ანდრონიკაშვილი მზია

 

ანდრონიკაშვილი მზია

აღმოსავლეთმცოდნე, ლინგვისტი-ირანისტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.

მ. ანდრონიკაშვილი დაიბადა 1920 წელს. ქალბატონი მზიას ბებიამ, ცნობილმა ქართველმა მწერალმა ეკატერინე გაბაშვილმა, დიდი როლი შეასრულა შვილიშვილის აღზრდაში.

1937 წელს Iსაშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კავკასიური და აღმოსავლური ენების განყოფილებაზე. იგი იყო დიდი ქართველი მეცნიერების აკაკი შანიძის, გიორგი ახვლედიანის, იუსტინე აბულაძის, არნოლდ ჩიქობავას, გიორგი წერეთლისა და სერგი ჯიქიას მოწაფე. 1942 წელს მ. ანდრონიკაშვილი ჩაირიცხა მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ასპირანტურაში ირანისტიკის განხრით. მისი ხელმძღვანელი იყო აკად. გ.ახვლედიანი. ცნობილი ირანისტის ვასილ აბაევის ხელმძღვანელობით მუშობდა ძველირანულ ტექსტებზე. მკვლევარის მეცნიერული ინტერესი მიმართული იყო ენობრივი კონტაქტების კვლევისკენ. ამ ასპექტით განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ფუნდამენტური გამოკვლევა ,,ნარკვევები ირანულ-ქართული ენობრივი ურთიერთობებიდან”. ნაშრომში გამოვლენილია და კომპლექსურად არის შესწავლილი სპარსულიდან და სხვა ირანული ენებიდან და დიალექტებიდან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, _ უძველესი დროიდან XVI-XVII საუკუნეებამდე _ ქართულ და ქართველურ ენებში შემოსული და ადაპტირებული ლექსიკა. მეცნიერის მიერ მიღებულ შედეგებს გარდა წმინდა ლინგვისტური ღირებულებისა უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებათ კულტურულ-ისტორიულ ურთიერთობათა თავისებურებების გარკვევის საქმეში. უნდა აღინიშნოს მ. ანდრონიკაშვილის დამსახურება ინდოლოგებისა და ირანისტების მომზადებაში. წლების მანძილზე მეცნიერი თბილისის სახ. უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს ისეთ საგნებში, როგორიცაა ირანული ენების შედარებითი გრამატიკა, სანსკრიტული ენა, ძველი და საშუალო ირანული ენები. ახალგაზრდა სპეციალისტების კვალიფიკაციის დონისამაღლების საქმეში დიდი როლი შეასრულა მ.ანდრონიკაშვილის მიერ თბილისის უნივერსიტეტში დაარსებულმა ინდო-ირანისტიკის სემინარმა. იგი მრავალი ასპირანტისა და მაძიებლის ხელმძღვანელი იყო.

მ. ანდრონიკაშვილი გარდაიცვალა 2006 წელს.

 

 

 

                             

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s