უცხო ენების სპეციალისტები

  

ანდრონიკაშვილი მზია

აღმოსავლეთმცოდნე, ლინგვისტი-ირანისტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.

მ. ანდრონიკაშვილი დაიბადა 1920 წელს. ქალბატონი მზიას ბებიამ, ცნობილმა ქართველმა მწერალმა ეკატერინე გაბაშვილმა, დიდი როლი შეასრულა შვილიშვილის აღზრდაში.

1937   წელს Iსაშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კავკასიური და აღმოსავლური ენების განყოფილებაზე. იგი იყო დიდი ქართველი მეცნიერების აკაკი შანიძის, გიორგი ახვლედიანის, იუსტინე აბულაძის, არნოლდ ჩიქობავას, გიორგი წერეთლისა და სერგი ჯიქიას მოწაფე. 1942 წელს მ. ანდრონიკაშვილი ჩაირიცხა მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ასპირანტურაში ირანისტიკის განხრით. მისი ხელმძღვანელი იყო აკად. გ.ახვლედიანი.  ცნობილი ირანისტის ვასილ აბაევის ხელმძღვანელობით მუშობდა ძველირანულ ტექსტებზე. მკვლევარის მეცნიერული ინტერესი მიმართული იყო ენობრივი კონტაქტების კვლევისკენ. ამ ასპექტით განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ფუნდამენტური გამოკვლევა ,,ნარკვევები ირანულ-ქართული ენობრივი ურთიერთობებიდან”. ნაშრომში გამოვლენილია და კომპლექსურად არის შესწავლილი სპარსულიდან და სხვა ირანული ენებიდან და დიალექტებიდან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, _ უძველესი დროიდან XVI-XVII საუკუნეებამდე _ ქართულ და ქართველურ ენებში შემოსული და ადაპტირებული ლექსიკა. მეცნიერის მიერ მიღებულ შედეგებს გარდა წმინდა ლინგვისტური ღირებულებისა უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებათ კულტურულ-ისტორიულ ურთიერთობათა თავისებურებების გარკვევის საქმეში. უნდა აღინიშნოს მ. ანდრონიკაშვილის დამსახურება ინდოლოგებისა და ირანისტების მომზადებაში. წლების მანძილზე მეცნიერი თბილისის სახ. უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს ისეთ საგნებში, როგორიცაა ირანული ენების შედარებითი გრამატიკა, სანსკრიტული ენა, ძველი და საშუალო ირანული ენები. ახალგაზრდა სპეციალისტების კვალიფიკაციის დონისამაღლების საქმეში დიდი როლი შეასრულა მ.ანდრონიკაშვილის მიერ თბილისის უნივერსიტეტში დაარსებულმა ინდო-ირანისტიკის სემინარმა. იგი მრავალი ასპირანტისა და მაძიებლის ხელმძღვანელი იყო.

მ. ანდრონიკაშვილი გარდაიცვალა 2006 წელს.

 

 ***

ბაქრაძე მზია 

ფილოლოგი, ფრანგული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი.

 დაიბადა თბილისში, 1929 წელს ცნობილი მეცნიერის, ფილოსოფოსის კოტე ბაქრაძის ოჯახში. 1948 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა თბილისის მე-6  ქალთა სკოლა.  იმავე წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა, მაგრამ მესამე კურსიდან შეიცვალა ფაკულტეტი და განსხვავებული საგნების ჩაბარების შემდეგ უცხო ენების ფაკულტეტის ფრანგული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის სტუდენტი გახდა. 1953 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხოლო 1958 წელს თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტის ასპირანტურა. 1964 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე ,,ჟ.პ. სარტრის მსოფლმხედველობის ევოლუცია მისი ლიტერატურული ნაწარმოებების მიხედვით’’. 1961–62 წლებში თანამედროვე ფრანგულ ლიტერატურაში სპეციალიზაციის მიზნით გაიგზავნა სტაჟირებაზე პარიზში, სორბონის უნივერსიტეტში უცხო ენების ინსტიტუტის მიერ. 1972-73 წლებში მოსკოვის უნივერსიტეტისა და ლიტერატურის ინსტიტუტის დოქტორანტია.

1958-დან 1974 წლამდე მზია ბაქრაძე თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტის ლექტორია, 1971 წლიდან დოცენტია, ფრანგული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. 1974-76 წლებში ფრანგული ენის ფაკულტეტის დეკანია. 1976-დან 1986 წლამდე იგი ამავე ინსტიტუტის ფრანგული ენისა და ლიტერატურის კათედრის გამგეა, 1986-87 წლებში კი ინსტიტუტის პრორექტორი სასწავლო დარგში. 1988-დან 1996 წლამდე იგი ეწეოდა პედაგოგიურ და სამეცნიერო მოღვაწეობას უცხო ენათა ინსტიტუტის ფრანგული ენის კათედრაზე. მისი ძირითადი სალექციო კურსი იყო ,,ფრანგული ლიტერატურის ისტორია შუა საუკუნეებიდან XX საუკუნის ჩათვლით’’.აღსანიშნავია, რომ ხანგრძლივი პედაგოგიური მოღვაწეობის პერიოდში მ. ბაქრაძის სამეცნიერო ხელმძღვანელობით მრავალმა მაგისტრანტმა თუ ასპირანტმა მოამზადა და დაიცვა სამაგისტრო თუ სადისერტაციო ნაშრომი.

2006-დან 2009 წლამდე მ. ბაქრაძე ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის უცხო ენათა ფაკულტეტის სრული პროფესორია, რომანისტიკის განხრით. 2009 წლის 10 ივლისს მიენიჭა უნივერსიტეტის ემერიტუსის წოდება და დღემდე ილია ჭავჭავაძის სახ. უნივერსიტეტის პროფესორ-ემერიტუსია. 2006 – 09 წლებში იგი იყო ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი.

