,  WHO/USAID/JS 2006;
2. Эффективная перинатальная помощь и уход (ЭПУ). Неонатология. WHO/USAID/JS, 2006;
3. Эффективная перинатальная помощь и уход (ЭПУ). Акушерство WHO/USAID/JS, 2006;
4. ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების შეფასება და რეფერალის კრიტერიუმები. სასწავლო მოდული პედაგოგებისა და პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმებისათვის, UNICEF /თსსუ, თბილისი, 2009;
5. ახალშობილთაგან ვითარების შეფასება და რეფერალის კრიტერიუმები. სასწავლო მოდული პედაგოგებისა და პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმებისათვის, UNICEF /თსსუ, თბილისი, 2009.
 
 

 *** 

ჟვანია თამარი

ტრანსფუზიოლოგ-ჰემატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1956), პროფესორი (1959), მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1960)

1909 წლის 28 იანვარს, ფოთში. 1930 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1956-64 წლებში განაგებდა ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიისა და ჰემატოლოგიის ინსტიტუტის რადიობიოლოგიურ განყოფილებას. 1964-77 წლებში ხელმძღვანელობდა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის სისხლის გადასხმისა და ჰემეტოლოგიის კურსს. 1978 წლიდან ამავე ინსტიტუტის ჰემატოლოგიის და სისხლის გადასხმის კათედრის პროფესორია.

თ. ჟვანია იკვლევდა სისხლის დაკონსერვების, სისხლის გადასხმის, ექსპერიმენტული ქირურგიის საკითხებს.

დაჯილდოებულია ორი ,,საპატიო ნიშნის ორდენით” და მედლებით.

 

თ. ჟვანიას ნაშრომი:

1. Гемотрансфузионные реакции и осложнения, вызванныу переливанием бактериально-загрязненной крови, их профилактика и лечение, Тб.,1961.
 
გამოყენებულია ქსე, ტ.8, გვ. 249.

 

 ***

 ჟღენტი ანა

მეცნიერი-თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1956), პროფესორი (1956), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1961).

დაიბადა 1895 წელს. ა. ჟღენტმა 1924 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სამკურნალო ფაკულტეტი (პირველი გამოშვება). 1957-1973 წლებში განაგებდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის (ამჟამად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი) შინაგან სნეულებათა პროპედევტიკისკათედრას. აღზარდა ქართველ თერაპევტთა მრავალი თაობა.

ჟღენტი შეისწავლიდა ბორჯომის მინერალური წყლის სამკურნალო თვისებებს, ქართულ კერძებში გამოყენებულ გემოს მიმცემ ნივთიერებებს და ქართული ღვინოების მოქმედებას კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე, ღვიძლზე, სანაღვლე გზებზე და გულსისხლძარღვთა სისტემის მუშაობაზე. საქართველოში პირველმა აღწერა ფასციოლოზის შემთხვევა. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით.

გარდაიცვალა 1976 წელს. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

 

გამოყენებულია ქსე, ტ. 8, გვ. 263, თბ., 1984

 

 *** 

 

ქემერტელიძე ეთერი

ფარმაკოქიმიკოსი, ფარმაცევტულ მეცნიერებათა დოქტორი,

საქართველოს  მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1979), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1984).

დაიბადა 1926 წელს. საბაზო განათლებით პროვიზორია. 1961 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიკოსი. ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის ფიტოქიმიის ლაბორატორიის გამგე. 1972 წლიდან ამ ინსტიტუტის დირექტორი. სტეროიდებისა და საგულე გლიკოზიდების ლაბორატორიის გამგე, ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი. საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ფიზიკა-მატემატიკურ და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორი ,,კითხულობს ლექციებს“ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა ქიმია და სამკურნალო პრეპარატების ექსპერტიზა”

ე.  ქემერტელიძის შრომებში გამოკვლეულია მცენარეული წარმოშობის სხვადასხვა კლასის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები. სწორედ ამიტომ იგი ფარმაკოქიმიისა და ბიოლოგიურად აქტიურ ბუნებრივ მცენარეულ ნივთიერებათა ქიმიის (1.4, 1.6, 3.1) ექსპერტი იყო. ე. ქემერტელიძე მუშაობდა ახალი სამკურნალო პრეპარატების მიღებაზე, მათი ანალიზის მეთოდებსა და ტექნოლოგიის შემუშავებაზე. ატარებდა საქართველოს ფლორის მცენარეთა ქიმიურ გამოკვლევას მედიცინაში გამოყენების მიზნით.

