ქიმიკოსები

 

ნანობაშვილი ელენე 

ქართველი ქიმიკოსი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი (1951), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1965).

დაიბადა 1914, თბილისში.  1939 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიური ფაკულტეტი. 1941-1958 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პ. მელიქიშვილის სახელობოს ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტში. 1956 წლიდან ა. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტის პროფესორია, 1963-1973 წლებში ამავე ინსტიტუტის ქიმიის კათედრის გამგე. 1958 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიური ინსტიტუტის რადიაციულ ქიმიური ლაბორატორიის გამგე. ელენე ნანობაშვილის შრომები ეძღვნება რადიაციულ ქიმიურ პროცესებს, იშვიათი ელემენტების ქიმიასდასხვა. დაჯილდოებულია ლენინის ორდენითა და მედლებით.

გამოყენებულია ქსე,  ტ.7,  გვ. 132 

 

***

ნიკოლაძე რუსუდანი

ქიმიკოსი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, (1941), პროფესორი (1933).

დაიბადა 1884 წლის 17(29) დეკემბერს, პეტერბურგში. არის ნიკო ნიკოლაძის ქალიშვილი. დაამთავრა პეტერბურგის ქალთა პედაგოგიური ინსტიტუტი (1909) და პეტერბურგის უნივერსიტეტი (1913). 1909-17 წლებში მუშაობდა პეტერბურგის ქალთა პედაგოგიურ ინსტიტუტში. შემდეგ მუშაობა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არაორგანულ და ზოგადი ქიმიის კათედრაზე. 1933-დან 1974 წლამდე იყო ამ კათედრის გამგე.

რ. ნიკოლაძე მუშაობდა არაორგანული ქიმიის საკითხებზე.  ავტორია მრავალი სამეცნიერო, მეთოდური და მემუარული ნაშრომისა. 1970 წელს დ. გვარამაძესთან ერთად შეადგინა ქიმიის ტერმინოლოგია. 1978 წელსმიიღო გ. ნიკოლაძისპრემია.

დაჯილდოებულია ორი ლენინის ორდენით, ორი შრომის წითელი დროშის ორდენით და მედლებით.

რ. ნიკოლაძე გარდაიცვალა 1981 წელს, თბილისში.

რ. ნიკოლაძის ნაშრომები:

1. მათემატიკა პაწიებისათვის, ტფ., 1923;

2. როგორ ვასწავლოთ ქართული წერა-კითხვა, ტფ., 1929;

3. ატომი და ელემენტი თანამედროვე ქიმიაში…, ნაწ.1, ტფ., 1935;

4. დაუვიწყარი დღეები და წუთები, თბ., 1970;

5. ცხოვრების დიდ გზაზე, თბ., 19785

გამოყენებულია ქსე, ტ.7, გვ.432.

 

 ***

ცეცხლაძე თეა

ფიზიკოს-ქიმიკოსი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი (1975), პროფესორი (1978), მეცნიერებისდამსახურებულიმოღვაწე (1982)

დაიბადა  1919  წლის 10 დეკემბერს, თბილისში. 1941-50 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტზე. 1951-დან 1958 წლამდე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელია, ხოლო შემდეგ ამავე ინსტიტუტის გამოყენებითი ბირთვული ფიზიკის განყოფილების უფროსი. 1978  წლიდან თსუ ფიზიკა-ქიმიის კათედრისპროფესორია.

თ. ცეცხლაძის შრომები ეძღვნება მყარი სხეულების რადიაციულ ფიზიკას, თერმობირთვულ მასალათმცოდნეობას, ბირთვულქიმიას.

დაჯილდოებულია საპატიო ნიშნის ორდენით და მედლებით.

 

გამოყენებულია ქსე , ტ. 11, გვ. 205

  

*** 

 ციციშვილი ნინო

ქიმიკოსი, პირველი პროფესორი (1930) ქალი ქიმიაში, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1943)

დაიბადა 1888 წლის 21 დეკემბერს, თბილისში. 1916 წელს დაამთავრა პეტროგრადის ქალთა უმაღლესი პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 1918 წლიდან იყო თბილისის უნივერსიტეტის ქიმიის კათედრის ასისტენტი, 1925 წლიდან _ დოცენტი, 1928-55 წლებში _ ორგანული ქიმიის კათედრის გამგე.

ნ. ციციშვილმა უდიდესი ამაგი დასდო ქართული ქიმიკოსების აღზრდას. მისი მეცნიერული შრომები ეძღვნება საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქტების ქიმიურ კვლევებსა და სხვ. მასვე ეკუთვნის ნაშრომი ,,პეტრე გრიგორის ძე მელიქიშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა (პ. ი. სტაროსელსკისთან თანაავტორობით, რუსულ ენაზე, თბ., 1955)

ნ. ციციშვილი დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, საპატიო ნიშნის ორდენითა და მედლებით.

ნ. ციციშვილი გარდაიცვალა 1970 წლის 25 ივნისს, თბილისში.

გამოყენებულია ქსე, ტ. 11, გვ. 236.

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s