1959 წლიდან 1990 წლამდე მ. ბაქრაძე სისტემატურად მონაწილეობდა თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტის, ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის, მოსკოვის უცხო ენების ფილოლოგიის ფაკულტეტის, საქართველოსა და რუსეთის მწერალთა კავშირის, სორბონის უნივერსიტეტის კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში.

მ. ბაქრაძე 1955_70 წლებში შეთავსებით მუშაობდა რეფერენტად საქართველოს უცხო ქვეყნების მეგობრობისა და კულტურული ურთიერთობის საზოგადოებაში, მუშაობდა საფრანგეთის დელეგაციებთან, საქართველოსა და საფრანგეთს შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავების მიზნით მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზებასა და წარმართვაში. 2004-06 წლებში წარმატებული იყო მისი ურთიერთობა ფრანგული კულტურის ცენტრთან თბილისში _ ,,ალიანს ფრანსეზი’’, დიუმას ცენტრი _  სადაც მან წაიკითხა ლექციების სერია ,,მ. იურსენარის პორტრეტი’’. მ. იურსენარისა და მ. ელიადეს ნაწარმოებთა თარგმანთან დაკავშირებით იგი სტიპენდიით მივლინებული იყო პარიზის მთარგმნელობით ცენტრში. 1963  წელს მ. ბაქრაძემ სორბონის უნივერსიტეტში წაიკითხა ლექციების ციკლი ,,ჟ.პ. სარტრის ლიტერატურული შემოქმედება’’.

მ. ბაქრაძის სამეცნიერო მოღვაწეობა უკავშირდება ფრანგულ ლიტერატურასა და ფილოსოფიას. იგი იკვლევდა ფრანგული ,,ახალი რომანის’’ თეორიულ საფუძვლებს და ეგზისტენციალიზმის პრობლემებს XX საუკუნის ფრანგულ ლიტერატურაში. მისი

სამეცნიერო ნაშრომებიდან აღსანიშნავია:

1.   ეგზისტენციალიზმი ფრანგულ ლიტერატურაში _ჟურნ. ,,მნათობი ,  # 8, 1961 წ.
2.   ჟ.პ. სარტრის ფილოსოფიური მოძღვრების ძირითადი დებულებანი _ თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტის შრომები. # 6, 1963 წ.
3.   ჟ.პ. სარტრის პიესები _ ჟურნ. ,,მნათობი ’’ , # 4, 1964 წ.
4.   ჟ.პ. სარტრის რომანი ,,გულზიდვა ’’, _თბილისის უცხო ენათა პედ. ინსტიტუტის შრომები, # 6, 1973 წ.
5.   ჟ.პ. სარტრის პიესა ,,ეშმაკი და უფალი ღმერთი’’. უცხო ენათა ინსტ. შრომები ; 1974 წ.
6.   ფრანგული ,,ახალი რომანის » თეორიული საფუძვლები ნ. საროტისა და რობ-გრიიეს მიხედვით, 1969 წ.
7.   ფრანგული ,,ახალი რომანი » /ანტი-რომანი /, ჟურნ ,,ხომლი », # 5, 1970 წ.
8.   ფრანგული ,,ახალი რომანი » /ანტი-რომანი/, ჟურნ. ,,ხომლი » # 6, 1971 წ.
9.   ს. ბეკეტი, ,,გოდოს მოლოდინში », ჟურნ. ,,ხომლი », # 7, 1972 წ.
10. სიტყვის პოეტიკა და მზის სიმბოლიკა ა. კამიუს ნაწარმოებში ,,უცხო » /XX საუკუნე, ლიტერატურის ისტორია, პოეტიკა, ურთიერთობანი/, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1988 წ.

 

აღსანიშნავია მ. ბაქრაძის საინტერესო წერილები და სტატიები ფრანგული ლიტერატურის შესახებ :

1.   ლ. არაგონი ქართული ლიტერატურის შესახებ;  გაზ. ,,ლიტერატურული საქართველო’’ , # 6, 1955 წ.
2.   ფრანგული ნოველა, /ორტომეულის შესავალი/, გამომც. ,,საბჭოთა საქართველო’’, 1971 წ.
3.  ,,ტილ ულენშპიგელი ქართულ მიწაზე », /თ. კოპლატაძესთან ერთად/  ჟურნ. ,,საუნჯე», 1975 წ. 
4.  ჟაკ ბრელი, ჟურნ. ,,საბჭოთა ხელოვნება », # 12, 1980 წ; გაზ. ,,ალტერნატივა », # 12, 1998 წ, ,,კავკასიური სახლი ».
5.  ,,უკვდავების ერთი სავარძელი » /მ. იურსენარი _ საფრანგეთის აკადემიის პირველი ქალი/, გაზ. ,,ლიტერატურული საქართველო », # 3, 1981 წ.
6.  ვ. ჰიუგო /დაბადებიდან 100 წლისთავი/, გაზ. ,,ლიტერატურული საქართველო », # 41, 1985 წ. /თ. აფციაურთან ერთად/.
7.  ,,დაკარგული სამფლობელოს ძიებაში », /ალენ-ფურნიეს ,,დიდიმონი « / ; / თ. აფციაურთან ერთად/, გაზ. ,,ლიტერატურული საქართველო », # 11, 1987 წ.
8.  ,,ფრანსუა ვიიონი და მისი ქართული თარგმანი », ჟურნალი ,,საუნჯე », # 6, 1987 წ.
9.  ,,ფრანსუა ვიიონი და დავით წერედიანი » , გაზ. ,,ჩვენი მწერლობა », 15-22, /სალიტერატურო ჩანართი/, 2002 წ.
10. ,,გახელილი თვალებით » /მ. იურსენარის სიკვდილი/, გაზ. ,,ლიტერატურული საქართველო,  # 7, 1988 წ.
11. ,,მეთორმეტე ფრანგი » , /კლოდ სიმონი, ნობელის პრემიის ლაურეატი/, გაზ. ,,ლიტერატურულისაქართველო », # 5, 1986 წ.
12. ა. დოდეს შემოქმედება, გამომც. ,,ნაკადული ’’, /მსოფლიო ლიტერატურის ბიბლიოთეკა/, 1988 წ.
13. მ. იურსენარი _ ,,აღმოსავლური ნოველები’’ /ერთვის ბოლოსიტყვაობა/, გამომც. ,,ჯისიაი, 1998 წ.
14. ,,ძვირფასი მოგონებები ‘’, /ჟ.პ. სარტრთან და სიმონ დე ბოვუართან შეხვედრების და საუბრების რამდენიმე ეპიზოდი/.  დაიბეჭდა საფრანგეთში, ჟურნალში ,,სარტრის წელი » / ,,L’Année Sartrienne »  juin, # 15/. ქართულად დაიბეჭდა სახელწოდებით ,,დაუვიწყარ მოგონებათა რამდენიმე ეპიზოდი », გაზ. ,,ჩვენი მწერლობა », # 16, 2002 წ.
15. მეცამეტე ფრანგი /ჟ.მ. გუსტავ ლეკლეზიო _ ნობელის პრემიის ლაურეატი/, ჟურნალი ,,ჩვენი მწერლობა, 2008 წ.
16. ჟან მარი გუსტავ ლეკლეზიოს პორტრეტი, ჟურნ. აფრა # 8,  2000 წ.
17. ბ.მ. კოლტესი _ თანამედროვე ფრანგული თეატრი; ჟურნ. აფრა #8. 2000 წ.