ე. ქემერტელიძე არის შრომის წითელი დროშის, საპატიო ნიშნის ორდენისა და მედლების კავალერი

ე. ქემერტელიძის ძირითადი სამეცნიერო შრომებია:

1.Карденолиды и буфадиенолиды. Тб.1975 (თანაავტორი)
2.Химическое исследование наперстянки реснитчатой. Тб. 1977.
3. Трансформирование сердечные гликозиды и их биологическая активность. Тб. 1983. ( თანაავტორი И. Ф. Макарович).
Polymer films of antiviral preparation Rodopes for dental practice 
Nizharadze N.O., Chipashvili N.S., Shalashvili K.G., Korsantia B.M., Katsarava R.D., Kemertelidze E.P. 
Stomatologiia, 87 (3), 2008, pp. 36-40 
Determination of phenolic compounds in Yucca gloriosa bark and root by LC-MS/MS 
Montoro P., Skhirtladze A., Bassarello C., Perrone A., Kemertelidze E., Pizza C., Piacente S. 
Journal of Pharmaceutical and Biomedical Analysis, 47 (4-5), 2008, pp. 854-859
Steroidal glycosides from the underground parts of Helleborus caucasicus 
Bassarello C., Muzashvili T., Skhirtladze A., Kemertelidze E., Pizza C., Piacente S. 
Phytochemistry, 69 (5), 2008, pp. 1227-1233
Yucca gloriosa: A source of phenolic derivatives with strong antioxidant activity 
Bassarello C., Bifulco G., Montoro P., Skhirtladze A., Benidze M., Kemertelidze E., Pizza C., Piacente S. 
Journal of Agricultural and Food Chemistry, 55 (16), 2007, pp. 6636-6642 
Neutral lipids from seeds of Cercis siliquastrum, Sapium sebiferum, and Koelreuteria paniculata 
Khatiashvili N.S., Kemertelidze E.P. 
Chemistry of Natural Compounds, 43 (4), 2007, pp. 384-386
Lipids from Sterculia platanifolia and Hamamelis virginiana seeds 
Khatiashvili N.S., Gogilashvili L.N., Yarosh E.A., Kemertelidze E.P. 
Chemistry of Natural Compounds, 43 (3), 2007, pp. 315-316
Antioxidant and anticomplement activity of poly[3-(3,4-dihydroxyphenyl) glyceric acid] from Symphytum Asperum and Symphytum Caucasicum plants 
Barbakadze V.V., Kemertelidze E.P., Mulkijanyan K.G., Van Den Berg A.J.J., Beukelman C.J., Van Den Worm E., Quarles Van Ufford H.C., Usov A.I. 
Pharmaceutical Chemistry Journal, 41 (1), 2007, pp. 14-16
Therapeutic effect of phenolic compounds isolated from Rhododendron ungernii leaves 
Kemertelidze E.P., Shalashvili K.G., Korsantiya B.M., Nizharadze N.O., Chipashvili Nh.S. 
Pharmaceutical Chemistry Journal, 41 (1), 2007, pp. 10-13
Cytotoxic triterpenoid saponins from the roots of Cephalaria gigantea 
Tabatadze N., Elias R., Faure R., Gerkens P., De Pauw-Gillet M.C., Kemertelidze E., Chea A., Ollivier E. 
Chemical and Pharmaceutical Bulletin, 55 (1), 2007, pp. 102-105
Synthesis of 5α-androstan-3β,17β-diol from tigogenin 
Merlani M.I., Amiranashvili L.Sh., Men’Shova N.I., Kemertelidze E.P. 
Chemistry of Natural Compounds, 43 (1), 2007, pp. 97-99
Gloriosaols A and B, two novel phenolics from Yucca gloriosa: structural characterization and configurational assignment by a combined NMR-quantum mechanical strategy 
Bassarello C., Bifulco G., Montoro P., Skhirtladze A., Kemertelidze E., Pizza C., Piacente S. 
Tetrahedron, 63 (1), 2007, pp. 148-154 
Furostanol saponins from Yucca gloriosa L. rhizomes 
Skhirtladze A., Plaza A., Montoro P., Benidze M., Kemertelidze E., Pizza C., Piacente S. 
Biochemical Systematics and Ecology, 34 (11), 2006, pp. 809-814
Cycloascauloside a from Astragalus caucasicus leaves 
Alaniya M.D., Chkadua N.F., Gigoshvili T.I., Kemertelidze E.P. 
Chemistry of Natural Compounds, 42 (4), 2006, pp. 445-448
Synthesis of 17α-amino-5α-androst-2-ene from epiandrosterone 
Merlani M.I., Amiranashvili L.Sh., Kemertelidze E.P., Papadopulos K., Yannakopulu E. 
Chemistry of Natural Compounds, 42 (3), 2006, pp. 313-315