 

მ. ბაქრაძე წლების განმავლობაში იყო სერია ,,მსოფლიო ლიტერატურის ბიბლიოთეკა (გამ. ,,საბჭოთა საქართველო)  და სერია ,,ბიბლიოთეკა ბავშვებისათვის (გამ. ,,ნაკადული) სარედაქციო კოლეგიის წევრი, საქართველოს მთარგმნელობითი კოლეგიის წევრი. იგი ფრანგული ლიტერატურის შესანიშნავი მთარგმნელია. მისი თარგმანების რიცხვს მიეკუთვნება:

1.    ,,ვიეტნამური ზღაპრები’’ , გამომც. « ნაკადული » 1960 წ.
2.   ა. კამიუ, ,,იონა, ანუ მხატვარი მუშაობისას », ჟურნ. ,,ხომლი, # 11, 1969 წ.
3.   მ. დრიუონი ,,რკინის მეფე’’, /თ.კოპლატაძესთან ერთად/ გამომც. საბჭოთა საქართველო, 1977წ.
4.   პირველი ქალი საფრანგეთის ,,უკვდავთა აკადემიაში’’. მ. იურსენარის ვრცელი სიტყვა და აკადემიკოს ჟ. დ’ორმესონის მიმართვა აკადემიაში მიღების ცერემონიალზე.  გაზ. ,,ლიტერატურული საქართველო’’, 1982 წ.
5.   ლ.ფ. სელინი, ,,რთული და ორაზროვანი მწერლის ინტერვიუ’’, გაზ. ,,ალტერნატივა ’’ # 6, 1999 წ.
6.   ფ. სოლერსი, ,,მშვიდობით XX საუკუნე!’’  /საუკუნეთა მიჯნა/. ჟურნ. ,,აფრა, # 9, 2001 წ, ,,კავკასიური სახლი’’. 
7.   რ.მ. რილკე, ფრანგულიწ ერილები, გაზ. ,,ლიტერატურული საქართველო’’, # , 1987 წ;
8.   რ.მ. რილკეს 5 ტომეულის მე-5 ტომი, ,,კავკასიური სახლი’’, 2009 წ.
9.   მ. მამარდაშვილი , ,,ჩახშული ფიქრი’’, გამომც. ,,ჩელმი », 1992 წ.
10.  ჟ.პ. ვერნანი, ,,მერაბ ამარდაშვილი _ მოსაუბრე ფილოსოფოსი » გაზ. ,,ლიტერატურული საქართველო », 1993 წ. 28 მაისი.
11.  ს. უნსეტი, ,,ვიკინგები », გამომც. ,,ჯისიაი, 1993 წ; მეორე გამოცემა _ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2010 წ.
12. მ. ელიადე _ ,,მითის ასპექტები’’, თავები 1,2,3, ჟურნალი, ,,ივერია », 1998 წ.
13. რ. დიუგე, ,,მოსკოვი და წამებული საქართველო’’, გამომც. ,,ჯისიაი, 1994 წ.
14. მ. იურსენარი, ,,აღმოსავლური ნოველები’’, გამომც. ,,ჯისიაი » 1998წ.
15. დ. რაბატე, ,,ფრანგული რომანი 1900 წლიდან’’, /ს. გელაძესთან ერთად/. ,,გამომც. ,,ჯისიაი 1998 წ.
16. ჟ.მ. გუსტავ ლეკლეზიო, ,,ანგოლიმალა ’’, ჟურნალი ,,აფრა, #8, 2000 წ. ,,კავკასიური სახლი ».
17.  ბ.მ. კოლტესი, ,,ზანგისა და ძაღლების ბრძოლა’’, ჟურნ. ,,აფრა », #8, 2000 წ.
18.   ა. ერნო, ,,ადგილი », გამომც. ,,ჯისიაი », 2001 წ.
19.   ა. ერნო, ,,შიშველი ვნება, გამომც. ,,ჯისიაი, 2002 წ.
20.  ს. ზურაბიშვილი, ,,საქართველოსაკენ ». გამომც. ,,ლიტერა ».
21.   ჟ.პ. სარტრი, თეატრი _ ,,ბუზები » და ,,ეშმაკი და უფალი ღმერთი »,  გამომც. ,,ჯისიაი», 2002 წ.
22.  ა. ნოტომი, ,,კრძალვითა და ცახცახით », ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა.
23.  მ. ელიადე, ,,მითის ასპექტები’’; /ბელა წვერაძისმონაწილეობით/. ილია ჭავჭავაძის სახ. უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2009 წ., ( ითარგმნა ფონდი ,,ღია საზოგადოება _ საქართველოს » გრანტით).
24.  2009 წლიდან დღემდე მონაწილეობს სიმონ დებოვუარის ნაშრომის ,,მეორე სქესის » თარგმანში. /თამარ ბერეკაშვილთან ერთად/, ფონდი ,,ღია საზოგადოება _ საქართველოს » გრანტი, პროექტის ავტორი _ ლელა გაფრინდაშვილი.
25.  ჟ.მ. გუსტავ ლეკლეზიო – ,,ანგოლიმალა ’’. ბაკურ სულაკაური სგამომცემლობა, 2012 წ.

 

 მ. ბაქრაძე აქტიურად თანამშრომლობდა გაზეთ “La Géorgie Francophone” სადაც დაიბეჭდა შემდეგი  წერილები:.

  1. « La traduction  – L’ art, qui rapproche les peuples ». N 1. 1995.
  2. « Bouillon de culture » en Géorgie. »  / Entretien avec Bernard Pivot / N 2, 1995.
  3. D.AdJiashvili  – « Réveille – toi ma harpe » / traduction du géorgien en francais /extraits/,  traduit avec B.Mouger/. N 3, 1996
  4. « Un francais – géorgien » . / Serge Tsouladzé – lauréat du prix Langlois de l’Academie Française  pour la meilleure traduction de l’ année – « Le Chevalier à la peau de tigre »   N 4, 1996/
  5. « L’officier qui a étonné la Légion » / portrait de Dimitri Amilakhvari /, N 6, 1997.
  6. « Le meilleur souvenir de mon enfance – c’ est le  Lycée français.. «  /avec B.Mouger/..
  7. Jacques Brel à Tbilissi », N 12, 1999.
  8. « Notre premier lecteur français – Georges Heiser » N 12, 1999.

  

ქართულ პუბლიცისტიკას ამშვენებს მ. ბაქრაძის შესანიშნავი წერილები _ მოგონებები 20-ე საუკუნის ზოგიერთი თავდადებული ქართველის შესახებ:

1.   ,,ფრანგი ქართველი’’ /სერგო წულაძის მოსაგონარი/, გაზ. ,,ლიტერატურული საქართველო », 1982 წ., 10 სექტემბერი.
2.  ,,კაცი, რომელმაც ლეგიონი გააოცა’’ /დიმიტრი ამილახვარის პორტრეტი/, გაზ. ,,ლიტერატურული საქართველო, 1987 წ., 18 სექტემბერი.
3.  ,,სისხლიანი დროის რამდენიმე ამბავი’’, გაზ. ,,ლიტერატურული საქართველო, 1988 წ., 11 ნოემბერი.
4.   ,,გლოვის ზარი », გაზ. ,,ლიტერატურული საქართველო », 1989 წ., # 16, 21 აპრილი.
5.   ,,პორტრეტის ესკიზი », /ქაქუცა ჩოლოყაშვილი/, გაზ. ,,ლიტერატურული საქართველო », 1991 წ., ## 51, 52. გაზ. ,,24 საათი », 2005 წ., # 258, 19 ნოემბერი.
6.   ,,აღიარება ’’, /ეძღვნება მერაბ მამარდაშვილს/, საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახ. წიგნის მოყვარულთა საზოგადოება და მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტი, 1994 წ., ივლისი.

 

მზია ბაქრაძეს სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის მიღებული აქვს ჯილდოები. მათგან მისთვის ყველაზე ძვირფასია წოდება _ «საფრანგეთის აკადემიური პალმების ორდენის ოფიცერი» / «Palmes Academiques », Officier dans  l’ordre  des Palmes  Academiques»/.

 

***

ბახტაძე დალი

გერმანისტი,  ფილოლოგიურ  მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

დალი ბახტაძე დაიბადა 1941 წლის 10 აგვისტოს, ხონში. დაამთავრა ქუთაისის მე-16 საშუალო სკოლა (1958წ.); ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი (1963წ.); თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა (1972წ.)

1976 წელს დაიცვა  საკანდიდატო დისერტაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბჭოზე, გრიფით 10.02.04 – გერმანიკული ენები, სათაურია: “ფრაზეოლოგიური ვარიანტები თანამედროვე გერმანულ ენაში ქართულთან შეპირისპირებით”. სადოქტორო დისერტაცია დაიცვა 1993წ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოზე, გრიფით 10.02.04 (გერმანიკული ენები). სათაურია: “ფრაზეოლოგიური პრედიკაციის პრობლემები” (გერმანული და ქართული ენების კვლევის საფუძველზე).

1969 წლიდან 1997 წლის ჩათვლით მუშაობდა და ლექციებს კითხულობდა ქუთაისის სახელმწიფო ინსტიტუტში (1990 წლიდან ქუთაისის ა. წერეთლის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტში), 1998 წლიდან დღემდე მუშაობს თბილისის ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში და კითხულობდა და ახლაც კითხულობს შემდეგ სალექციო კურსებს:

1) გერმანული ენის ისტორია;
2) გერმანული ენის ლექსიკოლოგია;
3) გერმანიკული ფილოლოგიის შესავალი;
4) გერმანული ენის სტილისტიკა;
5) გერმანული ენის გრამატიკის თეორია;
6) გერმანული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის შესავალი;
7) გერმანული და ქართული ენების შეპირისპირებითი ტიპოლოგია;
8) გერმანული ენის სოციოლინგვისტიკა;
9) ინტერკულტურული გერმანისტიკა;
10) ტექსტის ინტერპრეტაცია.

1983-1986 წლებში დალი ბახტაძე იყო ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი (ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი); 1992-1997 წლებში გერმანული ენის კათედრის გამგე (ქუთაისის ა. წერეთლის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი).

არის სადისერტაციო საბჭოს P 10 01 №1 წევრი.

საზღვარგარეთ  საკვალიფიკაციო სამეცნიერო მოღვაწეობა DAAD-ს სტიპენდიით, თითოეული 1 სემესტრის განმავლობაში:

1984წ. – ბერლინის ჰუმბოლდტის სახელობის უნივერსიტეტში.