Synthesis and biological activity of certain amino-derivatives of 5α-steroids 
Merlani M.I., Amiranashvili L.Sh., Mulkidzhanyan K.G., Kemertelidze E.P. 
Chemistry of Natural Compounds, 42 (3), 2006, pp. 322-324
Synthesis of novel steroidal isonicotinylhydrazones and thiosemicarbazones from tigogenin 
Merlani M.I., Amiranashvili L.Sh., Davitishvili M.G., Kemertelidze E.P., Papadopoulos K., Yannakopoulou E. 
Chemistry of Natural Compounds, 42 (2), 2006, pp. 194-197
Poly[3-(3,4-dihydroxyphenyl)glyceric acid], a new biologically active polymer from Symphytum asperum lepech. and S. caucasicum bieb. (boraginaceae) 
Barbakadze V., Kemertelidze E., Targamadze I., Mulkijanyan K., Shashkov A.S., Usov A. 
Molecules, 10 (9), 2005, pp. 1135-1144
Lipids from seeds of Abies nordmanniana 
Khatiashvili N.S., Gogilashvili L.N., Kemertelidze E.P. 
Chemistry of Natural Compounds 41 (4), 2005, pp. 471-472
Poly[3-(3,4-dihydroxyphenyl)glyceric acid] from stems of Symphytum asperum and S. caucasicum 
Barbakadze V.V., Kemertelidze E.P., Targamadze I., Mulkidzhanyan K., Kemink J., Van Den Berg A.J.J., Beukelman K.J., Usov A.I. 
Chemistry of Natural Compounds, 41 (4), 2005, pp. 374-377
Antifungal activity of steroidal glycosides from Yucca gloriosa L. 
Favel A., Kemertelidze E., Benidze M., Fallague K., Regli P. 
Phytotherapy Research, 19 (2), 2005, pp. 158-161 
Arjunolic acid derivative glycoside from the stems of Hedera colchica 
Mshvildadze V., Kunert O., Dekanosidze G., Kemertelidze E., Haslinger E. 
Chemistry of Natural Compounds, 41 (1), 2005, pp. 48-51 
Triterpenoid saponins from leaves of Hedera pastuchowii 
Mshvildadze V., Elias R., Faure R., Rondeau D., Debrauwer L., Dekanosidze G., Kemertelidze E., Balansard G. 
Chemical and Pharmaceutical Bulletin, 52 (12), 2004, pp. 1411-1415
Arjunolic acid derivative glycoside from the stems of Hedera colchica 
Mshvildadze V., Kunert O., Dekanosidze G., Kemertelidze E., Haslinger E. 
Chemistry of Natural Compounds, 40 (6), 2004, pp. 561-564 
Some derivatives of 5α-ketosteroid hydrazones: Synthesis from tigogenin and antituberculosis activity 
Merlani M.I., Kemertelidze E.P., Papadopoulos K., Men’shova N.I. 
Russian Journal of Bioorganic Chemistry, 30 (5), 2004, pp. 497-501 
Chemical composition and pharmacological activity of garden savory (Satureja hortensis L.) occurring in Georgia 
Kemertelidze É.P., Sagareishvili T.G., Syrov V.N., Khushbaktova Z.A. 
Pharmaceutical Chemistry Journa,l 38 (6), 2004, pp. 319-322 
Structure of cyclogaleginoside E from Astragalus galegiformis 
Gigoshvili T.I., Alaniya M.D., Tsitsishvili V.G., Foure R., Debrauver L., Kemertelidze E.P. 
Chemistry of Natural Compounds, 39 (4), 2003, pp. 373-378 
Poly[3-(3,4-dihydroxyphenyl)glyceric acid]: A new biologically active polymer from two comfrey species Symphytum asperum and S. caucasicum (Boraginaceae) 
Barbakadze V.V., Kemertelidze E.P., Targamadze I.L., Shashkov A.S., Usov A.I. 
Russian Journal of Bioorganic Chemistry, 28 (4), 2002, pp. 326-330
In vitro activity of hederacolchisid A1 compared with other saponins from Hedera colchica against proliferation of human carcinoma and melanoma cells 
Barthomeuf C., Debiton E., Mshvildadze V., Kemertelidze E., Balansard G. 
Planta Medica, 68 (8), 2002, pp. 672-675
Isolation and pharmacological characterization of triterpenoid glycosides from Fatsia japonica cultivated in Georgia 
Kemertelidze É.P., Kemoklidze Z.S., Dekanosidze G.E., Bereznyakova A.I. 
Pharmaceutical Chemistry Journal, 35 (8), 2001, pp. 429-432
Evaluation of the dietetic and therapeutic potential of a high molecular weight hydroxycinnamate-derived polymer from Symphytum asperum Lepech. Regarding its antioxidant, antilipoperoxidant, antiinflammatory, and cytotoxic properties 