1990წ. – ლაიპციგის კარლ მარქსის სახელობის უნივერსიტეტში.

1991წ. – ლაიპციგის კლარა ცეტკინის სახელობის უმაღლესი პედაგოგიური სასწავლებელი.

1999წ. – საარლანდის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქ. საარბრიუკენი.

ოჯახური მდგომარეობა: გათხოვილი. ქვრივი (1989წ.). ქალიშვილი – ეკატერინე ქრისტინაშვილი, გათხოვილი, ჰყავს ორი ვაჟი.

 

წიგნებად გამოცემული შრომები:

 1) მონოგრაფია: ფრაზეოლოგიური პრედიკაციის პრობლემები (გერმანული და ქართული ენების ტიპოლოგიური კვლევის საფუძველზე). სრულიად საქართვე­ლოს რუსთაველის საზოგადოების გამომცემლობა  “სარანგი”. ქუთაისი 1992.
2) თარგმანი: Lutz Götze/Ernest W.B. Hess-Lüttich: Grammatik der deutschen Sprache. Sprachsystem und Sprachgebrauch. Bertelsmann Lexikon Verlag. München 1999 (702 Seiten).
   ლუტც გიოტცე/ერნესტ ვ.ბ. ჰეს-ლიუტიხი: გერმანული ენის გრამატიკა. ენის სისტემა და გამოყენება. გამომცემლობა “იოანე პეტრიწი” თბილისი 2006. (702 გვერდი).
3) სახელმძღვანელო: ლინგვისტიკური ტიპოლოგიის საფუძვლები. გერმანული და ქართული ენების სტრუქტურა. გამომცემლობა “მწიგნობარი”. თბილისი 2010.

 გამოცემული აქვს 56 შრომა. ამათგან ბოლო 10 წლის განმავლობაში, 2002-2012 წლებში, გამოსცა:

1) Zum Stand der linguistischen Grammatikforschung. In: Deutsch als Fremdsprache. Wissenschaft und Unterricht. Arbeitsfeld und Perspektion. Hrsg. v. Claus Altmeyer, Roland Forster und Frank Thomas Grub. Frankfurt/M. 2004.
2) Zu einigen typologischen Wesenszügen des Deutschen und Georgischen.//სამეცნიერო შრომების კრებული “ენა და კულტურა”. ფილ. სერია 2005 №2;
3) ინტერფერენციის ინტერდისციპლინარული მეთოდოლოგია ენათა ტიპოლოგიური წყვილის კონტრასტული ანალიზის საფუძველზე.//”ქართველური მემკვიდრეობა, X”, ქუთაისი 2006.
4) ლინგვისტიკა და უცხო ენის დიდაქტიკა. ტიპოლოგიური ძიებანი. საქართვ. მეცნ. აკადემია. არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტის “სამეცნიერო ძიებანი”, XXVI თბილისი 2007.
5) გერმანულ-ქართული ლექსიკონი. წინასიტყვაობა, ლექსიკონის კონცეფცია და რედაქ­ტირება. შემდგენელი რ. ზექალაშვილი. (840 გვერდი). გამომცემლობა “საქართვე­ლოს მაცნე”. თბილისი 2007.
6) Parallele zur Sozialsemantik bei Jura Soyfer und in der DDR – „Literatur. In: Jura Soyfer und die alte Welt. Hrsg. v. Herbst Arlt. Wien 2009.
7) ქართულ-გერმანული ლექსიკონის რედაქტირება. შემდგენელი რ. ზექალაშვილი (1525 გვერდი). გამომცემლობა “საქართველოს მაცნე”. თბილისი 2009.
8) ქართულ-გერმანული ლექსიკონის ტიპოლოგია და ენათა ტიპოლოგიური ანალიზი. //ლექსიკოგრაფია. I საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში. ბათუმი 2010.
9) “მეხსიერება” როგორც დესკრიფციულ-ანალიზური კატეგორია და მისი საზოგადოებრივ-კულტურული ტრანსფორმაციები.//”ენა და კულტურა”. საერთაშორისო კონფერენციის მასალები. ქუთაისი 2010.
10) კოლხური ცივილიზაციის კვალი გერმანიკულ დამწერლობაში და შესაბამისი ეპოქის მენტალურობის მანიფესტაცია ენაში (ნაკვეთი I).//სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალი “ენა და კულტურა”. ქუთაისი2010, №4.
11) „Wir haben kein anderes Mittel als unsere Worte“ – Christa Wolf Wendezeit – Soziolinguistische For­schungen. In: Sprache und Literatur im Spannungsfeld von Politik und Ästhetik. Christa Wolf zum 80. Geburtstag. Hrsg. v. Sabine Fischer-Kania und Daniel Schäf. IUDIKUM Verlag. München 2011.
12) კორპუსის ლინგვისტიკა: სინქრონია-დიაქრონია-კონტრასტი (გერმანული და ქართული ენები).//”ქართული ენა და თანამედროვე ტექნოლოგიები – 2011″. საერთაშორისო კონფერენცია. გამომცემლობა “მერიდიანი”. არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი. 2011.
13) გერმანული და ქართული კულტურის სემიოტიკა ხატოვანი აზროვნების ენობრივ სუბსისტემებში (ფრაზეოლოგია).//სემიოტიკა X. სამეცნიერო ჟურნალი. საქართვე­ლოს სემიოტიკის საზოგადოება. სემიოტიკის კვლევის ცენტრი. თბილისი 2011.
14) მენტალიტეტის ენობრივი და არაენობრივი გამოხატულობის ინტერკულტურული პარამეტრები (“დუმილის” ლინგვისტურ-რელიგიური შტრიხები).//”კულტურათაშორისი დიალოგები”. I საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომები. თელავი 2011.
15) კოლხური ცივილიზაციის კვალი გერმანიკულ დამწერლობაში და შესაბამისი ეპოქის მენტალურობის მანიფესტაცია ენაში (ნაკვეთი II).//სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალი “ენა და კულტურა”. ქ. ქუთაისი 2011, №5.
16) Kulturdifferenz und literatische Lektüre als Basis für Synergiepotentiale. In: „Wechselwirkungen – Deutschsprachige und internationalen Kontext“. Internationale Konferenz. Universität Pe’cs. Ungarn 2011.
17) ლექსიკოგრაფიული კორპუსის ძიების ბაზისური ინსტრუმენტები IDS-Mannheim (COSMAS 2)-ის ტექსტის კორპუსის გამოყენებით.//ლექსიკოგრაფია. II საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში. ბათუმი 2012.
18) რელიგიური ტექსტის ლინგვისტურ-გნოსეოლოგიური პარამეტრები.//”ენა, ლიტერა­ტუ­რა, კულტურა, ისტორია, ფილოსოფია: ტექსტზე ორიენტირებული კვლევები.” პროფ. ვ. ფურ­ცე­ლაძის 85 წლის საიუბილეო კრებული. რეგიონალური კონფერენცია. თბილისი 2012.

 ***

ენუქიძე რუსუდანი

ინგლისური ენის სპეციალისტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი,  ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი.

დაიბადა 1933 წელს  ქ. თბილისში. 1951წ. დაამთავრა თბილისის ქალთა I საშუალო სკოლა (ოქროს მედლით); 1957 წ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი _ დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი, ინგლისური განყოფილება; 1981/84 წწ. თსუ ინგლისური ფილოლოგიის კათედრის მაძიებელი იყო. 1984 წ. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია – ,,მხატვრული ქრონოტოპი და მისი ლინგვისტური ორგანიზაცია’’, ხოლო 1991 წ. სადოქტორო  -  ,,ლინგვისტური პრაგმატიკა და მხატვრული ტექსტის პროცესუალობა’’.

რ. ენუქიძე ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა შემდეგ სალექციო კურსებს -  ა)შესავალი ინგლისურ ფილოლოგიაში,  1996-2009 (BA),  ბ) ტექსტის ლინგვისტიკა, 1996-2009 (MA),  გ) ინგლისური ენის სტილისტიკა, 2006-2010 (BA).

მას დაკავებული ჰქონდა შემდეგი აკადემიური თანამდებობები:  1992-2006 – თსუ ინგლისური ფილოლოგიის კათედრის გამგე, 2006-2009 – თსუ ინგლისური ფილოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, 2010 წლიდან თსუ ინგლისური ფილოლოგიის მიმართულების ემერიტუს-პროფესორია.

მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომები:

1) დროულ-სივრცობრივი მიმართებათა ლინგვისტური ორგანიზაცია მხატვრულ ტექსტში,  1984, თსუ გამომცემლობა,
2) მხატვრული ქრონოტოპი და მისი ლინგვისტური ორგანიზაცია (რუსულ ენაზე) 1987, თსუ გამომცემლობა,
3) ლინგვისტური პრაგმატიკა და მხატვრული ტექსტის პროცესუალობა,  1990, თსუ გამომცემლობა,
4) მხატვრული ტექსტის თხრობითი დინამიკა და ინფორმატული ერთეულები, 1989, ,,უცხოური ენები სკოლაში’’, #1,
5) რემატული დინამიუმი და თემატური კონტინუუმი,  1992, საქ. მეცნ. აკადემიის ,,მაცნე ’’, #4,
6) ტექსტის ლინგვისტიკა.  კრებულში: სპეციალობის შესავალი ინგლისურ ფილოლოგიაში (ენის თეორია), 1998, თსუ გამომცემლობა,
7) განსაზღვრული არტიკლის ინტროდუქციული თავისებურებები, 1999, ენათმეცნიერული შრომები, ტ. 8,
8 ) პროცესუალობა როგორც ტექსტის კატეგორია და მხატვრული ტექსტი, 2003, თსუ შრომები, # 3,
9) Linguistic Markers of Textual Dynamics  კრებულში:  Учебные  записи  института славистики,  руссистики  и  межкультурной   коммуникации,  2006, ტ.3, თსუ გამომცემლობა.

 

 რ. ენუქიძე ფლობს შემდეგ წოდებებსა და ჯილდოებს:

 საპატიო წოდებები: საქართველის დამსახურებელი არტისტი (ქართული ხალხური ცეკვა) _ 1963, ემერიტუს-პროფესორი – 2010

 ჯილდოები:  ღირსების ორდენი – 2002, ივ.ჯავახიშვილის მედალი – 2010, არის ამერიკის ლინგვისტური საზოგადოების (LSA) წევრი

 

1996  წელს იმყოფებოდა ჩიკაგოს უნივერსიტეტში  (აშშ),  (VIII-XII, IREX -ის პროგრამით).

 

 ***

მეტრეველი ელენე 

ფილოლოგი, ლიტერატურათმცოდნე, აღმოსავლეთმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1958), პროფესორი (1970), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1983).

დაიბადა 1917 წელს. დაამთავრა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი (1940). მუშაობდა გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში (1944-1948), სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებასა (1946-1958) და თბილისის პედაგოგიურ ინსტიტუტში (1948-1952). 1958-1968 მუშაობდა კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში არქეოგრაფიული განყოფილების ხელმძღვანელად. 1968-1988 იყო ამავე ინსტიტუტის დირექტორი. იკვლევდა VIII-XIXსს-ის ქართულ მწერლობას, XVI-XVIIIსს-ის ლექსიკოლოგიურ, სამართლებრივ, კარტოგრაფიულ ძეგლებს, ცალკეული მწერლების შემოქმედებას. მისი მრავალი ნაშრომი ძველი ქართული კულტურის საზღვარგარეთული კერების კვლევას ეძღვნება, რასაც შედეგად მოჰყვა მრავალი სამეცნიერო სტატია და ფუნდამენტური ნაშრომი: მასალები იერუსალიმის ქართული კოლონიის ისტორიისათვის, ნარკვევები ათონის კულტურულ-საგანმანათლებლო კერის ისტორიიდან და ათონის ქართველთა მონასტრის სააღაპე წიგნი. მისმა ნაშრომებმა საერთაშორისო-სამეცნიერო წრეებში დიდი აღიარება ჰპოვა. ე. მეტრეველს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ქართული სასულიერო პოეზიის საკითხების შესწავლაში. ლიტურგიკას, ჰიმნოგრაფიასა და ეკლესიის ისტორიაში შექმნილიშრომების გამო 1994 წელს აირჩიეს თიუბინენგენის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის საპატიოწევრად.