Barthomeuf C.M., Debiton E., Barbakadze V.V., Kemertelidze E.P. 
Journal of Agricultural and Food Chemistry, 49 (8), 2001, pp. 3942-3946
In vitro antileishmanial activity of three saponins isolated from ivy, α-hederin, β-hederin and hederacolchiside A1, in association with pentamidine and amphotericin B 
Ridoux O., Di Giorgio C., Delmas F., Elias R., Mshvildadze V., Dekanosidze G., Kemertelidze E., (…), Timon-David P. 
Phytotherapy Research, 15 (4), 2001, pp. 298-301
Triterpenoid saponins from berries of Hedera colchica 
Mshvildadze V., Elias R., Faure R., Debrauwer L., Dekanosidze G., Kemertelidze E., Balansard G. 
Chemical and Pharmaceutical Bulletin, 49 (6), 2001, pp. 752-754 
Structure of a new anticomplementary dihydroxycinnamate-derived polymer from Symphytum asperum (Boraginaceae) 
Barbakadze V.V., Kemertelidze E.P., Shashkov A.S., Usov A.I. 
Mendeleev Communications, 10 (4), 2000, pp. XXXIV-XXXV 
Composition of essential oil from Salvia officinalis cultivated in Georgia 
Sagareishvili T.G., Grigolava B.L., Gelashvili N.E., Kemertelidze E.P. 
Chemistry of Natural Compounds, 36 (4), 2000, pp. 360-361
Lectin from Bryonia alba roots 
Gogilashvili L.M., Kemertelidze E.P. 
Chemistry of Natural Compounds, 36 (4), 2000, pp. 399-401
Antileishmanial activity of three saponins isolated from ivy, α- hederin, β-hederin and hederacolchiside A1, as compared to their action on mammalian cells cultured in vitro 
Delmas F., Di Giorgio C., Elias R., Gasquet M., Azas N., Mshvildadze V., Dekanosidze G., (…), Timon-David P. 
Planta Medica, 66 (4), 2000, pp. 343-347
Lipids of Phellodendron lavalei seeds 
Kemertelidze E.P., Dalakishvili, Ts.M., Bitadze, M.A., Khatiashvili, N.S. 
Chemistry of Natural Compounds, 36 (3), 2000, pp. 272-275
Antifungal and antiprotozoal activities of saponins from Hedera colchica 
Mshvildadze V., Favel A., Delmas F., Elias R., Faure R., Decanosidze G., Kemertelidze E., Balansard G. 
Pharmazie, 55 (4), 2000, pp. 325-326
Structure-function analysis of the radioprotective and antioxidant activity of flavonoids 
Kemertelidze E.P., Tsitsishvili V.G., Alaniya M.D., Sagareishvili T.G. 
Chemistry of Natural Compounds, 36 (1), 2000, pp. 54-59
Steroidal compounds from Helleborus caucasicus leaves 
Muzashvili T.S., Kemertelidze E.P. 
Chemistry of Natural Compounds , 45 (6), 2009, pp. 925-926
Steroidal glycosides from the leaves of Ruscus colchicus: Isolation and structural elucidation based on a preliminary liquid chromatography-electrospray ionization tandem mass spectrometry profiling 
Perrone A., Muzashvili T., Napolitano A., Skhirtladze A., Kemertelidze E., Pizza C., Piacente S. 
Phytochemistry, 70 (17-18), 2009, pp. 2078-2088 
Triterpene glycosides from the tubers of Leontice smirnowii 
Tabatadze N., Tabidze B., Mshvildadze V., Elias R., Dekanosidze G., Balansard G., Kemertelidze E. 
Chemistry of Natural Compounds, 45 (3), 2009, pp. 453-454
Synthesis and antimycobacterial activity of some steroidal derivatives of tigogenin 
Merlani M.I., Amiranashvili L.Sh., Kemertelidze E.P., Mulkidzhanyan K.G. 
Chemistry of Natural Compounds, 45 (3), 2009, pp. 389-392
Steroid compounds from yucca gloriosa L. introduced into georgia and their applications 
Kemertelidze E.P., Benidze M.M., Skhirtladze A.V. 
Pharmaceutical Chemistry Journal, 43 (1), 2009, pp. 45-47 
Medicinal preparations on the basis of vegetable phenolic compounds
Kemertelidze E., Alania M., Sagareishvili T., Shalashvili K., Kavtaradze N.
Planta Medica, 75 (9), 2009, pp. 960-960
 