ე. მეტრეველი გარდაიცვალა 2003 წელს. მისი ბიბლიოთეკა პირად არქივთან ერთად გადაეცა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს.

 

 ***

ნათაძე მაია

ფილოლოგი, დასავლეთ ევროპის ენების სპეციალისტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

დაიბადა 1929 წლის 27 მაისს, თბილისში, ცნობილი მეცნიერების გრიგოლ (ბაბუა) და რევაზ (მამა) ნათაძეების ოჯახში. 1947 წელს დაამთავრა მე-6 ქალთა სკოლა. იმავე წელს გახდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის სტუდენტი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მ. ნათაძე ჩაირიცხა იმავე ფაკულტეტის ასპირანტურაში, მისი ხელმძღვანელი იყო ცნობილი მეცნიერი გიორგი ახვლედიანი. მ. ნათაძემ სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობა გააგრძელა მასწავლებლის, დოცენტის და პროფესორის თანამდებობებზე ინგლისური ფილოლოგიისა და დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის კათედრებზე. 1960 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ,,შექსპირის დრამების სტილის ევოლუცია’’, ხოლო 1974 წელს სადოქტორო დისერტაცია ,,ლინგვისტური სტილისტიკის აგების პრინციპები და ენათა შეპირისპირების სტილისტური ასპექტი’’. 2006 წელს მ. ნათაძემ პროტესტი გამოუცხადა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახ. უნივერსიტეტში მიმდინარე ცვლილებებს და დატოვა უნივერსიტეტი როგორც მეამბოხე პროფესორმა და ასეთი პროფესორების მიმართ გამართული ცნობილი სასამართლოს პროცესის მსჯავრდებულმა.

წლების მანძილზე იგი იყო ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორი და ბათუმის უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი.

მ. ნათაძის სამეცნიერო მოღვაწეობის სფეროს წარმოადგენს ენათმეცნიერება, ლიტერატურის ისტორია და თეორია. იგი არის ასზე მეტი სამეცნიერო სტატიის და ხუთი მონოგრაფიის ავტორი. სხვადასხვა ევროპული ენიდან თარგმნილი აქვს მხატვრული ლიტერატურა: ო. ჰენრის ნოველების კრებული (ინგლისურიდან),  კრისტიან პინოს ზღაპრების კრებული ,,ვარსკვლავი გალიაში’’ (ფრანგულიდან),  XX საუკუნის ევროპული პოეზია (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, ესპანური და რუსული პოეზია).

მ. ნათაძეს მრავალი ასპირანტი ჰყავდა. იყო 50-მდე საკანდიდატო და სამი სადოქტორო დისერტაციის ხელმძღვანელი.

მ. ნათაძე ხელმძღვანელობდა ანგლო-რომანული ენათმეცნიერების საბჭოს და იყო ლიტერატურის, საზღვარგარეთის ლიტერატურისა და ზოგადი ენათმეცნიერების საკვალიფიკაციო საბჭოს წევრი, ერევნის ენათმეცნიერების ინსტიტუტთან არსებული საკვალიფიკაციო საბჭოსა და ბაქოს უნივერსიტეტთან არსებული ლიტერატურული საბჭოს მიწვეული წევრი. 

მ. ნათაძე ეწეოდა საზოგადოებრივ მოღვაწეობას. იგი 1990 – 1991 წლებში იყო I ქართული უზენაესი საბჭოს (პარლამენტის) წევრი. არის არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სოლიდარობა განათლებული საქართველოსთვის’’ ერთ-ერთი დამფუძნებელი და დღემდე ,,ქართული აკადემიის’’ წევრი.

მაია ნათაძე დაჯილდოებულია ივ. ჯავახიშვილის მედლით.

 

***

ორლოვსკაია ნატალია 

დასავლეთ ევროპის ლიტერატურის სპეციალისტი,  მთარგმნელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ღირსების ორდენის კავალერი.

დაიბადა 1921 წელს. დაამთავრა თსუ ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი, იქვე ასპირანტურა. თბილისის სახ. კონსერვატორია.  დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე“თეკერეისშემოქმედება”(1946), სადოქტორო_ “საქართველო XVII-XVIII საუკუნეების დასავლური ლიტერატურის ისტორიაში” (1966). მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დასავლეთ ევროპის ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე (1945), კითხულობდა ლექციების კურსს “საზღვარგარეთის ლიტერატურის ისტორია”, “XVIII_XIX საუკუნეების ინგლისური ლიტერატურის ისტორია”. მუდმივად მონაწილეობდა სამეცნიერო კონფერენციებში: მოსკოვი, ლენინგრადი, ოდესა, კიევი, მინსკი.

მნიშვნელოვანი სამეცნიერო გამოქვეყნებული ნაშრომები:

მონოგრაფიები:

1.  “საქართველო XVII-XVIII საუკუნეების დასავლური ლიტერატურის ისტორიაში” (1965), 
2.  “დასავლეთთან საქართველოსთან ლიტერატურული კავშირები” (1986)
 
აქვს 200-მდე სამეცნიერო სტატია.

 

 ***

ღვალაძე ლატავრა 

ფილოლოგი, აღმოსავლეთმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1956), წლების მანძილზე თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი.

დაიბადა თბილისში, 1920-1930-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწის ევგენ (გენო) ღვალაძისა (1900-1937) და ცნობილი მკვლევარ-ბიბლიოგრაფის და პედაგოგის თამარ კუცია-ღვალაძის (1902-1986) ოჯახში.

ლატავრა ღვალაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი (1952). 1952-1955 ენათმეცნიერების ინსტიტუტის ასპირანტი, 1955-1961 – ამავე ინსტიტუტის ლექსიკოგრაფიის განყოფილების მეცნიერ თანამშრომელი. 1961-2006 – აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის (ამჟამად ატარებს აკადემიკოს გიორგი წერეთლის სახელს) სემიტოლოგიის განყოფილების ჯერ უფროსი, შემდეგ კი წამყვანი მეცნიერ თანამშრომელი. 1962-1966 პარალელურად მოღვაწეობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვეფხისტყაოსნის აკადემიური ტექსტის დამდგენ კომისიაში. ლ. ღვალაძე არის 30 გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომის, მათ შორის 1 მონოგრაფიის ავტორი. მისი შრომები ეძღვნება სხვადასხვა ასპექტებს ძველი მწერლობის ძეგლებისა “წარტყუვნაი იერუსალიმისაი”, “გრიგოლ განმანათლებლის ცხოვრება”, “წმ. ბაბილას წამება” და ა.შ. მისი მონოგრაფია “ბაბილას წამების ბერძნული, ქართული, სირიული და არაბული ვერსიები” (1992) გამოცემულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესის და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით. არჩეულია საქართველოს აღმოსავლეთმცოდნეთა საზოგადოების და ევრომეცნიერების (საფრანგეთი) წევრად. მისი მეუღლე თენგიზ ნოზაძე არის კინირეჟისორი-დოკუმენტალისტი. ქალიშვილი მანანა ნოზაძე (გარდაიცვალა 1997 წელს) იყო პირველი ქართველი ეგვიპტოლოგი.

 

 ***

ცაგარეიშვილი-ჭავჭავაძე თინათინი 

აღმოსავლეთმცოდნე,  ენათმეცნიერი, ინდურ-ირანული ენების მკვლევარი.

დაიბადა 1928 წელს, თბილისში. 1944 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა თბილისის რკინიგზის მე-7 საშუალო სკოლა, 1949 წელს _ წარჩინებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. 1949-1952 წლებში გაიარა ასპირანტურის კურსი აკადემიკოს გიორგი ახვლედიანისა და ლენინგრადელი პროფესორების _ ა. ფრეიმანისა და ა. ბარანიკოვის ხელმძღვანელობით. 1954  წელს თბილისში წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ,,ტატჰურუშა (ლიტერატურული კომპოზიტები) ინდურ-ირანულენებში”. 1986  წელს მოსკოვში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია: ,,სახელთა თხზვა ახალ სპარსულ ენაში”.

1957-1960 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტში. 1960 წლიდან სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე   _აკადემიკოს გიორგი წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში წამყვანი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე. 1995 წლიდან იყო აზია-აფრიკის ინსტიტუტის ლექტორი,  პროფესორი. თ. ცაგარეიშვილი-ჭავჭავაძე აქტიურად თანამშრომლობდა ლენინგრადისა და მოსკოვის ლომონოსოვის სახ.  უნივერსიტეტის მეცნიერებთან.

 

თ. ცაგარეიშვილი – ჭავჭავაძის მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომებია:

1. ,,სატირა ფირდოუსის შემოქმედებაში”;
2. ,,სახელთა თხზვა ახალ სპარსულ ენაში” – მონოგრაფია;
3. ,,იური მარის სპარსულ-რუსული ლექსიკონის მასალები”—ვრცელი გამოკვლევითა და მასალებით;
4. კალიდასას ,,მეგჰა-დუტას გამოკვლევა და კომენტარები”,  ამ პოემის სანსკრიტულ-ქართული ლექსიკონი.

 

თარგმანები

1.კალიდასას პოემა  ,,მეგჰა-დუტა-ღრუბელი მაცნე” – თარგმნილია ძველ ინდურიდან-სანსკრიტიდან;
2,,ინდურიზღაპრები ”;
3.,,ბირმულიზღაპრები ”  (თარგმანი რუსულიდან)
4.კრიშან ჩანდრის ნაწარმოებები.

 

თ. ცაგარეიშვილი_ჭავჭავაძე იყო ცნობილი ქართველი ფილოსოფოსის, მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, პროფესორის, საზოგადო მოღვაწის ნიკო ჭავჭავაძის მეუღლე. მისი ვაჟი ზურაბ ჭავჭავაძე, ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი,   ლიტერატორი, მთარგმნელი, 1980-იანი წლების ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო ლიდერი იყო. ქალიშვილი _ ნინო ჭავჭავაძე, ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორია.

თ. ცაგარეიშვილი-ჭავჭავაძე გარდაიცვალა 1997 წელს, თბილისში.

 

 ***

ხიდეშელი ანასტასია

ენათმეცნიერი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1972), პროფესორი (1973), მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1986).

დაიბადა 1916 წლის 9 აგვისტოს, ონში. 1938 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1974 წლიდან იყო თსუ-ს რუსული ენის #1 კათედრის გამგე. იკვლევდა რუსული ენის, მისი დიალექტების, ლექსიკოლოგიის საკითხებს. 1979 წელს გამოსცა ,,რუსული ენის დიალექტური ლექსიკონი” (რუსულ ენაზე), 1982 წელს _ სახელმძღვანელო ,,რუსული კილოკავები საქართველოში” (რუსულ ენაზე), მონოგრაფია ,,რუსულიკ ილოკავები საქართველოში_ გრამატიკულ კატეგორიათა გამოკვლევა ” (რუსულ ენაზე, 1982). აქვს ნაშრომები თ. დოსტოევსკის, ნ. გოგოლის, მ. შოლოხოვის თხზულებათა ენისა და სტილის საკითხებზე.

ნ. ხიდეშელი დაჯილდოებულია მედლებით.

გამოყენებულია ქსე, ტ. 11, გვ.479.

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s