 გამოყენებულია ქსე, ტ.10, თბილისი, 1986, გვ. 499.
 

 *** 

ყიფიანი ბარბარე

ფიზიოლოგი, საზოგადო მოღვაწე, დიმიტრი ყიფიანის შვილიშვილი.

დაიბადა 1879 წელს. 1899 წელს დაამთავრა თბილისის წმინდა ნინოს სასწავლებელი, 1902 წლიდან სწავლობდა ბრიუსელის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. 1908 წლიდან იყო უნივერსიტეტის ჟურნალ ,,Revue Psychologigue”-ის სწავლული მდივანი. იკვლევდა ადამიანის მეხსიერების სახეობათა განსაზღვრის ხერხებს, აღზრდის ფსიქოლოგიის საფუძვლებს, ტროპიზმს, ამბიდექსტრიას (ორივე ხელის ერთნაირად მომარჯვებას) მოსწავლეთა შორის და სხვა. მონაწილეობდა ფიზიოლოგთა და პედაგოგთა საერთაშორისო კონგრესების მუშაობაში. უსინათლოთა ფსიქოლოგიას, შაქრის ერგოგრაფიისა და ვეგეტარიანელების ფსიქოლოგიურ საკითხებზე მის არაერთ გამოკვლევას მიუღია პრემია. ბრიუსელის უნივერსიტეტში კითხულებდა ლექციებს ქართულ და რუსულ სიტყვიერებაში. დიდი წვლილი მიუძღვის ქართული კულტურის ექსპონატების შეგროვების, პოპულარიზაციის და დაცვის საქმეში. მეურვეობდა და შემდეგ მ. თარხნიშვილს გადასცა ს. დადიანისა და ა. მიურატის ოჯახის ქონება და მათი უცხოეთის არქივი.

გარდაიცვალა 1967 წელს

 

გამოყენებულია ქსე, ტ. 10, გვ. 654.

 

 *** 

ჯავახიშვილი ნინო

ანატომი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1949), პროფესორი (1953). საქართველოს მცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1949).

დაიბადა ქალაქ მოსკოვში 1914 წლის 7 ნოემბერს. 1930-1935 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში.  1941 წელს გახდა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, შვიდი წლის შემდეგ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. 1953  წელს კი მიენიჭა პროფესორის აკადემიური ხარისხი. 1961 წელს არჩეულ იქნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ კორესპონდენტად. მის მიერ დაკავებული თანამდებობების ნუსხა ასეთია: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ანატომიის კათედრის ასისტენტი (1935-1948), თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ანატომიის კათედრის დოცენტი (1948-1949), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (1946-1951), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში (1951-1958), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი (1958-2006), 2006 წლიდან დღემდე კი ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის საპატიო დირექტორი.

ნ. ჯავახიშვილი ანატომთა, ჰისტოლოგთა და ემბრიოლოგთა თბილისის საზოგადოების თავმჯდომარე იყო (1966), ასეთივე საკავშირო საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე (1983), ასევე უნგრეთის (1974), ბულგარეთის (1975) საზოგადოებების, ჩეხოსლოვაკიის პურკინეს სახელობის სამეცნიერო სამედიცინო საზოგადოების (1975) საპატიო წევრი. 

ნ. ჯავახიშვილი საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწეა (1965), იგი იყო საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და პრეზიდიუმის წევრი (1953-63), სსრკ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, საბჭოთა ქალთა კომიტეტის წევრი (1945), საქართველოს ქალთა კომიტეტის თავმჯდომარე (1945), მშვიდობის საქართველოს რესპუბლიკური კომიტეტის წევრი (1950). ნ. ჯავახიშვილი ლენინის, შრომის წითელი დროშის ორდენის, ხალხთა მეგობრობის, საპატიო ნიშნის ორდენებისა და მედლების მფლობელია.

ნინო ჯავახიშვილი არის 275 სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 7 მონოგრაფიის ავტორი. ხოლო მისი 43 ნაშრომი გამოქვეყნებულია უცხოეთში.

მნიშვნელოვანი ნაშრომებია:

1. Изменения ангиоархитектоники крестообразной извилины после перевязки сонной артерии. Кандидатская диссертация, 1941, 120 стр. (отмечено Резолюцией  Всесоюз. V Съезда АГЕ, Ленинград. 1951.
2. Устройство спинномозговых нервных сплетений, симпатического ствола и иხ взаимоотношении.  Докторская диссертация 1948, Изд. АН ГССР. Тбилиси, 1959, 292 стр. 
3. Коллатеральные пути печеночной артерии. Тр. Ин-та эксп. морф. 1952. Т. IV, стр. 65-147. 
4. Сосуды сердца. Изд. «Мецниереба», Тбилиси, 1963, стр. 212. соавтор М.Э.Комахидзе.
5. К изучению восстановления кровообращения сердца при экспериментальном инфаркте миокарда. Изд. «Сабчота Сакартвело», 1967, соавт. М.Э.Комахидзе.
6. Сосуды сердца. Изд. «Наука», Москва, 1963, стр. 366. Соавтор М.Э.Комахидзе.
7. Высшая медицинская школа в Грузии. ДетскаяЭнциклопедия на Груз. яз. Тбилиси, 1967, т. 7.  стр. 276-287
8. Морфологическое обоснование действия некоторых коронарорасширяющих препаратов. Изд. «Сабчота Сакартвело», 1973, стр. 99, с соавторами.
9. Le courant sanguin retrograde dans le myocard.  Проблемы на сравнит. экспер. морф. эмбриол. София, 1977, 297-303.
10. Пластика кровеносных сосудов. «Мецниереба», 1997, Тбилиси, 24, 5. п…л. Соавтор М.Э.Комахидзе.

 

 ***

ჯიქიძე ეთერი

მიკრობიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1969), პროფესორი (1972), მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1979).

დაიბადა 1926 წლის 28 აგვისტოს, თბილისში. 1948 წელს დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი. იმავე წელს დაიწყო მუშაობა სოხუმში სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის ექსპერიმენტული პათოლოგიის და თერაპიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში,  1961 წლიდან ინფექციური პათოლოგიის ლაბორატორიის გამგეა, 1967 წლიდან   დირექტორის მოადგილეა სამეცნიერო დარგში.

ე. ჯიქიძე შეისწავლიდა პრიმატების ბაქტერიულ და ვირუსულ დაავადებებს შედარებითი ბიოლოგიის ასპექტში, ნაწლავთა ინფექციების ეტიოლოგიის, პათოგენეზისა და აქტიური პროფილაქტიკის საკითხებს. მაიმუნებზე შექმნა ადამიანის ზოგიერთი ინფექციური დაავადების მოდელი და სხვ.

ე. ჯიქიძე დაჯილდოებულია მედლებით.

მისი ძირითადი ნაშრომებია:

1. Болезни обезьян в природных условиях Вьетнама,  М., 1965 ( თანაავტ. Б. А.  Лапин, Л. А. Яковлева),
2. Изучение кишечных инфекций в опыте на обезьянах, ,,Вестник Академии медицинских наук СССР» 1977, №8 (თანაავტ.)
 
გამოყენებულია ქსე, ტ. 11, გვ. 568

 ***

         

ნინო კვეზერელი-კოპაძე

ექიმი-პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი 

 ნინო კვეზერელი-კოპაძე დაიბადა ქ. თბილისში, 1918 წ. 5 იანვარს. საშუალო განათლება მიიღო 1925-1935 წწ. ქ.თბილისის მე-14 საჩვენებელ სკოლაში. 1935-1940 წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში, სამკურნალო ფაკულტეტზე.      1941 წ. სამამულო  ომის  დაწყებისთანავე, ნებაყოფილობით ერთვება N14-19   ევაკოგოსპიტალის მუშაობაში, რომელიც გათანაბრებული იყო მომქმედ არმიასთან.

ნინო კვეზერელი-კოპაძე, მრავალი ათეული წლების განმავლობაში მუშაობდა ჯერ დედათა და ბავშვთა ჯანდაცვის კვლევით ინსტიტუტში, შემდეგ კ.ჩაჩავას სახ. სამეანო-გინეკოლოგიური კვლევით ინსტიტუტში, სადაც პრაქტიკოსი ექიმის საქმიანობის გარდა ეწეოდა სამეცნიერო კვლევით    მუშაობასაც. შეისწავლა ახალშობილთა სუნთქვის ცვლილებების დინამიკა დაბადებიდან პირველ დღეებში. ასევე ორსულებში ნეფროპათიის შემთხვევები და მისი გავლენა ახალშობილებზე. ეს კარგადაა გაშუქებული მის სადისერტაციო ნაშრომში: კლინიკო-ფიზიოლოგიური და ბიოქიმიური მაჩვენებლები, ახალშობილ ბავშვებში დაბადებული ორსულთა ნეფროპათიით დაავადებულ დედებიდან სიცოცხლის პირველ დღეებში (რუსულ ენაზე), რომელიც  წარმატებით დაიცვა ქ.თბილისში, 1972 წ. და მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის წოდება.

დიდია ნინო კვეზერელი-კოპაძის ღვაწლი ჩვილ ბავშვთა მკურნალობაში. მას ჰქონდა დიდი სამეცნიერო ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება პედიატრიაში. კვლევით ინსტიტუტში მუშაობისას, მან გაიარა ყველა საფეხური ექიმ-ორდინატორობიდან უფროს მეცნიერ თანამშრომლამდე.

 მუშაობდა ახალშობილთა და დღენაკლულთა განყოფილებებში. მრავალრიცხოვან დედებს ეხმარებოდა ჩვილ ბავშვთა კვების ჩამოყალიბებასა და სწორად წარმართვაში,  მუშაობდა ექიმად ბავშვთა სანატორიუმებში, ნამყოფია  საქართველოს თითქმის ყველა  კუთხეში, მძიმე შემთხვევების დროს სანიტარული ავიაციის სასწრაფო გამოძახებებით.

ის იყო სამამულო ომის და შრომის ვეტერანი.

1998 წ. მიენიჭა საქართველოს პერინატოლოგთა და ნეონატოლოგთა საერთაშორისო ასოციაციის საპატიო წევრის წოდება.

ნინო კვეზერელი-კოპაძე გარდაიცვალა 86 წლის ასაკში, 2004 წ. 1 აპრილს. ის იყო თავისი ოჯახის საექიმო ტრადიციების (დედა, ქმარი, ძმა) საამაყო გამგრძელებელი და პირნათლად ემსახურა თავის ქვეყანასა და ხალხს. ნინო კვეზერელ-კოპაძეს ჰყავდა 3 შვილი და მეუღლე კონსტანტინე კაპანაძე, სამამულო ომის მონაწილე, კანისა და ვენსნეულებათა დამსახურებული ექიმი, საპატიო რკინიგზელი და შრომის ვეტერანი.

ის რამოდენიმე მნიშვნელოვანი შრომის ავტორია:

1.Белковые фракции и витаминный обмен у новорожденных от здоровых матерей и ьатерей с токсикозом второй половины беременности. Тр.НИИ акушорства и гинекологии МЗ ГССР,Тб.,1965,Х11,287-294.
2.Состояние здоровья и физическое развитие новорожденных от матерей с токсикозами второй половины беременности. Тр.,НИИ акушерства и гинекологии МЗ ГССР,Тб.Х11,349-356.
3.Влияние поздних токсикозов беременности на некоторые клинико-физиологические особенности новорожденных. Материалы научн.конф.по актуальным вопросам педиатриию.Тб.,1969,26.
4.Определение артериального давления тахоосцилографическим методом у новорожденных детей от матерей с нефропатией беременных. Ьатериалы 111съезда педиатров Грузии,1971,21.
5.Содержание общего белка и белковых фракций в сыворотке крови у новорожденных детей от матерей с нефропатией беременности.Тр.,НИИ педиатрии МЗ ГССР,Тб.,1970-71,У-У1,123-128.
 
                                  

***

ნევრესტან შაშიკაშვილი

მედიცინის ისტორიკოსი. ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის წამყვანი სპეციალისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1961), პროფესორი(1962),  საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1967). 

ნევრესტან შაშიკაშვილი  დაიბადა 24 აპრილს 1910 წელს, ქ.ბათუმში; 1925 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა; იყო პირველი აჭარელი ქალი, რომელმაც 1931 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. ბათუმში დაბრუნების შემდეგ სამკურნალო მოღვაწეობა დაიწყო ბათუმის საავადმყოფოში გინეკოლოგიური განყოფილების ორდინატორად. პირველი სრულიად დამოუკიდებელი ოპერაცია გაუკეთა მშობიარე აჭარელს ხუცუბანში, გაყინულ თავლაში და ორი სიცოცხლე – ბავშვის და დედის გადაარჩინა. ამის მერე შეუწყვეტელ ნაკადად აკითხავდნენ მას აჭარელი ქალები.

მოგვიანებით იგი აჭარის ჯანმრთელობის დაცვის სახალხო კომისრის პირველ მოადგილედ დანიშნეს, ხოლო 1939 წელს – კომისრად. უაღრესად მძიმე პერიოდი მისთვის მეორე მსოფლიო ომის წლები იყო. ნავსადგურში გამუდმებით შემოდიოდნენ გემები, რომლებსაც მოჰყავდათ დაჭრილები – მას ყველა  უნდა დაებინავებინა და ენუგეშებინა. ამ და სხვა მძიმე ამოცანებს ღირსეულად უძღვებოდა და მისი ღვაწლი სათანადოდ დაფასდა, რისი დასტურიც არის მედიცინის ცნობილი  მეცნიერებებისა და გადარჩენილი მეომრებისგან მიღებული სამადლობელო წერილები.  

პარალელურად საკანდიდატო დისერტაციაზე მუშაობდა თემაზე: “აჭარის ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის ისტორიისათვის“, რომელიც წარმატებით დაიცვა 1947 წელს.

1949 წელს  ნ.შაშიკაშვილი თბილისში გადმოდის საცხოვრებლად  ოჯახის წევრებთან ერთად. მისი მეუღლე, დავით დუმბაძე (1900–1970), იყო ცნობილი ჟურნალისტი, მთარგმნელი, რომელსაც გამომცემლობა ”საბჭოთა საქართველოს“ მთავარი რედაქტორის თანამდებობაზე ყოფნის  დროს დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული წიგნის გამოცემისა და პოპულარიზაციის საქმეში. შვილი, გურამ დუმბაძე (1935–1987) – შემდგომში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიური ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი – ცნობილია როგორც  მაღალმთიანი აფხაზეთის გეოლოგიის მკვლევარი.    

თბილისში ნ. შაშიკაშვილი ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის  ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის კათედრის დოცენტად იქნა არჩეული. არ წყდება მისი სამეცნიერო მოღვაწეობაც – კითხულობს ლექციებს, აქვეყნებს შრომებს, ნარკვევებს აჭარაში სამედიცინო საქმის განვითარების შესახებ. 1961 წელს  იცავს სადოქტორო დისერტაციას, რომელიც  მიძღვნილია საქართველოში ჯანდაცვის ორგანიზაციის განვითარების ისტორიისადმი მე–19 საუკუნიდან 1940 წლამდე, რის შემდეგ  ხდება კათედრის პროფესორი. 1967 წლიდან სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე იგი ამავე კათედრის გამგედ მუშაობდა. ამ თანამდებობაზე მან კეთილად დაამახსოვრა თავი ექიმთა დახელოვნების კურსებზე ჩამოსულ სპეციალისტებს და მრავალ  სამადლობელო  ბარათს იღებდა მათგან.

საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროში მას არანაკლებ მნიშვნელოვანი თანამდებობა მიანდეს. იგი დანიშნეს სამედიცინო მეცნიერებისა და სასწავლო დაწესებულებების მთავარი სამმართველოს უფროსად.

სხვადასხვა წლებში ნ.შაშიკაშვილი იყო საქართველოს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და თავმჯდომარის მოადგილე, ჟურნალ „საბჭოთა მედიცინის“  სარედაქციო კოლეგიის წევრი და სხვ.  დაჯილდოვებული იყო  „წითელი ვარსკლავის”, „საპატიო ნიშნის“  და „შრომის წითელი დროშის“ ორდენებით.

გამოქვეყნებული აქვს 70–ზე მეტი ნაშრომი, მათ შორის 7 მონოგრაფია, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანია:

Н.Р. Шашикашвили, Этапы развития здравоохранения в Грузии. Изд-во «Сабчота  Сакартвело». Тбилиси – 1973.

 

ნ.შაშიკაშვილი დაკრძალულია თბილისში, დიდუბის საზოგადო  მოღვაწეთა პანთეონში, მეუღლის გვერდით.

 

 

               

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s